პერე ჯოან პონსი: აშშ-ს წინაშე არსებული დემოკრატიული გამოწვევები მსგავსია ეუთოს ბევრ ქვეყანაში არსებული გამოწვევების და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესების მიმართ მოქალაქეების ნდობა
პერე ჯოან პონსი
ფოტო: Twitter
ძლიერი და მდგრადი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიმართ თავისი ერთგულების დემონსტრირება არჩევნებში მონაწილეობის უფლებების გაზრდის, არჩევნების უსაფრთხოების გაძლიერების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ შესაბამისის ზომების გამოყენების გზით,- ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა პერე ჯოან პონსმა განაცხადა.
„აშშ-ს წინაშე არსებული დემოკრატიული გამოწვევები მსგავსია ეუთოს ბევრ ქვეყანაში არსებული გამოწვევების და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ უზრუნველვყოთ დემოკრატიული პროცესების მიმართ მოქალაქეების ნდობა“, - აღნიშნა პონსმა.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) 8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებზე წინასწარ დასკვნებს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: „დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ შევიწროების, მუქარისა და ძალადობის შემთხვევების შესახებ შეშფოთების მოტივით კონგრესმა გამოყო თანხები არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის საარჩევნო ოფიციალური პირების მიმართ მუქარის წინააღმდეგ ზომების მისაღებად. შეიქმნა იუსტიციის დეპარტამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ფედერალურ დონეზე მათი მოგვარება.
მიუხედავად იმისა, რომ მრავალფეროვან, მაგრამ პოლარიზებულ მედია სივრცეში ბევრი მედია საშუალება ცდილობდა ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, სხვა საშუალებების მიერ ფართოდ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გავლენა იქონია ამომრჩევლების მიერ ინფორმაციის სწორად აღქმაზე“, -წერია ანგარიშში.
„არსებული აქტიური, პლურალისტური მედია გარემო თავისთავად წარმოადგენს კონკურენტული არჩევნების წინაპირობას “, - აღნიშნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შეზღუდული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტანა დე ზულუეტამ.
„მაგრამ როდესაც პროცესების გაშუქებისა და კომენტარების კონტენტი და ხასიათი დამამცირებელი და ხშირად შეურაცხმყოფელია პროცესში ჩართული პირების მიმართ - პოლიტიკური ოპონენტების, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობის და ზოგიერთ შემთხვევაში თავად ამომრჩევლის მიმართ - ეს ქმნის გარემოს, რომელმაც, როგორც დავინახეთ, შეიძლება გამოიწვიოს მუქარა და დაშინება და ძალადობაც კი და იმავდროულად ხელი არ შეუწყოს მოქალაქეების მიერ ობიექტური და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღებას“.
„ხმის მიცემის ალტერნატიული მეთოდები მოიცავს ადრეულ პირად და დაუსწრებელ ხმის მიცემას, რაც ამომრჩეველს ხმის მიცემის ბევრ ვარიანტს აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ დაუსწრებელი ხმის მიცემა არ იძლევა კენჭისყრის ფარულობის გარანტიას, ამ მეთოდების მოხერხებულობა აღინიშნა უმრავლესობა ამომრჩევლის მიერ, ვისაც გაესაუბრა დამკვირვებლები. ისინი თვლიან, რომ ეს მეთოდები ზრდიან საარჩევნო პროცესში მონაწილეობას, უმეტესობა დარწმუნებულია მათ სამართლიანობაში. პოლიტიკოსებისა და მედიის კომენტატორების მიერ გავრცელებულმა დაუდასტურებელმა მტკიცებულებებმა, რომ დაუსწრებელი ხმის მიცემისას ბიულეტენების და საარჩევნო ყუთების გამოყენებამ გამოიწვია 2020 წლის არჩევნების გაყალბება, უარყოფითად იმოქმედა მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობის ფაქტორზე.
განცხადებაში ასევე ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე სხვა საკითხზე. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების, პარტიებისა და „დამოუკიდებელი“ კომიტეტების მიერ შემოსავლებისა და ხარჯების გამჟღავნება უზრუნველყოფს საკმარის გამჭვირვალობას, საარჩევნო კამპანიაში ჩართული გადასახადებისგან გათავისუფლებული ორგანიზაციების მხრიდან ინფორმაციის გამჟღავნების ნაკლებობა ეჭვის ქვეშ აყენებს საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობას. აღნიშნული იქნა, რომ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის მოთხოვნები, რომლებსაც იყენებენ 35 შტატში, შეესაბამება არჩევნების სტანდარტებს და იძლევა არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტიებს, მაგრამ პირადობის მოწმობები ზოგიერთ შტატში ყველა უფლებამოსილი მოქალაქისთვის არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი, რითაც დაირღვა ზოგიერთი უმცირესობისა და ეკონომიკურად დაუცველი ჯგუფის წევრების მიერ თანაბარი ხმის მიცემის უფლება“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 10:36
ტაბლოიდი
აშშ-ში კაცმა ბანკის გაძარცვა მოპარული კნუტის დახმარებით სცადა
მერილენდის შტატის პოლიციამ უჩვეულო დანაშაული გამოიძია - კაცმა კატის მეშვეობით ბანკის გაძარცვა სცადა. ეჭვმიტანილმა ქალაქ ბელტსვილის ზოომაღაზიიდან 3.5 თვის შავ-თეთრი კნუტი, სახელად მაგნოლია მოიპარა, მეზობლად მდებარე ბანკში შევიდა და ცხოველი ძარცვის თანამონაწილედ აქცია. მან ბანკის მენეჯერს სთხოვა, კნუტი დაეჭირა, სანამ თავად მოლარისთვის მუქარის წერილს წერდა, რომელშიც მთელ ნაღდ ფულს ითხოვდა.
