imedi  /  14 იანვარი 2022, 14:56 / სანდო წყარო

ავსტრალიის მთავრობა ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაციას მანამ არ განახორციელებს, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩი

ავსტრალიის მთავრობა ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაციას მანამ არ განახორციელებს, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ამის შესახებ სასამართლოს საგანგებო სხდომაზე ავსტრალიის მთავრობის ადვოკატმა, სტივენ ლოიდმა განაცხადა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის ადვოკატმა, ნიკოლას ვუდმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტის ვიზა გაუქმდა არა იმიტომ, რომ ჯოკოვიჩი ვაქცინირებული არ იყო, არამედ იმიტომ, რომ ამას ავსტრალიაში ვაქცინაციის საწინააღმდეგო მოძრაობის გააქტიურება მოჰყვებოდა.

სერბი ჩოგბურთელის საქმეზე სასამართლო პროცესი კვირას, 16 იანვარს გაიმართება. დღეს ავსტრალიის ხელისუფლებამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა მეორედ გაუუქმა.

10 იანვარს, ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საიმიგრაციო პატიმრობიდან და მიიჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ჩოგბურთელისთვის ვიზის გაუქმების შესახებ არაგონივრული იყო.

მოსამართლემ გააკრიტიკა ნოვაკ ჯოკოვიჩის მელბურნის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვა და აღნიშნა, რომ როგორც დაკითხვა, ასევე ვიზის გაუქმება არაგონივრული ნაბიჯი იყო.

4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლება მიიღო. ნოვაკ ჯოკოვიჩი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის საფუძველზე ვაქცინაციისგან გათავისუფლდა. ადვოკატების თქმით, ჯოკოვიჩმა დროებითი ვიზა მიიღო, ხოლო ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ მას კოვიდინფიცირების საფუძველზე „ვაქცინაციისგან სამედიცინო გათავისუფლება“ მიანიჭა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 12:07

პოლიტიკა

პაპუაშვილი: სანამ ოპოზიცია ყბედობით არის დაკავებული, ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ოთხწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო და საქართველოში არცერთი რისკი არ რეალიზებულა

მთელი ამ ოთხწელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი რუსი ვნახეთ, რომელმაც პოლიციელის მანქანა დაამტვრია, ახლა პრეზიდენტმა რომ შეიწყალა და უკან გააბრუნა. ერთი რუსი აღმოჩნდა, რომელმაც აურია და ის რუსიც აღმოჩნდა ოპოზიციის აქტივისტი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რუსეთის მოქალაქეების მასიური შესვლის საკითხს.

21 სექტემბერი 2026, 12:05

საზოგადოება

საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი გრძელდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე და დასრულებულ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგს რეგულარულად ახორციელებს. აღნიშნული პროცესის ფარგლებში ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს ქვეშეთი–კობის ახალი გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტზეც, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

დავით სონღულაშვილი

21 სექტემბერი 2026, 12:04

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: დღეს იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მთავარი გამოწვევა ღვინის ხარისხია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ასეთ პირობებში ქართული მეღვინეობის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროდუქციის ხარისხს.

21 სექტემბერი 2026, 12:01

სამართალი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 12:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის არჩევნების შედეგებზე: როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი

როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი, რის გამოც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისგან აქვთ ნდობის კრიზისი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, გერმანიაში მიმდინარე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი აშშ-თან უერთიერთობაზე: ჩვენ დინამიკით კმაყოფილი ვართ. მზად ვართ უფრო მჭიდრო ურთიერთობისთვის. როგორც კი მზაობა იქნება აშშ-ის მხრიდან, იციან, რომ აქ ნახავენ კეთილსინდისიერ პარტნიორს

ჩვენ ვართ მზად, რომ ახალი ფურცლიდან დაიწყოს ის ურთიერთობები, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია და რეგიონში აშშ-ის საუკეთესო პარტნიორი მოიძულა - შეწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა, ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორთან. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაანგრია ცალი მხრიდან ეს ურთიერთობები და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ჩვენი პარტნიორობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:55

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა ყველაფრით, თავისი რიტუალები აქვთ და ყოველ დღე ვხედავთ რუსთაველის გამზირზე მოდიან იმისთვის, რომ რიტუალი ჩაატარონ, ჰყავთ თავისი ქურუმი, რომელიც მათი ტელევიზიიდან ქადაგებს, აქვთ საკუთარი შეძახილები რიტუალის ჩატარების დროს, აქვთ საკუთარი სალოცავები ევროკავშირის დროშის სახით რომელზეც ლოცულობენ და ა.შ.

თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ქცევას, ეს არის ერთი-ერთში ფსევდორელიგიური სექტა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:50

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომელიც საქართველოს მტრობდნენ

გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომელიც საქართველოს მტრობდნენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

21 სექტემბერი 2026, 11:50

მსოფლიო

Bloomberg: რუსეთმა ზამთარში უკრაინაზე დარტყმებისთვის ყველაზე საშიში რაკეტების დაგროვება დაიწყო

აგვისტოდან, რუსეთმა უკრაინაში ბალისტიკური რაკეტების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირა და იერიშები რეაქტიული დრონების გამოყენება გაზარდა, რაც შესაძლოა უკრაინის ენერგეტიკაზე ზამთრის დარტყმებისთვის რაკეტების დაგროვებაზე ​მიუთითებდეს, - წერს Bloomberg-ი.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ - ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ

იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს ამ პროექტთან [„იგლ ჰილსი“] დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ - ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რაზედაც აშშ ესაუბრება ევროკავშირს

ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, რომ მეორეჯერ შევიდნენ იმ წყალში, რომელში შესვლამაც მათ არაფერი კარგი არ მოუტანა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს პარტია ჩვენი წარმოდგენით არის ანტიკონსტიტუციური და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში

მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახარიას პარტიაზე საუბრისას.

21 სექტემბერი 2026, 11:26

მსოფლიო

მოლდოვამ უცნობი მფრინავი ობიექტის გამო საჰაერო სივრცე დროებით შეზღუდა

მონაცემების თანახმად, უცნობი საჰაერო სამიზნე ვინიცის ოლქის სოფელ ტრიბუსოვკის მხრიდან არაღიარებულ დნესტრისპირეთში მდებარე ქალაქ ხრუსტოვას მიმართულებით გადაადგილდებოდა. ამის შემდეგ ის ჩრდილოეთისკენ, სასაზღვრო რეგიონში მდებარე ქალაქ იამპოლის მიმართულებით მოძრაობისას დააფიქსირეს.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე

არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ჭეიშვილი

21 სექტემბერი 2026, 11:15

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება

ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები.

21 სექტემბერი 2026, 11:15

მსოფლიო

იაპონიაში ტაიფუნის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა

გაუქმებულია 300-მდე ავიარეისი და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლის ნაწილი. ასევე გაუქმდა მუსიკალური ფესტივალი Rock in Japan. ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ტაიფუნის შედეგებზე დაკვირვების მიზნით აშშ-ში ვიზიტი გადადო. ​ტაკაიჩი ნიუ-იორკში სამშაბათს უნდა ჩასულიყო, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვედროდა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო.

21 სექტემბერი 2026, 11:04

საზოგადოება

ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის

ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის. უწყებაში „ქრონიკას“ დაუდასტურეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე.

21 სექტემბერი 2026, 11:01

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

21 სექტემბერი 2026, 10:58

რეგიონი

წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

21 სექტემბერი 2026, 10:54

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, დაცული ტერიტორიების განვითარება ბუნების დაცვის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში წარიმართოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა.