IMEDI /  05 ივნისი 2024, 22:10 / სანდო წყარო

რობერ ფიცო: მინდა ვთხოვო უცხოეთიდან დაფინანსებულ ანტისამთავრობო მედიას და არასამთავრობოებს, განსაკუთრებით მათ, ვინც სოროსისგან ფინანსდება, არ დააკნინონ ჩემზე თავდასხმის მნიშვნელობა და არ თქვან, რომ ეს იყო ერთი შეშლილის თავდასხმა

რობერტ ფიცო

რობერტ ფიცო

მოსალოდნელია, რომ ანტისამთავრობო მედია, უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ეცდებიან ჩემი მკვლელობის მცდელობის მნიშვნელობის დაკნინებას. იტყვიან, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი შეშლილი პირის თავდასხმა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერ ფიცომ თავის პირველ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა მას შემდეგ, რაც 15 მაისს მკვლელობის მცდელობისას რამდენჯერმე ესროლეს და ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

გამოჯანმრთელების შემდეგ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში რობერტ ფიცო ამბობს, რომ თავდამსხმელი სლოვაკეთის ოპოზიციონერი აქტივისტია.

„15 მაისს ოპოზიციონერმა აქტივისტმა ჩემი მკვლელობა სცადა ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. დიდებულმა სამედიცინო ჯგუფმა უარესი შედეგი თავიდან აგვარიდა. ახლა მკურნალობას ბრატისლავას წმინდა მიხეილის ჰოსპიტალში გავდივარ. ყველაფერი გეგმის მიხედვით თუ წავა, ეტაპობრივად, მე შევძლებ დავუბრუნდე სამსახურს ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში. ახლა დროა, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგა და ეს იქნება პატიება. არ ვგრძნობ სიძულვილს იმ უცნობის მიმართ, რომელმაც მესროლა. არ ვაპირებ სასამართლოში ჩივილს და კომპენსაციის მოთხოვნას. მე მას ვპატიობ, საკუთარ თავში გაერკვიოს, რა გააკეთა და რატომ. საბოლოო ჯამში, აშკარაა, რომ ის მხოლოდ ბოროტებისა და პოლიტიკური სიძულვილის მაცნე იყო, რომელიც პოლიტიკურად წარუმატებელმა და იმედგაცრუებულმა ოპოზიციამ განავითარა სლოვაკეთში. მოსალოდნელია, რომ ანტისამთავრობო მედია, უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ეცდებიან ჩემი მკვლელობის მცდელობის მნიშვნელობის დაკნინებას. იტყვიან, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი შეშლილი პირის თავდასხმა, რომ არ არის კავშირი მასა და ოპოზიციას შორის, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი არ იყო სერიოზული. მე ყოველთვის ვიცავდი ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ამიტომ ახლაც მხოლოდ იმის თქმით შემოვიფარგლები, რომ თავდასხმამ სერიოზულად დააზიანა ჩემი ჯანმრთელობა. არაერთი ოპერაცია გადავიტანე, ბევრი ტკივილი და ტანჯვა. მინდა ვთხოვო ანტისამთავრობო მედიას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სოროსის ფინანსური სტრუქტურის თანამფლობელობაშია: არ გაჰყვნენ ამ გზას, პატივი სცენ როგორც ამ მკვლელობის მცდელობის სიმძიმეს, ასევე, მის შედეგებსაც. კიდევ ერთხელ ვიწვევ მათ, რომ რობერტ ფიცოს ეს ტესტი ჩააბარონ: როგორ მოიქცეოდნენ ისინი იგივე რომ სლოვაკეთის ოპოზიციის რომელიმე ლიდერს დამართოდა, თავდამსხმელი კი სლოვაკეთის სოციალ-დემოკრატებთან (SMER) დაკავშირებული პირი ყოფილიყო?! არ მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედი შეშლილი პირის თავდასხმა იყო. რამდენიმე თვეა საჯაროდ ვამბობდი, რომ სლოვაკეთში სამთავრობო პოლიტიკოსის მკვლელობის ალბათობა იზრდება. ამაზე ვისაუბრე საჯაროდ მედიაში, პრესკონფერენციებზე. ეს ვუთხარი ევროკავშირისა და ნატოს ელჩებს სლოვაკეთში. ეს თემა ასევე განვიხილე რამდენიმე ორმხრივ შეხვედრაზე ჩემს პარტნიორებთან. რამდენიმე კვირის წინ, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მინისტრებსაც კი ვთხოვე, რომ ხალხმრავალ ადგილებს მოერიდონ. არა, მე არ მქონდა სადაზვერვო ინფორმაცია [თავდასხმასთან დაკავშირებით], მაგრამ პოლიტიკაში ჩემმა 32-წლიანმა გამოცდილებამ მაფიქრებინა ეს. ჩემი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში მე ყოველთვის ვეყრდნობოდი ძირითად პოლიტიკურ უფლებას, განსხვავებული აზრის შესახებ. მე ძირეულად არ ვეთანხმები ერთადერთი სწორი აზრის პოლიტიკას, რომელსაც ზოგიერთი წამყვანი დასავლური დემოკრატია აგრესიულად უწყობს ხელს. მე წინააღმდეგი ვარ საშინაო საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის ან დემოკრატიის იძულებითი ექსპორტის იმ ქვეყნებში, რომლებმაც საკუთარი გზით წასვლა გადაწყვიტეს. სლოვაკეთს არ აქვს იმის ეკონომიკური ან სამხედრო რესურსი, რომ საკუთარი ინტერესები ძალმომრეობით გაატაროს. ჩვენ მტკიცედ უნდა ვისწრაფოდეთ საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ. მე მაქვს იმის გამბედაობა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდ ქვეყანას უკავშირდება ეს”, - აღნიშნა ფიცომ.


