რომის პაპი: სექსუალური სიამოვნება უფლის საჩუქარია
რომის პაპი ფრანცისკე
ფოტო: Getty Images
რომის პაპის, ფრანცისკენ განცხადებით, სექსისგან მიღებული სიამოვნება უფლის საჩუქარია, მაგრამ კათოლიკეებმა პორნოგრაფიისგან თავი უნდა შეიკავონ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა შესაბამისი განცხადება დღეს წმინდა პეტრეს მოედანზე გააკეთა.
მისი თქმით, სექსუალურ სიამოვნებას გაფრთხილება სჭირდება, დღეს კი მას პორნოგრაფია უთხრის ძირს, სურვილების დაკმაყოფილებამ ურთიერთობის გარეშე კი შესაძლოა დამოკიდებულების ფორმები გამოიწვიოს.
„სიყვარული უნდა დავიცვათ. ავხორცობასთან ბრძოლაში გამარჯვება შესაძლოა მთელი ცხოვრების საქმე იყოს“, - განაცხადა ფრანცისკემ.
ყველა სიახლე
21 მაისი 2026, 10:59
ეკონომიკა
საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
„სულ რამდენიმე დღე დარჩა და ჩინეთში, შანხაიში ITB China-ზე საქართველო პარტნიორის სტატუსით წარდგება. სამი დღის განმავლობაში, ყველაზე საუკეთესო ადგილზე, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა, გასტრონომია, ისტორია. ასევე, ჩვენთან ერთად კერძო სექტორის 30 წარმომადგენელი დაამყარებს ახალ ბიზნეს ურთიერთობებს, იმისთვის, რომ ერთობლივად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში“.
21 მაისი 2026, 10:53
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი თხილის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დარგში არსებული გამოწვევები უშუალოდ სექტორის წარმომადგენლებისგან მოვისმინოთ და გადაწყვეტილებები ერთობლივი განხილვის საფუძველზე მივიღოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა დარგობრივი საბჭოს ფორმატი, რომელიც ფერმერებთან და ბიზნესთან კოორდინაციის ეფექტიან პლატფორმად ჩამოყალიბდება. გვინდა, მხარდაჭერის პროგრამები მაქსიმალურად იყოს მორგებული რეალურ საჭიროებებს და სექტორის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი”, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
21 მაისი 2026, 10:53
რეგიონი
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა
ქალაქ ახალციხის №1 საჯარო სკოლაში, მეთორმეტეკლასელების მიერ გამართულ ღონისძიებას მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი და მათი მოადგილეები დაესწრნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
21 მაისი 2026, 10:43
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელ საგნებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში დაიწყო
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, დავალებების სპეციფიკისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. ამასთან, განხილული იქნა ნაშრომების შეფასების ძირითადი პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შეცდომებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ფიქსირდება. ასევე, მიეცათ რეკომენდაციები, რომლებიც მათ საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მომზადებაში დაეხმარება.
21 მაისი 2026, 10:40
სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში მოსწავლე მსჯავრდებულებისთვის ბოლო ზარისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
„მსჯავრდებულებს სკოლის დამთავრება სხვადასხვა სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა - მუსიკოსებმა, მსახიობებმა, ტელეწამყვანებმა და სპორტსმენებმა მიულოცეს. მოსწავლეებს სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან სიმბოლური თეთრი მაისურები გადაეცათ, რომლებზეც სტუმრებმა სამახსოვრო და მისალოცი წარწერები დატოვეს.
21 მაისი 2026, 10:39
მსოფლიო
აშშ-მა კუბასთან ახლოს ავიამზიდების დამრტყმელი ჯგუფი განათავსა
აშშ-ის ფლოტის ავიამზიდთა დამრტყმელი ჯგუფი კარიბის ზღვაში, კუბასთან ახლოს განთავსდა. ინფორმაციას აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სარდლობა სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
21 მაისი 2026, 10:28
სამართალი
იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
21 მაისი 2026, 10:27
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 12 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 12 პირი დააკავეს.
21 მაისი 2026, 10:20
კულტურა
ბრენდონ სანდერსონის რომანების მიხედვით სერიალს გადაიღებენ
ეს სანდერსონის უკვე მესამე ნამუშევარია, რომლის ეკრანზე გადმოტანაც იგეგმება. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სტრიმინგ-სერვისმა Apple TV+ სანდერსონთან მისი მასშტაბური საავტორო სამყაროს, „კოსმერის“ ეკრანიზაციაზე უპრეცედენტო შეთანხმება გააფორმა. გარიგების თანახმად, ტრილოგია „ნისლქმნილის“ მიხედვით მხატვრულ ფილმებს, „შტორმის სინათლის არქივის“ მიხედვით კი, სერიალს გადაიღებენ.
21 მაისი 2026, 10:06
სამართალი
ბესიკ ამირანაშვილი: სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანია ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერება
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბაკურიანის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევა სახელმწიფო ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგის საშუალებით დაფიქსირდა.
21 მაისი 2026, 09:55
მსოფლიო
POLITICO-ს ცნობით, ევროპარლამენტარი ლენა შილინგი, რომელიც მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვდა, ევროპარლამენტარ ბას ეიკჰაუტთან „შეუფერებელი ურთიერთობის“ გამო სკანდალში გაეხვა
ევროპარლამენტში „მწვანეების“ ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბას ეიკჰაუტმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც აღიარა, რომ ჰქონდა „ურთიერთობები“, რომლებიც მის თანამდებობას არ შეეფერებოდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
21 მაისი 2026, 09:53
სამართალი
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის შს მინისტრი ეწვია
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი დახვდა.