16 ივლისი 2026, 10:17
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რწყვის პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი მამელი ქობალია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებს შეხვდა. გაეცნო რწყვის პროცესს და ფერმერებისგან უშუალოდ მოისმინა ინფორმაცია სარწყავ სეზონთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ.
16 ივლისი 2026, 10:11
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში დააზუსტეს, რომ დარტყმის ქვეშ კიევის ორი რაიონი მოჰყვა. დარნიცის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში, იქვე გაჩერებულ სატვირთო ავტომობილებსა და საწყობში. სვიატოშინსკის რაიონში ჭურვის მოხვედრის შედეგად საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრები უკვე ლიკვიდირებულია.
16 ივლისი 2026, 09:50
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა
ირანის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ირანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გზავნილი, რომელიც საზოგადოებაში განხეთქილებას შეიტანს, ამერიკელების წისქვილზე დაასხამს წყალს.
16 ივლისი 2026, 09:43
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ ძალიან სურთ შეთანხმება. ჩვენ ვარკვევთ, შევთანხმდებით თუ არა მათთან, თუ უბრალოდ, დავასრულებთ
ირანს ძალიან მალე დავამარცხებთ, - განაცხადა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში თავდაცვისა და ინოვაციების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
16 ივლისი 2026, 09:35
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანზე საჰაერო იერიშების მეორე ტალღა განხორციელდა
განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები მიმართულია ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობების წინააღმდეგ, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად მოძრავ გემებს საფრთხეს უქმნის.
16 ივლისი 2026, 09:31
კულტურა
ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა 100 წლის საიუბილეო საკონცერტო სეზონი დახურა
დასკვნით ღონისძიებაში ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ თბილისის ქალთა გუნდი, სტუდენტური კაპელა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერლები. საღამოზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია დირიჟორ კახი სოლომნიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა. საიუბილეო სეზონი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. საკონცერტო სეზონის დასკვნითი ღონისძიება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში გაიმართა.
16 ივლისი 2026, 09:27
სპორტი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა უნგრეთის სარეიტინგო ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს 4 მედალი მოიპოვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო 2026 წლის რიგით IV სარეიტინგო სერიამ. ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 6 წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონი 86კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე გახდა, ვერცხლის მედლები რობერტ დინგაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო თორნიკე სამხარაძის ანგარიშზეა.
16 ივლისი 2026, 09:23
პოლიტიკა
მაია ბითაძე გვარამიას განცხადებაზე: განსაკუთრებით ტრაგიკულად შეიძლება, შეფასდეს ეს განცხადება, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანების სიცოცხლეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ტრაგიკული უწოდა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.
16 ივლისი 2026, 09:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: არ გვჭირდება ასეთი ტრილიონი - არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, არც ერთი განადგურებული ქალაქი, არც ერთი თავდასხმა საქართველოზე არ ღირს არც ტრილიონად არც ნებისმიერ თანხად
საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აფასებს გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.
16 ივლისი 2026, 09:10
რეგიონი
თელავისხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
თელავისხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტი რეჟიმით გრძელდება. ტერიტორიიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია.
16 ივლისი 2026, 09:06
სამართალი
ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა, ხოლო ერთს - გირაო განესაზღვრა
სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 4 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. სამ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო ერთს - გირაო. გამოძიებით დადგენილია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 675 794 ლარის, 388 526 აშშ დოლარის, 4 964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს.
16 ივლისი 2026, 08:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომ თუ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, მზად არიან, დათანხმდნენ ყველანაირ პირობას და იყვნენ წმინდა მარიონეტები
მმართველ გუნდში ეხმაურებიან ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.
16 ივლისი 2026, 08:49
ეკონომიკა
ჭოუ ციენი: მჯერა, რომ შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდ ნაბიჯი იქნება ჩვენი, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული დაკავშირებისკენ
„შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და ჩინეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და საქართველო ტერიტორიულად არც ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეგობრული კავშირები. 2023 წელს გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ შედეგი გამოიღო. შანხაი ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. მჯერა, რომ შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდ ნაბიჯი იქნება ჩვენი, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული დაკავშირებისკენ. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი მოტივაციას მისცემს სხვა ავიახაზებსაც, რომ შანხაისა და თბილისის გარდა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს ჩინეთის სხვა წამყვან ქალაქებთანაც”, - განაცხადა ელჩმა.
16 ივლისი 2026, 08:35
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ივლისს საქართველოში
16 ივლისს ქუთაისში ნალექი იქნება, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
16 ივლისი 2026, 08:10
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მდინარე თელავისხევზე მდებარე დამცავი დამბა და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა
მდინარე თელავისხევზე 3 დამცავი დამბა ერთმანეთისგან გარკვეულ დისტანციაზეა აშენებული. 12 ივლისის სტიქიის შედეგად, დამბებთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია ნატანი მასალით ჩაიხერგა. მძიმე ტექნიკის მობილიზებისა და ინტენსიური მუშაობის შედეგად, ერთ დამბასთან მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. ამ დროისთვის დარჩენილ ორ დამბასთან მისასვლელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს.
16 ივლისი 2026, 08:03
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება - პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში
ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 08:00
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა
თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 11:30 საათზე გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.
16 ივლისი 2026, 01:09
სპორტი
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალურ შეხვედრაში „ალბისელესტემ“ ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
15 ივლისი 2026, 23:48
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს
ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს, - განუცხადა ოთხშაბათს ირანულ მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.


