imedi  /  17 თებერვალი 2022, 14:44 / სანდო წყარო

საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში დასახლებული პუნქტი დაბომბეს

საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში დასახლებული პუნქტი დაბომბეს. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი და სარკინიფზო სადგური დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.

„ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან ლუგანსკის ოლქში სარკინიგზო სადგურის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. სამიზნე არა მხოლოდ სარკინიგზო სადგური, არამედ დეპო და საბავშვო ბაღიც იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კომუნალური ინფრასტრუქტურა, კერძოდ დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:47

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პარტიების გამჭვირვალობა იყო როგორც 12 რეკომენდაციის, ასევე სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის რეკომენდაციების ნაწილი და ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისთვის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარტიების გამჭვირვალობა იყო როგორც 12 რეკომენდაციის ასევე სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის რეკომენდაციების ნაწილი და ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

რატი იონათამიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მესამე სექტორზე: მათ ისევ ის მიზნები აქვთ დასახული, რომ ებრძოლონ ჩვენს ქვეყანას

ცხადია, მათი მიზანი არასდროს ყოფილა დეზინფორმაციისგან დაცლილი საზოგადოება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ მესამე სექტორზე საუბრისას განაცხადა.

ბექა ძამაშვილი

27 თებერვალი 2024, 14:39

სამართალი

ბექა ძამაშვილი: სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა

„სტრასბურგის სასამართლოს აქვს რეგლამენტში შესაბამისი წესი, როდესაც მიიჩნევს, რომ საქმე განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე პრიორიტეტულად უნდა იყოს განხილული, ამას პირდაპირ უთითებს წერილში, 41-ე წესზე აკეთებს მითითებას და ნამდვილად ხდება სწრაფად განხილვა, მაგრამ ამ საქმეში ამდაგვარს არაფერს ადგილი არ ჰქონია. ადგილი რომ ჰქონოდა, თვითონ მომჩივნები ალბათ გაასაჯაროებდნენ კიდეც სტრასბურგის სასამართლოდან გამოგზავნილ წერილს“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

27 თებერვალი 2024, 14:37

რეგიონი

ქედაში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა

ქედაში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობის სახურავი დაიწვა. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც კორპუსიდან, ასევე მიმდებარე საბავშვო ბაღიდანაც.

სერგი კაპანაძე

27 თებერვალი 2024, 14:34

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: დეზინფორმაციის წყარო საქართველოში არის ბევრი

დეზინფორმაციის წყარო საქართველოში არის ბევრი. ისინი არიან ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ რომ რუსული მესიჯბოქსი გაატარონ საქართველოში, - ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. „ასევე სამწუხაროდ არიან ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში, მათ შორის მათი მედია საშუალებების გამოყენებით ცდილობენ გაავრცელონ გზავნილი, რომ მაგალითად ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას“, - აღნიშნა კაპანაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

27 თებერვალი 2024, 14:33

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ISFED-ი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მონაცემების გაყალბება - ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება

ISFED-ი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მონაცემების გაყალბება - ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:30

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა ლაპარაკი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას

როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა ლაპარაკი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს დედა, მამა, შვილი თუ ა.შ. ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საჭიროა, ევროპარლამენტარებმა კარგად იცოდნენ ამ ეტაპზე რას აკეთებს საქართველო, რა დამოკიდებულება აქვს იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება

პოლიტიკურ თემებზე სასაუბრო ძალიან ბევრია იმისათვის, რომ საქართველო და საქართველოს ინტერესებიც წინ წამოწიოს და არ მოხდეს იმ ბიუროკრატიული განხილვების ფარგლებში ამ პროცესის მძევლად აყვანა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:22

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ლგბტ-პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5 წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება

ლგბტ თემის პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ვხედავთ, რომ დღითი დღე პოპულარობის გარდა, თურმე როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5-ე წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მაკა ბოჭორიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები იმისთვის, რომ გავიგოთ თუ როგორი იქნება შემდგომი კომისია და როგორ გავაგრძელებთ მუშაობას ევროპულ მხარესთან

მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები იმისთვის, რომ გავიგოთ თუ როგორი იქნება შემდგომი კომისია და როგორ გავაგრძელებთ მუშაობას ევროპულ მხარესთან, რათა არ შეფერხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

27 თებერვალი 2024, 14:21

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ქვეყანაში, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, ლაპარაკი იმაზე, რომ დედა დედაა, მამა მამაა, არის სისულელე

ქვეყანაში, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, ლაპარაკი იმაზე, რომ დედა დედაა, მამა მამაა და თურმე გურამ მაჭარაშვილმა უნდა გადაარჩინოს ქართული იდენტობა, არის სისულელე

ზურაბ ქადაგიძე

27 თებერვალი 2024, 14:00

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: დამანგრეველი ეფექტი აქვს “ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან

დამანგრეველი ეფექტი აქვს “ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან, ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით. ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდას ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში! - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე.

27 თებერვალი 2024, 13:50

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები უკვე დაწყებულია საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, სადაც ასფალტის საფართან ერთად, სანიაღვრე არხების მოწყობაც მოხდება. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი.

27 თებერვალი 2024, 13:34

რეგიონი

სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

27 თებერვალი 2024, 13:31

საზოგადოება

კონკურსის „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გელა ნიკოლაიშვილი

27 თებერვალი 2024, 13:30

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა მათი სარჩელი, ანუ საშვთა ბიურომ ჩაიბარა - ამ ეტაპზე თავის გამარჯვებულად გამოცხადება სამართლებრივი საკითხებით პოლიტიკური მანიპულირების და თაღლითობის მაგალითია

გუშინ „ლელოს“ ლიდერებმა საზეიმოდ გაავრცელეს ინფორმაცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩვენი სარჩელი უმოკლეს ვადაში მიიღო წარმოებაში და მალე გამარჯვებულად გამოგვაცხადებსო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრის წარმოებაში მიღებას გარკვეული საფეხურების გავლა, და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, - ამის შესახებ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

27 თებერვალი 2024, 12:48

საზოგადოება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არასრულწლოვანების ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დასაცავად ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები 35 სკოლაში გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ალენ სიმონიანი

27 თებერვალი 2024, 12:45

მსოფლიო

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: ზელენსკის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ თუ ასეთი ვიზიტი შედგა, ვფიქრობ, ის რეგიონული იქნება

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერევანში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მაგრამ, მისივე თქმით, თუ ასეთი ვიზიტი შედგა, ის რეგიონული იქნება.

27 თებერვალი 2024, 12:38

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სახანძრო ავტომანქანები შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება. ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

27 თებერვალი 2024, 12:33

სამართალი

შს სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჩინეთის და გერმანიის 2 მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.