15 აგვისტო 2022, 13:28 / სანდო წყარო

ეკვადორში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ეკვადორის საპორტო ქალაქ გუაიაკილში აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 26 ადამიანი, - ამის შესახებ BBC წერს.

რისკებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სამსახურის ცნობით, გამთენიისას მომხდარი აფეთქების შედეგად, რვა სახლი და ორი მანქანა განადგურდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებზე ჩანს სახლების დანგრეული ფასადები და ავტომობილების სისხლით დასვრილი ფანჯრები.

მომხდარს ნარკოტიკების კონტრაბანდისტებს უკავშირებენ.

„კრიმინალური დაჯგუფების მიერ მთავრობის წინააღმდეგ ომის გამოცხადება“, - ასე შეაფასა ეკვადორის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი.

ეკვადორი ხშირად გამოიყენება როგორც სატრანზიტო ქვეყანა მეზობელი პერუდან და კოლუმბიიდან კოკაინის კონტრაბანდისთვის. ბოლო დროს, ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებით გამოწვეული მკვლელობების მაჩვენებელი.

ყველა სიახლე

ოთარ შამუგია

27 სექტემბერი 2022, 13:09

პოლიტიკა

ოთარ შამუგია: მეც იძულებით დავტოვე აფხაზეთი და საკუთარ თავზე გამოვცადე ყველა ის სიმძიმე, რაც ომს და შეიარაღებულ კონფლიქტებს ახლავს თან

„სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ კიდევ რამდენიმე ომი გამოვიარეთ, დავკარგეთ მებრძოლი ახალგაზრდები და მშვიდობიანი მოსახლეობა. დღეს საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ჩვენ განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. მათი გმირული თავდადების ისტორია იციან მომავალმა თაობებმა და ის არასოდეს მიეცემა დავიწყებას. დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნის დღის წესრიგის მთავარი ნაწილია. სწორი პოლიტიკით ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით აუცილებლად მივალთ“, - აღნიშნა მინისტრმა.

27 სექტემბერი 2022, 13:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ქალაქ ბათუმის მერმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, აჭარის მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებმა.

27 სექტემბერი 2022, 13:01

ეკონომიკა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

საქართველოს მხრიდან სამთავრობო მომლაპარაკებელთა ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობს.

27 სექტემბერი 2022, 12:53

სამართალი

ირაკლი შოთაძე სლოვაკეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა

თბილისში, მიმდინარე პროკურორთა საერთაშორისო ოთხდღიან კონფერენციას 65 ქვეყნის 400 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.

27 სექტემბერი 2022, 12:40

მსოფლიო

ბრიტანულ ბანკნოტებზე დედოფალ ელისაბედს მეფე ჩარლზი შეცვლის, თუმცა ახალი ფული მიმოქცევაში 2024 წლამდე არ შევა

ინგლისის ბანკის განცხადებით, მეფის გამოსახულებიანი ბანკნოტები მიმოქცევაში 2024 წელს შევა, თუმცა, მიმდინარე წლის ბოლომდე, გამოქვეყნდება, მეფის რომელ პორტრეტს შეარჩევენ ამისთვის.

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 12:39

სამართალი

ვახტანგ გომელაური „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიაზე: დაზიანებები ჰქონდა სახეზე - კაცს ბომბები და ხელყუმბარები ჰქონდა ასხმული, დააკავეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები

ნარსიას დაზიანებები ჰქონდა სახეზე, დაკავების დროს მიიღო. კაცს ჰქონდა ასხმული ბომბები და ხელყუმბარები, დააკავეს, დააწვინეს, არ ემორჩილებოდა და მიიღო დაზიანებები, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიასთან დაკავშირებით განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2022, 12:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკით, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს და ჩვენ აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად, გავაგრძელებთ ერთიანი, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს შენებას

27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული თარიღია. 29 წლის წინ ჩვენი ასიათასობით თანამოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა თავიანთი კერა, დავკარგეთ ათასობით სიცოცხლე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რუსული ოკუპაცია და აგრესია საქართველომ დიდი ხანია იგრძნო და დღესაც გრძელდება.

27 სექტემბერი 2022, 12:29

საზოგადოება

კელი დეგნანმა და ამერიკელმა სამხედროებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა და ამერიკელმა სამხედროებმა საქართველოში პატივი მიაგესაფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. როგორც აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კვლავაც ურყევია.

