საფრანგეთის პრემიერმა პროფკავშირებს განუცხადა, რომ მთავრობა საპენსიო რეფორმაზე უარის თქმას არ აპირებს
ელიზაბეტ ბორნი
ფოტო: AP Photo
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა პროფკავშირებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის პროექტში ცვლილებების შეტანას არ აპირებს. ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
პროფკავშირ CFTC-ის პრეზიდენტმა სირილ შაბანიემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის გადაწყვეტილებას „სერიოზული“ უწოდა, პროფკავშირ CFDT-ის გენმდივანმა ლორან ბერჟემ „დემოკრატიული კრიზისის“ არსებობას გაუსვა ხაზი, პროფკავშირ CGT-ის ახალმა თავმჯდომარემ სოფი ბინემ კი მთავრობას „რადიკალიზებული და უშინაარსო“ უწოდა.
პრემიერ-მინისტრმა ბორნმა, თავის მხრივ, შეხვედრას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ამავე დროს, მან აღიარა, რომ პენსიაზე გასვლის ასაკთან დაკავშირებით არსებულმა უთანხმოებამ „შეხვედრის მონაწილეებს ღრმა დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა არ მისცა“.
შეხვედრის შემდეგ პროფკავშირებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აღნიშნეს, რომ მთავრობის გადარწმუნება ვერ შეძლეს, და ადამიანებს გაფიცვის გაგრძელებისკენ მოუწოდეს.
17 მარტს, საფრანგეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ სადავო კანონი ეროვნულ ასამბლეაში კენჭისყრის გარეშე მიიღო. კანონი უკიდურესად არაპოპულარულია ფრანგებს შორის. მან ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი და გაფიცვები გამოიწვია. თუმცა, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რეფორმაა.
სადავო რეფორმის მიხედვით, საფრანგეთში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ამისთვის საჭირო სამუშაო სტაჟი კი 41.5 წლიდან 43 წლამდეა.
ყველა სიახლე
12 ოქტომბერი 2024, 16:35
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველ კანონზე: ჩვენ არავის არ ვჩაგრავთ განსხვავებული შეხედულების გამო, ძალიან ტოლერანტი ერი ვართ. აჭარაში მაგალითად, გვერდი-გვერდ, ერთ ოჯახში ვცხოვრობთ სხვადასხვა რელიგიის ადამიანები
პარლამენტის წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე აჭარაში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ოჯახის სიწმინდისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო ერთ- ერთი უძველესი და ძალიან ტოლერანტი ერია. მისი განმარტებით, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი არავის ჩაგრავს განსხვავებული შეხედულებების გამო.
12 ოქტომბერი 2024, 16:13
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: მოსახლეობის უმრავლესობას, ვინც აღიარებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ელექტორალური შემხებლობა ვერ ექნება რადიკალურ ოპოზიციასთან. რამხელა მხარდაჭერა აქვს სამთავრობო გუნდს, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს!
ნიშანდობლივი კვლევაა ერთი, განსხვავებული პრიზმიდან - ქართული ოპოზიციის 99% ამუნათებს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ცდილობს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, კომპანია IPSOS-ის მიერ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, მოსახლეობის 61% ფიქრობს, რომ მოსამართლეები მთავრობისგან დამოუკიდებლები არიან.
12 ოქტომბერი 2024, 16:00
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საზოგადოების შეხსენებას და დაიმედებას სამართალდამცავი ორგანოების მაღალპროფესიულ დონეზე მუშაობის მიმართ ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს, ისევე, როგორც თვით სამართალდამცავი ორგანოების გაფრთხილებას - არ მოდუნდნენ
ეს არის, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი და დამაიმედებელი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენი, აწ უკვე ყველაფრისთვის მზად მყოფი მოსახლეობისთვის, რომელსაც არ დაუკარგავს სიფხიზლე ამ უკანასკნელ ოთხ წელიწადში, თუმცა ასე ოცნებობს სიმშვიდეზე, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ყველა სამართალდამცავ უწყებას მოუწოდა, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ.
