ილონ მასკმა რუსეთისთვის Starlink-ის ტერმინალების მიყიდვა უარყო
ილონ მასკი
ფოტო: Reuters
ილონ მასმა „ცრუ ინფორმაცია“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში Starlink-ის ინტერნეტზე მიიღეს წვდომა.
„ამტკიცებენ, რომ SpaceX-მა რუსეთს Starlink-ის ტერმინალები მიჰყიდა. ეს კატეგორიულად არასწორია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუსეთისთვის პირდაპირ თუ ირიბად არცერთი Starlink-ი არ მიგვიყიდია“, - დაწერა მასკმა საკუთარ სოციალურ ქსელში X.
დამატებითი განმარტება მან პოსტის კომენტარებში დაწერა.
„ის, რომ პუტინი ჭკვიან კაცს მეძახეს, არ ნიშნავს, რომ მას Starlink-ის ტერმინალებს ვაძლევ“, თუმცა არ გაუცია პირდაპირი პასუხი კითხვაზე შეუძლია თუ არა რუსეთს ტერმინალების შუამავლების დახმარებით შეძენა.
უკრაინულმა მხარემ 11 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი საომარი მოქმედებების ზონაში Starlink-ს იყენებს. მტკიცებულების სახით მათ რუსი სამხედროების კომუნიკაციის ფრაგმენტი წარადგინეს. 2023 წელს SpaceX-მა უკრაინელ სამხედროებს Starlink-ის თავდასხმის მიზნით გამოყენება აუკრძალა. მასკი ამბობდა, რომ არ სურს მისი კომპანია პირდაპირ იყოს ჩართული ომსა და კონფლიქტის ესკალაციაში.
ყველა სიახლე
27 მარტი 2026, 14:32
ეკონომიკა
BACEE-ს თავმჯდომარე: „ქართუ“ შესანიშნავი თანამასპინძელია. მაღალი დონის წარმომადგენლობაა მთავრობიდან. ისტორიული მომენტია, რომ ასეთ კონფერენციას ვმართავთ ცენტრალური ევროპის გარეთ. ეს არის საქართველოს განვითარების მტკიცე აღიარება
„ქართუ“ შესანიშნავი თანამასპინძელია. მაღალი დონის წარმომადგენლობაა პოლიტიკური სპექტრიდან. ისტორიული მომენტია, რომ ასეთ კონფერენციას ვმართავთ ჩვენი რეგიონის, ცენტრალური ევროპის გარეთ. ეს არის საქართველოს განვითარების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და საბანკო სისტემის განვითარების მტკიცე აღიარება, - განაცხადა BACEE-ს თავმჯდომარემ, თომას ლემპულიმ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრისას.
27 მარტი 2026, 14:29
ეკონომიკა
„ქართუს“ გენერალური დირექტორი: ფაქტობრივად, ერთიანი ძალისხმევით ხდება ფინანსური სექტორის განვითარება. შესაბამისად, ქვეყნისთვის ეს არიას ძალიან დიდი პროგრესის მანიშნებელი, ძალიან დიდი სტიმული
ფაქტობრივად, ერთიანი ძალისხმევით ხდება ფინანსური სექტორის განვითარება, - განუცხადა ჟურნალისტებს ბანკი „ქართუს“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.
27 მარტი 2026, 14:28
მსოფლიო
მედია: Visa-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს
საერთაშორისო გადახდის სისტემა Visa-მ რუსეთში ოთხი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
27 მარტი 2026, 14:15
რეგიონი
„მუსიკალური ბათუმი ერევანში“ - სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გალა კონცერტი გაიმართა
სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში გალა კონცერტი „მუსიკალური ბათუმი ერევანში“ გაიმართა. ინფორმაციას აჭარის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
27 მარტი 2026, 14:11
საზოგადოება
მარიამ გრიგოლიშვილი: ვცდილობთ, ყველა მიმართულება მოვიცვათ და ახალგაზრდებისთვის გავაჩინოთ საინტერესო პროექტები, დასაქმების შესაძლებლობები, რათა მათთვის საინტერესო ყველა სფერო ამოვწუროთ
,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და თბილისის საკრებულოს სიის წევრი, მარიამ გრიგოლიშვილი „იმედის დღეში“ ახალგაზრდების ხელშეწყობაზე საუბრობს.
