16 იანვარი 2024, 08:26 / სანდო წყარო

ერაყში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა

ერაყის ქალაქ ერბილში, შეერთებული შტატების საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გუშაგთა კორპუსმა აიღო და განაცხადა, რომ მათ მიერ გაშვებული ბალისტიკური რაკეტების სამიზნე ჯაშუშთა შტაბი და რეგიონის ნაწილებში ირანის საწინააღმდეგო ტერორისტული თავშეყრა იყო.

ქურთისტანის რეგიონული უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი დაიჭრა. აფეთქებათა სერიის ამსახველი კადრები ირანის სახელმწიფო ტელეარხმა გაავრცელა. ოფიციალური ბაღდადის ცნობით, ერაყის მთავრობა დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომელიც ირანის მიერ ერაყის ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხს შეეხება.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2025, 11:02

საზოგადოება

გივი მიქანაძემ და კახაბერ გულედანმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პროცედურებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის გაგრძელებისთვის.

09 ივლისი 2025, 11:02

კულტურა

ბუდაპეშტში მესამე „დიუნის“ გადაღებები დაიწყო🎬

„დიუნი“ ფრენკ ჰერბერტის ამავე სახელწოდების კოსმოსური საგის ეკრანიზაციაა. ფრანშიზის პირველი ორი ნაწილი დადებითად შეაფასეს როგორც კრიტიკოსებმა, ასევე მაყურებლებმა. საგის რეჟისორი დენი ვილნევია.

09 ივლისი 2025, 10:50

მსოფლიო

Fox News: FBI-სა და CIA-ს ყოფილი დირექტორების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის ჯონ ბრენანის და FBI-ს ყოფილი დირექტორის ჯეიმს კომის წინააღმდეგ საქმეები აღძრა. ინფორმაციას Fox News Digital-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 10:31

საზოგადოება

სოსო გიორგაძე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე იმყოფება

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე და თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO), რიგით 66-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობენ, რომელიც 8 ივლისს გაიხსნა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

09 ივლისი 2025, 10:22

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასიური იერიში მიიტანა

ძირითადი დარტყმა ქალაქ ლუცკზე მიიტანეს. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაშავებულებისა ან დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა. გავრცელდა ცნობები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის შესახებ.

09 ივლისი 2025, 10:08

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება⚽

გუშინ კი ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გამოვლინდა - 1/2 ფინალში „ლონდონის“ ჩელსიმ ბრაზილიური „ფლუმინესე“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

09 ივლისი 2025, 10:07

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი მსოფლიოს წამყვანი BPO კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით თბილისში იმყოფებიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

09 ივლისი 2025, 10:00

ტექნოლოგიები

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ ირმის ნახტომი კოსმოსურ „უდაბნოში“ მდებარეობს

გამოთვლებით, ჩვენი გალაქტიკა შესაძლოა მდებარეობდეს რეგიონში, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 1 მილიარდი სინათლის წელიწადია და სადაც მატერიის სიმკვრივე საშუალოზე 20%-ით ნაკლებია.

09 ივლისი 2025, 09:55

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

„ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს. საჭიროება არ დამდგარა. ოჯახის მოთხოვნით გადავიდა [თურქეთში]. იყო დადებითი დინამიკით. სტაბილურად მძიმე პაციენტი იყო და აპარატზე იყო, გაუმჯობესებული პარამეტრებით“, - აღნიშნა ექიმმა სატელეფონო საუბარში.

09 ივლისი 2025, 09:03

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ივნისში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის რვა ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის ივნისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის რვა ფაქტი, რაზეც ბრალი წარედგინა ექვს პირს, რომელთაგან სამი დაკავებულია.

09 ივლისი 2025, 08:59

მსოფლიო

იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში ბერძნული დროშით მცურავი სატვირთო გემი ჩაძირეს

ეკიპაჟმა საპასუხო ცეცხლი გახსნა, მაგრამ უშედეგოდ. გემს ცეცხლი მოედო და ჩაიძირა. ეს ირანსა და ისრაელს შორის 12- დღიანი ომის შემდეგ, ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში გემის ჩაძირვის პირველი ფაქტია.

