თეთრ სახლში რემონტი დასრულდა. ფოტოკოლაჟი
თეთრ სახლში მასშტაბური რემონტი დასრულდა. აშშ-ის პრეზიდენტის კაბინეტის ინტერიერი ახალი პატრონის გემოვნების მიხედვით შეიცვალა.
ბოლოს, თეთრ სახლში სარემონტო სამუშაოები 2010 წლის აგვისტოში ჩატარდა. მაშინ პრეზიდენტი პირველი ვადით 2008 წელს არჩეული ბარაკ ობამა იყო.
დღეისთვის ოვალურ კაბნეტში ძალიან ბევრი რამ შეცვლილია. BBC რამდენიმე თვალშისაცემ ცვლილებაზე წერს და შესაბამისს ფოტოკოლაჟს აქვეყნებს.
კედლის ფერი. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს მდიდრული ინტერიერები უყვარს, მან ობამას პერიოდის მოოქროსფრო-ყვითელი შპალერი ნეიტრალური ფერის შპალერით შეცვალა, რომელსაც ოდნავ შესამჩნევი მორთულობა აქვს.
ხალიჩა. ოვალური კაბინეტის იატაკზე, ტრადიციულად იმავე ფორმის ხალიჩაა დაფენილი. მის ცენტრში ამერიკის გერბია გამოსახული. გერბი ხელუხლებელი დარჩა, მაგრამ ხალიჩა განსხვავებულია. უფრო კაშკაშა ფერისაა და ყვავილილოვანი ნახატით და "სხივებითაა" გაფორმებული.
ფარდა. თხელი ფარდა, რომელსაც დახვწილი ოქროსფერი ორნამენტი ჰქონდა, იმავე ელფერის, მაგრამ ნაკლებად ბრჭყვიალა და მკვრივმა ქსოვილმა შეცვალა.
ფოტოები. ფანჯრის მიმდებარე პატარა მაგიდაზე ობამას ათობით, სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოები ეწყო, რომლებზეც ის გამოსახულია მეუღლესთან, შვილებთან, თანამშრომლებთან და თეთრი სახლის სტუმრებთან ერთად. მათ შორის შავ-თეთრი ფოტოებიც იყო, მაგრამ ძირითადად - ფერადი. მაგიდის ცენტრს კი ობამების საქორწილო ფოტო ამშვენებდა, რომელზეც მიშელ ობამა თეთრ კაბაშია გამოწყობილი.
ტრამპის მაგიდაზე, რომელიც სამჯერ იყო დაქორწინებული, მხოლოდ ორი ფოტო დევს და ორივე შავ-თეთრი.
სავარძელი. ობამას სამუშაო სავარძელი, ვიწრო უთავო საზურგით, უფრო სკამს ჰგავს და საკმაოდ ასკეტურად გამოიყურება ტრამპის მასიურ მუქ ღვინისფერ სავარძელთან შედარებით.
დროშები. ობამას კაბინეტში ორი დროშა იყო განთავსებული: პრეზიდენტისგან მარჯვნივ - აშშ-ის სახელმწიფო დროშა, ხოლო მარცხნივ - საპრეზიდეტო შტანდარტი. ტრამპის კაბინეტში, რომელსაც უფრო მდიდრული გაფორმება მოსწონს, ათამდე დროშაა. ამასთან, მისგან მარცხნივ განთავსებულია ამერიკის არმიის, საზღვაო ქვეითების და სასაზღვრო დაცვის სამხედრო დროშები.
სურათები. ობამას კაბინეტში, ფანჯრიდან მარჯვნივ ეკიდა სურათი, რომელზეც გამოსახული იყო თავისუფლების ქანდაკების სახე და ზემოთ აღმართული ხელი ჩირაღდნით. მეორე მხარეს ეკიდა იმპრესიონისტ ჩაილდ ჰასამის სურათი "ავენიუ წვიმაში", რომელიც ფანჯრებიდან გადმოკიდებულ აშშ-ის სახელმწიფო დროშებს ასახავდა.
