აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსეთის მოქალაქეებს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობისკენ მოუწოდებს
ფოტო: YouTube
აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მოუწოდებს რუსეთის სამოქალაქო პირებს, დაიწყონ ჯაშუშობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.
რუსულენოვანი ვიდეო YouTube-ზე გავრცელდა. ვიდეოში არის ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაუკავშირდნენ რუსეთის მოქალაქეები აშშ-ის დაზვერვის სამსახურს ანონიმურად და უსაფრთხოდ.
„აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს სურს, იცოდეს სიმართლე რუსეთის შესახებ და ჩვენ ვეძებთ სანდო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, ეს სიმართლე გვითხრან. თქვენი ინფორმაცია შეიძლება იყოს უფრო ღირებული, ვიდრე თქვენ გგონიათ. დაგვიკავშირდით. შესაძლოა, თქვენ გარშემო მყოფ ადამიანებს არ სურთ სიმართლე. ჩვენ გვსურს“, – აღნიშნულია ვიდეორგოლში.
დასავლური მედიის ინფორმაციით, ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ აშშ არ ცდილობს მოსკოვში აჯანყების ან რეჟიმის შეცვლის პროვოცირებას, მაგრამ იმედოვნებს, რომ ზოგიერთი რუსი განიხილავს გზას, რათა დაეხმაროს თავის ქვეყანას წინსვლაში აშშ-ის დაზვერვის მითითებით.
ყველა სიახლე
05 ივნისი 2026, 16:29
პოლიტიკა
გურამ დუმბაძე: მონიტორინგის მთელი რიგი მექანიზმები გვაქვს სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში, ჩვენი ყველა რეფორმა მიმართულია პრევენციული მექანიზმებისკენ, ჩვენ ნებისმიერ დროს შეიძლება გადავამოწმოთ შესყიდვა, ასე რომ, როგორც შემსყიდველს, ისე ეკონომიკურ ოპერატორს ყოველთვის ექნება განცდა, რომ გარე, დამოუკიდებელი მხარე შეამოწმებს საქონლის მიღების პარამეტრებს, ხარისხსა და ვადებს
მისივე თქმით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ჰყავს კვალიფიციური გუნდი, რომელიც სხვადასხვა სპეციალობების მქონე ადამიანებით არის დაკომპლექტებული და მონიტორინგის პროცესში ჩართულები არიან როგორც სააგენტოს წარმომადგენლები, ისე მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი.
05 ივნისი 2026, 16:27
პოლიტიკა
გურამ დუმბაძე: თვისებრივად შეცვალა სახელმწიფოს მიდგომა, როდესაც მზად ვართ, გადავიხადოთ საბაზრო ღირებულება, ჩვენ ამით მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესებსაც განვითარების საშუალებას ვაძლევთ, გვინდა, გვყავდეს ისეთი დიდი კომპანიებიც, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეასრულებენ საქართველოში
ყველა რეფორმა, რომელიც დავაინიცირეთ, შემუშავებულია შესაბამისი დარგის ექსპერტების, მშენებელთა ასოციაციის, ბიზნესასოციაციის ჩართულობით, მათი ჯანსაღი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა, გურამ დუმბაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.
05 ივნისი 2026, 16:21
პოლიტიკა
გვარამია ბოკუჩავას: იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც
მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ, - განაცხადა „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მისამართით წერს, რომელმაც მის პარტიასა და მიხეილ სააკაშვილზე გვარამიას მხრიდან თავდასხმას მოულოდნელი უწოდა.
05 ივნისი 2026, 15:56
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: რომ შევხედოთ უკრაინას და ირანს, ჩვენ, დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ - ამერიკა აგებს ორივე ომს და სადაც ამერიკა აგებს, ევროპის შესაძლებლობებსა და ძალაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, ამდენი ომი მსოფლიოში არსად არის, რამდენიც ევროპის ტერიტორიაზე
ჩემი გამოცდილება სწორედ იმ ქვეყნებს ეხება, რომლებიც არიან ომში. ევროპა არ იყო ომში, მაგრამ ახლა, თვითონ არის ომში. მინდა არ დაგეთანხმოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პატარა ქვეყნები სუსტ პოზიციაში არიან და რომ გაიჭყლიტებიან - სინამდვილეში, პატარა ქვეყნები დღეს ისეთ ძლიერ პოზიციაში არიან, როგორც არასდროს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
05 ივნისი 2026, 15:55
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიხაელ ფონ დერ შულენბურგი: ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, ევროკავშირი ვეღარ გადარჩება
ევროკავშირი ვეღარ გადარჩება, ევროკავშირი მუდმივად უარყოფს არსებულ რეალობას, რაც აუცილებლად, ყველანაირად გამოიწვევს მის დაჭკნობას, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
05 ივნისი 2026, 15:49
მსოფლიო
აშშ-ის ელჩი ევროკავშირში: ტრამპი გრენლანდიაში შეჭრას არასდროს აპირებდა
ევროკავშირში აშშ-ის ელჩის ენდრიუ პაზდერის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებები, რომლებიც გრენლანდიასთან დაკავშირებით სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას ეხებოდა, არასწორად იქნა გაგებული.
