ბარსელონაში ესპანეთის ერთიანობის მომხრეთა აქცია გაიმართა
ფოტო: youtube
ბარსელონაში ესპანეთის ერთიანობის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ისინი დამოუკიდებლობის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აქციის მონაწილეთა ნაწილმა კატალონიის გადაყენებული პრეზიდენტის კარლოს პუჩდემონის გასამართლებაც კი მოითხოვა. მომიტინგეები ესპანეთის პოლიციის შენობასთანაც მივიდნენ, რათა სამართალდამცველებისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ.
დღეს მადრიდმა პუჩდემონს არჩევნებში მონაწილეობა შესთავაზა. თავის მხრივ, კატალონიის გადაყენებული პრეზიდენტი ხალხს დემოკრატიული წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პუჩდემონმა პოლიტიკური თავშესაფარი შესაძლოა ბელგიას სთხოვოს. ამ ინფორმაციას ბელგიის მიგრაციის მინისტრმა რეალისტური უწოდა.
ესპანეთის ხელისუფლებამ კატალონიის პრეზიდენტის და ვიცეპრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ესპანეთის პრემიერმინისტრის მოადგილეს სორაია საენს დე სანტამარიოს დააკისრა.
27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა. წინააღმდეგი იყო 10. ორმა თავი შეიკავა. დანარჩენმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს (სულ 135 დეპუტატი).
გამოცხადების შემდეგ ერთ საათში, ესპანეთის სენატმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას გულისხმობს, შესაბამისად რეგიონის ავტონომიის გაუქმებას. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება რის შემდეგაც დეპუტატები ახალ რეგიონულ მთავრობას დანიშნავენ.
ყველა სიახლე
28 აპრილი 2026, 10:57
ტაბლოიდი
ლონდონში ყველაზე გრძელი ტირამისუ მოამზადეს🧑🍳
დესერტზე 100 იტალიელი შეფ-მზარეული 2 დღის განმავლობაში მუშაობდა. გიგანტური ტირამისუს მოსამზადებლად დაიხარჯა 19 ათასი კვერცხი, 2,2 ტონა მასკარპონე და 128 ათასი ორცხობილა „სავოიარდი“. გინესის რეკორდების წიგნის წესების თანახმად, დესერტი უშუალოდ ადგილზევე უნდა დამზადებულიყო და აწყობილიყო.
28 აპრილი 2026, 10:55
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს DTRA- ს მიერ სასაზღვრო პოლიციისათვის გადმოცემული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მდგრადობის უზრუნველყოფისა და შენარჩუნების საკითხები. ასევე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის პრიორიტეტული მიმართულებებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.
28 აპრილი 2026, 10:54
მსოფლიო
POLITICO: ხუთი მიზეზი, რის გამოც ნატო რუსეთთან საომრად მზად არ არის
გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ნატო რუსეთთან საომრად მზად არ არის და საამისოდ ხუთი მიზეზი არსებობს.
28 აპრილი 2026, 10:31
სამართალი
კახეთის პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
28 აპრილი 2026, 10:28
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლევან მაისურაძესთან და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
28 აპრილი 2026, 10:26
სპორტი
კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება⚽
ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ნახევარფინალების ეტაპი იწყება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. თამაში პარიზში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
28 აპრილი 2026, 10:20
კულტურა
HBO-მ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თრეილერი გამოაქვეყნა
სტრიმინგ სერვისმა HBO პოპულარული სერიალის, „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის თრეილერი წარადგინა. ვიდეო HBO Max-ის ოფიციალურ YouTube-არხზე გამოქვეყნდა.
28 აპრილი 2026, 10:18
პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერჰესმა ილია მეორის ხსოვნას ევროპარლამენტის სხდომაზე პატივი მიაგო: ვიხსენებ პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას, რათა მისი რწმენისა და სიმამაცის ნათელი მაგალითი მარადიულად დარჩეს
2026 წლის 27 აპრილს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოთქმული სიტყვით, პატივი მივაგე უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას, - წერს ევროპარლამენტარი, რუმინეთის კონსერვატიული პარტიის პრეზიდენტი, კრისტიან ტერჰესი X-ზე.
28 აპრილი 2026, 10:13
რეგიონი
მდინარე ანთოკისხევზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა
„ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - ბაკურციხე - ლაგოდეხის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრზე, მდინარე ანთოკისხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.
28 აპრილი 2026, 10:05
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვემო ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე ხრამზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
28 აპრილი 2026, 09:56
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: აშშ-ის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელ მსოფლიოში დასაცინია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ამერიკის საარჩევნო სისტემაში არსებულ პრობლემებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩევნები გაყალბებული, მოპარული და მთელ მსოფლიოში დასაცინია.
28 აპრილი 2026, 09:35
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანს იმდენი ნავთობი დაუგროვდა, რომ მას მიტოვებულ რეზერვუარებში ინახავს
ირანს დიდი ოდენობის ნავთობი დაუგროვდა, რომლის რეალიზაციას ვერ ახერხებს, რის გამოც მისი შენახვა მიტოვებულ სანავთობო რეზერვუარებში უწევს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
28 აპრილი 2026, 09:15
სამართალი
მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებმა მდინარე ხრამზე ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს 11 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი.
28 აპრილი 2026, 09:01
მსოფლიო
CNN: ტრამპი ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას სკეპტიკურად უყურებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ ირანის წინადადებას ომის დასრულების შესახებ, სავარაუდოდ, არ მიიღებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
28 აპრილი 2026, 08:57
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში გრძელდება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ ქართუს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი მიუნხენში გრძელდება. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზიდენტს, აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებს, სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებს. იმსჯელეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე.
28 აპრილი 2026, 08:51
პოლიტიკა
ნინო წილოსანი გვარამიას განცხადებაზე: ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს
ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ანტიქართული ძალები საკუთარ „სიძლიერედ“, სწორედ უცხოურ ქვეყნებთან და ელჩებთან კოორდინაციას აღიქვამენ.
28 აპრილი 2026, 08:45
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სანქციების თემასაც განიხილავს და რევოლუციის ხელშეწყობის თემასაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს
კოლექტიური ნაცმოძრაობის ნებისმიერი წარმომადგენელი სანქციების თემასაც განიხილავს და უფრო მეტსაც ალბათ - რევოლუციის ხელშეწყობის თემას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.
28 აპრილი 2026, 08:37
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შსს უამრავი მიმართულებით ძალიან ეფექტური იყო. გვაქვს რწმენა, რომ ის ამ წარმატებულ საქმიანობას სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელებს
ბატონმა გეკა გელაძემ საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, როგორც ძალიან აქტიურმა მენეჯერმა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
28 აპრილი 2026, 08:27
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას განიხილავს
დღეს პარლამენტში, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას, დეპუტატები პირველი მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.
28 აპრილი 2026, 08:21
პოლიტიკა
გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეს ოფიციალურად ჩაიბარებს
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, გეკა გელაძე ოფიციალურად ჩაიბარებს. ვიდრე პარლამენტი მის კანდიდატურას დაამტკიცებს, უწყების მომავალ ხელმძღვანელს თავდაპირველად, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.


