მსოფლიო

01 მარტი 2026, 02:54

ირანის საპასუხო დარტყმების შედეგად დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაზიანდა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის მიერ აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო თავდასხმების დროს, სამიზნეებს შორის დუბაის საერთაშორისო აეროპორტიც მოხვდა.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 02:07

ტრამპი: ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება მშვიდობის მისაღწევად

ძლიერი და წერტილოვანი დაბომბვები გაგრძელდება შეუფერხებლად მთელი კვირის განმავლობაში, ან მანამ, სანამ საჭირო იქნება ჩვენი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს მშვიდობას მთელ ახლო აღმოსავლეთში და, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

აიათოლა ალი ხამენეი

01 მარტი 2026, 01:42

ტრამპი: ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია

ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

კამალა ჰარისი

01 მარტი 2026, 01:34

კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ირანში „რეჟიმის შეცვლის“ წინააღმდეგია და პრეზიდენტი ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მან „ამერიკის შეერთებული შტატები ჩაითრია ომში, რომელიც ამერიკელ ხალხს არ სურს“.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 01:13

ტრამპი კითხვაზე თუ ვინ შეიძლება დაიკავოს აიათოლა ალი ხამენეის ადგილი: არ ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი თავად დამირეკავენ და მკითხავენ, ვინ მსურს ამ პოსტზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ დღევანდელი იერიშების შედეგად ირანის მმართველი ელიტის „დიდი ნაწილი“ განადგურებულია.

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 00:50

ტრამპი აიათოლა ხამეინის ლიკვიდაციის შესახებ ცნობებზე: ჩვენ ვთვლით, რომ ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NBC News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის შესაძლო დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა.

01 მარტი 2026, 00:16

ისრაელური მედია: ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ცხედრის ფოტო წარუდგინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელის Channel 12 ავრცელებს

დონალდ ტრამპი

01 მარტი 2026, 00:10

ტრამპი აცხადებს, რომ ირანში პროცესების დასრულების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციაში მას მოქმედების რამდენიმე გზა აქვს, მათ შორის ქვეყანაზე კონტროლის დამყარების გრძელვადიანი ძალისხმევა.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}