მისი თქმით, როდესაც ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც სლოვაკეთია, ჰყავს ასეთი მტკიცე პოლიტიკური ლიდერები, მისი პოზიციონირება საერთაშორისო ურთიერთობებში ყოველთვის ადვილი არ არის.

„ყველა წამყვანი დემოკრატია არ იყო ბედნიერი, როდესაც მე უარი ვთქვი ბელგრადის დაბომბვაზე და გამოვიყვანე სლოვაკეთის ჯარი ერაყიდან, ასევე, დავბლოკე არალეგალური მიგრანტებისთვის სავალდებულო კვოტების შემოღება, ან მაშინ, როდესაც მტკიცედ უარვყავი წინადადება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ვეტოს უფლების გაუქმების შესახებ. თავდაჯერებული, სუვერენული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკა მართალია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზეა დაფუძნებული, მაგრამ ორიენტირებულია მსოფლიოს ოთხივე კუთხეზე, რაც დღესდღეობით მოდაში არ არის. ეს ვითარება ჩემს პოლიტიკურ წარმომადგენლობასა და ევროკავშირსა და ნატოში პარტნიორებს შორის ურთიერთობებში მას შემდეგ გამწვავდა, რაც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა განხორციელდა, სადაც ჩვენ უარი ვთქვით უკრაინის სახელმწიფოს რაიმე სამხედრო დახმარების გაწევაზე, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა. ჩვენ კვლავაც ძირეულად ვამჯობინებთ მშვიდობას ომს. სწორედ უკრაინაში კონფლიქტმა კიდევ უფრო აამაღლა, ფაქტობრივად წმინდად აქცია ერთადერთი სწორი აზრის კონცეფცია ევროკავშირსა და ნატოში, კერძოდ, ის, რომ ომი უკრაინაში ნებისმიერ ფასად უნდა გაგრძელდეს რუსეთის ფედერაციის დასუსტების მიზნით. ვინც ამ ერთადერთ სავალდებულო მოსაზრებას არ იზიარებს, მაშინვე რუსეთის აგენტად სახელდება, პოლიტიკურად მარგინალიზდება საერთაშორისო დონეზე. ეს სასტიკი დაკვირვებაა, მაგრამ განსხვავებული აზრის უფლება ევროკავშირში აღარ არსებობს“, - აღნიშნა ფიცომ.


