პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი: უკრაინამ უნდა დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი მისთვის აკეთებს
მარჩინ პშიდაჩი
ფოტო: Twitter
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანმა და საერთაშორისო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ მართლაც დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან და უკრაინამ იმ როლის დაფასება უნდა დაიწყოს, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის ბოლო თვეებსა და წლებში შეასრულა.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი ფერმერის ინტერესების დაცვაა. მოსავლის აღების პერიოდში ვართ. პოლონური მარცვლეული უნდა გავრცელდეს შესაბამის, ღირსეულ ფასად. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინამ მართლაც დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, [უკრაინას] დაეწყო იმ როლის დაფასება, რომელიც პოლონეთმა უკრაინისთვის ბოლო თვეებსა და წლებში შეასრულა“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.
„სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის კონტექსტში, ჩვენ არ შეგვიძლია უკან დახევა. ჩვენ აქ მტკიცედ უნდა ვიდგეთ პოლონეთის სახელმწიფოს ინტერესებში და უკრაინამ უნდა დაიწყოს იმის დაფასება, რასაც პოლონეთი მისთვის აკეთებს“, - დასძინა მან.
28 ივლისს, პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს, როდესაც უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ვადა იწურება.
20 ივლისს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ პოლონეთის გეგმებს არამეგობრული და პოპულისტური ნაბიჯი უწოდა.
ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას -ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი- სურს, რომ უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს. პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ ხუთმა ქვეყანამ ხელი მოაწერა საერთო დეკლარაციას აკრძალვის, სულ მცირე, წლის ბოლომდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი ევროკომისიასთან მოლაპარაკებებში წარადგენენ.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 23:55
საზოგადოება
გივი მიქანაძე: სკოლებთან დაკავშირებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიმე სკოლის ადგილას რაიმე სხვა შენობის აშენება იგეგმება - ეს არის ტყუილი და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, სადაც კი სკოლის დემონტაჟი განხორციელდება, თბილისსა თუ სხვა ქალაქებში, იმ ადგილზე კვლავ აშენდება სკოლა, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
შესაბამისად, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განისაზღვროს, თუ რა პერიოდი შეიძლება დასჭირდეს იმ პროცესებს, რაც დროებით მოგვცემს იმ ხარვეზების აღმოფხვრისა და სასწავლო პროცესის გაგრძელების ამასთანავე, რამდენად შესაძლებელია სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელი სამუშაოების განხორციელების პარალელურად გაგრძელდეს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
24 სექტემბერი 2026, 23:52
ეკონომიკა
დავით ნარმანია: აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო, ენერგეტიკულ პლატფორმებსა და ორგანიზაციებში, აქედან გამომდინარე, გვქონდა ცნობადობა და შესაბამისი ნდობა, საიდან გამომდინარეც ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციამ მოგვანიჭა ფორუმის საქართველოში ჩატარების უფლება
ჩვენ აქტიურად ვიყავით ბოლო წლების განმავლობაში ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო, ენერგეტიკულ პლატფორმებსა და ორგანიზაციებში, აქედან გამომდინარე, გვქონდა ცნობადობა და შესაბამისი ნდობა, საიდან გამომდინარეც ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციამ მიიღო თავის დროზე გადაწყვეტილება და მოგვანიჭა ეს უფლებამოსილება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
24 სექტემბერი 2026, 23:46
პოლიტიკა
გიორგი კახიანი აფხაზეთთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე: მათ წარმოუდგენიათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს დღეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ანუ, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ხელის ჩაქნევას მათი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს. პირიქით, მთავარი გამოწვევა და მიზანი არის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
მათ წარმოუდგენიათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს დღეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე. ანუ, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ხელის ჩაქნევას მათი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს. პირიქით, მთავარი გამოწვევა და მიზანი არის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა რადიკალების მხრიდან აფხაზეთის საკითხზე დაწყებული კამპანიის შეფასებისას.
24 სექტემბერი 2026, 23:43
პოლიტიკა
გიორგი კახიანი კონსტიტუციურ სარჩელზე: რადიკალურ პარტიებს ოპოზიციური ველი მნიშვნელოვანწილად მონოპოლიზებული აქვთ. ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ვიფიქროთ, კონსტიტუციის ჩარჩოებში როგორ მოვხსნათ ეს გამოწვევა საზოგადოებისთვის
რადიკალურ პარტიებს ოპოზიციური ველი მნიშვნელოვანწილად მონოპოლიზებული აქვთ. ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ვიფიქროთ, კონსტიტუციის ჩარჩოებში როგორ მოვხსნათ ეს გამოწვევა საზოგადოებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციური პარტიები ხელს უშლიან პოლიტიკაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალების შესვლას.
24 სექტემბერი 2026, 23:42
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: მდგრადი მშვიდობა ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას მოითხოვს
მინისტრმა აღნიშნა, რომ მდგრადი მშვიდობის საფუძველი ძლიერი ეროვნული ინსტიტუტები, ეროვნული პასუხისმგებლობა და ქვეყნის მიერ საკუთარი განვითარების გზის დამოუკიდებლად განსაზღვრაა.