21 მაისი 2026, 09:49
მსოფლიო
უკრაინამ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
21 მაისი 2026, 09:43
პოლიტიკა
თეა ახვლედიანმა, ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უფროსმა მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
„სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისა და ტრანსფორმაციის პროცესში და დადასტურებაა იმ ძალისხმევისა, რასაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად, ვახორციელებთ ზოგადად და ამ შემთხვევაში სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის მხარდაჭერის მიმართულებით. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, განსაკუთრებით ბოლო წლებსა და ბოლო დღეებშიც კი, წითელ ჯვართან მჭიდრო თანამშრომლობით მიღწეული შედეგებისა და იმ მნიშვნელოვნად გაზრდილი დინამიკის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა სამმხრივი მემორანდუმის გაფორმება, უპირველესად იმ მიზნით, რომ გაუჩინარებულთა ხვედრის დადგენის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაქსიმალურად იყოს დაცული ოჯახების უფლებები და პერსონალური მონაცემები“,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
21 მაისი 2026, 09:39
მსოფლიო
Reuters: გერმანიის კანცლერი ევროკავშირს სთავაზობს უკრაინას ასოცირებული წევრის სტატუსი მიანიჭოს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერმა ევროკავშირის ხელმძღვანელობას წერილი მისწერა, რომელშიც სთავაზობს მათ უკრაინას ასოცირებული წევრის სტატუსი მიანიჭონ, რაც სრულყოფილ წევრობამდე შუალედური ნაბიჯი იქნებოდა და რუსეთის მიერ დაწყებულ ომს დაასრულებდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
21 მაისი 2026, 09:32
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ევრობიუროკრატები დაგმობენ იმას, რაც კოპენჰაგენის ქუჩაში ხორციელდებოდა, მაგრამ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს პასუხი თითოეულ კითხვაზე, რომელიც მას აინტერესებს
„რასაც ვხედავდით კოპენჰაგენში, როგორი დემონსტრაციის წინააღმდეგ რა ქმედებებიც იყო ჩადენილი საპოლიციო ძალების მხრიდან, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დიდი მოლოდინი, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს, რომ ევრობიუროკრატები დაგმობენ იმას, რაც კოპენჰაგენის ქუჩაში ხორციელდებოდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მანდატი ქართული საზოგადოების მხრიდან და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს პასუხი თითოეულ კითხვაზე, რომელიც მას აინტერესებს. შესაბამისად, ჩვენ გვაინტერესებს, რატომ არ გმობენ უკვე კვირაზე მეტია ევრობიუროკრატები იმ პროცესებს, რომლებიც დანიის დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარეობდა, - ამბობს ჩაკვეტაძე.
21 მაისი 2026, 09:22
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მთავარი კითხვა სწორედ იმაშია, რომ ის ღირებულებები, რის გამოც ევროკავშირი იყო მიმზიდველი, კიდევ ცოცხალია ევროპაში თუ ორმაგმა სტანდარტმა უკანა პლანზე გადაწია?
„მთავარი კითხვა სწორედ იმაშია, რომ ის ღირებულებები და ფასეულობები, რის გამოც ევროკავშირი იყო მიმზიდველი და მომხიბლავი, კიდევ ცოცხალია ევროპაში თუ ორმაგმა სტანდარტმა და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მიღწევამ საერთოდ უკანა პლანზე გადაწია ისინი? - კითხულობს ქადაგიშვილი.
21 მაისი 2026, 09:12
პოლიტიკა
ICG: ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა ყალბი ან გაზვიადებული - ეს შიში თანაარსებობს მოსახლეობის ევროკავშირის წევრობის მიმართ ძლიერ მხარდაჭერასთან
„რადგან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კრიზისი ხშირად ევროპარლამენტარების მკვეთრი განცხადებებით იყო გამოწვეული, ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა განმარტონ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული დეპუტატების საჯარო განცხადებები, მიუხედავად მათი მაღალი ხილვადობისა, ძირითადად დეკლარაციული ხასიათისაა და არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. უფრო ფართოდ, ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა გამოგონილი ან გაზვიადებული, და რომ ის თბილისის სტრატეგიული გათვლების ფუნდამენტური ნაწილია. ეს შიში თანაარსებობს მოსახლეობის დიდი ნაწილის ძლიერ მხარდაჭერასთან ევროკავშირის წევრობის მიმართ“, - ნათქვამია სტატიაში.
21 მაისი 2026, 09:08
პოლიტიკა
ICG: საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს იმ მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ
დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებია მიმოხილული, ევროკავშირის ლიდერების წინაშე არსებულ დილემაზეა საუბარი. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ლიდერების წინაშე ორი არჩევანია: გააგრძელონ თუ არა სადამსჯელო ზომები, რათა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნონ, თუ წევრობის საკითხი დროებით უკანა პლანზე გადაიტანონ და რეგიონულ თანამშრომლობაზე და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება.
21 მაისი 2026, 09:04
პოლიტიკა
ICG: 2024 წლის არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებითაც ამომრჩევლებს ურჩევდნენ, „ქართული ოცნება“ აღარ აერჩიათ, რითაც პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების პრაქტიკა დაარღვიეს
„საქართველოს ოფიციალური პირების სამუშაო დონეზე თანამშრომლობა ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან, არსებული ცნობებით, კვლავ კარგ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის კონტაქტები შეჩერებულია. ასევე შეუფერხებლად გრძელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრებთან“, - წერს ICG.