მისი თქმით, 2023 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, როდესაც მისმა პარტიამ მოახერხა მეოთხე მთავრობის ფორმირება, აბსურდი დაიწყო.

„ევროპელი სოციალისტების პარტიამ წევრობა შეუჩერა ჩვენს პარტიას, ეს კი აშკარად უკრაინის ომის შესახებ განსხვავებული შეხედულებისა და ეთიკურ საკითხებზე უკიდურესი შეხედულების მიმართ მხარდაჭერისადმი ჩვენი დათქმების გამო მოხდა. პრაღაში, ვიშეგრადის სამიტზე იყო მცდელობა, საბედნიეროდ წარუმატებელი, დაეშალათ რეგიონული თანამშრომლობის ეს მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რადგან სლოვაკეთსა და უნგრეთს განსხვავებული აზრი აქვთ ზოგიერთ საერთაშორისო საკითხზე. ის, რომ ზოგიერთ წამყვან დემოკრატიას სურვილი არ აქვს, პატივი სცეს სუვერენული და თავდაჯერებული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციას, სლოვაკეთის ოპოზიციისთვის სარგებლის მომტანი გახდა. მთავრობა, რომელიც ოპოზიციამ 2020-2023 წლებში ჩამოაყალიბა, სრულად დაემორჩილა დიდი ქვეყნების ინტერესებს, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მან მაშინვე მიიღო ერთადერთი სწორი აზრის კონცეფცია და ფაქტობრივად გაძარცვა სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მარაგი, მნიშვნელოვნად შეამცირა სლოვაკეთის თავდაცვითი შესაძლებლობები და შეუერთდა უკრაინაში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტის ხელმშემწყობი ქვეყნების ბანაკს. სანაცვლოდ, სლოვაკეთის მთავრობას შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც მოესურვებოდა. 2020 წლიდან 2023 წლამდე, ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის ფართოდ და ბოროტად გამოყენების მცდელობას ოპოზიციის ლიკვიდაციის მიზნით. ოპოზიციის წარმომადგენლებს ბრალი წაუყენეს და დააკავეს მტკიცებულებების გარეშე. პატიმრობაში ადგილი ჰქონდა საეჭვო სიკვდილის შემთხვევებსაც. მე, როგორც ოპოზიციის ლიდერი, 4-ჯერ დამადანაშაულეს, ჩემი პოლიტიკური საქმიანობისთვის ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე. 3 წლის განმავლობაში, ჩვენ ვცდილობდით ევროკავშირის ყურადღება მიგვექცია სლოვაკეთში შექმნილ ვითარებაზე. სლოვაკეთში კანონის უზენაესობის ხარისხთან დაკავშირებით, არცერთი კრიტიკული სიტყვა არ გაჟღერებულა. ასევე, არ თქმულა არაფერი ხელისუფლების შეცდომებზე ოპოზიციის გასანეიტრალებლად, რისთვისაც სისხლის სამართლის კოდექსს ბოროტად იყენებდნენ. არავინ, არც ევროკავშირში და არც ცალკეული წამყვანი დასავლური დემოკრატიის წარმომადგენლებისგან არ დაინტერესებულა. მათ შორის, არც ადვოკატ კრივოჩენკოს და გენერალ ლუჩანსკის გარდაცვალებაზეც კითხვები არ გასჩენიათ. არც დემონსტრაციულად მანიპულირებულ, სისხლის სამართლის პროცესებზე დაუსვამთ კითხვები.