05 ივნისი 2026, 15:46
სამართალი
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2025 წლის ანგარიში მოისმინეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიში მოისმინეს.
05 ივნისი 2026, 15:37
საზოგადოება
გიორგი ჯინჭარაძე სამგორის რაიონში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, სამგორის რაიონში, კუპრაძის ქუჩაზე მდებარე კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 15:16
პოლიტიკა
თინათინ ნიბლოშვილი: თბილისს აქვს ამბიცია, აკმაყოფილებდეს ჯანსაღი ქალაქის პრინციპებს, რომელიც საჯარო სიკეთეებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს
ჯანსაღი ქალაქი არის სივრცე, სადაც ადამიანი უსაფრთხო, მწვანე და ხელმისაწვდომ გარემოში ცხოვრობს, - ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - „ჯანსაღი ქალაქი, სპორტული და მწვანე სარეკრეაციო სივრცეების გავლენა ბავშვის ადრეულ განვითარებაზე და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
05 ივნისი 2026, 15:15
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, პოლონელების გენოციდში დამნაშავე სამხედრო დანაყოფისთვის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას გადახედოს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში უკრაინის ხელისუფლებას სამხედრო დანაყოფისთვის პოლონელების გენოციდში დამნაშავე ჯგუფის სახელის მინიჭების გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.
05 ივნისი 2026, 15:12
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურაში ქალთა მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის თემაზე მენტორინგის პროგრამის მეოთხე ეტაპი დაიწყო
ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა გახსნა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი მირიან მეგრელიშვილი, მენტორები და მენტორინგის პროგრამის მონაწილეები.
05 ივნისი 2026, 15:07
რეგიონი
ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „არგინეთმა“ აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაზე მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნით გალა ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 15:04
საზოგადოება
კულტურის კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო
კულტურის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
05 ივნისი 2026, 15:02
თავდაცვა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
05 ივნისი 2026, 15:00
პოლიტიკა
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის ანგარიშები მოისმინეს.
05 ივნისი 2026, 14:58
რეგიონი
რევაზ სოხაძე შიდა ქართლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა როგორც ქალაქ გორში მიმდინარე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა.
05 ივნისი 2026, 14:52
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ საქმეების რაოდენობა 93%-ით შემცირდა, გვაქვს 29 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი, საიდანაც 19 ევროკავშირის წევრია - ეს ადასტურებს, რომ ჩვენთან უფლებების დაცვის სტანდარტი მაღალ დონეზეა
დღეს ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა არის ძალიან მცირე ნიშნულზე - 15 წლიან პერსპექტივაში რომ შევადაროთ, 93%-ით არის საქმეების რაოდენობა შემცირებული, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებთან.
05 ივნისი 2026, 14:48
საზოგადოება
დავით ნარმანიამ მოდერატორობა გაუწია თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის პანელურ სესიას ენერგეტიკის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარებისXVI რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან მოდერატორობა გაუწია პანელურ სესიას, სახელწოდებით „დიდი ჰესების როლი ენერგოდამოუკიდებლობაში, ენერგო სექტორის მსოფლიო ტენდენციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება“.
05 ივნისი 2026, 14:47
რეგიონი
აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა გაიმართა
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები ჩატარდა 18-23 მაისის პერიოდში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ქალაქ ბათუმში.
05 ივნისი 2026, 14:46
საზოგადოება
ComCom-ი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, თანამშრომლობას აფართოებს
კომუნიკაციების კომისიამ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან გააფორმა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.


