ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ტურისტული ვიზების სრულად აკრძალვაზე შეთანხმება არ გვაქვს, თუმცა, ვფიქრობთ, გამოვნახავთ გზას, რომ მოსკოვს და რუსულ ელიტას გავუგზავნოთ ძლიერი გზავნილი
იან ლიპავსკი
ფოტო: Twitter
ჩვენ მოვუწოდებთ ვიზების აკრძალვისკენ, მაგრამ გვესმის, რომ ამ საკითხზე საჭიროა ერთიანი ევროპული პოზიციის შეჯერება, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.
„ტურისტული ვიზების სრულად აკრძალვაზე შეთანხმება არ გვაქვს, თუმცა, ვფიქრობთ, გამოვნახავთ გზას, რომ მოსკოვს და რუსულ ელიტას გავუგზავნოთ ძლიერი გზავნილი. დარწმუნებული ვარ, გამოსავალს გამოვნახავთ“, - აღნიშნავს ლიპავსკი.
პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გრძელდება. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა პირველი დიპლომატები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხზე მსჯელობენ.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 23:31
პოლიტიკა
კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული
უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე ცრუ ბრალდებებში ამხილა.
01 ივნისი 2026, 23:22
საზოგადოება
უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული გამზირის რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირს თავისი ისტორიული არეალებით და ძეგლებით მეტი დატვირთვა აქვს, ჩვენი ქალაქის გულია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ მთავრობასთან და განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა, სამშენებლო რესურსების, მასალების, ზედნადები ხარჯების და ა.შ. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი და დარწმუნებულები ვართ, მაღალი კონკურენცია იქნება. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.
01 ივნისი 2026, 23:16
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია
საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.
01 ივნისი 2026, 22:42
პოლიტიკა
კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს
„ცვლილებები უკეთესობისთვის არის შეუქცევადი პროცესი, რაც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი გახდა სისტემური. დავიწყებ სატრანსპორტო პოლიტიკით. გავიხსენებ იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ამ მიმართულებით გვქონდა - გაუბედურებული, ძირგამომპალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებდა. ეკოლოგიური და ადამიანების ჯანმრთელობის კუთხით, მათი გამონაბოლქვი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. მეტროში იყო უდიდესი პრობლემები.
01 ივნისი 2026, 22:37
პოლიტიკა
კახა კალაძე კორუფციის შესახებ ბრალდებებზე: პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს
ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში გადაცემა „დებატებში“.
01 ივნისი 2026, 22:14
მსოფლიო
ტრამპი: ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით ადრე, ირანის სახელმწიფო მედია ამტკიცებდა, რომ თეირანმა მოლაპარაკებები ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო შეაჩერა.
01 ივნისი 2026, 22:05
სპორტი
ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები რუმინეთის გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
ვილი სანიოლის მომზადებული ფეხბურთელების მეტოქე, რუმინეთის გუნდია. შეხვედრა განსაკუთრებულია გურამ კაშიასთვის, რომელიც სანაკრებო კარიერაში ბოლო თამაშს ჩაატარებს. ტრავმის გამო მასპინძლებს სამი წამყვანი ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე ვერ ეხმარება.
01 ივნისი 2026, 21:56
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანებას ზეიმობს - სადღესასწაულო მსახურება ფოკაში და პატრიარქის ქადაგება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
პრემიერ-მინისტრი პარაკლისსაც დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-ი წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები, დღეიდან მასშტაბურ სახეს მიიღებს.
01 ივნისი 2026, 21:55
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ჩვენ მათგან ველოდებით მკაფიო ნაბიჯებს და უკვე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განახლებასთან და გადატვირთვასთან დაკავშირებით
ჩვენ მათგან ველოდებით მკაფიო ნაბიჯებს და უკვე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის განახლებასთან და გადატვირთვასთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.