წამყვანი დემოკრატიებისთვის კანონის უზენაესობაზე ბევრად მნიშვნელოვანი იყო სლოვაკეთში პოლიტიკური ძალების არსებობა, რომლებიც იყვნენ და არიან მზად ყველაფრის გასაკეთებლად უცხოური ინტერესების სასარგებლოდ, თუნდაც ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდეს სლოვაკეთის ეროვნულ პრიორიტეტებს. 2023 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მეოთხე მთავრობა, კოალიციურ პარტნიორებთან ერთად, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა სუვერენული და თავდაჯერებული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია მსოფლიოს ოთხივე კუთხეზე. ამჟამინდელმა ოპოზიციამ კი, რომელიც წახალისებულია წამყვანი დემოკრატიების მფარველი ხელით, 2020-2023 წლებში განაგრძო შეტევა და ხელისუფლების დადანაშაულება. ოპოზიციამ იცოდა და იცის, რომ განსხვავებული აზრისა და თავდაჯერებული და სუვერენული სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ხელშეწყობას დიდი მხარდაჭერა არ აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელთა წევრიც თავად სლოვაკეთია. და ამავდროულად, ოპოზიციამ ცხადჰყო, რომ ის ერთადერთი სავალდებულო აზრის მომხრეა, ის უკრაინაში ომის მომხრეა. ის [ევროკავშირში] ვეტოს უფლების გაუქმების მომხრეა და რუსეთსა და ჩინეთს დაუძინებელ მტრებად მიიჩნევს. 2023 წლის სექტემბრის არჩევნების შემდეგ, კვლავ არავინ აქცევს ყურადღებას ოპოზიციის მზარდ და კარგად ნაკვებ აგრესიულობას. არც მედია, არც არასამთავრობო ორგანიზაციები, არც სახელმწიფოს მეთაური, ვგულისხმობ პრეზიდენტს, არც ბრიუსელი და არც ნატო. წახალისებულია ფიზიკური მუქარა მაღალი რანგის პოლიტიკოსების მიმართ. ამიტომ, გახდა ეს მისაღები სტანდარტი ოპოზიციის აგრესიული წარმომადგენლებისთვის. ამჟამინდელი ოპოზიციის სიძულვილმა და აგრესიულობამ, რომელსაც აშუქებს მედია, ახალისებს უცხო ქვეყნების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პიკს მიაღწია მიმდინარე წლის გაზაფხულზე, კოალიციის კანდიდატის პიტერ პელეგრინის წარმატებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სლოვაკი პოლიტიკოსი, სლოვაკეთის არჩეული პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობას დაიკავებს 2024 წლის 15 ივნისს. სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები რეაგირების გარეშე ტოვებენ ასეთ ფაქტებს. ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნულ დღესასწაულზე აგზავნიან დაქირავებულ პროვოკატორებს, რომლებიც უხეშ შეურაცხყოფას აყენებენ საჯარო მოხელეებს. მსახიობები, ოპოზიციის მიტინგებზე პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ თავს ესხმიან ხელისუფლების წარმომადგენლებს თეატრში წარმოდგენების დროს. ოპოზიცია პატივს არ სცემს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების შედეგს და არც ხელისუფლებას. აქვე დავამატებდი რომ 2023 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენმა მთავრობამ ოპოზიციის მიმართ არ დაიწყო სისხლის სამართლის საქმეების წარმოება და არც პასუხი აგებინა იმ დანაშაულებებზე, რაც მათ ჩაიდინეს 2020-დან 2023 წლამდე, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში.

ძვირფასო მეგობრებო, 15 მაისს ქალაქ ჰანდლოვაში ეს არ იყო ვიღაც გიჟის თავდასხმა. ოპოზიცია ბოროტად იყენებს იმას, თუ როგორ ახორციელებენ დიდი დემოკრატიები ერთადერთ და სავალდებულო მოსაზრებას საგარეო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე და უარყოფს პატარა ქვეყნების სუვერენულ პოზიციებს. სლოვაკეთის საშინაო პოლიტიკაში ეს ისე ვლინდება, რომ ძალადობრივი და სიძულვილით სავსე ექსცესები ხდება. ნებისმიერი ძალადობრივი და სიძულვილით აღსავსე ექსცესი ლეგიტიმური სამთავრობო გუნდის წინააღმდეგ, საერთაშორისო დონეზე ყოველგვარი კომენტარის გარეშე რჩება. ოპოზიციამაც ვერ მოახერხა ამის შეფასება, რადგან არავინ აიძულებდა მათ ამის გაკეთებას. ისინი თავისი აგრესიული და სიძულვილით სავსე პოლიტიკით საზოგადოებას ხელმძღვანელობდნენ და მხოლოდ დროის საკითხი იყო ტრაგედია როდის დატრიალდებოდა.

