www.imedi.ge /  08 ოქტომბერი 2023, 08:33 / სანდო წყარო

ბოლო მონაცემებით ავღანეთში მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა ათასამდე კი დაშავდა

ავღანეთში, ირანის საზღვართან ახლოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია მინიმუმ 1000 ადამიანი. 6.3 -მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 40 კმ-ში იყო. სტიქიამ დაანგრია და დააზიანა შენობები. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 300-ს აჭარბებს.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2026, 12:24

პოლიტიკა

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

თბილისში ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს.

19 სექტემბერი 2026, 12:22

მსოფლიო

CNN: აშშ-მა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებული შეცდომის გამო ჩინეთთან კინაღამ ომი დაიწყო

აშშ-ის სამხედროები ირანთან ომის მიმდინარეობისას ჩინურ გემს კინაღამ თავს დაესხნენ მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მომზადებულმა მცდარმა სადაზვერვო ანგარიშმა დაასკვნა, რომ გემს ახლო აღმოსავლეთში ბირთვული იარაღის პროგრამისთვის განკუთვნილი კომპონენტები გადაჰქონდა. ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გია აბაშიძე

19 სექტემბერი 2026, 12:20

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. „რუბლოვნა-რუბლოვიჩების“ ნაცკლასტერის ვერსიებს მორიგ ჯერზე აცამტვერებს საქართველოსა და NATO-ს თანამშრომლობის განვითარების სხვადასხვა ასპექტი

რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი ხშირად იმეორონ და საკუთარი მანქურთული ფანტაზია ფაქტად გაასაღონ - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

19 სექტემბერი 2026, 12:20

პოლიტიკა

კახა კალაძე ბაღებში მომხდარ ფაქტზე: დაველოდოთ მოკვლევას, რასთან გვაქვს საქმე - ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე და როგორც მშობლებს, ისე საზოგადოებას, ყველაფერზე მივაწვდით ინფორმაციას

უნდა დაველოდოთ შესაბამისი სამსახურების მოკვლევას, რასაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღების აღსაზრდელების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2026, 12:16

პოლიტიკა

კახა კალაძე ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში აღძრულ საქმეზე: სოციალურ ქსელში მიზანმიმართული ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება

როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში, შეურაცხმყოფელი ფეისბუქპოსტისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას.

კახა კალაძე

19 სექტემბერი 2026, 12:04

პოლიტიკა

კახა კალაძე ავარიული სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობას ვინ აიღებს, განათლების სამინისტროს მყისიერი რეაგირება კითხვებს არ უნდა ბადებდეს

ავარიული საბავშვო ბაღების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტის შენობას ვაშენებთ, იგივე მოხდება სკოლების შემთხვევაშიც, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან 21-ე სკოლის დემონტაჟის გადაწყვეტილების გაპროტესტებას გამოეხმაურა.

19 სექტემბერი 2026, 12:00

რეგიონი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „მაჭახლობა 2026“ აღინიშნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში გამართულ სახალხო დღესასწაულს - „მაჭახლობა 2026“ დაესწრო.

საგუშაგო

19 სექტემბერი 2026, 12:00

სამართალი

საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა - პროკურორის განმარტებით, ეს მოწმის სახით გამოკითხულებმა დაადასტურეს

საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა - პროკურორის განმარტებით, ეს დაადასტურეს მოწმის სახით გამოკითხულმა მამუკა ბახტაძემ, ლევან იზორიამ და დავით სუჯაშვილმა. კერძოდ, რომ საკითხი მათთან შეთანხმებული არ იყო.

პიტ ჰეგსეტი

19 სექტემბერი 2026, 11:58

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტის განცხადებით, CNN-ის MSNBC-ის და POLITICO-ს ჟურნალისტები ამერიკელი სამხედროების შესახებ ცრუ ამბებს ავრცელებდნენ

აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მედიასაშუალებების CNN-ის, MSNBC-ის და POLITICO-ს ჟურნალისტებს თეთრ სახლში მუშაობა აეკრძალათ.

