ესპანეთში, მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, სცენა ჩაინგრა - არის მსხვერპლი
ფოტო: CNN
ესპანეთში, ქალაქ ვალენსიასთან ახლოს, მუსიკალური ფესტივალის მიმდინარეობისას, სცენა ჩაინგრა. შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 17 ადამიანი, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
ოფიციალური ინფორმაციით, შემთხვევა ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
ფესტივალის ტერიტორიიდან ადამიანები გაიყვანეს, რათა სასწრაფო დახმარებისა და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობა არ შეფერხებულიყო.
ყველა სიახლე
13 მარტი 2026, 09:24
მსოფლიო
აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები დროებით შეამსუბუქა
აშშ-ის მთავრობამ 11 აპრილამდე რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა. ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
13 მარტი 2026, 09:11
მსოფლიო
ანტონიუ გუტერეში: რეგიონი კრიტიკულ ზღვარზეა და შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება - მე კატეგორიულად მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ომში მონაწილე ყველა მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ განხორციელებული „მასიური სამხედრო დარტყმები“, ასევე ირანის შემდგომი თავდასხმები, სხვა ქვეყნებზე საერთაშორისო მშვიდობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მან საომარი მოქმედებების შეწყვეტა მოითხოვა.
13 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
ერაყში ამერიკული თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ერაყის ტერიტორიაზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა.
13 მარტი 2026, 08:50
მსოფლიო
ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დაწყებიდან ისრაელისა და შტატების სამხედრო ძალებმა 6 000 სამიზნეს დაარტყეს - ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ისრაელის თავდაცვის სისტემამ ღამით ირანული რაკეტების კასკადი მოიგერია. განგაში იყო გამოცხადებული თელ-ავივში იერუსალიმსა და სხვა ქალაქებში.
13 მარტი 2026, 08:41
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული, გამარგინალებული. ბოკუჩავა იქნება თავმჯდომარე, თუ სანიკიძე, ეს არაფერს შეცვლის
მთლიანად რადიკალური ოპოზიცია არის ბოლომდე განულებული, გამარგინალებული, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
13 მარტი 2026, 08:32
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ასეთი ტიპის ანგარიშების ფასი ნულია
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი შეფასებით, ამ დოკუმენტს ფასი არ აქვს.
13 მარტი 2026, 08:23
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე: ეს დოკუმენტი არის „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების სია
ეს დოკუმენტი არის ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის და მათი ბრიუსელელი მხარდამჭერების ოცნებების და ზღაპრების სია, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით.
13 მარტი 2026, 08:12
რეგიონი
ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ
ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ. მეწყრული პროცესების შესწავლას, დღეიდან დამატებითი სპეციალისტებიც შეუერთდებიან.
13 მარტი 2026, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
13 მარტი 2026, 02:25
მსოფლიო
ერაყის ჩრდილოეთში დრონებით თავდასხმის შედეგად ექვსი ფრანგი ჯარისკაცი დაიჭრა
ერაყის ჩრდილოეთში, ერბილის რეგიონში განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად, ექვსი ფრანგი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა Le Figaro საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 მარტი 2026, 00:20
პოლიტიკა
გოგა გულორდავა: მედიას მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება - კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს
„ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - ეს არ არის ქართული სტანდარტი, ეს არის საყოველთაოდ აღიარებული ევროპული, მათ შორის ბრიტანული, და აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ შინაარსობრივ ნაწილში ჩვენი კანონმდებლობა, სწორედ ბრიტანულ მოდელს ეფუძნება“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
13 მარტი 2026, 00:17
პოლიტიკა
გოგა გულორდავა: მედიის შეზღუდვა მხოლოდ მტკიცებულების მაღალი სტანდარტით არის დასაშვები, რაც ქართული არხების მიმართ დაცული არ ყოფილა
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კითხვები ბევრია და ეს კითხვები საჭიროებს გამჭვირვალე პასუხებს. ასევე აღნიშნა, რომ იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს დაედო საფუძვლად, კომისიაში საჩივარი, ან პრეტენზია არავის შეუტანია და შესაბამისად, ორი ქართული არხის მიმართ მტკიცებულების მაღალი სტანდარტი დაცული არ ყოფილა.
