საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 15-20 წელი დასჭირდება
კლემენ ბონი
ფოტო: Reuters
საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 15-20 წელი დასჭირდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება კლემენ ბონმა ერთ-ერთი ფრანგული რადიოსადგურის ეთერში გააკეთა.
„გულწრფელები უნდა ვიყოთ. თუ ვიტყვით, რომ უკრაინა ევროკავშირში 6 თვეში, 1 ან 2 წელიწადში გაწევრიანდება, ეს ტყუილი იქნება. სავარაუდოდ 15-20 წელზე საუბარი. ამას დიდი დრო დასჭირდება“, - განაცხადა მან.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 02:24
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ხაზინის დეპარტამენტი კვლავაც განახორციელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე კამპანია „ეკონომიკური რისხვის“ მეშვეობით
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური და საზღვაო წნეხის მკვეთრ გაძლიერებას აანონსებს. მისი განცხადებით, ვაშინგტონი აგრძელებს „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას, რაც მიზნად ისახავს თეირანის ფინანსური რესურსების სრულ ბლოკირებას.
22 აპრილი 2026, 02:12
მსოფლიო
The Wall Street Journal: Deutsche Lufthansa საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით მოკლე მანძილზე 20 000 ფრენას აუქმებს
გერმანული ავიაკომპანია Deutsche Lufthansa ოქტომბრამდე დაგეგმილ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციის ფრენას აუქმებს, - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 01:37
მსოფლიო
პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.
22 აპრილი 2026, 00:41
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად ადასტურებს პოზიციას, რომლის მიხედვითაც არსებობს ორი სქესი - მამრობითი და მდედრობითი.
22 აპრილი 2026, 00:33
მსოფლიო
Deutsche Welle: მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის უფლება მიეცათ
მიუნხენისა და ფრაიზინგის არქიეპისკოპოსი, რეინჰარდ მარქსი გახდა პირველი კარდინალი გერმანიის რომის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელმაც თავის არქიეპარქიაში მღვდლებს ერთნაირსქესიანი წყვილების კურთხევის ოფიციალური უფლება მისცა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
22 აპრილი 2026, 00:19
მსოფლიო
ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივება გამოაცხადა
იქიდან გამომდინარე, რომ ირანის მთავრობა სერიოზულად არის დაქსაქსული და პაკისტანის ფელდმარშალისა და პრემიერ-მინისტრის თხოვნის საფუძველზე, ჩვენ მოგვმართეს წინადადებით, შევაჩეროთ იერიში ირანზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ შეიმუშავებენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
22 აპრილი 2026, 00:11
მსოფლიო
Reuters: უკრაინა ოთხშაბათს „დრუჟბის“ მილსადენით ნავთობის მიწოდებას განაახლებს
უკრაინა ოთხშაბათს განაახლებს ნავთობის გადაქაჩვას „დრუჟბის“ მილსადენით - განუცხადა Reuters-ს წყარომ. კიევი ამ ნაბიჯით ცდილობს ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიღების პროცესის დაჩქარებას.
22 აპრილი 2026, 00:04
მსოფლიო
ირანული მედია: ირანმა ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებებზე უარი თქვა
ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა პაკისტანის მეშვეობით ოფიციალურად შეატყობინა შეერთებულ შტატებს, რომ ირანული დელეგაცია ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე არ ჩავა.
21 აპრილი 2026, 23:50
მსოფლიო
The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს
პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
21 აპრილი 2026, 23:42
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 23:35
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს
ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
21 აპრილი 2026, 23:14
მსოფლიო
ორბანი: ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBTQ პროპაგანდისგან - ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ორბანის განცხადებით, მიუხედავად ბრიუსელის მხრიდან ზეწოლისა, მისი მთავრობა არ აპირებს პოზიციების დათმობას.
21 აპრილი 2026, 23:06
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის კანონმდებლობა, როდესაც ბავშვებისთვის LGBTQ+ კონტენტზე წვდომა აკრძალა და ბუდაპეშტს აღნიშნული კანონმდებლობის გაუქმება დაავალა, - წერს გამოცემა POLITICO.
21 აპრილი 2026, 23:05
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ასტანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბეკტენოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ერმუხანბეტ კონუსპაევი და ასტანის მერი ჟენის კასიმბეკი დახვდნენ.
21 აპრილი 2026, 22:56
მსოფლიო
მედია: ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი პაკისტანში, ირანთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის მიზნით, შეჩერებულია მას შემდეგ, რაც თეირანმა ამერიკულ პოზიციებს არ უპასუხა - განაცხადა სამშაბათს აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომელიც დეტალებს უშუალოდ ფლობს.
21 აპრილი 2026, 22:50
მსოფლიო
აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები მომავალი წლის ბიუჯეტში ათობით მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვენ დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გამანადგურებლებისთვის
აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები მომავალი წლის ბიუჯეტში ათობით მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვენ დრონების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და გამანადგურებლებისთვის, რომლებიც ირანთან ომში საკვანძო როლს ასრულებენ.
21 აპრილი 2026, 22:44
რეგიონი
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში საკუთარი ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას "ხალხის ძალის" ლიდერებმა აღნიშნეს, პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს და რეგიონებში საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები ემსახურება ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურის განვითარებას და პარტიის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი - პარტიაში მხარდამჭერების გაწევრიანების უზრუნველყოფას. მათივე განცხადებით, მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.
21 აპრილი 2026, 22:38
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და სააკაშვილი არ დაუთმობს
ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, იმას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.
21 აპრილი 2026, 22:20
მსოფლიო
თომას ფაზი: მტრის ხატის შენარჩუნება ევროპული პოლიტიკური ელიტისთვის სასიცოცხლოა, არა მგონია ეს მალე შეიცვალოს, ვინაიდან ეს გახლავთ ერთადერთი რითაც ისინი ამართლებენ იმ კოშმარს, რომელშიც მთელი კონტინენტი მოაქციეს
„ახლა დამარცხებისა და მათ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება მომაკვდინებელია. ამას ემატება მასიური ეკონომიკური გამოწვევები, რომელიც ამ ომებმა გამოიწვია. შედეგად გვაქვს მზარდი ფასები, საწარმოების დახურვა, მილიონობით ადამიანების გაღარიბება. ასევე ეს ომი ზოგადად, და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ამართლებს იმ ანტიდემოკრატიულ ღონისძიებებს, რომელსაც ევროპაში ვხედავთ. ე.წ. რუსული საფრთხობელა პოლიტიკურად მეტად მომგებიანია ახლა ევროპისთვის“.
21 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რადგან ასეთი გამოცდილებისა და მართვის უნარის მქონე ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნება აისახება პარტიის ეფექტიანობაზე
მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალ იმპულსს, - ასე ეხმიანება, „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დააკისრა.