დიმიტრი ხუნდაძე

27 სექტემბერი 2022, 12:25

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა ჩვენს მშვიდობიან და გონიერ პოლიტიკაზე გადის

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე სოხუმის დაცემის დღეს, საოკუპაციო ხაზთან ოპოზიციის პროვოკაციებს უგუნურს უწოდებს და აცხადებს, რომ ენგურის ხიდთან გამართული შოუ-პროგრამებით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ. დეპუტატის აზრით, აფხაზეთის დაბრუნების ერთადერთი გზა ჩვენს მშვიდობიან და გონიერ პოლიტიკაზე გადის.

27 სექტემბერი 2022, 12:24

საზოგადოება

გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია გვირგვინით შეამკეს.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2022, 12:21

პოლიტიკა

კახა კალაძე „TV პირველს“ მოსამართლე გვენეტაძის შესახებ: თქვენ, ჩამოყალიბდით, ეგ როდის მოხდა - 2018 წელს, თუ 2021 წელს

„გაერკვიეთ ჯერ, ყველაფერ ამაში და შემდეგ, უკვე მიაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას და ნუ შემოიფარგლებით სიცრუით და ტყუილით“, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, რომელმაც „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ მომზადებული სიუჟეტის კომენტირება სთხოვა.

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 12:19

სამართალი

ვახტანგ გომელაური: დარიალის გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული ძალებით მუშაობენ მესაზღვრე-კონტროლიორები

იმის თქმა, რომ რუსეთში მობილიზაციის დაწყებიდან 250 ათასი ადამიანის შემოვიდა, ეს აბსოლუტურად არასწორია, ტყუილია და მაგდენი არ შემოსულა, საიდან მოგაქვთ ეს ციფრები, მე არ ვიცი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას შეეხებოდა.

27 სექტემბერი 2022, 12:16

მსოფლიო

იაპონიაში, მოკლული ყოფილი პრემიერის დაკრძალვის ცერემონია იმართება

იაპონიაში, ყოფილი პრემიერის, სინძო აბეს დაკრძალვის ცერემონია იმართება. ტოკიოში, ბუდოკანის დარბაზში მიმდინარე ცერემონიას, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, მსოფლიო ლიდერების ნაწილიც ესწრება. სულ 4,500-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი.

თამარ ჭიხორია

27 სექტემბერი 2022, 12:15

საზოგადოება

თოდუას კლინიკის კარდიოლოგის რეკომენდაციები მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს

ჰიპერტენზია – იგივე მაღალი არტერიული წნევა, ზოგადად, მხოლოდ ერთი კონკრეტული დაავადების მიერ არ არის გამოწვეული. არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ საყურადღებო დაავადებაა, რომელიც საკმაოდ ნელა, ხშირად შეუმჩნევლადაც ვითარდება რამდენიმე წლის განმავლობაში.

27 სექტემბერი 2022, 12:14

ეკონომიკა

ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე

აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით - ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან). შესაძლებელია ახალი სესხის აღება ან არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანა/თანხის დამატება, შემოსავლების დადასტურების პირობით.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2022, 12:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: მძიმეა დღევანდელი დღე, თუმცა ჩვენი გმირი მეომრების თავგანწირვა და საქართველოს ულამაზესი კუთხის - აფხაზეთის სიყვარული გვავალდებულებს, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზ დებთან და ძმებთან

27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა.

27 სექტემბერი 2022, 12:05

რეგიონი

ილია ბეგიაშვილი: კახეთში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP-ის) პროექტების მონიტორინგის მიზნით, კახეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოინახულეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა - მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა. სულ, კახეთის რეგიონში PIRDP-ის ფარგლებში, 54,293,782 ლარის 35 პროექტია დაფინანსებული.

27 სექტემბერი 2022, 12:01

პოლიტიკა

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მიმდინარეობს. კონფერენციას, რომელიც 25-29 სექტემბერს იმართება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.

27 სექტემბერი 2022, 11:59

მსოფლიო

კუბაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს

კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა ახალ კოდექს „სამართლიანი, აუცილებელი და თანამედროვე კანონი“ უწოდა, რომელიც ყველას აძლევს უფლებებსა და გარანტიებს. „სიყვარული - ახლა ეს კანონია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

27 სექტემბერი 2022, 11:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებთან გამართა შეხვედრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას შეეხო.