imedi /  02 ოქტომბერი 2017, 17:32 / სანდო წყარო

რუსეთში აშშ-ის ახალი ელჩი მოსკოვში ჩავიდა

ჯონ ჰანთსმენი მეუღლესთან

ჯონ ჰანთსმენი მეუღლესთან

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ჯონ ჰანთსმენი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ჯონ ჰანთსმენი 1992-1993 წლებში იყო სინგაპურში აშშ-ის ელჩი, 2005-2009 წლებში - იუტის შტატის გუბერნატორი, 2009-2011 წლებში - ჩინეთში ელჩი. 2011 წლის მაისში განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებდა, 2012 წლის იანვარში კი, გადაიფიქრა და მხარდაჭერა მიტ რომნის გამოუცხადა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს საკმაოდ კრიტიკული იყო რუსეთის მიმართ და შეცდომად მიიჩნევდა გადატვირთვის პოლიტიკას.

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მანამდე 2014 წლიდან ჯონ ტეფტი იყო. ჰანთსმენის რუსეთში ელჩად შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით ინფორმაცია დაახლოებით 2 თვის წინ გავრცელდა.

კრემლის განცხადებით, ამერიკელი დიპლომატი 3 ოქტომბერს რწმუნებათა სიგელს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს გადასცემს. 57 წლის ჰანთსმენი მუშაობას  რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე შეუდგება.

უთანხმოების გამომწვევ საკითხებს შორისაა რუსეთის აგრესია უკრაინაში, მისი მოქმედება სირიაში. გარდა ამისა, როგორც ჰანთსმენმა 19 სექტემბერს სენატორების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ უეჭველია რუსეთის მთავრობა აშშ-ის არჩევნებში ჩაერია და რომ მოსკოვი ამერიკის მეგობრებისა და მოკავშირეების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას განაგრძობს.

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიხლაძე

16 მაისი 2022, 16:31

საზოგადოება

ირაკლი ჩიხლაძე „ქრონიკის“ ჟურნალისტისთვის მუშაობაში ხელის შეშლასა და კვესიტაძის მოწოდებაზე: ერთი სული აქვთ, გაიმეორონ ის, რაც ერთხელ უკვე ჩაიდინეს - „იმედში“ შეჭრა, პირდაპირი ეთერის ჩაშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა მათი ხელწერაა

ტელეკომანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ირაკლი ჩიხლაძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ჟურნალისტ მარიამ ქართველიშვილის „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, ეკა კვესიტაძე, ლაშა ბუღაძე, ნინო ჯანგირაშვილსა და ნინია კაკაბაძის შეჭრის ფატსა და ამის შემდეგ, ეკა კვესიტაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

16 მაისი 2022, 16:26

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების თაობაზე მთავრობის ანგარიში მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში“ მოისმინა.

ლევან დავითაშვილი

16 მაისი 2022, 16:26

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის

პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის, თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ამ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ვითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მოსახლეობას პრობლემა არ აქვს.

ზურაბ ქადაგიძე

16 მაისი 2022, 16:23

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ჟიგიმანტას პავილიონისი რომ აქაურ „ნაცებზე“ უფრო დიდი „ნაცია“, ეს არახალია, მაგრამ ახლა ნამეტანი მოუვიდა. ანუ, გვარამია არა დამოუკიდებელი მედია, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია?

ანუ გვარამია არა დამოუკიდებელი მედია, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია? კი ბატონო, ვიცითმ, რომ ასეა და კარგია, რომ ყველაფერს თავისი სახელი თავად „ნაცებმაც“ დაარქვეს! - წერს ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადების შესახებ.

ოთარ შამუგია

16 მაისი 2022, 16:18

ეკონომიკა

ოთარ შამუგია: ფქვილის მოწოდების და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეფერხება მომარაგებასთან დაკავშირებით არ არსებობს, არის რეალურად მოწოდებაში ცვლილება ფქვილის და ხორბლის ბალანსში, რაც გამოწვეულია ძირითადი ჩვენი იმპორტიორი ქვეყნის მიერ დაწესებული საექსპორტო გადასახადით ხორბალზე, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

16 მაისი 2022, 16:16

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტზე იმსჯელეს.

ნანა კაკაბაძე

16 მაისი 2022, 16:15

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: იმედია სალომე ზურაბიშვილი გამოიჩენს ევროპულობას და პრინციპულობას, არ დაიზიანებს საკუთარ რეპუტაციას და სამართლებრივის ნაცვლად არ მიიღებს ბულინგზე დაქვემდებარებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას

თუ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებარება პრიმიტიულ შეტევებს და ნებისმიერი თითიდან გამოწოვილი საფუძვლით მართლაც შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ამით მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ შეწყალება პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის გადაქცეული რომ პრეზიდენტის და ქვეყნის მხედართმთავრის ინსტიტუტი ფეხქვეშაა გათელილი, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე Facebook-ზე წერს.