19 სექტემბერი 2026, 11:57

კულტურა

„ხანუმა“ ბათუმში - ავქსენტი ცაგარელის ცნობილი კომედია გრიბოედოვის სახელობის თეატრის დასმა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე წარადგინა

კლასიკური სიუჟეტი შენარჩუნებულია, თუმცა, წარმოდგენას თანამედროვე ხედვა და ახალი პერსონაჟები დაემატა. დადგმის რეჟისორი ანდრო ენუქიძეა.

19 სექტემბერი 2026, 11:50

კულტურა

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში მსმენელის წინაშე საფესტივალო ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და სოლისტი ანდრია ბოლქვაძე წარდგნენ

ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით შესრულდა ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია, მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტი “სოლ მაჟორი” და ზვიად ბოლქვაძის „მონოლოგი”. კლასიკური მუსიკის კონცერტები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება.

19 სექტემბერი 2026, 11:44

თავდაცვა

რეკრუტებმა სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსებიდან მე-13 წლისთვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დადეს

მანამდე კი მათ ორთვიანი მომზადების პროგრამა გაიარეს და საკონტაქტო სამსახურს სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან. ღონისძიებაზე ცენტრის პირადი შემადგენლობა თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამსახურისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლით, სამახსოვრო საჩუქრებით, სიგელებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა. სამხედროებმა გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ეკა სეფაშვილი

19 სექტემბერი 2026, 11:39

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველოს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული დიალოგი შეიძლება კიდევ უფრო დააჩქაროს მსოფლიოში დღეს განვითარებულმა მოვლენებმა და ევროკავშირში მოახლოებულმა არჩევნებმა

ევროპელი ლიდერების პრაგმატულ ინტერესში აუცილებლად შედის შუა დერეფანი. მათთვის უფრო მნიშვნელოვანი და სასურველი იქნება, თუ ისინი თავად გააკონტროლებენ ამ დერეფანს და არა საქართველოს ეროვნული ინტერესების მატარებელი მთავრობა, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

ირაკლი კობახიძე

19 სექტემბერი 2026, 11:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა - დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია

მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი.

დონალდ ტრამპი

19 სექტემბერი 2026, 11:22

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევების სია გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ მოვლენებისა და მიღწევების სია, რომლის განხორციელებაც მან თავის გუნდთან ერთად გაპრეზიდენტებიდან დღემდე შეძლო.

ირაკლი კობახიძე

19 სექტემბერი 2026, 11:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოდ აუცილებლად მივაღწევთ

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე

19 სექტემბერი 2026, 11:21

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა, ჩვენთვის დევნილებზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, წელს ამ მიმართულებით 240 მილიონ ლარს ვხარჯავთ, ხოლო მომავალ წელს ეს დაფინანსება კიდევ უფრო გაიზრდება

მთლიანობაში, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სამთავრობო პროგრამით, 45 000-ზე მეტ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ახალი, კეთილმოწყობილი ბინა. დაიხურა 450-მდე მძიმე, ავარიული, ე.წ. კომპაქტური განსახლების ობიექტი და ათასობით ადამიანმა საბოლოოდ დააღწია თავი გაუსაძლის პირობებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დევნილებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

19 სექტემბერი 2026, 11:14

რეგიონი

რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა

რუსთავში პირველკურსელთა მიღების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები ესწრებოდნენ.

19 სექტემბერი 2026, 11:02

საზოგადოება

თბილისში 1 600 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

თბილისში, უპრეცედენტო მასშტაბის საცხოვრებელ კომპლექსში, 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემა.

ცოტნე ანანიძე

19 სექტემბერი 2026, 10:53

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ნათელაშვილის განცხადებაზე: დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვილთან კორუფციულ გარიგებაში და ქართველი ხალხის ბრძოლის „ფეხებზე დაკიდებაში" დაადანაშაულა.