იენს სტოლტენბერგი ზელენსკის: თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა, თქვენი ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამდე, ვიდრე ჩვენი დახმარება უკრაინას დასჭირდება
ვოლოდიმირ ზელენსკი
იენს სტოლტენბერგი
ფოტო: NATO
პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო ვოლოდიმირ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნატოში. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და თქვენი ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამდე ვიდრე ჩვენი დახმარება უკრაინას დასჭირდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატოს მინისტერიალი იმართება.
„დიდი პატივი და პრივილეგიაა თქვენი დაბრუნება ნატოს შტაბ-ბინაში. თქვენი ხელმძღვანელობა, უკრაინელი შეიარაღებული ძალების სიმამაცე, უკრაინელი ხალხის მტკიცე ნება მსოფლიოს შთააგონებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით, მხარს ვუჭერთ და დავუჭერთ უკრაინას, რადგან ეს მართლაც მნიშვნელოვანია მთელი ნატოსთვის.
ჩვენ შევხვდებით აშშ-ს ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ფორმატში, სადაც მოვახდინეთ მეტი მხარდაჭერის მობილიზება, კოორდინაციას გავუწევთ სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებას. ჩვენ შევხვდებით ნატო-უკრაინის საბჭოს ფორმატში, რომელიც ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებით შეიქმნა. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობას და დაეხმარება უკრაინას ნატოში გაწევრიანებამდე. ასევე ვიმსჯელებთ ბალტიის ზღვაში მომხდარ ინციდენტზე და წყალქვეშა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანზე.
მე გუშინ ველაპარაკე ფინეთის პრემიერს და ესტონეთის პრემიერ მინისტრს კაია კალასს. ჩვენ მჭიდრო კონტაქტი ნატოს წევრებს შორის უზრუნველყოფილია. ახლა მთავარია იმის დადგენა, თუ რა მოხდა. თუ დადასტურდება, რომ ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა ნატოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულია საკითხია და მოჰყვება ნატოს ერთიანი და მტკიცე პასუხი. ხვალ კი ისრაელის თავდაცვის მინისტრი გაგვაცნობს ისრაელში არსებულ ვითარებას. მოკავშირეებმა დაგმეს საზარელი ტერორისტული თავდასხმები ისრაელში უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და მოუთმენლად ველით თავდაცვის მინისტრის ინფორმაციებს.
პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო ვოლოდიმირ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნატოში. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა. თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და თქვენი ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამდე ვიდრე ჩვენი დახმარება უკრაინას დასჭირდება. მივესალმები რუმინეთის ხელისუფლების და გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებებს სამხედრო დახმარების გაზრდაზე, რადგან საჭიროება მოითხოვს დახმარების გაზრდას. საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, ქალაქების , ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის დასაცავად. ახლა ვხედავთ, რომ პრეზიდენტი პუტინი კიდევ ერთხელ ემზადება გამოიყენოს ზამთარი ომში იარაღად, განახორციელოს შეტევები ენერგოსისტემებზე, ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურაზე და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით უნდა თავიდან ავიცოლოთ მსგავსი აგრესიული ქმედებები“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იმართება. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებასთან ერთად, ისრაელში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. ნატო გმობს ტერორისტულ აქტებს.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 19:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ საპატიო ქობულეთელების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში, „საპატიო ქობულეთელის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
28 მაისი 2026, 19:55
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
28 მაისი 2026, 19:40
საზოგადოება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
28 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.
28 მაისი 2026, 19:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.
28 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 19:22
სამართალი
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:20
პოლიტიკა
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
28 მაისი 2026, 19:19
პოლიტიკა
პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:17
პოლიტიკა
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 19:16
რეგიონი
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:14
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს
ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.
28 მაისი 2026, 19:05
სამართალი
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.
28 მაისი 2026, 18:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს
ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
28 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:46
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო
მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.


