www.imedi.ge /  08 ოქტომბერი 2023, 13:21 / სანდო წყარო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროებმა 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს

სამხედროებმა გუშინ დაწყებული ბრძოლების დროს 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს სამხრეთ ისრაელსა და ღაზის სექტორში, ათობით ტერორისტი კი დაატყვევეს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესმა სპიკერმა დენიელ ჰაგარმა განაცხადა.

„ამ საათის მდგომარეობით, ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან, მიმდინარეობს ჩხრეკა უამრავ ქალაქში. ყველა ქალაქში არიან ისრაელის თავდაცვის ძალები, არ არსებობს ქალაქი, სადაც ისინი არ არიან“, – განაცხადა ჰაგარმა პრესკონფერენციაზე.

ჰაგარი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მისიაა ღაზის საზღვარზე მდებარე ქალაქებიდან ყველა მცხოვრებლის ევაკუაცია, ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლების დასრულება, უსაფრთხოების ბარიერის დარღვევის გაკონტროლება და ტერორისტების ზონაში დარტყმების გაგრძელება.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ყველა სიახლე

05 ივნისი 2026, 20:23

პოლიტიკა

ამოღებული ე.წ. მაინერები და გამრიცხველიანების პროცესი მესტიაში - ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების აღსაკვეთად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მესტიიდან ე.წ. მაინერები კიდევ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებები ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების აღსაკვეთად გრძელდება. არალეგალური ბიზნესსაქმიანობისთვის დენის ჭარბად მოხმარება, წლებია მოსახლეობას პრობლემებს უქმნის.

05 ივნისი 2026, 20:19

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების დისკრედიტაციის მცდელობა - ოპოზიციის მომხრეთა სპეკულაციის სამიზნე ამჯერად სამების ტაძრის აშენებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინ და როგორ ცდილობს იმ წვლილის დაკნინებას, რომელიც საზოგადოებისთვის წლებია ცნობილია, თუმცა არა თავად ქველმოქმედისგან - ვრცლად „ქრონიკის“ სიუჟეტში

05 ივნისი 2026, 20:15

პოლიტიკა

დისკუსია ახალგაზრდებთან - „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მეცხრე შეხვედრა რაჭაში შედგა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროცესში ჩართულია ცოტნე ივანიშვილი. მმართველი პარტია ახალგაზრდების ხედვებით და სამომავლო გეგმებით არის დაინტერესებული, ისევე, როგორც რეგიონების პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებით მოსახლეობის და მათ შორის, ახალგაზრდების სასარგებლოდ.

ვლადიმირ პუტინი

05 ივნისი 2026, 20:04

მსოფლიო

„იმუშავეთ, ძმებო“ - პუტინმა ზელენსკის წერილის საპასუხოდ რუს სამხედროებს მიმართა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე ვოლოდიმირ ზელენსკის წერილს საბრძოლო შეხების ხაზზე მყოფი რუსი სამხედროებისადმი მიმართვით უპასუხა.

ვლადიმირ პუტინი

05 ივნისი 2026, 19:52

მსოფლიო

პუტინმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა „წყლის ნაყვის“ წინააღმდეგია.

05 ივნისი 2026, 19:37

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: 2026 წლის მაისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.0 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2026 წლის მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 531.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 7.0 მლრდ დოლარი შეადგინა. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადეკვატურობის საზომის ე.წ ARA მეტრიკის მინიმალურ დონეს აღემატება და მაისის მდგომარეობით 114.8% შეადგენს.

თორნიკე ფაღავა

05 ივნისი 2026, 19:28

ეკონომიკა

თორნიკე ფაღავა: ჩვენი სახელმწიფო მნიშვნელოვან სატრანსპორტო, ციფრულ და ენერგეტიკულ დერეფანს წარმოადგენს, რითაც მას წვლილი შეაქვს ევროპის დაკავშირებადობაში, ენერგოუსაფრთხოებასა და ეკონომიკურ მედეგობაში. საქართველო ევროპული უსაფრთხოების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ მისი აქტიური კონტრიბუტორიცაა

ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და იმ მომავლის განხილვა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს, საზოგადოებებსა და მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რეგიონიდან ვართ, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ფასეულობები და ძლიერი, მშვიდობიანი და აყვავებული ევროპის ერთიანი ხედვა- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების კონფერენციაზე (COSAP) სიტყვით გამოსვლისას.

05 ივნისი 2026, 19:23

საზოგადოება

პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდნენ

პროექტი „განათლება მწვანე მომავლისთვის“ მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

05 ივნისი 2026, 19:15

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

05 ივნისი 2026, 18:52

მსოფლიო

აზერბაიჯანმა უარყო CNN-ის რეპორტაჟი, რომლის მტკიცებითაც, მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა და რომ ქვეყანაში ისრაელის ძალები იყვნენ განლაგებულნი

აზერბაიჯანმა პარასკევს უარყო CNN-ის რეპორტაჟი, რომლის მტკიცებითაც, მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა და რომ ქვეყანაში ისრაელის ძალები იყვნენ განლაგებულნი.