01 ივნისი 2026, 21:53
მსოფლიო
გაერო ღრმად შეშფოთებულია ლიბანში ისრაელის დარტყმების გამო და ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ აფრთხილებს კონფლიქტის მხარეებს
გაერომ ორშაბათს განაცხადა, რომ „ღრმად არის შეშფოთებული“ ლიბანში ისრაელის მიერ დარტყმების გაძლიერებით, ხოლო „მსოფლიო სასურსათო პროგრამამ“ ქვეყანაში „ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავების“ შესახებ გაავრცელა გაფრთხილება.
01 ივნისი 2026, 21:44
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა ქართული ოპოზიციის საერთო დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ. როგორც იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ აღნიშნა, „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება.
01 ივნისი 2026, 21:37
მსოფლიო
ტრამპი: ძალიან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა ბიბი ნეთანიაჰუსთან - ბეირუთში არანაირი ჯარი არ გაიგზავნება, ხოლო გზაში მყოფი ნაწილები უკვე უკან მობრუნდნენ
ძალიან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი მქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბიბი ნეთანიაჰუსთან - ბეირუთში არანაირი ჯარი არ გაიგზავნება, ხოლო გზაში მყოფი ნაწილები უკვე უკან მობრუნდნენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
01 ივნისი 2026, 21:27
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ბურთი არის აშშ-ს მოედანზე, ჩვენ ველოდებით ამ სიტყვების რეალურ ცხოვრებაში გადაზრდას
„სამართლიანი და ღირსეული ურთიერთდამოკიდებულება გახლავთ ის აუცილებელი წინაპირობა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რაც ჩვენ აქამდე არაერთგზის გაგვიცხადებია. მოსაწონია, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში სწორედ ეს ლაიტმოტივი ჟღერდება. ახლა ბურთი არის აშშ-ს მოედანზე, ჩვენ ველოდებით ამ სიტყვების გადაზრდას რეალურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
01 ივნისი 2026, 21:09
პოლიტიკა
ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: მესიჯები არის საკმაოდ თვალსაჩინო - ჩვენთვის მისასალმებელია ურთიერთობის იმ ნორმებში დაბრუნება, რასაც სტრატეგიული ურთიერთობა ჰქვია
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება. ვოლსკი აღნიშნავს, რომ განცხადებაში მესიჯები თვალსაჩინო და გასათვალისწინებელია.
01 ივნისი 2026, 21:05
საზოგადოება
პარლამენტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი პარლამენტი“ გაიმართა
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს ბავშვთა დაცვის დღე მოულოცა და იმ ახალ საგანმანათლებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომლებიც ბავშვებს საპარლამენტო პროცესების უკეთ გაცნობაში დაეხმარება.
01 ივნისი 2026, 21:04
მსოფლიო
ირანი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე დარტყმებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ბეირუთზე თავდასხმებს განახორციელებს
ირანი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილზე დარტყმებით იმუქრება იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ბეირუთზე თავდასხმებს განახორციელებს.
01 ივნისი 2026, 20:55
რეგიონი
ბავშვთა დაცვის დღე აჭარაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებებს მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე შეუერთდა. იგი აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის ბულვარში გამართულ ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეგიონში მოქმედი სამი ინკლუზიური განათლების ცენტრის 40-მდე მოსწავლისა და მათი თანატოლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები.
01 ივნისი 2026, 20:54
პოლიტიკა
ძველი კინოს ახალი სერია - მწვავე ფაზა ოპოზიციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციურ ალიანსში თავადვე ადასტურებენ, რომ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა და ერთმანეთს ღალატში პირდაპირ ადანაშაულებენ.
01 ივნისი 2026, 20:52
რეგიონი
დავით ფაცაციამ წყალტუბოში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, წყალტუბოში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიებები გაიმართა.
01 ივნისი 2026, 20:49
პოლიტიკა
რატომ არ იბარებს გერმანია საქართველოს ელჩისგან რწმუნებათა სიგელს - გაჭიანურებული პროცედურა და საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ამ დრომდე განუახლებელი ინფორმაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს ელჩი გერმანიაში ალექსანდრე კარტოზია, გერმანიის ხელისუფლებისგან აკრედიტაციის პროცედურის დასრულებას ელოდება. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე კი, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ისევ ძველი მონაცემებია განთავსებული.


