imedi /  12 სექტემბერი 2017, 18:15 / სანდო წყარო

მოსკოვში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში ოპოზიციამ უპრეცედენტოდ ბევრი მანდატი მოიპოვა

10 სექტემბერს მოსკოვში გამართულ მუნიციპალური არჩევნებში ოპოზიციამ უპრეცედენტოდ ბევრი მანდატი მოიპოვა.

დიმიტრი გუდკოვის მიერ შექმნილმა კოალიციამ "გაერთიანებული დემოკრატები" და "იაბლოკოს" კანდიდატებმა რუსეთის დედაქალაქის რამდენიმე ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვეს. მეტიც, Meduza-ს ცნობით, ახლა უკვე მოსკოვში მუნიციპალური დეპუტატების საბჭოებიცაა, სადაც მმართველი პარტია საერთოდ არ არის წარმოდგენილი. 

მოსკოვის საქალაქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, ვალენტინ გორბუნოვის განცხადებით, დედაქალაქში გამართულ მუნიციპალურ არჩევნებში წინასწარი მონაცემებით 1502 მანდატიდან 76,83% (დაახლოებით 1150 მანდატი) მმართველი პარტიის "ედინაია რასია" კანდიდატებმა მოიპოვეს. 11,7%-ით მეორე ადგილზეა "იაბლოკო" (176-177 მანდატი), მესამე ადგილზე კი დამოუკიდებელი კანდიდატები გავიდნენ (108 მანდატი)/

კომენტარები ()