დღეს გავიაზრე, რომ იმის შემდეგ, რაც 15 მაისს შემემთხვა ჰანდლოვაში, სადაც არა ხალხის დიდ რაოდენობას, არამედ იმ ადამიანთა მცირე ჯგუფს მივუახლოვდი, რომელიც მეგობრულად ხელის აწევით მესალმებოდა, წესით სიბრაზით, სიძულვილით და შურისძიებით სავსე უნდა ვიყო. პოლიტიკოსის მიმართ წინააღმდეგობა, რომელსაც არ ეთანხმებით, მისი დახვრეტით და მასზე შურისძიებით არ უნდა განხორციელდეს. მინდა გამოვხატო ჩემი რწმენა, რომ ყველა ის ტკივილი, რაც გამოვიარე და ახლაც განვიცდი, რაღაც კარგს ემსახურება. ხალხს შეეძლო საკუთარი თვალით დაენახა რა საშინელება შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ვინმეს არ შეუძლია დემოკრატიულად გაუწიოს კონკურენცია და პატივი სცეს განსხვავებულ აზრს. არც მე ვარ პოლიტიკური ანგელოზი. შემიძლია მკაცრი ვიყო. მთავრობებიც კი, რომლებსაც მე ვხელმძღვანელობ, არ იყვნენ და არ არიან სრულყოფილი. რა თქმა უნდა, ბევრი რამ სხვაგავარად შეიძლება გაკეთდეს და ზუსტად შეთავაზება, რომ რაღაც სხვანაირად და უკეთესად გააკეთო, განსხვავებული აზრი გქონდეს, უნდა იყოს ნებისმიერი მნიშვნელოვანი დემოკრატიული კონკურენციის ელემენტარული საფუძველი.

შეთავაზება არ შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის დაპატიმრება, ან განზრახ მოკვლა უმიზეზოდ. ოპოზიციას მოუწევს ამაზე ფიქრი, თუ ასე გაგრძელდა მაისის საშინელება, რომელიც თქვენ ყველამ პირდაპირ ეთერში იხილეთ, გაგრძელდება და კიდევ იქნება მსხვერპლი, ეჭვი არ მეპარება ერთი წამითაც. მჯერა, რომ საზოგადოება დამშვიდდება და მალე შევხვდებით შინაარსობრივად და მშვიდობიანად“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.

ყველა სიახლე

17 სექტემბერი 2026, 01:22

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მაღალი ინფლაციის ფონზე საპროცენტო განაკვეთი ბოლო 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად გაზარდა

აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა ოთხშაბათს ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა. მაღალი ინფლაციის ფონზე, ეს ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირველი შემთხვევაა ბოლო სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

17 სექტემბერი 2026, 00:26

პოლიტიკა

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი: ვფიქრობ, რომ ისლანდიის მოსახლეობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ევროკავშირში გასაწევრიანებლად განაცხადის შეტანის არავითარი მცდელობა აღარ იქნება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაინახა პრობლემები - პენსიების შემცირება, თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი, მიგრაციის პრობლემა

ვფიქრობ, რომ მცირე ქვეყნისთვის, როგორიცაა ისლანდია, რომლის ეკონომიკა ეყრდნობა თევზჭერას და ენერგოსფეროს, სუვერენიტეტის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის, რომელთაც ბრიუსელში თავისი სიტყვა ეთქმით გადაწყვეტილების მიღების სისტემაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა.

