Bloomberg: უკრაინის ევროპელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების შეჩერებით
ფოტო: REUTERS
უკრაინის დასავლელი პარტნიორები შეშფოთებულნი არიან აშშ-ში შექმნილი ვითარებით, სადაც უკრაინის სამხედრო დახმარება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო. ევროპაში შიშობენ, რომ აშშ იზოლაციონიზმისკენ სწრაფვასა და საშინაო პოლიტიკაზე ფოკუსირებას დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკის მიერ უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით სიტუაცია შემაშფოთებელია და სწრაფ გადაწყვეტას მოითხოვს, ხოლო პუტინი და სხვა აგრესორები შესაძლოა გათამამდნენ დასავლეთის ურყევი მხარდაჭერის ნაკლებობით.
კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც სააგენტო Bloomberg-ი მოიხსენიებს „ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერად“, პროგნოზირებს ამ სიტუაციის შემდგომ გაუარესებას აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად.
"უკრაინის მხარდამჭერთა უმეტესობისთვის ეს მოულოდნელი იყო. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმ ქვეყნების აღზევება, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინას. ეს [სიტუაცია] აშკარად გამოსწორებადია, მაგრამ გვიჩვენებს დისკუსიის სირთულეს", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Bloomberg-თან ინტერვიუში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მუშაობს აშშ-ის კონგრესში ორივე პარტიასთან მუდმივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
1-ელ ოქტომბერს, ამერიკის კონგრესის ორივე პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც ე.წ. შათდაუნი თავიდან აიცილა.
"რესპუბლიკელებისა" და "დემოკრატების" მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მისცემს მუშაობის საშუალებას. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული, თუმცა სენატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებაზე მუშაობა გაგრძელდება.
ამის იმედი აქვს თეთრი სახლის ლიდერს, ჯოზეფ ბაიდენსაც, რომელმაც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ მხარდაჭერილ პროექტს ხელი უკვე მიაწერა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას არ დაუშვებს.
ყველა სიახლე
07 ივნისი 2026, 20:40
სამართალი
მესტია - ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების ეპიცენტრი და კონტროლი კრიპტომაინინგზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
მესტია კრიპტომაინინგის ჩრდილიდან გამოსვლას იწყებს. დაბა ელექტროენერგიის რეკორდული მოხმარების ეპიცენტრად იქცა, რის გამოც სახელმწიფოს სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა მოუხდა.
07 ივნისი 2026, 20:34
მსოფლიო
სომხეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა - საპარლამენტო არჩევნები დაკავებების ფონზე. ბოლო ცნობები ერევნიდან „იმედის კვირაში“
სომხეთის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა.
07 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ყალბი „ქეისები“ ამერიკასა და კანადაში თავშესაფრის მისაღებად - ბრალდებულები საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე თაღლითური გზით გამდიდრებას ცდილობდნენ. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ყალბი „ქეისები“ ამერიკასა და კანადაში თავშესაფრის მისაღებად - ბრალდებულები საკუთარი ქვეყნის იმიჯის დაზიანების ხარჯზე თაღლითური გზით გამდიდრებას ცდილობდნენ. მათი ნაწილი უკვე დაკავებულია, ნაწილზე კი ძებნაა გამოცხადებული.
07 ივნისი 2026, 19:47
პოლიტიკა
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერება საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას - სტამბოლის დეკლარაციას.
07 ივნისი 2026, 18:40
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 48,92% შეადგინა
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წინა, რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს გაიმართა, 17:00 საათის მონაცემებით ხმა 989 972 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 38,17%-ს შეადგენდა.
07 ივნისი 2026, 18:07
სპორტი
სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
07 ივნისი 2026, 18:04
მსოფლიო
სამართალდამცველებმა გიუმრიში „ძლიერი სომხეთის“ ოფისში პარტიის წევრები დააკავეს
ბლოკმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასეთი ძალისმიერი ქმედების მიზანი პარტიის შტაბის მუშაობის ჩაშლაა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ადვოკატებს ოფისში შესვლისა და მოქალაქეების უფლებების დაცვის საშუალებას არ აძლევენ.
