28 სექტემბერი 2022, 15:52 / სანდო წყარო

უკრაინაში გერმანიის ელჩი: ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში

ანკა ფელდჰუზენი

ანკა ფელდჰუზენი

უკრაინაში გერმანიის ელჩის, ანკა ფელდჰუზენის განცხადებით, ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ აჩვენა, რომ ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ იმას, რასაც პუტინი ამბობს. მის შემთხვევაში ჩვენი ლოგიკა უბრალოდ არ მუშაობს. ეს ნამდვილად ბირთვული შანტაჟია, მაგრამ არ შეიძლება ფიქრი, რომ არაფერი მოხდება. ეს რეალური საფრთხეა. ჩვენ იანვარშიც ვფიქრობდით, რომ არაფერი მოხდებოდა, მაგრამ თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კითხვა, რა უნდა გაკეთდეს, თუ პუტინი „წითელ ხაზს“ გადაკვეთს და ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, ნატოს შტაბ-ბინაში უნდა დასვათ. გერმანია ნატოს წევრია და ჩვენ ვიმოქმედებთ, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ნატო, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ალიანსია. მერწმუნეთ, ახლა ისინი ყოველდღე საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში“, - აცხადებს გერმანიის ელჩი.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2022, 01:00

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე C ჯგუფიდან არგენტინა და პოლონეთი გავიდნენ⚽

პოლონეთისა და არგენტინის შეხვედრა ანგარიშით 0-2 დასრულდა, საუდის არაბეთი კი მექსიკასთან 1-2 დამარცხდა. შედეგად, ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე არგენტინა (6 ქულა) და პოლონეთი (4 ქულა) გადავიდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 დეკემბერი 2022, 00:57

მსოფლიო

ზელენსკი ილონ მასკს: თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და თავად იხილავ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ილონ მასკი უკრაინას უნდა ეწვიოს, რათა თავად იხილოს ომი.

გიგლა ბარამიძე

01 დეკემბერი 2022, 00:52

პოლიტიკა

გიგლა ბარამიძე: 2 გვამის პარტიამ რა მორალურ-ზნეობრივ კატეგორიებზე უნდა ისაუბროს, გარდა იმისა, რომ ფინანსები სჭირდებათ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაიყვეს ბიუჯეტიდან წაღებული კეზერაშვილის მილიონები და სააკაშვილის მილიონები, - ამის შესახებ დიპლომატმა, პროფესორმა გიგლა ბარამიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 00:46

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე: ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისკენ ერთგულება, როდესაც ყველა პუნქტზე დროულად დაიწყო მუშაობა

თამამად უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისკენ ერთგულება, მაშინ როდესაც ყველა პუნქტზე დროულად დაიწყო მუშაობა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

გიგლა ბარამიძე

01 დეკემბერი 2022, 00:30

საზოგადოება

გიგლა ბარამიძე სააკაშვილზე: არავის აინტერესებს ეს საერთაშორისო პროვოკატორი, ევროპარლამენტში მოკალათებული ლობისტების ჯგუფის გარდა

„მისტირიან „ნაციონალების“ სისხლიან რეჟიმს. მათი სურვილია, მათი დავალება არის, ინტერესი აქვთ, როგორმე აღადგინონ ის რეჟიმი, რომელიც აქამდე იყო საქართველოში. ესაა და ეს. მეტი ინტერესი სააკაშვილთან დაკავშირებით არავის აქვს“, - აღნიშნა ბარამიძემ.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 00:16

სამართალი

რატი ბრეგაძე: ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ყველა მსჯავრდებულის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი, ამიტომ სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მან უარი განაცხადა. ბუნებრივია, იძულების მეთოდს ვერავინ გამოიყენებდა

ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩატარებულიყო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რაზეც მან თავად განაცხადა უარი და ბუნებრივია იძულების მეთოდს ვერავინ გამოიყენებდა. ეს მისი გადაწყვეტილებაა და მან თავად განაცხადა შემდგომში, რომ მას ამის შესახებ [მოწამვლის შესახებ] არასდროს უსაუბრია ადვოკატებთან, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ საკითხზე გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 00:15

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე „ნაცმოძრაობაზე“: საზოგადოებამ ნათლად დაინახა ამ პოლიტიკური პარტიის სახე, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ წყევლაზე, მუქარაზე, შეურაცხყოფაზე

„საკუთარი ტელევიზიებიდანაც კი მოუწოდებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეწყვიტა შიმშილობა. არადა ყველა მორალური და ეთიკური პრინციპი მოითხოვს, რომ მოშიმშილეს მაქსიმალურად შეუწყო ხელი, რომ არ იშიმშილოს. თუმცა ეს ადამიანები საპირისპიროს აკეთებდნენ და [სააკაშვილს] ფაქტობრივად თვითდაზიანებისკენ ნაბიჯების გადადგმას აიძულებდნენ. შესაბამისად, მათი მოთხოვნები ნაკლებად საინტერესო არის“, - განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

01 დეკემბერი 2022, 00:13

სამართალი

რატი ბრეგაძე: იუსტიციის სამინისტრომ შესთავაზა მსჯავრდებულ სააკაშვილს, ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანონ და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ექიმს, რომ ჩაერთოს მისი მკურნალობის პროცესში

იუსტიციის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესთავაზა მსჯავრდებულ სააკაშვილს, რომ ნებისმიერი კლინიკიდან, ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანონ და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ექიმს, რომ ჩაერთოს მისი მკურნალობის პროცესში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე, არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და რამე სახის კანონი გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ხელისუფლების მიერ ვერ იქნება გაკეთებული.