გიტანას ნაუსედა

17 სექტემბერი 2026, 00:25

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს - მოსკოვი შესაძლოა ცდილობდეს ზეწოლა მოახდინოს იმ ქვეყნებზე, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას, ნატოსთან ღია კონფრონტაციაში შესვლის გარეშე

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროპაში დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები შესაძლოა რუსეთის უფრო ფართო ტაქტიკის ნაწილი იყოს.

17 სექტემბერი 2026, 00:08

პოლიტიკა

ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორი რეფერენდუმის შედეგებზე: ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი, მცირე ქვეყნების ლაპარაკი ეს თითქოს არის ჩურჩული, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ჩვენი გავლენა ბრიუსელში იქნება ძალიან მცირე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ისლანდიის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსმა ჰანეს ჰოლმშტაინ გისურარსონმა ისლანდიაში გამართული რეფერენდუმის შედეგების განხილვისას, რომლის თანახმადაც მოსახლეობამ უარი განაცხადა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. მისი თქმით, მცირე ქვეყნების ლაპარაკი თითქოს ჩურჩულია, რომელსაც ბრიუსელში არავის უსმენს.

ლევან მახაშვილი

17 სექტემბერი 2026, 00:05

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი

ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ოღონდ ეს თანამშრომლობა არა ყველაფრის ფასად, აქ ამაზეა ლაპარაკი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

17 სექტემბერი 2026, 00:01

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროკავშირში მაღალი დონის შეხვედრებს გამოვიყენებთ იმისათვის, რათა აღვადგინოთ დიალოგი და დავანახვოთ ყველას, რომ, რაც შეიძლება ბრიუსელის ფანჯრიდან ჩანდეს, არის ერთი მდგომარეობა, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარება, რაც არის ამ რეგიონში, განსხვავებულია - ჩვენ ეს ურთიერთობები არ გაგვიფუჭებია

„მაგასთან“ დაპირისპირება პირველი არ არის, იქ იყო ისლანდიის რეფერენდუმის შედეგები, გერმანიის ერთ-ერთ მიწაზე არჩევნების შედეგები და საბოლოო ჯამში ეს მოვლენები ბრიუსელს ერთ რამეს უნდა აჩვენებდეს, რომ მისი ეს საგარეო და საშინაო პოლიტიკა სწორი მიმართულებით არ მიდის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:45

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი მარტა კოსზე: მან წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან. ფაქტია, რომ გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს

მან [მარტა კოსი] წააგო გეოპოლიტიკური კონკურენაცია ამერიკასთან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისარ მარტა კომისის იმ განცხადების შეფასებისას, რომლის თანახმადაც ევროკავშირში წევრობის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის „MAGA“ მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ. მახაშვილის თქმით, კოსი გეოპოლიტიკური კონკურენციის კონტექსტში ერთსა და იმავე სიბრტყეზე აყენებს რუსეთს, ჩინეთს და აშშ-ს.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:37

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან ფარულ შეხვედრაზე: ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია. წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა შემდგომი რადიკალიზაციის წყარო იყო

ყველაზე დასანანი და შეიძლება გასაკვირიც ის არის, რომ ნორვეგიის ელჩი სულ ახალი ჩამოსულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გვარამია-ჯაფარიძის ნორვეგიის ელჩთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: სრულიად ლოგიკურ დაპირისპირებას ვხედავთ ოპოზიციურ ფლანგზე - ამ პარტიებს არასდროს უმოქმედიათ საქართველოს ინტერესებით

ეს პარტიები არასდროს არ ყოფილან საქართველოს ინტერესებით მოქმედნი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:26

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე: პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა

პოლიტიკა უნდა აკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და არა რადიკალურმა დაჯგუფებებმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საკონსტიტუტუციო სარჩელში პარტიის „საქართველოსთვის“ დამატების საკითხის განხილვისას. მისი თქმით, ამიერიდან, როგორც კი ხელისუფლება დაინახავს, რომ პოლიტიკურ სივრცეში რომელიმე ორგანიზაცია კონსტიტუციური წესწყობილებიდან გადის, ვალდებული იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