12 ოქტომბერი 2024, 15:41
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: არაერთი საინტერესო კვლევით დასტურდება, რომ საზოგადოების მხრიდან შეინიშნება დარწმუნებულობის მაღალი ხარისხი სასამართლოს ინსტიტუტის მიმართ. ამ ყოველივეს დასტურია ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევაც
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი IPSOS-ის კვლევის ავტორის, პროფესორი იან ვან დაიკის საქართველოს შესახებ შეფასებას ეხმიანება, რომელიც აღნიშნავს, რომ „საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს“.
12 ოქტომბერი 2024, 15:30
არჩევნები აშშ
ტრამპი სიკვდილით დასჯას ითხოვს იმ მიგრანტების, რომლებიც ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპი ითხოვს სიკვდილით დასაჯონ ის მიგრანტები, რომლების ამერიკის მოქალაქეს მოკლავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ეს განცხადება ტრამპმა კოლორადოს შტატის ქალაქ ავრორაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს გააკეთა. „მე მოვუწოდებ სიკვდილით დასჯისკენ ნებისმიერი მიგრანტის, რომელიც ამერიკის მოქალაქეს ან სამართალდამცავი უწყების თანამშრომელს მოკლავს“, - განაცხადა ტრამპმა. Reuters-ი აღნიშნავს, რომ მანამდე ტრამპი გამოდიოდა ინიციატივით, რომლის თანახმადაც სიკვდილით დასჯა უნდა გავრცელებულიყო სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის გამო გასამართლებულ პირებზეც.
12 ოქტომბერი 2024, 15:30
სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობით მიზნით, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სტადიონი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო.
12 ოქტომბერი 2024, 15:21
ჯანდაცვა
აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
12 ოქტომბერი 2024, 15:20
სამართალი
სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა იზრდება
ქვემო ქართლის, სამეგრელოს და მაღალმთიანი აჭარის რიგი სოფლების მოსახლეობა სანოტარო მომსახურებას საცხოვრებელ სახლთან ახლოს მიიღებს. მომსახურება „მობილური იუსტიციის სახლის“ საშუალებით განხორციელდება და საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი იქნება სოფლების ამამლოს, ანაკლიის, ღორჯომისა და ხიხაძირის მოსახლეობისთვის.
12 ოქტომბერი 2024, 15:12
არჩევნები 2024
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა 33-ე კონფერენცია მიმდინარეობს
დღის წესრიგშია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა.
12 ოქტომბერი 2024, 14:57
პოლიტიკა
ლევან ნიკოლეიშვილი ლორა თორნტონის ანგარიშზე: შეიძლება, „საკუთარი ხალხი“ ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშს ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა.
12 ოქტომბერი 2024, 14:56
მსოფლიო
აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკები დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ძალებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკები დაბომბა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. „ისლამური სახელმწიფოს“ საველე ბანაკების დაბომბვის მიზანი ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლებლობების განადგურება იყო, რათა ტერორისტებს რეგიონში აშშ-ზე, მის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასხმის განხორციელება არ შეეძლოთ. როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება, მათმა საჰაერო იერიშებმა ტერორისტების ინფრასტრუქტურა დააზიანა. მათ დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
12 ოქტომბერი 2024, 14:53
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, ავლაბარში, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ - კახა ლაბუჩიძესთან ერთად მოქალაქეებს ფაღავას, მარტყოფის, კვეზერელისა და კოპაძის ქუჩების კვეთაზე შეხვდა.
12 ოქტომბერი 2024, 14:50
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 400-ზე მეტი თანამშრომელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროფესიული მიმართულებით გადამზადდა.
12 ოქტომბერი 2024, 14:45
პოლიტიკა
ედიშერ გვენეტაძე ლორა თორნტონის ანგარიშზე: კიდევ ერთი ფაქტი იმისა, თუ როგორი მეხუთე კოლონა მოქმედებს საქართველოში - რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებს მათ, რომ შეეჩერებინათ და შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არსებულ იმ ჩანაწერს აფასებს, რომლის თანახმად, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ემხრობოდა.
