www.imedi.ge /  12 ნოემბერი 2023, 10:44 / სანდო წყარო

ბარსელონაში პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს

ბარსელონაში პალესტინელთა მხარდამჭერმა დემონსტრანტებმა რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს, - ამის შესახებ reuters-ი წერს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ ქალაქის მთავარი რკინიგზის სადგურის კარიბჭე ჩაკეტა და მომიტინგეების წინააღმდეგ ფარები და ხელკეტები გამოიყენა.

პროპალესტინური დემონსტრაციები გუშინ ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერ მსვლელობაში 300 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამის პარალელურად, პოლიციამ ულტრამემარჯვენეთა კონტრაქციაზე 120-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ბრიუსელში, პარიზში, ვენასა და ბერლინშიც.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2023, 10:28

რეგიონი

თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

29 ნოემბერი 2023, 10:22

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: კარი ღია იქნება ყველასთვის და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში

„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, მთელი ამ ხნის განმავლობაში, რითაც თავი დაგვამახსოვრეს ეს არის ან საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შეშლა ან ერთმანეთთან დაპირისპირება. არ მგონია რომ ისინი ზნეს შეუცვლიან და ამ პროცესში ჩაერთვებიან, მაგრამ ცხადია, კარი ყველასთვის ღია იქნება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

29 ნოემბერი 2023, 10:20

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ნორვეგიელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

29 ნოემბერი 2023, 10:17

რეგიონი

პატარკაციშვილის ფონდი: რაჭაში მეცხოველეობის ავტორიზებული პროფესიული პროგრამები დაინერგება

„ბლაუენშტაინ ედუ“, კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე, USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის ფარგლებში შვეიცარიული სტანდარტის, ავტორიზებულ პროფესიულ პროგრამებს დანერგავს, მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას პატარკაციშვილის ფონდის პრესსამსახური ავრცელებს.

ალექსეი არესტოვიჩი

29 ნოემბერი 2023, 10:15

მსოფლიო

არესტოვიჩი: დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს - გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია

დასავლეთი მზადაა ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს სტრატეგიული წონასწორობა და რუსეთი სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს. მესმის, გასაგები მიზანია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა.

29 ნოემბერი 2023, 10:12

სამართალი

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას, შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 10:11

რეგიონი

ჭაჭუნას ეროვნული პარკის განახლების სამუშაოები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ და UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილემ დაათვალიერეს

ჭაჭუნას ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და UNDP-ის ხელმძღვანელის მოადგილე ანნა ჩერნიშოვამ დაათვალიერეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 10:08

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

სოზარ სუბარი

29 ნოემბერი 2023, 10:04

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: შევქმნათ ძლიერი ქართველოლოგიის ინსტიტუტი, სადაც მეცნიერებისა და განათლების სიმბიოზი მოგვცემს საშუალებას, აღვზარდოთ ახალგაზრდა თაობა კარგ ქართველებად

„მოგმართავთ წინადადებით, დავაფუძნოთ ქართველოლოგიის ინსტიტუტი, რომლის საფარქვეშ გაერთიანდება მთელი რიგი მიმართულებები, როგორიცაა, მაგალითად, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის მიმართულება, პალეოანთროპოლოგია, ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა, ხელნაწერთა ინსტიტუტი თავისი უძვირფასესი საგანძურით და სხვა. ეს დარგები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს მათ განვითარებას“.

ალექსეი არესტოვიჩი

29 ნოემბერი 2023, 09:55

მსოფლიო

ალექსეი არესტოვიჩი: ბევრი ამბობდა ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ პირველ რიგში, სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?

მე ვიყავი სტამბოლის მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, თუმცა მეც კი არ ვიცი ბოლომდე, როგორ მოხდა ისე, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მოლაპარაკებების შეწყვეტა. მე მახსოვს ბევრი ემოციური საუბარი, რომ ბუჩის შემდეგ ასე არ შეიძლება. მაგრამ მახსოვს, რომ რუსული მხარე ჯერ კიდევ სამშვიდობო ინიციატივებზე საუბრობდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ინტერვიუში განაცხადა.

29 ნოემბერი 2023, 09:31

კულტურა

ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში ფესტივალი „უშანგი“ დაიწყო

უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ რეჟისორმა ვატო ჯუღელმა უშანგი ჩხეიძის დაბადებიდან 125 წლისთავს მიუძღვნა. ზესტაფონის თეატრმა წელს 85-ე საიუბილეო თეატრალური სეზონი გახსნა. ფესტივალის თემაა შექსპირი, როგორც უშანგი ჩხეიძის „ჰამლეტის“ ლეგენდარული სახის პატივგება ქართულ სცენაზე.

თეა ახვლედიანი

29 ნოემბერი 2023, 09:17

საზოგადოება

თეა ახვლედიანი „შერიგების პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, უწყების ინიციატივით დაარსებული „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსა“ და ,,მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ წევრებთან შეხვედრა გამართა.

29 ნოემბერი 2023, 08:39

სამართალი

კახეთში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

კაცი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილს, ის საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

29 ნოემბერი 2023, 08:28

მსოფლიო

ბრიუსელში ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ. ორდღიან მინისტერიალზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ასევე, იმსჯელებენ ღაზის, ჩინეთისა და დასავლეთ ბალკანეთის საკითხებზე.

ჟოზეფ ბორელი

29 ნოემბერი 2023, 08:18

მსოფლიო

ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე ჩავა

ჯოზეფ ბორელი სკოპიეში დაგეგმილ ეუთოს მინისტერიალზე ჩავა, რომელსაც უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის მიზეზი მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობა გახდა.

29 ნოემბერი 2023, 08:01

თავდაცვა

დღეს პარლამენტში თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ

დღეს პარლამენტში, თავდაცვის კოდექსში შედატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების ახალ წესებს ადგენს და ის სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ.

რუსლან სტეფანჩუკი

29 ნოემბერი 2023, 02:48

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: ზელენსკის სამხედროებთან განხეთქილების შესახებ ჭორები რუსული პროპაგანდაა

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამხედროებთან განხეთქილების შესახებ ჭორები რუსული პროპაგანდაა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 02:30

LIVE ისრაელი

CNN: „ჰამასი“ აცხადებს, რომ ზავის გახანგრძლივება სურს

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ აცხადებს, რომ ზავის გახანგრძლივება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კიმ ჩენ ინი

29 ნოემბერი 2023, 02:10

მსოფლიო

BFMTV: პირველად 60-იანი წლების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 100% ვერ მიიღო

პირველად 60-იანი წლების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მმართველმა პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 100% ვერ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.

29 ნოემბერი 2023, 01:53

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინელი სამხედროების მომზადებისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.