imedi /  18 აგვისტო 2017, 16:35 / სანდო წყარო

ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილი მეოთხე პირი დააკავეს

პოლიციამ ბარსელონასა და კამბრილსში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებული მეოთხე პირი დააკავა, ნათქვამია კატალონიის სამართალდამცავი ორგანოების Twitter-ის გვერდზე.

ორი პირი გუშინ რიპოლსა და ალკანარში დააკავეს. ერთ-ერთი დრის უკაბირია. მესამე ეჭვმიტანილი აიყვანეს რიპოლში დღეს დილით. ესპანური მედიის ცნობით, ეს უკანასკნელი უკაბირის ნათესავი უნდა იყოს.

დრის უკაბირის ძმაზე, მუსა უკაბირზე ძებნაა გამოცხადებული. ვარაუდობენ, რომ სწორედ ის დაეჯახა ქვეითადმოსიარულეებს ბარსელონაში.

გვიან ღამით 5 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა, როდესაც მათ ბარსელონას მსგავსი სცენარი კამბრილსში განახორციელეს. 

ბარსელონასა და კამბრილსის ტერაქტების დროს საერთო ჯამში 14 ადამიანი დაიღუპა, 130 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის 34 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ამას გარდა, ორი აფეთქება მოხდა ალკანარში, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 კი - დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც. ვარაუდობენ, რომ იქაც ტერორისტების მიერ დამზადებული ბომბი აფეთქდა. ესპანეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ბარსრელონას, კამბრილსისა და ალკანარის შემთხვევები ერთმანეთს უკავშირდება.

ყველა სიახლე

12 ივნისი 2026, 11:52

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვს შეხვდა

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც ყირგიზეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სადირ ჟაპაროვს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.

12 ივნისი 2026, 11:51

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტ სადირ ჟაპაროვთან შეხვედრით დაიწყო

ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ლიდერებმა ერთმანეთს საქართველოსა და ყირგიზეთის მთავრობის წევრები წარუდგინეს.

12 ივნისი 2026, 11:49

სამართალი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ს. კ. (მისამართი: სენაკი. რუსთაველის ქ. N180), რომელიც კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე, ჰიგიენური ნორმების დარღვევით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე, ახორციელებდა ფრინველების დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციაშია აღნიშნული, მეწარმე სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

არჩილ გორდულაძე

12 ივნისი 2026, 11:31

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: თითის საქნევი საქართველოს არავისგან არაფერი აქვს, მითუმეტეს ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან

ტექნიკური შეხვედრა არ უნდა გადაიზარდოს არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ თითის ქნევაში, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

დონალდ ტრამპი

12 ივნისი 2026, 11:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: დღეს ჩვენ ირანთან ომი დავასრულეთ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკამ ირანთან ომი დაასრულა.

ირაკლო კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:30

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას და ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური, რასაც აქვს ერთადერთი მიზეზი, ის იღებს დავალებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი ხალხის, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, „ნაცმოძრაობა“ და ჯო უილსონი ერთი ხელიდან იმართებიან

„ნაცმოძრაობას“ და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან ისინი, იღებენ დავალებებს ერთი და იმავე ხალხისგან, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს.

მაკა ბოჭორიშვილი

12 ივნისი 2026, 11:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც არსებობს სავიზო დიალოგის ფარგლებში და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც აქვს ქართულ მხარეს

ქართულმა მხარემ თავის მხრივ პოზიციები წარადგინა, რომელიც შეეხება იმ წუხილებს და რეკომენდაციებს, რაც დაფიქსირებული იყო ევროკავშირის მხრიდან, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან და ამიტომ არიან ორიენტირებულები არა ქართველ ხალხზე, არამედ, მათ გარე პატრონებზე, მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი

ოპოზიცია არის სუსტი და სისუსტის პირობებში რთულია მათთვის ერთმანეთთან თანამშრომლობა, მათ ერთმანეთიც კი არ მოსწონთ და როგორ უნდა მოაწონონ ქართველ ხალხს თავი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყირგიზეთში.

