ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი: აშშ-მა უნდა გააცნობიეროს, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის კიდევ ერთი ვარსკვლავი აშშ-ის დროშაზე

იტამარ ბენ-გვირი
ფოტო: MICHAEL GILADI/FLASH90
აშშ-მა უნდა გააცნობიეროს, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის კიდევ ერთი ვარსკვლავი აშშ-ის დროშაზე, - განაცხადა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა სასამართლო რეფორმაზდ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კრიტიკის საპასუხოდ.
ბენ-გვირმა გააკრიტიკა ბაიდენის კომენტარი და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი “აფასებს იქ დემოკრატიულ რეჟიმს, სწორედ ამ რეგიონთან მიმართებით უნდა გაიგონ, რომ ისრაელი დამოუკიდებელი ქვეყანაა და არ არის ვარსკვლავი აშშ-ის დროშაზე”.
მანამდე ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თეთრი სახლის ლიდერი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.
„იმედია, [ნეთანიაჰუ] ამ რეფორმაზე უარს იტყვის. მე, ისევე, როგორც ისრაელის არაერთი ძლიერი მხარდამჭერი, ძალიან შეშფოთებული ვარ... ამ მიმართულებით სიარული მიუღებელია, ეს ნათლად დავაფიქსირე“, - განაცხადა ბაიდენმა.
სადავო სასამართლო რეფორმა, რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას აფართოებს.
ყველა სიახლე

31 მაისი 2023, 12:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვიზიარებ ზურაბ ქურციკიძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას, ფოტოგრაფების უკანონო დაპატიმრება მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო
ვიზიარებ ზურაბ ქურციკიძის ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. რაც მოხდა თავის დროზე, უკანონო დაპატიმრების სახით, მაშინდელი რეჟიმის მიერ ნიღბის ბოლომდე ჩამოხსნა იყო. მხოლოდ და მხოლოდ ფოტოების გამო ოთხი ფოტოგრაფი უკანონოდ დააპატიმრეს - ეს იყო უბრალოდ გაუგონარი მოვლენა, რომელიც აჩვენებდა მაშინდელი რეჟიმის სახეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

31 მაისი 2023, 12:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რადიკალურმა ოპოზიციამ თავიდანვე განიზრახა არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე
„მარტივი სქემა აქვს რადიკალურ ოპოზიციას დალაგებული. მათ თავიდანვე განიზრახეს არ ჩართულიყვნენ 12 პუნქტის შესრულებაში, რომ შემდეგ უფრო ადვილად ესაუბრათ ამ პუნქტების არაჯეროვან შესრულებაზე. მარტივი სქემაა, მათ არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არ სურს არც გლობალურ ომის პარტიას, ლოკალურ ომის პარტიას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით. აქედან გამომდინარე, ისინი არ მონაწილეობენ 12 პუნქტის შესრულებაში და მარტივად რომ ვთქვათ, ახორციელებენ ამ პროცესის საბოტაჟს. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.

31 მაისი 2023, 12:51
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში
„რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ნაცმოძრაობის დაშლა, მათ შორის პარლამენტის რიგებში. ის ცვლილებები, რომლებსაც დღეს კიდევ ერთხელ დავუჭერთ მხარს, დამატებით წაახალისებს ნაცმოძრაობის დაშლას“, - განაცხადა კობახიძემ.

31 მაისი 2023, 12:40
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი
პირველად ჩვენს ისტორიაში, ქვეყანაზე განხორციელდა თავდასხმა მისი სურვილის გამო, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი, - ამის შესახებ უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

31 მაისი 2023, 12:29
სამართალი
ალექსანდრე ტაბატაძე: პოლიციის დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე თითოეულ პოლიციელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას პოლიციის დღეს ულოცავს.

31 მაისი 2023, 12:24
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური პრემიერის კრიტიკაზე: ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ - ოპოზიციური არხებიც
ჭიანჭველისგან სპილოს შექმნას ცდილობს ხოლმე ოპოზიცია და სამწუხაროდ, ოპოზიციური არხებიც, - ასე შეაფასა ვახტანგ გომელაურმა კრიტიკა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელმაც ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.