ჟოზეფ აუნი

05 ივნისი 2026, 18:33

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტი: ირანი ლიბანს აშშ-თან მოლაპარაკებებში გასაცვლელ მონეტად იყენებს - ეს მიუღებელია

ლიბანის პრეზიდენტი, ჟოზეფ აუნი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ირანი ლიბანს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში „გასაცვლელ მონეტად“ იყენებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

05 ივნისი 2026, 18:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას

დესტრუქცია და მუდმივი მარცხი სწორედ ის მოჯადოებული წრე გახდა, სადაც ოპოზიცია აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს დესტრუქცია უკვე შიგნიდან ჭამს ოპოზიციას და ამის გამოვლინება არის მრავალნაირი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

მიხეილ სარჯველაძე

05 ივნისი 2026, 18:25

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდებოდა რა თქმა უნდა, მტკიცებულებები, რომლებმაც მოიყარა თავი და საბედნიეროდ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს გააზრებული და არა იმპულსური გადაწყვეტილებებია

კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩქარა გადაწყვეტილებების მიღება. აქაც დაბალანსებული უნდა იყოს მიდგომა - ერთი მხრივ დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებები გაუფრთხილებლად მივიღოთ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის სინდრომის მკურნალობის და ამ თემაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის სპეციფიკის შესახებ.

ემანუელ მაკრონი

05 ივნისი 2026, 18:19

მსოფლიო

მაკრონმა ზელენსკის წერილს პუტინისადმი „კარგი ინიციატივა“ უწოდა და რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას ვლადიმირ პუტინისთვის წერილის გაგზავნის თაობაზე და უკრაინასა და კრემლს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

05 ივნისი 2026, 18:16

ეკონომიკა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდის რეალურმა მაჩვენებელმა 7.5% შეადგინა. მთლიანმა შიდა პროდუქტმა ნომინალურ გამოხატულებაში 104 მილიარდ 598 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 28 235 ლარია. ინფლაციის საშუალო წლიურმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა. მომხსენებელმა ეკონომიკური ზრდის ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთ მიშვნელოვან როლს საგარეო სექტორი ასრულებს. გიორგი კაკაურიძის თქმით, 2024 წელთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 10,3%-ით არის გაზრდილი და 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი შეადგინა.

05 ივნისი 2026, 18:10

ეკონომიკა

Montran: ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით ვქმნით თანამედროვე და მდგრად საფინანსო ინფრასტრუქტურას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან

წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Montran-ი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) განახლებული სისტემის დანერგვას ეხმიანება. როგორც კომპანიის პრესრელიზშია აღნიშნული საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების განახლებული სისტემა (RTGS) წარმატებით დანერგა. პროექტი ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია და მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის ეფექტიანობის, მდგრადობისა და უსაფრთხოების შემდგომ გაძლიერებას.

ირაკლი ქადაგიშვილი

05 ივნისი 2026, 18:01

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები საქართველოსთან დაკავშირებით რადიკალურად შეცვლილია

„რადიკალურად შეცვლილია პრინციპები, რაზეც მათ თავიანთი ხედვა აქვთ დამყარებული საქართველოსთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანასთან დაკავშირებით. ეს არა მარტო საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში არის ნათქვამი, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ ახლა არის კარგი შესაძლებლობა საქართველოსთან ურთიერთობები ახალ დონეზე ავიდეს. მან ორი მთავარი ბაზა დაასახელა - ფასეულობათა თანხვედრა ბევრ საკითხში და ქვეყნების სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის პატივისცემა. ეს ორი ისეთი მყარი საფუძველია, უნდა ემყარებოდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

05 ივნისი 2026, 17:59

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით: არის მედიკამენტები, რომლის პაციენტზე გავრცელება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკური კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას

არის მედიკამენტები, რომლის გამოყენება/არ გამოყენებას და პაციენტზე გავრცელდება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. ამაზე ვისაუბრეთ რა თქმა უნდა. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკურ კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მედიკამენტებზე საუბრისას.

05 ივნისი 2026, 17:55

საზოგადოება

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა რუსთავის ჭალის ტყის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავში გარემოსდაცვითი კამპანია – „გააგრძელე ჭალის ტყის ისტორია“ გაიმართა.

მიხეილ სარჯველაძე

05 ივნისი 2026, 17:51

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებას, მაგრამ მოხდება მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად შესწავლა, ამის გარეშე გამოყენება დაუშვებელია

არ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებას ან მინიშნებას, რომელზე რას ვფიქრობთ და ვგეგმავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მოხდება მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე, სკრუპულოზურად, ზუსტად შესწავლა, ამის გარეშე მედიკამენტის გამოყენება დაუშვებელია,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომისთვის განკუთვნილი მედიკამენტების შემოტანაზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა" .