16 მაისი 2022, 16:10

საზოგადოება

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიწევს

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით გასაცემი მოსაკრებლის გადახდის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს, ნაცვლად მოქმედი კანონმდებლობით განსზღვრული 2020 წლის 1 იანვრისა. ამას ითვალისწინებს „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელზეც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა.

ავთანდილ თალაკვაძე

16 მაისი 2022, 16:10

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძემ ახალი პროგრამები და პროექტები წარადგინა

„მთავრობასთან ჩვენი მუნიციპალიტეტიც აქტიურად მუშაობს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის და განსაკუთრებით ტურიზმის აღდგენის მიმართულებით - წელს ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ველოდებით. დავიწყეთ მზადება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის და უსაფრთხოების მოსაწესრიგებლად - შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან ერთად, ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ურეკი-შეკვეთილის მთელ სანაპირო ზოლზე 8 თანამედროვე სამეთვალყურეო-სამაშველო კოშკურა აიგება. ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება ურეკში ბულვარის სამშენებლო სამუშაოები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა და ჩემმა მოადგილეებმა აქტიურად იმუშავეს - ეს არის მედიკამენტები. პრემიერ მინისტრის ინიციატივამ თურქეთთან იმპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, სერიოზული შეღავათი გაუკეთა ჩვენს მოქალაქეებს და ფასების არსებითი შემცირება გამოიწვია მედიკამენტებზე. როგორც დაგპირდით, ახლა ჩვენც ვასრულებთ პირობას და ხელი მოვაწერე მემორანდუმს სააფთიაქო ქსელებთან, რომელიც მედიკამენტებზე ფასდაკლებას ეხება - მუნიციპალური სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს შეიძინენ კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

16 მაისი 2022, 16:09

საზოგადოება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 16:04

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე - ნატოში.

ლევან დავითაშვილი

16 მაისი 2022, 15:57

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს

ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მელანი ჟოლი

16 მაისი 2022, 15:56

მსოფლიო

მელანი ჟოლი: კანადის მიზანია, რომ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად რატიფიკაციას განახორციელებს

„ჩვენ უნდა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით იზოლირება მოვახდინოთ. სანქციებთან დაკავშირებით კანადა ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ ვართ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების მომხრე და უფრო მეტიც, მათი სწრაფად გაწევრიანება უნდა მოხდეს. კანადას ბევრი რამ აქვს საერთო ფინეთთან და შვედეთთან. ჩვენ ღირებულებები გვაკავშირებს. კანადის მიზანია, რომ პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად რატიფიკაციას განახორციელებს. ჩვენ ამის გაკეთება რამდენიმე დღეში შეგვიძლია. ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა მათაც სწრაფად შეძლონ პროცედურების წარმართვა“, - განაცხადა მელანი ჟოლიმ.

16 მაისი 2022, 15:53

საზოგადოება

ხვალიდან საქალაქთაშორისო მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 17 მაისიდან მატარებლების მოძრაობის განრიგი იცვლება.

თამარ გაბუნია

16 მაისი 2022, 15:38

საზოგადოება

სისხლის დონორობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება

თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილეს. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილი

16 მაისი 2022, 15:36

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ - ტენდერში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა

„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7 წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ +15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა აზარაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:36

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის უწყებებს საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:36

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ხორბლისა და ფქვილის მარაგზე: საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს - ეს საკითხი გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო პოლიტიზირებული, აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნეს

„ქვეყანაში ფქვილის, ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო“.

ირაკლი ღარიბაშვილი

16 მაისი 2022, 15:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები; ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ

დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

16 მაისი 2022, 15:31

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „მომგებიანი“ პოზიციაა, 9 წელი ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე, 9 წელიწადი ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე „დასაჭერთა სიებს“

ძალიან „მომგებიანი“ პოზიციაა - 9 წელი ჯერ ხელისუფლებაში იყო ხელშეუხებელი და მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი კონტინგენტით ავსებდე ციხეებს. მერე 9 წელიწადი უკვე ოპოზიციაში იყო. ასევე, ხელშეუხებლობაზე პრეტენზიებითა და ხელისუფლების მომხრეებზე ქმნიდე „დასაჭერთა სიებს“ - ძალიან „მომგებიანი“ პოზიციაა, - ამის შესახებ დავით ქართველიშვილი facebook -ზე წერს.