24 სექტემბერი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ
ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამას ამბობენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
24 სექტემბერი 2026, 23:27
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ვიზიტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმყოფებით დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ქვეყნის შიგნით დიდი ძალისხმევაც არ გვჭირდება, რომ ამას გავუმკლავდეთ, იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ერკვევა ამ პროცესებში, მაგრამ ფაქტია, რომ ამან ქვეყნის გარეთ შეგვიქმნა პრობლემები. შეხვედრებზეც კი ითქვა, რომ ბევრი რამე მათ არ იცოდნენ. სხვადასხვა საკითხზე მათ განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ და ნახეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის
ჩვენ, გარკვეულწილად, იმის მოლოდინიც გვაქვს, რომ ამ შეხვედრების მონაწილეები, იქნებიან ეს ბელგიის თუ ლუქსემბურგის წარმომადგენლები, ჩვენს პოზიციებს, რომელიც დიალოგის ფარგლებში გამოითქვა, მათ შორის გააცნობენ მათაც ევროკავშირში, ვისაც განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ბევრ რამეზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა შალვა პაპუაშვილის ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 23:23
პოლიტიკა
გიორგი კახიანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: ეს არის უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნა, რომელსაც უყურებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ბუნებრივია, ამ ტრიბუნიდან წარმოთქმული ყოველი გზავნილი ყველგან ისმინება და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს
რამდენიმე საათი დარჩა პრემიერის გამოსვლამდე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მართლაც უდიდესია ამ ტრიბუნის მნიშვნელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა. მისი თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეას თვალს ადევნებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, რაც მის მნიშვნელობას განსაზღვრავს.
24 სექტემბერი 2026, 22:49
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება რთული იყო, თუმცა ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება გახლდათ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა სკანდალური განცხადებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც დარბაზი არაბული ქვეყნების დიპლომატების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა, ისრაელის პრემიერმა მათ მიმართა და „მორალურ ლაჩრებს“ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
24 სექტემბერი 2026, 22:23
მსოფლიო
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშები და მისი „ბირთვული ობიექტების“ განადგურება რომ არა, „დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით“
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანზე განხორციელებული იერიშები და მისი „ბირთვული ობიექტების“ განადგურება რომ არა, „დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით“.
24 სექტემბერი 2026, 22:22
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას გამართავს
გუნდი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე უმასპინძლებს. დღეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
24 სექტემბერი 2026, 22:09
მსოფლიო
მარკ რუტე: ნატო მზად არის უპასუხოს დივერსიებსა და დრონების ინციდენტებს მთელ ევროპაში და ასეთ საფრთხეებთან გამკლავების გეგმებიც შემუშავებული აქვს
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის უპასუხოს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებს.
24 სექტემბერი 2026, 21:40
მსოფლიო
მარინ ლე პენი: ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო
ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო, - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა.
24 სექტემბერი 2026, 21:17
საზოგადოება
გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი 21-ე საჯარო სკოლაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეს განათლების სამინისტროში უწყების წარმომადგენლების, სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების შეხვედრა გაიმართა. მათ სკოლის შენობაც ერთად დაათვალიერეს, ადგილზე იყო ინფრასტრუქტურის მინისტრიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის თუ დემონტაჟის შესახებ ჯერ მიღებული არ არის.
24 სექტემბერი 2026, 21:13
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე რუსეთისთვის აგრესიის გაგრძელების წახალისებაა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი მაიამიში G20-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია.
24 სექტემბერი 2026, 21:08
პოლიტიკა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების ვადა კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა, თუმცა გადაწყვეტილებას თან ახლავს კონკრეტული გამონაკლისები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების ვადა კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა, თუმცა გადაწყვეტილებას თან ახლავს კონკრეტული გამონაკლისები, რამაც ევროპულ პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
24 სექტემბერი 2026, 21:05
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია
„ეს ე.წ. „ხაშურის მუნიციპალიტეტის“ ადმინი, რომელიც გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი! ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია! ნუ, კოლექტიურ ნაცებს სხვა რა უნდოდათ და დაიჯერეს და მლანძღავენ და მწყევლიან თურმე. არადა, ამ მავნებელმა რადიკალმა ფეიკი გაავრცელა და ამით თავის ბაბლს ატყუებს და აგიჟებს!” - წერს ირაკლი ზარქუა Facebook-ზე.
24 სექტემბერი 2026, 20:59
პოლიტიკა
3 ოქტომბერს ვანში, ახმეტაში, დმანისსა და წალკაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამომრჩევლები საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. საარჩევნო ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია.
24 სექტემბერი 2026, 20:52
პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხმყოფელ მუსიკოსს მხარდაჭერას უცხადებს და გაუქმებულ კონცერტზე წუხს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი უცხოური ინსტიტუციების მხრიდან დაფინანსების სტანდარტებსა და რეაგირების ოპერატიულობაში განსხვავებულ მიდგომას ხედავს. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
24 სექტემბერი 2026, 20:49
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა
როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში - ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში, - განაცხადა მედიასთან საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.


