ათენში ევა კაილისთან დაკავშირებულ სამ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა
ევა კაილი
ფოტო: imago/Eurokinissi
ბელგიელმა და ბერძენმა სამართალდამცველებმა ათენში, „კატარგეითის“ საქმის მთავარ ფიგურანტ ევა კაილისთან დაკავშირებულ სამ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ Politico საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
ჩხრეკა ჩატარდა ათენში ევა კაილის სახლში, მისი დის, მანტალენას სახლში, და უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე ოფისში, რომელიც კაილის და მის პარტნიორს, ასევე „კატარგეითის“ საქმის ერთ-ერთ ეჭვმიტანილს, ფრანჩესკო ჯიორჯის ეკუთვნის.
ბელგიელმა პროკურორებმა სამივე მისამართიდან კომპიუტერები ამოიღეს. მანტალენა კაილიმ და მისმა მეუღლემ პოლიციის განკარგულებაში გადასცეს საკუთარი ტელეფონები და კომპიუტერები. ევა კაილის დის ადვოკატი აცხადებს, რომ ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ვერაფერი საეჭვო ვერ იპოვეს და გამოძიების 7 თვის განმავლობაში საქმეში არ ყოფილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც აუცილებელს გახდიდა ათენში გამოძიების ჩატარებას.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 11:42
კულტურა
„ოდისეას“ მეკობრული ვერსია ინტერნეტში მოხვდა
კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ინტერნეტში აიტვირთა - სრული ფილმი HD-ხარისხში სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა და სულ რაღაც 2,5 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საავტორო უფლებების მფლობელების საჩივრის შემდეგ პოსტი წაშალეს, ხოლო ანგარიში, რომელმაც ფილმი განათავსა, დაბლოკეს. მომდევნო დღეს ქსელში კიდევ ერთი, შედარებით დაბალი ხარისხის ვერსია გამოჩნდა, თუმცა ისიც სწრაფად წაშალეს.
28 ივლისი 2026, 11:36
მსოფლიო
თურქეთის ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან
თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში, უზუმლუს დასახლებასთან მდებარე ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 11:19
მსოფლიო
BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება
ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.
28 ივლისი 2026, 11:13
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.
28 ივლისი 2026, 11:01
ტაბლოიდი
ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱
„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.
28 ივლისი 2026, 10:53
საზოგადოება
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის
იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.
28 ივლისი 2026, 10:51
პოლიტიკა
გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
28 ივლისი 2026, 10:48
ტექნოლოგიები
WSJ: ChatGPT ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის ეტაპობრივ ინსტრუქციებს იძლეოდა
2026 წლის დასაწყისში მომხმარებლები ჩატბოტისგან ვირუსების მოდიფიკაციის, ტოქსიკური ნივთიერებების შექმნისა და პათოგენების გავრცელების გზების გარკვევას ცდილობდნენ. ზოგ შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა მათ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ენობრივი მოდელი მომხმარებლებს ეტაპობრივ სახელმძღვანელოებს აძლევდა. OpenAI-ის თანამშრომლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ პასუხები იმდენად მარტივ განმარტებებს შეიცავდა, რომ ისინი სკოლის მოსწავლეებისთვისაც კი გასაგები იყო. ექსპერტებმა მიღებულ მონაცემებს „სახიფათოდ ზუსტი“ უწოდეს.
28 ივლისი 2026, 10:45
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.
28 ივლისი 2026, 10:45
მსოფლიო
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
28 ივლისი 2026, 10:40
ჯანდაცვა
საქართველო ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა
საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 10:40
ტექნოლოგიები
კვლევა: სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება, თუმცა ადამიანები ბოლო წლებს დაავადებებთან ბრძოლაში ატარებენ
„მოსახლეობის უმრავლესობა ახლა ათწლეულს ან მეტს ჯანმრთელობის ცუდ მდგომარეობაში ატარებს“, - განმარტა დოქტორმა ნგმა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მეტი წელი იხარჯება ქრონიკული დაავადებების მართვაზე, როგორებიცაა წელის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ნევროლოგიური დარღვევები და დიაბეტი.
28 ივლისი 2026, 10:38
რეგიონი
საქართველოდან 160 ტონა პოლიქლორირებული ბიფენილების (პქბ) შემცველი სახიფათო ნარჩენი საბოლოო განადგურებისთვის ევროპაში გადაიგზავნა
პროექტის „პოლიქლორირებული ბიფენილებისაგან (პქბ) თავისუფალი ელექტრომომარაგება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით 160 ტონა სახიფათო ნარჩენი უსაფრთხოდ შეიფუთა, დოკუმენტირდა და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა ევროპაში ტრანსპორტირებისთვის, სადაც მისი საბოლოო განადგურება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით განხორციელდება.
28 ივლისი 2026, 10:32
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირის სანქციებში შეტანილი გამონაკლისით ფრანგული TotalEnergies რუსული გაზის აზიაში გაყიდვას გააგრძელებს
ფრანგულ კომპანია TotalEnergies შესაძლებლობა ექნება ციმბირში მდებარე თავისი მთავარი პროექტიდან წარმოებული გათხევადებული ბუნებრივი აირი აზიის ბაზრებზე კვლავ გაყიდოს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ევროპულ კომპანიებს რუსული გაზის ბლოკის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების გაგრძელების უფლება მისცა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 10:05
მსოფლიო
Financial Times: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების მდგრადობა აშშ-ის ძალებისთვის ახალ გამოწვევად იქცა
Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვლის ბოლოს ირანზე ერთობლივი შეტევის დაწყებიდან მალევე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის შეტევითი სარაკეტო შესაძლებლობებისა და რაკეტების წარმოების განადგურება იყო.
28 ივლისი 2026, 09:53
მსოფლიო
იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა - მას პატიმრობა ემუქრება
იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა. ახლა მას პატიმრობა ემუქრება. ის 2 ათწლეული ატყუებდა ტურისტებს, რომ 2005 წელს, მეწყრის შემდეგ, ვიჩენცის პროვინციაში ე.წ. ბერიკოს ზღვის ამფითეატრი აღმოაჩინა. სარეკლამო ბუკლეტებში კი ეწერა, რომ ამფითეატრი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იყო აგებული. ისტორიული ძეგლის დათვალიერებას ტურისტებს 40 ევროდ სთავაზობდნენ.
28 ივლისი 2026, 09:49
მსოფლიო
ევროპარლამენტში ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება
სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება. მისი ოფიციალური გახსნა ევროპარლამენტის მომდევნო პლენარულ სესიაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში იგეგმება.
28 ივლისი 2026, 09:43
მსოფლიო
უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დოლარი) მითვისებაში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 09:42
მსოფლიო
ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო
ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო. ცეცხლი ამ დროისთვის ბორდოსთან ახლოს მძვინვარებს და ვენახებსა და ღვინის წარმოებს ემუქრება.
28 ივლისი 2026, 09:37
მსოფლიო
კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო
კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. პოლიციის ცნობით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა. სამართალდამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ შემთხვევის დროს საელჩოსთან ახლოს საეჭვო თეთრი სედანი შეამჩნიეს, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა. მან მიმალვა შეძლო. გასროლილი ჰილზა კი საელჩოს ფასადზე აღმოაჩინეს. შენობის მიმდებარე ტერიტორია ალყაში მოაქციეს.