ტრამპმა ორივე სურათი შეცვალა და ახლა თავისუფლების ქანდაკების ადგილზე აშშ-ის მე-7 პრეზიდენტის ენდრიუ ჯექსონის სურათია, რომელიც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტების, ლინდონ ჯონსონის, რონალდ რეიგანის, უფროსი ჯორჯ ბუშის და ბილ კლინტონის დროს ეკიდა.
ყველა სიახლე
24 აპრილი 2026, 23:23
მსოფლიო
მერცი: ვხედავთ სამხედრო-ტექნოლოგიურ პროგრესს, რომელიც ისეთი სისწრაფით მიიწევს წინ, რაც უკრაინაში ომის გარეშე არ მოხდებოდა - ამაში, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა, ასევე დევს დიდი შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ
რუსეთის ომმა უკრაინაში სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უპრეცედენტო ტალღა გამოიწვია, რაც მშვიდობიანობის დროს შეუძლებელი იქნებოდა, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კვიპროსის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
24 აპრილი 2026, 23:16
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: ბოლო ორი დღის განმავლობაში, ირანული მხარისგან ნამდვილად დავინახეთ გარკვეული პროგრესი
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ირანელების მხრიდან გარკვეული პროგრესი დაინახა, რისი დასტურიც სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის პაკისტანში მოლაპარაკებებზე გამგზავრებაა.
24 აპრილი 2026, 22:39
კულტურა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პრეზიდენტის მეუღლესთან- თამარ ბაგრატიონთან, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან - მაკა გურგენიძესთან და მოადგილე გიორგი მირცხულავასთან ერთად დაესწრო. რეჟისორ გვანცა მეფარიშვილის მიერ დადგმულ წარმოდგენას „ამბები ნიკო ნიკოლაძეზე“ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.
24 აპრილი 2026, 22:03
მსოფლიო
თეთრი სახლი: უიტკოფი და კუშნერი ხვალ პაკისტანში მიემგზავრებიან ირანთან მოსალაპარაკებლად
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ხვალ დილით პაკისტანში გაემგზავრებიან ირანთან მოლაპარაკებების საწარმოებლად, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
24 აპრილი 2026, 21:50
სპორტი
ბათუმში ხვალ სარაგბო კლუბ „ბათუმისა“ და ქუთაისის „არესის“ შეხვედრა გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმის სტადიონზე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. ქვეყნის ჩემპიონის ვინაობა ბათუმში ადგილობრივი სარაგბო კლუბისა და ქუთაისის „არესის“ შეხვედრაზე გაირკვევა.
24 აპრილი 2026, 21:33
კულტურა
მოცარტის „დონ ჯოვანის“ პრემიერა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნაწარმოები საოპერო ხელოვნებაში ერთ-ერთ შედევრადაა მიჩნეული. სპექტაკლის პრემიერა თეატრის სოლისტების, მოწვეული მომღერლების, გუნდისა და ორკესტრის მონაწილეობით გაიმართა.
24 აპრილი 2026, 21:07
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად მიუღებელი და არ უნდა უკვირდეთ ევრობიუროკრატებს, რომ ქართველი ხალხის ნდობა მათ მიმართ რადიკალურად შემცირებულია
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ქრონიკასთან“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავს რიტორიკას შედეგად მხოლოდ ერთი რამ მოაქვს, ქართველი ხალხის უნდობლობა ევროკავშირის მიმართ.
24 აპრილი 2026, 20:53
სამართალი
ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით ჩადენილი ძარცვა, ქურდობა და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფა - სამართალდამცველებმა ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები თბილისში სასურსათო მაღაზიებს, სააფთიაქო ქსელებსა და ტაქსის მძღოლებს ძარცვავდნენ. დაკავებულებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
24 აპრილი 2026, 20:48
პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩს, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებები მოუწევს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პაველ ჰერჩინკისთან ოფიციალურ თბილისს ბევრი კითხვა აქვს. ეს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა. მმართველი პოლიტიკური ძალისთვის ევროპელი დიპლომატის განცხადება საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნების შესახებ, უკვე შეფასდა როგორც შანტაჟი.