31 მაისი 2023, 12:21
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციები ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და პოზიტიურად აისახება სიღარიბის შემცირების მაჩვენებლებზე
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 % შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ს გაუტოლდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.

31 მაისი 2023, 12:20
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პარიზის საერთაშორისო ფორუმს „დავასრულოთ პლასტიკით დაბინძურება ქალაქებში“ დაესწრო. ფორუმის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა ორ თემატურ დისკუსიაში: პლასტიკის მდგრადი წარმოება/გამოყენება და პლასტიკით დაბინძურების პრევენცია მიიღო მონაწილეობა.

31 მაისი 2023, 12:18
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: დღეს საქართველო ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა ჩვენს ახლო სამეზობლოში და ევროპასთან შედარებითაც
„თქვენ მეუბნებით, რომ ვმალავთ? სტატისტიკა დაწეულია და ყველაფერი არის მშვიდობიანად. ორი-სამი ფაქტი მოხდა [თბილისის ცენტრალურ უბნებში], მაგრამ სტატისტიკა სხვაგვარია“

31 მაისი 2023, 12:12
სამართალი
ვახტანგ გომელაური: არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი
მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

31 მაისი 2023, 12:07
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს: ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება
ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

31 მაისი 2023, 12:06
სამართალი
პრემიერი პოლიციელებს: კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, მივესალმები ჩვენს მეგობრებს და მივესალმები ჩვენს საამაყო და გმირ პოლიციელებს. პოლიციის დღეს გილოცავთ ყველას, ჩემო ძვირფასო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! მე პროფესიულ დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერის და წინსვლის აუცილებელი პირობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

31 მაისი 2023, 11:58
ეკონომიკა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ინდექსის წინასწარი შედეგები თბილისის ეკონომიკური განვითარების ფორუმზე გაასაჯაროვა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ თბილისის მერიის რიგით მე-13 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე BAG ინდექსის 2023 წლის, მე-2 კვარტლის წინასწარი მონაცემები გაასაჯაროვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

31 მაისი 2023, 11:54
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს: თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში, ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა - თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული
მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით. მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ნამდვილად ევროპული სტანდარტების, თანამედროვე და რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია გვყავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

31 მაისი 2023, 11:51
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერიის გუნდის სახელით, გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს, რომელიც ზრუნავს ჩვენს ქალაქში უსაფრთხო და მშვიდი გარემოს შექმნაზე
რუსთავში, საქართველოს პოლიციისა და პროკურატურის პროფესიულ დღეებთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გამართულ საზეიმო მიღებაზე, ქვემო ქართლისა და რუსთავის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.

31 მაისი 2023, 11:49
საზოგადოება
თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს
31 მაისს მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ქვეყანაში ბოლო 7 წლის განმავლობაში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებას, რაც მოსახლეობის ჯანდაცვისთვის შექმნილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხის აღსაკვეთად გადადგმულ ეფექტურ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.

31 მაისი 2023, 11:48
სამართალი
შალვა პაპუაშვილი: წლების განმავლობაში ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების ძალად ჩამოყალიბდა
წლების განმავლობაში, ქართული პოლიცია თანამედროვე, შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების შესაბამის ძალად ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

31 მაისი 2023, 11:47
საზოგადოება
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ფრანკფურტის გამოფენაზე გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ გერმანიაში, ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 მაისი 2023, 11:46
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

31 მაისი 2023, 11:40
სამართალი
შალვა პაპუაშვილი: ქართული პოლიცია და ჩვენი სამართალდამცველი სისტემა სამაგალითოა რეგიონში და რეგიონს გარეთ ბევრი ქვეყნისთვის
ჩემთვის, როგორც პოლიციელის შვილისთვის დიდი პატივია მოგილოცოთ პოლიციელის დღე. დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა იყო პოლიციელი და 24 საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.