12 ოქტომბერი 2024, 14:29
საზოგადოება
ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედიაზე დოკუმენტური ფილმის - „ნულოვანი ტოლერანტობა“ პრემიერა გაიმართა
ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედიაზე დოკუმენტური ფილმის - „ნულოვანი ტოლერანტობა“ პრემიერა გაიმართა. ფილმი ყოფილი პოლიტპატიმრის, გიორგი ზერეკიძის ტრაგედიაზე გვიამბობს.
12 ოქტომბერი 2024, 14:16
არჩევნები 2024
„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საქნავთის დასახლების მოსახლეობას შეხვდა
დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაზე და აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი საქართველოს ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რაც ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. კერძოდ, რეზოლუცია ითხოვს ქართული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ დამნაშავედ ცნობილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ჩამოაქცევს საქართველოს ეკონომიკასა და ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავი და გამჭვირვალობის კანონების უკან გაწვევას, რაც ქვეყანაში ერთი მხრივ, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინაპირობა იქნება და მეორე მხრივ, უცხოეთიდან მართული პოლიტიკოსებისა და „ენჯეოების“ საქმიანობის გაუმჭვირვალობას შეუწყობს ხელს.
12 ოქტომბერი 2024, 14:11
პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორის მხარდაჭერა უკრაინელ ფეხბურთელებს - სოციალურ ქსელში ისინი უკრაინის გამარჯვებას ზეიმობენ
რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეო“ სექტორის მხარდაჭერა უკრაინელ ფეხბურთელებს - ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობენ და უკრაინის გამარჯვებას ზეიმობენ.
12 ოქტომბერი 2024, 14:01
მსოფლიო
Euronews: გერმანიაში მონაზვნების შესახებ დაუფარავი სექსუალური სცენებით გაჯერებული წარმოდგენის დროს მაყურებლებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ
შტუტგარტის სახელმწიფო ოპერაში ქორეოგრაფ ფლორენტინა ჰოლცინგერის დაუფარავი სექსუალური სცენებით გაჯერებული წარმოდგენის „სანქტას“ ჩვენების დროს 18 მაყურებელი ცუდად გახდა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. 1921 წელს გერმანელმა კომპოზიტორმა პოლ ჰინდემიტმა შტუტგარტის პრესტიჟულ ოპერაში ერთაქტიანი ოპერა „სანტა სუსანა“ დადგა, რომელიც დედათა მონასტრის სექსუალურ სიგიჟეზე უყვება მაყურებელს. თუმცა იმ დროს კრიტიკოსებმა წარმოდგენა კულტურული ღირებულებების შეურაცხყოფად შეაფასეს, რის გამოც მისი პრემიერა ერთი წლით გადაიდო და ფრანკფურტის ოპერაში შედგა. ახლა, ერთ საუკუნეზე მეტის გასვლის შემდეგ შტუტგარტის სახელმწიფო ოპერაში ჰინდემიტის ნაწარმოების რადიკალური და ფემინისტური ინტერპრეტაცია დაიდგა. სპექტაკლს „სანქტა“ ჰქვია, ხოლო მისი დამდგმელი ქორეოგრაფი ავანგარდული ფლორენტინა ჰოლცინგერია. პრემიერა 5 ოქტომბერს შედგა. ახალი წარმოდგენა ოპერაში ორჯერ აჩვენეს და დაახლოებით 18 მაყურებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რადგან მათ სპექტაკლის შემდეგ გულისრევის ძლიერი შეგრძნება ჰქონდათ.
12 ოქტომბერი 2024, 14:00
არჩევნები 2024
გიორგი კალანდარიშვილი: ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე
საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.
12 ოქტომბერი 2024, 13:58
არჩევნები 2024
ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ, ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გახვიონ ქვეყანა ომში
ერთადერთი მიზანი, რაც ამოძრავებთ მათ პატრონებს, არის ის, რომ უნდათ, ძალაუფლება დაუბრუნონ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმისათვის, რომ მათ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გახვიონ ქვეყანა ომში, - განაცხადა „ქართული ოცნების “ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.