ინგლისის ბანკი დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივ რეცესიას ელის
ფოტო: BBC
ინგლისის ბანკი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ დიდ ბრიტანეთს ყველაზე გრძელი რეცესია ემუქრება. ბანკმა ბოლო 33 წლის განმავლობაში ყველა მაღალი საპროცენტო განაკვეთები დაადგინა.
ბანკი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთს 2025 წლისთვის ძალიან რთული ორწლიანი ვარდნა ექნება და უმუშევრობის დონე თითქმის გაორმაგდება.
ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ გააფრთხილა გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები, რომ „წინ რთული გზაა“. მისივე თქმით, ახლა საჭიროა მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიანებით ყველაფერი გაუარესდება.
ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 2.25%-დან 3%-მდე აწია, რაც ყველაზე დიდი ნახტომია 1989 წლის შემდეგ. განაკვეთების გაზრდით ბანკი ცდილობს შეამციროს მზარდი ფასები, რადგან ცხოვრების ღირებულება 40 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება.
სურსათსა და ენერგიაზე ფასები გაიზარდა, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია უკრაინის ომის გავლენით, რის გამოც უამრავი ოჯახი გაჭირვების წინაშეა.
მდგომარეობა რეცესიად განისაზღვრება, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა იკუმშება ზედიზედ ორი-სამი თვის განმავლობაში, ან კვარტალში. როგორც წესი, კომპანიები ნაკლებ ფულს შოულობენ, ხელფასები მცირდება და უმუშევრობა იზრდება. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა იღებს ნაკლებ ფულს გადასახადის სახით, რათა გამოიყენოს ისეთ საჯარო სერვისებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და განათლება.
ყველა სიახლე
28 მარტი 2026, 03:02
მსოფლიო
ტრამპი: ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ნატოზე, მათ დასაცავად - მაგრამ ახლა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღარ ვართ ვალდებულნი ეს ვაკეთოთ, არა?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა აღარ აპირებს იყოს იმ ქვეყნების უსაფრთხოების გარანტი, რომლებიც სანაცვლოდ შესაბამის ნაბიჯებს არ დგამენ.
28 მარტი 2026, 00:57
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, აქვთ თუ არა აშშ-სა და ისრაელს ირანში ომის დასასრულებლად მკაფიო სტრატეგია
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი სკეპტიციზმს გამოთქვამს იმის თაობაზე, აქვთ თუ არა აშშ-სა და ისრაელს ირანში ომის დასასრულებლად მკაფიო სტრატეგია, თუმცა აცხადებს, რომ გერმანია, პრინციპში, მზად იქნება მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სტაბილიზაციის მისიაში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.
27 მარტი 2026, 23:53
მსოფლიო
ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს
ევროკომისია საკუთარ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას იძიებს. პარასკევს გაკეთებული განცხადების თანახმად, გარკვეული მონაცემები მოპარულია.
27 მარტი 2026, 23:49
მსოფლიო
რუბიოს განცხადებით, აშშ ირანისგან ომის დასასრულებლად წარდგენილ წინადადებაზე პასუხს „ნებისმიერ წუთს“ ელოდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია ირანის პასუხი 15-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების მაგიდაზე დადო. მისივე თქმით, პასუხი შესაძლოა ნებისმიერ წუთს მოვიდეს.
27 მარტი 2026, 22:07
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Times: ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს
ბრიტანეთსა და დანარჩენ ევროპაში იზრდება შიში იმისა, რომ ამერიკა ნატოელ მოკავშირეებს მიატოვებს და რუსეთთან გარიგებას დადებს - ამის შესახებ წყაროებმა ბრიტანულ გამოცემა The Times-ს განუცხადეს.
27 მარტი 2026, 21:53
მსოფლიო
რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე - ომი კვირების და არა თვეების განმავლობაში დასრულდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში „ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე“.
27 მარტი 2026, 21:38
სპორტი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში იასპარეზა.
27 მარტი 2026, 21:37
მსოფლიო
რუბიო ვაშინგტონში რუსი დეპუტატების ვიზიტზე: რუსეთი კვლავ მძლავრი ქვეყანაა ბირთვული იარაღით და მნიშვნელოვანია, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს ჰქონდეთ გარკვეული ურთიერთქმედება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა სანქცირებული რუსი კანონმდებლების აშშ-ში ვიზიტზე და აღნიშნა, რომ ეს „წინასწარ იყო დაგეგმილი“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
27 მარტი 2026, 21:32
მსოფლიო
რუბიო: აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა შესაძლოა უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება ახლო აღმოსავლეთისკენ მიმართოს, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
27 მარტი 2026, 21:24
მსოფლიო
„ეს ტყუილია. არ ვიცი, რატომ ამბობს ის ასეთ რაღაცებს“ - რუბიომ უარყო ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კატეგორიულად უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვაშინგტონმა კიევს უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დონბასიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
27 მარტი 2026, 21:18
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
27 მარტი 2026, 21:10
მსოფლიო
G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ
„დიდი შვიდეულის“ (G7) საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანის ომში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდნენ. ამის შესახებ ნათქვამია პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
27 მარტი 2026, 21:08
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას
სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.
27 მარტი 2026, 20:49
ეკონომიკა
პირდაპირი ფრენა თბილისსა და კოპენჰაგენს შორის - საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, 15 აგვისტოდან კი, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ახალი მიმართულების დამატება სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს დაკავშირებადობას გაზრდის.
27 მარტი 2026, 20:47
სამართალი
საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის მითვისებისთვის 9 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხის მითვისება - გამოვლენილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მონაწილეებმა, პროკურატურის ინფორმაციით, 4 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.
27 მარტი 2026, 20:39
სამართალი
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება - პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება- საქმე ამჯერად, სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ გზავნილებს ეხება. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.
27 მარტი 2026, 20:27
პოლიტიკა
250 დელეგატი 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენელი - 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენცია თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლები, მყარი ფინანსური სექტორი და მდგრადი საბანკო სისტემა - პარამეტრები და რეალობა, რაც საქართველოს საინვესტიციო და ფინანსურ მიმზიდველობას ზრდის. თბილისმა საერთაშორისო საბანკო კონფერენციას უმასპინძლა.
27 მარტი 2026, 20:23
საზოგადოება
ორგანიზებული კამპანია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ - პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ და გაფრთხილება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რწმენა და ეკლესია- ბრძოლა ქვეყნის მთავარ საყრდენთან, რომელიც წლებია მიმდინარეობს. პატრიარქის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ მძაფრად აჩვენა ის საფრთხე, რასაც უწმინდესი ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ ხედავდა.
27 მარტი 2026, 20:05
მსოფლიო
POLITICO: აშშ-ის ოფიციალური პირები მოკავშირეებს აფრთხილებენ, რომ ირანის ომმა შესაძლოა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეაფერხოს
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნის გაფრთხილება, რომ უკრაინისთვის აშშ-ის შეიარაღების მიწოდება მომდევნო თვეებში შესაძლოა შეფერხდეს, რადგან პენტაგონი პრიორიტეტს მათ ირანის ომში გამოყენებას ანიჭებს, - წერს გამოცემა POLITICO.
27 მარტი 2026, 20:01
სამართალი
პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.


