imedi /  09 სექტემბერი 2017, 12:10 / სანდო წყარო

უკრაინული მედია კიევში აფეთქებისას დაღუპული ქართველის შესახებ ცნობებს ავრცელებს

თემურ მახაურის, იგივე რუსლან პაპასკირის ან ალი ტიმაევის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები ქვეყნის უსაფრთოების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, წარმომავლობით ჩეჩენი საქართველოს მოქალაქე აქტიურად ებრძოდა პუტინის რეჟიმს და რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო. მას როგორც რუსეთის, ისე ჩეჩნეთის სპეცსამსახურები უთვალთვალებდნენ. 

ინციდენტიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ გარდაცვლილი თემურ მახაური შესაძლოა, ლაფანყურის სპეცოპერაციის ფიგურანტი იყოს.

კიევის ცენტრში ავტომობილი 8 სექტემბერს, გვიან ღამე აფეთქდა. გამოძიება უკრაინულმა პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები ()