მასობრივი მკვლელობა ლას-ვეგასში. მთავარი
ლას-ვეგასი,
შემთხვევის ადგილი
1 ოქტომბერს, საღამოს, ლას-ვეგასში ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზე, თავდამსხმელმა ღონისძიების მონაწილეებს განურჩეველი ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავე სასტუმროს და კაზინოს "მანდალაი ბეის" ნომერში, 32-ე სართულზე იყო და ფანჯრიდან ისროდა. ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი თქმულა იარაღის შესახებ, თუმცა, თვითმხილველების თქმით, ის სავარაუდოდ ავტომატური იარაღიდან ისროდა.
სროლა
კაცი, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად უწყვეტად ისროდა ადამიანების მიმართულებით, რომლებიც სასტუმროდან რამდენიმე ასეულ მეტრში ქანთრის ფესტივალზე Route 91 Harvest-ზე იყვნენ შეკრებილნი. ფესტივალს, რომელიც ლას-ვეგასის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქუჩაზე მოეწყო, მთლიანობაში 30 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. პირველი გასროლის შემდეგ დაიწყო პანიკა და ისიც ითქვა, თითქოს ცეცხლი რამდენიმე სხვადასხვა მხრიდან იყო გახსნილი. მაგრამ ეს ცნობა არ დადასტურდა.
HORRIFIC SCENE: Do not let this be called anything else but DOMESTIC TERRORISM. AP reports 2dead 13critical & dozens injured. #MandalayBay pic.twitter.com/q7faKkCPpN
— Eduardo Samaniego (@EduSamani) October 2, 2017
მსხვერპლი
მოკლულია 50-ზე მეტი ადამიანი, 500-ზე მეტმა სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო. შემთხვევა უკვე შეფასდა, როგორც ყველაზე მასშტაბური მასობრივი მკვლელობა აშშ-ის ისტორიაში. თავდაპირველად ითქვა, რომ სროლას მხოლოდ ორი ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ დაღუპულთა რიცხვი ბევრად მეტი იყო. თავად დამნაშავემ თავი მოიკლა - ის სპეცრაზემელებმა იპოვეს, რომლებმაც მის ნომერში კარის აფეთქების შემდეგ შეაღწიეს. პედოკის ნომერში 8 ერთეული იარაღი აღმოაჩინეს. დაღუპულებს შორის - ორი პოლიციელია, რომლებიც სროლის მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ, არამედ კონცერტს ესწრებოდნენ. კიდევ ორი პოლიციელი დაიჭრა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.
სროლის დაწყების მომენტში, ფესტივალის სცენაზე ქანთრის შემსრულებელი ჯეისონ ელდინი გამოდიოდა. ის არ დაშავებულა, ისევე როგორც სხვა მუსიკოსები. ელდინის თქმით, ის რაც მან დაინახა საშინელებაზე უარესი იყო.
Harrowing video of mass shooting during @Jason_Aldean set of #Route91Harvest Festival in #LasVegas. #MandalayBay pic.twitter.com/gaXgDBbZKV
— Evan Schreiber (@SchreiberEvan) October 2, 2017
დამნაშავე
დამნაშავის ვინაობა დადგენილია. ეს არის 64 წლის თეთრკანიანი კაცი სტივენ პედოკი, ლასვეგასელი პენსიონერი, რომელიც ქალაქის შემოგარენში ცხოვრობდა. ის არასდროს ყოფილა პოლიციის ყურადღების არეალში; საიდან ჰქონდა მას ავტომატური იარაღი, უცნობია.
პედოკმა, "მანდალაი ბეიში" ნომერი, ნევადის მცხოვრებ, აზიური წარმოშობის 62 წლის მარილუ დენლისთან ერთად იქირავა. რა ურთიერთობა ჰქონდათ მათ, ასევე უცნობია. სროლიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ქალი იპოვა. გარდა ამისა, ნაპოვნია კიდევ ორი ავტომობილი, რომელიც პედოკს ეკუთვნოდა.
Marilou Danley is being sought for questioning re the investigation into the active shooter incident. If seen please call 9-1-1! pic.twitter.com/Z83XvcHejH
— LVMPD (@LVMPD) October 2, 2017
დანაშაულის მიზეზები უცნობია
მკვლელს არანაირი მოთხოვნები არ წაუყენებია; არ არსებობდა ცნობა მის კავშირზე ტერორისტულ ან ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან. იმავდროულად, პოლიცია მას მარტოხელა-მკვლელს უწოდებდა და მასობრივი მკვლელობის ტერორიზმთან კავშირს გამორიცხავდა. თუმცა, დანაშაულიდან რამდენიმე საათში მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ყველა სიახლე
26 მაისი 2026, 21:54
პოლიტიკა
ზელენსკი: საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
26 მაისი 2026, 21:45
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სარწმუნოების წინააღმდეგ გაილაშქრებს, ის ჩათვალეთ, რომ მიდის საკუთარი სამშობლოს, ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ორი მცნება ერთმანეთისგან განურჩეველია, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
26 მაისი 2026, 21:44
ეკონომიკა
აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ბაქო-თბილისის მატარებელზე: შესანიშნავი მატარებელია შესანიშნავი პირობებით - ეს განავითარებს კავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
ყველას გილოცავთ, ეს არის შესანიშნავი მოვლენა, მას 6 წლის განმავლობაში ველოდით, - განაცხადა მედიასთან აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ჯავიდ გურბანოვმა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისის შესახებ, რომელიც დღეს შესრულდა.
26 მაისი 2026, 21:20
საზოგადოება
ქალაქ ხობში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო, სპორტულ-გასართობი და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ბავშვთა ნახატების გამოფენა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი, „თავისუფლების თამაშებში“ გამარჯვებულთა დაჯილდოება და ადგილობრივ შემსრულებელთა მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, - ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:08
რეგიონი
აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის კმ10-კმ13 მონაკვეთზე მდინარე რიონის ადიდების შედეგად, დაიტბორა საავტომობილო გზა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
26 მაისი 2026, 21:07
საზოგადოება
თამარ იოსელიანმა ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით მოწყობილი შემეცნებით-გასართობი სივრცეები დაათვალიერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, 26 მაისს ქალაქ ფოთში საზღვაო თემატიკის მიხედვით შექმნილი შემეცნებით - გასართობი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:01
მსოფლიო
POLITICO: ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს
ვაშინგტონმა მოკავშირეებს აცნობა, რომ ნატოსთვის განკუთვნილი სტრატეგიული ბომბდამშენების, გამანადგურებლების, დრონების, წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების რაოდენობას ეტაპობრივად შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
26 მაისი 2026, 21:01
საზოგადოება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღიც აღინიშნა, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:59
პოლიტიკა
მმართველი გუნდი ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ახსენებს - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მაშინ ხელისუფლებაში,ის პოლიტიკოსებიც იყვნენ, ვინც ახლა ოპოზიციაშია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას უნდა ახსოვდეს აქციის სისხლიანი დარბევა და ის მოვლენები, რაც სააკაშვილის რეჟიმმა საკუთარ ხალხს მოუწყო.
26 მაისი 2026, 20:56
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ფოთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ფოთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწყობილი სივრცეები დაათვალიერა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:52
საზოგადოება
ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის
მე არ მიმაჩნია გადამეტებულად ამის ხაზგასმა და თუ ზოგიერთები ამას ნეგატიურად აფასებენ, ისევ და ისევ, ეს არის გარე ძალებიდან მომდინარე დაკვეთა, რომ დააკნინონ ეკლესიის როლი, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარები გააკეთა ოპოზიციის ბრალდებებზე იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა წელს, ზედმეტად რელიგიური იყო.
26 მაისი 2026, 20:50
ეკონომიკა
ITB China 2026-ის ტურისტული გამოფენა საქართველოს სტენდით გაიხსნა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ექსპოზიციაზე 30-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პავილიონში სპეციალურ პროგრამას ანსამბლი „რუსთავი“ წარადგენს.
26 მაისი 2026, 20:49
ეკონომიკა
ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა
6 წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს დილით 08:41-ზე ბაქოდან თბილისში პირველი მატარებელი ჩამოვიდა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:48
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს
ამ წუთებში ოპოზიციური ალიანსი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს. აქცია მიხეილ სააკაშვილის ბანერების ფონზე მიმდინარეობს და აქციის მონაწილეები მის გათავისუფლებას ითხოვენ. ოპოზიციას მსვლელობა 19:00 საათზე უნდა ეწყო, თუმცა, მსვლელობა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან
26 მაისი 2026, 20:44
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მცხეთაში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
მცხეთაში 26 მაისის საზეიმო თარიღი განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნა, რაც ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
26 მაისი 2026, 20:39
პოლიტიკა
მსოფლიო საქართველოს ულოცავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად”- წერს მიხეილ ყაველაშვილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
26 მაისი 2026, 20:37
საზოგადოება
თბილისის ცენტრში მრავალფეროვანი ღონისძიებები დილიდან იმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახალხო ზეიმი მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. გასართობ-შემეცნებითი სივრცეები ბავშვებისთვის, სპორტის სივრცე, ყვავილების ზონა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - თბილისის ცენტრში მრავალფეროვანი ღონისძიებები დილიდან იმართება.
26 მაისი 2026, 20:33
საზოგადოება
როგორ აღნიშნავენ 26 მაისს რეგიონებში? მასშტაბური ღონისძიებები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ აღნიშნავენ 26 მაისს რეგიონებში? მასშტაბური ღონისძიებები ყველა დიდ ქალაქში ჩატარდა. თითოეულ მათგანში სხვადასხვა სამინისტრო იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, მთავარი მასპინძელიც. რეგიონებში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი. დამოუკიდებლობის დღის ზეიმს გალა-კონცერტები დაასრულებს.
26 მაისი 2026, 20:27
საზოგადოება
„რწმენა გვაძლიერებს-სიყვარული გვაერთიანებს“. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა მიულოცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„რწმენა გვაძლიერებს-სიყვარული გვაერთიანებს“. წელს პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა მიულოცა.
26 მაისი 2026, 20:21
პოლიტიკა
საგარეო უწყება საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე: ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიური თანამდებობის პირად განსაზღვრა
ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების მიზანია არსებული სამართლებრივი ხარვეზის აღმოფხვრა და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დიპლომატიურ თანამდებობის პირად განსაზღვრა, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ.