07 ივნისი 2026, 18:01
საზოგადოება
პატრიარქი შიო III: თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით
თუ ჩვენმა წმინდანებმა საბოლოოდ აირჩიეს უფალი იესო ქრისტე, ჩვენ ჯერ კიდევ ვმერყეობთ. მათ თუ მიაღწიეს მიზანს, ჩვენ ჯერ კიდევ გზაში ვართ და მივდივართ. წმინდანები უკვე აღდგნენ საბოლოო, სრული აღდგომით, ჩვენ კი ამ გზაზე ხან ავდგებით, ხან ვეცემით, მერე ისევ ავდგებით, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
07 ივნისი 2026, 18:00
მსოფლიო
INSA: ფრიდრიხ მერცის საქმიანობით გამოკითხული გერმანელების მხოლოდ 15%-ია კმაყოფილი
ასევე, გამოკითხვამ დააფიქსირა თავად მერცის პოპულარობის მკვეთრი ვარდნა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წლის განმავლობაში: INSA-ს გამოკითხვის რესპონდენტთა რეკორდულმა 77%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მისი მუშაობით, რაც 6 პუნქტით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით.
07 ივნისი 2026, 17:54
პოლიტიკა
პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციების წევრებს შეხვდნენ
პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ ლიდერები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ფრაქციების წევრებს შეხვდნენ.
07 ივნისი 2026, 17:35
სპორტი
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
„განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ - ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
07 ივნისი 2026, 17:35
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში ბავშვთა საყოველთაო ნათლობის 73-ე ეტაპი მიმდინარეობს
600-ზე მეტი ბავშვის ნათლია, რომლებიც ოჯახების, მესამე და მომდევნო შვილებია, შიო მესამე იქნება. ის ილია მეორის დაწყებულ ტრადიციას განაგრძობს.
07 ივნისი 2026, 17:27
მსოფლიო
სომხეთის პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა
„ხმა მივეცი სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიან, განვითარებად, ძლიერ და სტაბილურ მომავალს“, - განაცხადა მან.
07 ივნისი 2026, 17:25
პოლიტიკა
სოზარ სუბარი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში
ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზიზღის და ბოღმის ნთხევის გარეშე. ყველას ჰგონია, რომ არის სუპერვარსკვლავი, ყველას ჰგონია, რომ თვითონ უნდა იყოს მუდმივად ლიდერი და ყველა დანარჩენი მას უნდა შესციცინებდეს თვალებში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე საუბრისას.
07 ივნისი 2026, 17:23
მსოფლიო
ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა ჯეი დი ვენსი ქვეყანაში სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებული კომენტარის გამო გააკრიტიკა
„გუშინ ვესაუბრე ვიცე-პრეზიდენტ ვენსს და რამდენიმე ასპექტს გავუსვი ხაზი. პირველ რიგში აღვნიშნე, რომ ჩვენი დემოკრატია კარგად მუშაობს, გამოძიება ტარდება. მეორე - არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მომხდარს მასობრივ მიგრაციასთან რაიმე კავშირი აქვს. ამიტომაც ვუთხარი ბატონ ვენსს, რომ ის ცდება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთში მკვლელობის ფაქტები შემცირებულია“, - აღნიშნა ლემიმ.
07 ივნისი 2026, 17:11
კულტურა
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს
ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ 13 - 21 ივნისს იტალიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ქართული მრავალხმიანობა და ტრადიციული გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე აჟღერდება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 16:59
მსოფლიო
სომხეთში ამომრჩევლის მოსყიდვის სქემაში მონაწილეობისთვის 5 ადამიანი დააკავეს
ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებულმა ერთობლივმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ ბლოკ „ძლიერი სომხეთის“ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება კომისიის წევრების შერჩევისას.
07 ივნისი 2026, 15:59
სამართალი
შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული - მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს ჭრილობები მიაყენა, პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
07 ივნისი 2026, 15:31
მსოფლიო
რომის პაპის მესაზე მადრიდში მილიონ ადამიანზე მეტი შეიკრიბა
ქადაგებისას პაპმა შეკრებილებს მოუწოდა, გამოეხატათ თავიანთი რწმენა სხვების დახმარებით და აღნიშნა, რომ ღმერთი „საკუთარ თავს აიგივებს ღარიბებთან, ჩაგრულებთან, მათთან, ვინც მარტო და მიტოვებულია“. მისივე თქმით, მათ რელიგიას უნდა შეხედონ არა როგორც „წარსულის მუზეუმს, რომელსაც მხოლოდ სტუმრობენ, არამედ როგორც რწმენის სკოლას, საიდანაც დღესაც კი უნდა მიიღონ ცოდნა“.
07 ივნისი 2026, 15:25
მსოფლიო
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 14:00 საათისთვის 33,84% შეადგინა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 14:00 საათის მონაცემებით, ხმა 847 226 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33,84%-ს შეადგენს.