27 მარტი 2026, 14:10
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოვლინეს.
27 მარტი 2026, 14:08
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: იმედი მაქვს, შეხვედრებში უამრავი ახალგაზრდა ჩაერთვება, რომლებიც საბოლოო ჯამში გახდებიან ქვეყნის სახეები, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ყველას შეხვდეთ
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს იწყებს. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, გადაცემაში „იმედის დღე“ პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობასა და მათ დიდ როლზე ისაუბრა.
27 მარტი 2026, 14:07
მსოფლიო
POLITICO: გლობალური ენერგეტიკული კრიზისი უკრაინის საომარ ძალისხმევას საფრთხეს უქმნის
აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის გამო შექმნილი ენერგოკრიზისი უკრაინის საწვავით მომარაგებას და მის საომარ ძალისხმევას საფრთხე უქმნის. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
27 მარტი 2026, 14:05
საზოგადოება
თეკლა თიკანაშვლი: მთავარი სათქმელი, რაც გვინდა ახალგაზრდებს ვუთხრათ არის ის, რომ გვინდა მოვისმინოთ მათი იდეები. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რატომაც მივდივართ რეგიონებში
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრი თეკლა თიკანაშვლი „იმედის დღეში“ იმ მიზნებზე საუბრობს, რაზეც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონული ტურნეს ფარგლებში გეგმავს.
27 მარტი 2026, 14:04
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩენგდუში ქართული ღვინის მორიგი წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენაში „Fine Wineseer” მონაწილეობდა.
27 მარტი 2026, 14:03
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: ხელი უნდა შევუწყოთ მომავალ თაობას, რომ განვითარდნენ და საბოლოო ჯამში, გამოადგნენ ქვეყანას - მთავარი ინტერესი, მიზანი და მოტივაციაა, ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო ძლიერი და წარმატებული
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ახალგაზრდებთან დაგეგმილ შეხვედრებზე, "იმედის დღის" ეთერში ისაუბრა.
27 მარტი 2026, 14:03
პოლიტიკა
ლიპარტელიანი ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული ტურნეს ფორმატზე: გავცვლით აზრებს, მაქსიმალურად ვეცდებით ახალგაზრდების თხოვნები, იდეები, გავითვალისწინოთ - შეხვედრაზე დასწრებას QR კოდით შეძლებენ, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, გადაცემაში „იმედის დღე“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ რეგიონული ტურნეს დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
27 მარტი 2026, 14:01
საზოგადოება
მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადიდან პატრიარქის ბანერები დროებით მოიხსნება. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ბანერები შენობაზე ისევ განთავსდება
მოსალოდნელი უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადიდან პატრიარქის ბანერები დროებით მოიხსნება. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, ბანერები შენობაზე ისევ განთავსდება.
27 მარტი 2026, 13:46
სამართალი
პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მითვისების, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის 4 პირი დაკავებულია. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
27 მარტი 2026, 13:39
სამართალი
პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.
27 მარტი 2026, 13:38
სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული ს.უ. და 1987 წელს დაბადებული ა.ქ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით დააკავეს.
27 მარტი 2026, 13:30
პოლიტიკა
პაპუაშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ, გვახსენდება 9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში
ევროპარლამენტის სხდომებს, რომ ვუყურებთ ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით, გვახსენდება 9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც ზუსტად ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის სხდომებს რომ ვუყურებთ, გვახსენდება 9 აპრილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, სადაც ისე ლანძღავდნენ ქართველებს, როგორც დღეს გვლანძღავენ ევროპარლამენტში
27 მარტი 2026, 13:30
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საერთაშორისო საბანკო კონფერენციის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, მზარდ როლს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციისა (BACEE) და ქართუ ბანკის მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
27 მარტი 2026, 13:25
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 6 ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
27 მარტი 2026, 13:23
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს
საქართველოს რკინიგზა 1 აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს.