01 დეკემბერი 2022, 00:09

სამართალი

რატი ბრეგაძე: ბუნებაში არ არსებობს მსგავსი საკანონმდებლო ნორმა, რომ მსჯავრდებული პატიმარი გადაყვანილი იყოს სამკურნალო თუ სხვა მიზნებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ

რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, სამკურნალოდ იქნება ეს, თუ რამე სხვა მიზნით, ბუნებაში არ არსებობს მსგავსი საკანონმდებლო ნორმა, რომ მსჯავრდებული პატიმარი გადაყვანილი იყოს სამკურნალო თუ სხვა მიზნებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

30 ნოემბერი 2022, 23:54

სამართალი

რატი ბრეგაძე: ექიმები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენო - ასეთი განცხადებები ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ამ ხალხისთვის არ არსებობს წითელი ხაზები და არ დაინდობენ არავის

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ კიდევ ერთხელ განმარტა, რის გამო არ გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკიდან სასამართლო პროცესზე.

თამარ ტალიაშვილი
დუნია მიატოვიჩი

30 ნოემბერი 2022, 23:54

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა

საქართველოს ელჩი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებათა კომისრის 2022 წლის 21-24 თებერვალს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის და მის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თაობაზე ისაუბრეს.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2022, 23:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მიხეილ სააკაშვილის დელეგირებით, გიული ალასანია, აფორმებს კონტრაქტს „გლობალ პოინტთან“, რომელმაც უნდა გაუწიოს პიარ კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული მისიით და დააორგანიზოს ამ თემის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ამაში იხდიან საკმაოდ სოლიდურ თანხას, ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტი ფორმდება 18 ნოემბრიდან 17 იანვრამდე და მთავარი მოთხოვნაა, ამ კონტრაქტის პირობების შესრულება ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული მისიით“ და სხვადასხვა პარტნიორებთან კომუნიკაციით.

რატი ბრეგაძე

30 ნოემბერი 2022, 23:47

სამართალი

იუსტიციის მინისტრმა განმარტა რატომ არ ვრცელდება სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი კადრები

„დღეს არავინ ამბობს, რომ მას აწამებენ. დღეს ის იმყოფება საავადმყოფოში და ყოველდღე ჰყავს მნახველები. მას ნახულობენ ოჯახის წევრები, ადვოკატები, დეპუტატები, დპლომატიური კორპუსის წარმომდგენლები, კონკრეტულად, უკრაინის კონსული - ანუ, ყველა ის პირი, ვისაც ამის უფლება აქვს. “ - განმარტა მინისტრმა.

რატი ბრეგაძე

30 ნოემბერი 2022, 23:34

სამართალი

რატი ბრეგაძე: ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით მაქსიმუმს, იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს რეალიზებული

„ამიტომ ჩვენ რაიმე სახის კონკრეტულ მოლოდინებზე და ლოგიკურ შედეგებზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან ეს შეთავაზება გაკეთდა სწორედ იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომლითაც ვეკიდებით ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით მაქსიმუმს, იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება იყოს მაქსიმალურად რეალიზებული“, - განაცხადა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძე

30 ნოემბერი 2022, 23:34

სამართალი

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, მასზე ზრუნავს სამედიცინო პერსონალი და უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც ესაჭიროება

მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. მასზე ზრუნავს სამედიცინო პერსონალი და უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც მას ესაჭიროება. სხვა სახის კომენტარი ჩემგან მინიმუმ ეთიკური არ იქნება, რადგან საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რატი ბრეგაძე

30 ნოემბერი 2022, 23:25

სამართალი

რატი ბრეგაძე: ვინმეს ჯანმრთელობაზე საუბარი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არ არიან ექიმები და არ აქვთ სათანადო სამედიცინო მტკიცებულებები, სხვა თუ არაფერი, მარჩიელობაა

მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ რომ ეს არის განსაკუთრებული ხასიათის პერსონალური მონაცემი და გარდა ამისა, არც რაიმე განსაკუთრებული ხასიათის კომპეტენცია გამაჩნია სამედიცინო სფეროში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

30 ნოემბერი 2022, 23:22

მსოფლიო

ბუნდესტაგმა უკრაინაში ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა

ბუნდესტაგმა უკრაინაში ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. „სოციალ-დემოკრატების“, „მწვანეების“, თავისუფალი დემოკრატებისა და CDU/CSU-ს პარტიების წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ რეზოლუციას მხარი პარლამენტარების უმრავლესობამ დაუჭირა.

30 ნოემბერი 2022, 22:53

რეგიონი

ქუთაისის ცენტრალურ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ქუთაისის ცენტრალურ არქივში დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია გაიხსნა. ამიერიდან ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ადგილზე ჩაუტარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ავრცელებს.

30 ნოემბერი 2022, 22:38

საზოგადოება

კოკა კაციტაძე დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე მოადგილეებთან - გიორგი კვარაცხელიასთან და ნათია სონღულაშვილთან ერთად, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანე ტოფტ სორენსენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის გაცნობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას ისახავდა მიზნად.

30 ნოემბერი 2022, 22:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანს შეხვდა.