ალექსეი არესტოვიჩი: კორუფციის ასეთი დონე უკრაინის ისტორიაში ალბათ არასოდეს ყოფილა. ამის შესახებ სერიოზული პუბლიკაციები ჯერ არ გამოქვეყნებულა, იყო მხოლოდ მინიშნებები. მაგრამ ეს პუბლიკაციები აუცილებლად გაჩნდება
ალექსეი არესტოვიჩი
ფოტო: Facebook
ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში კორუფციის აქამდე არნახული დონეა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა დმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს გავლენას იქონიებს კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობებზე, კერძოდ, ამერიკიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებაზე, რასაც ის აშშ-ში შიდაპოლიტიკურ ბრძოლას უკავშირებს.
„გადახედეთ დასავლურ პრესაში პუბლიკაციებსა და განცხადებებს: „კორუფცია, კორუფცია, კორუფცია, კორუფცია“. თუ ჩვენებს ჰგონიათ, რომ დასავლეთში არაფერი იციან, ეს დიდი შეცდომაა. მათ ყველაფერი იციან. და, რა თქმა უნდა, იმ ქურდობის ბაკქანალიაზეც, რომელიც ჩვენთან მიდის. კორუფციის ასეთი დონე უკრაინის ისტორიაში ალბათ არასოდეს ყოფილა. განსაკუთრებით, როდესაც ამერიკულ ფულს იპარავენ. „თქვენ გვიყვებით გადარჩენისთვის ბრძოლაზე, ჩვენ გაძლევთ ფულს, თქვენ კი მას იპარავთ“ - რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ ამაზე ამერიკელებს? ისინი რეფორმების სიებს გვიგზავნიან, რომლებმაც სიტუაცია უნდა შეცვალონ, პირდაპირ გვეუბნებიან - პირდაპირ კავშირს ვაყენებთ თქვენს ანტიკორუფციულ ქმედებებსა და უკრაინის დახმარებას შორის და ა.შ.
ამერიკაში არჩევნებთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური ბრძოლა მიდის - მათ კი პრაქტიკულად იდეოლოგიური სამოქალაქო ომი აქვთ, იმიტომ, რომ ერთმანეთი სძულთ და უკრაინა ერთ-ერთია 3 მთავარი თემიდან. არის ხალხი, რომლებსაც პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტი სურთ. მათ ასეთი არგუმენტი აქვთ - პარალელს ავლებენ ავღანეთსა და უკრაინას შორის და ამბობენ: სახსრების არაეფექტიანმა ხარჯვამ ავღანეთში, როდესაც ქვეყნის მთავრობა იპარავდა ფულს და ქვეყნის რეფორმირების უნარი არ ჰქონდათ, ის გამოიწვია, რომ უზარმაზარი თანხა დავხარჯეთ და შემდეგ განვახორციელეთ ევაკუაცია. შეხედეთ უკრაინას. იგივე ისტორია მეორდება - იპარავენ უამრავ თანხას და არაეფექტიანად ხარჯავენ. გვაჩვენეთ ამ თქვენი კონტრშეტევის შედეგები, რომელსაც ასე დიდხანს ვამზადებდით“.
ასევე, არსებობს „ბურისმა“, ჰანტერ ბაიდენისა და მისი ოჯახის კავშირი და ეს ხალხი ამ ორ პოლემიკურ ხაზს ერთ ნარატივში, არგუმენტაციის ერთ ხაზში აერთიანებს. ამ ყველაფერს ძალიან დიდი რეაგირება აქვს. კორუფციის შესახებ სერიოზული პუბლიკაციები ჯერ არ ყოფილა, იყო მხოლოდ მინიშნებები. მაგრამ ეს პუბლიკაციები აუცილებლად გაჩნდება. ეს ამერიკული შიდაპოლიტიკური ბრძოლის მეთოდია, ამ პუბლიკაციებს შემოაგდებენ, გვარების დასახელებით. მაშინ ჩნდება კითხვა - ამის შემდეგ როგორ დავამტკიცებთ, რომ ეს ყველაფერი ასე არ არის, რომ ეფექტიანად ვებრძვით კორუფციას, რომ ჩვენი დახმარების გაგრძელებაა საჭირო“, - აცხადებს არესტოვიჩი.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 09:46
საზოგადოება
ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება
ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.
27 აგვისტო 2026, 09:37
საზოგადოება
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს
რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:31
საზოგადოება
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
27 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა
„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:16
პოლიტიკა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.
27 აგვისტო 2026, 09:08
პოლიტიკა
გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.
27 აგვისტო 2026, 09:00
სამართალი
სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა
საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.