გია აბაშიძე

16 სექტემბერი 2026, 23:22

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „ვოლტ ჯორჯია“ არ პროპაგანდირებს ვოუქიზმის სახით მავნებლურ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას - ის გაცილებით უარესს აკეთებს: სარეკლამო სახედ იყენებს ნაცექსტრემისტთა ერთ-ერთ სახედაკარგულ არარაობას, ვინმე Kordz-ს

აშშ-ში მომხმარებელთა ბოიკოტმა არაერთ დიდ კომპანიას რეალურად უკან დაახევინა ვოუქიზმის მავნებლური პროპაგანდის ტირაჟირებისგან. ყველაზე თვალსაჩინოა Bud Light, Target, Tractor Supply და სხვა. საქართველოს შემთხვევაში, შპს „ვოლტ ჯორჯიის“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იმავე Kordz-ის შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი გუნდის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ლევან მახაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:19

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც საქართველოს ინტერესებშია

ის დრო დასრულდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ რამეს იმის მიხედვით, თუ რას იფიქრებს სხვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ანტონიუ გუტერეში

16 სექტემბერი 2026, 23:10

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის გახსნამდე გაკეთდა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სწრაფი დასრულების პერსპექტივის გარეშე გრძელდება, რაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ პირველ ნაბიჯად ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას აუცილებელს ხდის.

16 სექტემბერი 2026, 23:06

სპორტი

საქართველოს სუმოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა

საქართველოს სუმოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 15 მედლით დაასრულა

თამაზ ელიზბარაშვილი

16 სექტემბერი 2026, 23:05

პოლიტიკა

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

დონალდ ტრამპი

16 სექტემბერი 2026, 22:51

მსოფლიო

აშშ-მა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ

ვაშინგტონმა ვენესუელა ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც, მისი შეფასებით, ნარკოტიკების კონტროლის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, და მიანიშნა, რომ მომავალ წელს შესაძლოა კოლუმბიის ჯერიც დადგეს, თუ მისი ახალი მთავრობა კოკაინის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში პროგრესს მიაღწევს.

16 სექტემბერი 2026, 22:33

მსოფლიო

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: კანონიერი საპროტესტო აქციები და დამოუკიდებელი ლობირება დაცული უფლებებია, თუმცა, თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობის ფედერალური კანონები - ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას

იუსტიციის დეპარტამენტს სურს საზოგადოებას შეახსენოს იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ, - ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

16 სექტემბერი 2026, 22:09

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ჰუმანიტარული ფონდის საწყობი სრულად განადგურდა

დღეს დილით, რუსული თავდასხმის შედეგად, კიევში ელენა ზელენსკის ფონდის საწყობი სრულად განადგურდა. ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარ Facebook-გვერდზე განაცხადა.

შაკო კუჭაშვილი

16 სექტემბერი 2026, 21:57

პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მონაწილეობაზე: კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი „სიფათი“ სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს

კომპანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მაგინებელს საკუთარ პლატფორმას უთმობს, ფულს უხდის და მიიჩნევს, რომ მისი სიფათი სარეკლამო კამპანიისთვის გამოდგება, მასობრივ და ორგანიზებულ ბოიკოტს იმსახურებს! - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი კომპანია „ვოლტის“ რეკლამაში DJ კორძის მთავარ პერსონაჟად გამოჩენას.

დავით ქართველიშვილი

16 სექტემბერი 2026, 21:54

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი Wolt-ს: თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა, როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის „შემოქმედია“, თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ

დღეს თქვენი ჯერიც დადგა. თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა - როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის "შემოქმედია", თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც თქვენ საკუთარი აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Wolt-ის სარეკლამო კამპანიას.