imedi /  10 სექტემბერი 2017, 16:25 / სანდო წყარო

იტალიაში წყალდიდობას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში, ლივორნოს პროვინციაში გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ადგილობრივმა მთავარობამ მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. შეიზღუდა სატრანსპორტო მოძრაობა. შტორმის საფრთხე კი მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა.

სტიქიამ დააზარა რომიც. იქ ერთდროულად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლოების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

კომენტარები ()