24 აპრილი 2026, 20:45
ჯანდაცვა
დიუშენის სინდრომით დაავადებულთა ოჯახების წევრები სამკურნალო პროტოკოლში, კვლევის ეტაპზე, პრეპარატის დამატებას კვლავ ითხოვენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დიუშენის სინდრომით დაავადებულთა ოჯახების წევრები, სამკურნალო პროტოკოლში კვლევის ეტაპზე მყოფი პრეპარატის დამატებას კვლავ ითხოვენ
24 აპრილი 2026, 20:34
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და განცხადებები საქართველოზე. „ქრონიკა“ სტრასბურგიდან
როდესაც სტრასბურგსა თუ ბრიუსელში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ, ვინ არის მათთვის მთავარი წყარო? ამ კითხვით „ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს ასამბლეის მონაწილეებს მიმართა. აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი არასამთავრობო სექტორია. იკვეთება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების როლიც.
24 აპრილი 2026, 20:30
პოლიტიკა
სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი კავშირი ევროპასა და აზიას შორის - საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის პროექტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტი“ - შეერთებული შტატები და აზერბაიჯანი ერთობლივ პროექტს იწყებენ, რომელიც უფრო ფართო, შუა დერეფნის ნაწილია და საქართველოსაც მოიცავს - ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
24 აპრილი 2026, 20:26
სამართალი
რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმე - სამ ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე სამ ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეუფარდა. მათგან ორს დაუსწრებლად, რადგან ისინი საქართველოში არ იმყოფებიან. საქმეს საიდუმლო სტატუსი აქვს.
24 აპრილი 2026, 20:19
მსოფლიო
The Guardian: უკრაინის თავდაცვის უწყებამ გადააყენა მაღალი რანგის მეთაური მას შემდეგ, რაც გავრცელდა იმ გამოფიტული ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც თვეების განმავლობაში ფრონტის ხაზზე საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ მიტოვებულნი
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თანამდებობიდან გადააყენა მაღალი რანგის მეთაური მას შემდეგ, რაც გავრცელდა იმ გამოფიტული ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც თვეების განმავლობაში ფრონტის ხაზზე სათანადო საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ მიტოვებულნი, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
24 აპრილი 2026, 20:11
პოლიტიკა
„დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ და მაკა ბოჭორიშვილის გზავნილები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი ამ კონტექსტში შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს კიდევ ერთხელ უთხრა.
24 აპრილი 2026, 20:10
პოლიტიკა
დაპირისპირება ოპოზიციურ ერთობაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციური ალიანსის პოლიტიკური ყვითელი ბარათი პატიმარ სააკაშვილს. ერთობა სააკაშვილს და მის პარტიასაც აფრთხილებს, რომ თუ მსჯავრდებული ორი თვის წინ შეთანხმებულ წესებს არ დაიცავს, ალიანსის დატოვება მოუწევს. თავად სააკაშვილი, როგორც ჩანს, წესებზე უარს ამბობს.
24 აპრილი 2026, 19:48
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში გამართული „დელფოსის ეკონომიკური ფორუმი“ შეაჯამა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
24 აპრილი 2026, 19:48
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანში საქართველოს როლის უგულებელყოფა არის შეუძლებელი
„საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შუა დერეფნის განვითარებაში. შესაბამისად, როდესაც საუბარია რეგიონში ნებისმიერი სატრანზიტო პროექტის განხორციელებაზე, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ საქართველოს. ეს არის რეალური მოცემულობა და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის, როდესაც შუა დერეფანზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ხდება.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
24 აპრილი 2026, 19:44
მსოფლიო
POLITICO: გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ - მეთაურების ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები შიმშილობენ და იძულებულნი არიან წვიმის წყალი დალიონ, - წერს გამოცემა POLITICO.
24 აპრილი 2026, 19:33
მსოფლიო
პედრო სანჩესი უარყოფს აშშ-ის მოსაზრებას ნატოდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვის შესახებ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა პარასკევს უარყო პენტაგონიდან გაჟონილი ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვითაც, ირანის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო, შესაძლოა ესპანეთი ნატოს წევრობის შეჩერებით დაისაჯოს.