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:18

პოლიტიკა

პრემიერი: ყირგიზეთი ცდილობს მაქსიმალურად გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით, ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენთვის, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, ვეცდებით, მაქსიმალურად ავითვისოთ ეს პოტენციალი

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ გავაღრმაოთ, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განუცხადა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის, სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი

ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიშკეკში ქართველ ჟურნალისტებს.

12 ივნისი 2026, 11:14

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 5 თვეში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 257 000 ლარია.

ირაკლი კობახიძე

12 ივნისი 2026, 11:14

პოლიტიკა

პრემიერი: ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან

ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, არის მნიშვნელოვანი საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს.

ეკა სეფაშვილი

12 ივნისი 2026, 11:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ბრიუსელის სამუშაო შეხვედრაზე: ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სამუშაო შეხვედრა მოგონილი იმისთვის, რომ ევროკომისიამ თავი დააღწიოს იმ ჩიხს, სადაც თავადვე შევიდნენ

„თავიდან ბოლომდე ეს იყო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

12 ივნისი 2026, 11:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის საკითხები, ფინანსური ბაზრებისა და სერვისების მიმართულებით მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

12 ივნისი 2026, 11:01

ეკონომიკა

„აღმოაჩინე საქართველო: ფარული მარგალიტი დაუვიწყარი ემოციებისთვის”- გავლენიანი ფრანგული გამოცემა Elle France ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე სტატიას აქვეყნებს

გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Elle France საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ საიმიჯო სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: „აღმოაჩინე საქართველო: ფარული მარგალიტი დაუვიწყარი ემოციებისთვის მთელი წლის განმავლობაში” (Découvrez la Géorgie: un joyau caché pour des émotions inoubliables toute l’année).

კაია კალასი

12 ივნისი 2026, 11:00

მსოფლიო

POLITICO: კაია კალასს თავისი დიპლომატიური სამსახურის რეფორმირება არ სურს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლემა საგარეო ურთიერთბათა საკითხებში კაია კალასმა მკაცრად დაიცვა ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური იმ ფონზე, როდესაც გაჩნდა წინადადებები მისი რეფორმირების ან თუნდაც გაუქმების შესახებ. ინფორმაციას POLITICO ავრცლებს.

მარიზი კობახიძე

12 ივნისი 2026, 10:51

პოლიტიკა

მარიზი კობახიძე: მე პირადად სიამოვნებით გავხდები ნანუკას გუნდის წევრი, თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს

ჩვენი ყოველი დღე მისი საფიქრალი გახდა თითქმის, 2 წელია და მე პირადად სიამოვნებით გავხდები მისი გუნდის წევრი, თუკი ეს ჩემ ქვეყანას სიკეთეს მოუტანს, - წერს ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და ოპოზიციის აქტივისტი, მარიზი კობახიძე ნანა ჟორჟოლიანის შესახებ.

12 ივნისი 2026, 10:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკისა (PBoC) და საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ შანხაიში ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო სიმპოზიუმში „გლობალურ ფინანსურ გაურკვევლობაში ორიენტირება: მიმდინარე პროცესები ფინანსურ ბაზრებზე, საინვესტიციო სტრატეგიები და საერთაშორისო სავალუტო სისტემა“ მთავარი მომხსენებლის სტატუსით გამოვიდა.

12 ივნისი 2026, 10:27

პოლიტიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაციას კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე - იანგ ჟუო ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

12 ივნისი 2026, 10:25

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ინდექსაციის ცვლილებები ბიზნესს გრძელვადიანი დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სამინისტროს სისტემაში, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდის, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩათვლით დაახლოებით 9.5 მილიარდი ლარის ტენდერები გამოცხადდება, საიდანაც უკვე 3 მილიარდ ლარზე მეტი უკვე გამოცხადებულია. მისივე თქმით, პროექტები მოიცავს სკოლების, ბაღების, გზების, სპორტული ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების მიმართულებებს და ისინი ახალი წესებით განხორციელდება, ხოლო უწყება ყოველდღიურად იქნება ჩართული, რადგან სწორედ ეს პროცესები წაიყვანს ქვეყანას წინ.