13 მარტი 2026, 00:15
მსოფლიო
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ იცის, დაამხობს თუ არა ირანელი ხალხი რეჟიმს - „თქვენ შეგიძლიათ ადამიანი წყაროსთან მიიყვანოთ, მაგრამ ვერ აიძულებთ, დალიოს“
არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ირანელი ხალხი აჯანყდება მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის რეჟიმის დასამხობად პირობებს შექმნის, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
13 მარტი 2026, 00:08
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა სუსში გამოკითხვაზე დაბარებულებზე: ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან
ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ იმ განცხადებების ავტორებზე საუბრისას, რომლებიც საქართველოში ირანული განწყობების ზრდას ეხება. „დღეს ყველას კარგად ესმის, რომ ის ძალები ვისაც შიდა ძალებს ეძახიან, არანაირი შიდა ძალები არ არიან. მაგაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც იძახის, რომ საქართველოში არის ტერორისტების ცენტრები, დღეს იძახის ამას. რატომ დღეს და არა ერთი თვის წინ, 6 თვის წინ, ერთი წლის წინ? გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვინმე კაპანაძე, რომელსაც ჩემი აზრით უნდა ჩამოერთვას გენერლის წოდება, იმიტომ რომ ის არცხვენს საქართველოს სამხედრო ოფიცრის მუნდირს, აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ყველაზე დაუცველი მონაკვეთი არის საქართველო და ჩემი ნება რომ იყოს აქ დავარტყამდიო, მტრებს ეუბნება. როგორ უნდა გქონდეს სული გაყიდული, რომ ასეთი რამე [თქვა]. თარგამაძე, რომელიც იყო თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც სულის ამოხდით გვემუქრებოდა იმ დღეს როცა სული უკვე ამოგვხადეს, 7 ნოემბერს. ეს არის დაფინანსებული სექტა, რომელიც იმაზე უფრო შმაგად უტევს საკუთარ ქვეყანას, ვიდრე ის ადამიანები ვინც ამაში ფულს უხდიან. როგორ უნდა გქონდეს დაბნელებული გონება, რომ შენს სამშობლოს მსგავსი ტიპის საფრთხე შეუქმნა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
13 მარტი 2026, 00:06
საზოგადოება
გოგა ხაინდრავა: „ფორმულამ“ უამრავი სისულელე დამაბრალა, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია. ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული
უამრავი სისულელე დამაბრალეს, რომ განსაკუთრებული ქონების პატრონი ვარ, რაც აბსოლუტური ტყუილია. ერთადერთი სახლი მაქვს და ისიც ბანკში მაქვს ჩადებული, - კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
13 მარტი 2026, 00:05
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში გიორგი ხაინდრავა მიწერია. ახლა ვიყავი ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა
სასაცილოა, რომ დასანქცირებული ვარ, როგორც გოგა ხაინდრავა. კაპიტან გიგაურს გოგა ხაინდრავა ვგონივარ და პასპორტში, რომ გიორგი ხაინდრავა მიწერია მაგაზე არც იფიქრა არავინ. ახლა ვიყავი უკვე ევროპაში ჩემი პასპორტით, სადაც მიწერია გიორგი ხაინდრავა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ.
12 მარტი 2026, 23:51
პოლიტიკა
გოგა გულორდავა: მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავას განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო მიდგომის შედეგად გარანტირებულია მედიაპლურალიზმი და მრავალფეროვნება, თუმცა, მედიაში აშკარაა ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში მაყურებელს აზიანებს და ზრდის პოლარიზაციას.
12 მარტი 2026, 23:45
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „იმედს“: იცოდეთ, რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს, ისეთი მხარდაჭერა გაქვთ
იცოდეთ, რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს ისეთი მხარდაჭერა გაქვთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ. „განსაკუთრებული სამიზნე ხართ თქვენ და ამიტომ მინდა ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა გამოგიცხადოთ. მინდა გითხრათ, რომ ფასდაუდებელი როლი გაქვთ საბჭოთა ევრობიუროკრატიის მხილებაში და ამის მოწმენი ვიყავით დღეს კიდევ ერთხელ, როდესაც დემოკრატიის თავყრილობაში [ევროპარლამენტი] დეპუტატმა თქვენს წარმომადგენელს უთხრა, რომ თქვენ აქ შემოსვლის უფლება არ გაქვთო. ამიტომ ჩემი დიდი პატივისცემა იმედს და იცოდეთ რომ საზოგადოებაში როგორც არასდროს ისეთი მხარდაჭერა გაქვთ“, - განაცხადა ხაინდრავამ.
12 მარტი 2026, 23:37
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე: ეს რეგულაციები არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მედიის შეზღუდვისკენ, პირიქით, უნდა გაჯანსაღდეს მედია გარემო
„მოგეხსენებათ, რომ მედიას ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, ფუნდამენტური სოციალური დანიშნულება გაქვთ, რასაც დიდი პასუხისმგებლობა ახლავს თან. მაუწყებლები მაყურებელზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენთ“, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავამ გადაცემა „იმედი LIVE“ - ში გააკეთა, სადაც მედიას კანონისა და მაყურებლების წინაშე არსებული ვალდებულებები შეახსენა.
12 მარტი 2026, 23:30
პოლიტიკა
გოგა გულორდავა: დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა
დრომ და ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჟურნალისტთა ქცევის კოდექსი სათანადოდ ვერ სრულდებოდა და შესაბამისად საკანონმდებლო გადაწყვეტილებით შინაარსობრივი რეგულაცია ამ საკითხების გადავიდა კანონის მოქმედების სფეროში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ. მისივე თქმით, შინაარსობრივ რეგულაციებთან დაკავშირებით, კომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით არც ერთ მაუწყებელს შენიშვნა არ გამოუთქვამს.