09 ივლისი 2025, 08:56

მსოფლიო

ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, მარსელის აეროპორტი დროებით დახურეს

ტყის ხანძარი მძვინვარებს მარსელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლე პენ-მირაბოშიც, სადაც მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი უკიდია ტყის მასივს საფრანგეთის სამხრეთ- დასავლეთ ნაწილში, ნაბრონში.

ლევან მაჭავარიანი

09 ივლისი 2025, 08:52

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ

„უკვე გაცვეთილია ყველა რეზოლუცია, სადაც იწერება, რომ თურმე ბატონი სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ. ისევ გაუთავებელი საუბრები ხელახალ არჩევნებზე იმისდა მიუხედავად, რომ ერთ მტკიცებულებასაც ვერავინ დებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. არავინ უყურებს ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს. შესაბამისად, ასეთი ტიპის რეზოლუციები ჩვენი მოქალაქეებისთვის საინტერესო აღარ არის“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

დავით მათიკაშვილი

09 ივლისი 2025, 08:46

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: მცდელობა, სააკაშვილი გაასაღონ პოლიტიკურ პატიმრად, ყველაფერზე მეტყველებს, ამიტომ მსგავს რეზოლუციებს ერთადერთი ძალა აქვს, ეს არის ევროპარლამენტის დისკრედიტირება ქართველი ხალხის თვალში

მცდელობა - სააკაშვილი გაასაღონ პოლიტიკურ პატიმრად, ყველაფერზე მეტყველებს, ამიტომ მსგავს რეზოლუციებს ერთადერთი ძალა აქვს, ეს არის საკუთრივ ევროპარლამენტის დისკრედიტირება ქართველი ხალხის თვალში , - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატებთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკი

09 ივლისი 2025, 08:39

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: უსამართლობა გამოსჭვივის ყველა სიტყვასა და წინადადებაში, რომელიც გამოყენებულია საქართველოს მიმართ

„ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან [ევროპის] „სახალხო პარტიაა“ ინიციატორი ამ რეზოლუციის. უკვე არის ერთი რეზოლუცია მიღებული მათი ინიციატივით, რომელიც არის მფარველი და ინსტრუქციის დამწერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს რეალობა გვაქვს სამწუხაროდ. ფაქტია, რომ საზოგადოებისთვის ამაში ახალი არაფერი არაა და უსამართლობა გამოსჭვივის ყველა სიტყვასა და წინადადებაში, რომელიც გამოყენებულია საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მარტა კოსი

09 ივლისი 2025, 08:29

პოლიტიკა

მარტა კოსი: ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. კანონებში შეტანილი ცვლილებები ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს

„ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. უახლეს რეპრესიული კანონებში, კერძოდ FARA, „გრანტების შესახებ კანონსა“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

09 ივლისი 2025, 08:23

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მალგოჟეტა გოშიევსკა: ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში უკანონოდ ზის. ჩვენ გვჭირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იზოლაცია

„ცოტა ხნის წინ ოპოზიციის ლიდერები დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში უკანონოდ ზის. ჩვენ გვჭირდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური იზოლაცია საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

09 ივლისი 2025, 08:17

პოლიტიკა

რასა იუკნევიჩიენე: საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო, 2025 წლის არჩევნები არ შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს

„საკვანძო ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების გამო, 2025 წლის არჩევნები არ შეიძლება თავისუფლად და სამართლიანად ჩაითვალოს. უვიზო მიმოსვლა დემოკრატიულ ქვეყნებს ეძლევათ და არა რეჟიმებს, რომელიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით აპატიმრებენ“, - აღნიშნა იუკნევიჩიენემ.

ლევან რატიანი

09 ივლისი 2025, 08:06

პოლიტიკა

ლევან რატიანი: თორნიკე რიჟვაძის სუნთქვის პარამეტრები მკვეთრად არის გაუმჯობესებული. თუ ასე გაგრძელდა, პაციენტი ალბათ რამდენიმე დღეში მოიხსნება მართვითი სუნთქვიდან

თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება, თუმცა შეინიშნება დადებითი დინამიკა. ის უკვე კონტაქტურია, სუნთქვის პარამეტრებიც მკვეთრადაა გაუმჯობესებული.

09 ივლისი 2025, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში - სეტყვა. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების, დროგამოშვებით ძლიერი ქარი.