ავსტრალიის მთავრობა აპირებს, რომ ბავშვებსა და მოზარდებს სოცქსელებით სარგებლობა აუკრძალოს
ფოტო: Legion Media
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მთავრობა გეგმავს კანონის მიღებას, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ასაკობრივ შეზღუდვას დააწესებს.
ალბანეზეს თქმით, შეზღუდვას 14 ან 16-წლამდე მოზარდები დაექვემდებარებიან.
„მინდა, რომ ბავშვები მოსწყდნენ ამ მოწყობილობებს, გავიდნენ საფეხბურთო მოედნებზე, აუზებზე და ჩოგბურთის კორტებზე“, - განაცხადა პრემიერმა.
მან განმარტა, რომ სოციალურ ქსელებს ზიანი მოაქვთ, ბავშვებს კი რეალურ ადამიანებთან ურთიერთობის რეალური გამოცდილება სჭირდებათ.
პრემიერმა განცხადება პარლამენტში მიმდინარე გამოძიების ფონზე გააკეთა, რომლის მიზანიც საზოგადოებაზე სოციალური ქსელების გავლენის შესწავლაა. თუმცა, პრემიერის ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ აკრძალვამ შეიძლება მოზარდებს ნაკლებად ხარისხიან ონლაინ-პლატფორმებზე გადასვლისკენ უბიძგოს.
არსებული ინფორმაციით, ავსტრალიის მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე ონლაინ-აქტიურია მსოფლიოში. სოციალური ქსელებით 26 მილიონი ავსტრალიელიდან 21 მილიონი სარგებლობს. 12-17 წლის მოზარდების 75% კი YouTube-ისა და Instagram-ის მომხმარებელია.
ყველა სიახლე
23 აპრილი 2026, 09:21
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის საკითხზე განხეთქილებაა
ალიანსის ლიდერებს პატიმარი სააკაშვილის წერილები აწუხებთ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ალიანსის სხვა წევრების მხრიდან მათი ლიდერის პატივისცემა. დაპირისპირებასა და მისი მისამართით კომენტარებს მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ციხიდან.
23 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკი უკრაინის მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში ომმა მსოფლიოს რუსეთის აგრესიიდან ყურადღება გადაატანინა და არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები ირანში კონფლიქტის დასრულებამდე არ განახლდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 08:56
მსოფლიო
Reuters-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო
სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე უკრაინული სამეთაურო და კონტროლის პლატფორმა Sky Map-ი ამოქმედდა. ბაზაზე იმყოფებიან უკრაინელი სამხედრო ჩინოსნებიც, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ირანული დრონების, მათ შორის შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და დაჭერის მიზნით უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიან.
23 აპრილი 2026, 08:51
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 აპრილს საქართველოში
23 აპრილს ქუთაისში ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში ნალექს ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო ამინდია, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
23 აპრილი 2026, 08:29
კულტურა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრმა თელაველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა
გამოფენა სახელწოდებით „გაზაფხული“, დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გაეცნოს ხელოვანის მრავალწლიანი შემოქმედებითი ძიების შედეგს — ფერების, ფორმებისა და ემოციების სინთეზს. ლევან მოსიაშვილის შემოქმედება რამდენიმე ეტაპად იყოფა და მოიცავს ქართულ თემატიკას, კახურ ყოფასა და ფილოსოფიურ აბსტრაქციებს.
23 აპრილი 2026, 08:25
კულტურა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და სომხეთის საელჩოს ორგანიზებით, სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა
საღამო სომხეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავი, გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე სერგეი ხაჩატრიანი. საელჩოს მიერ მოწვეული იყვნენ სომხეთის ცნობილი მედუდუკეები.
23 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ საკანონმდებლო აქტის განხილვისას დაფიქსირებული მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ პოზიტიურ დინამიკას. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს შუა დერეფნისა და რეგიონის პოტენციალის განვითარებაში.
23 აპრილი 2026, 08:04
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
23 აპრილი 2026, 07:59
საზოგადოება
ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
23 აპრილი 2026, 02:09
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ამ პრეპარატებს ევროპის ავტორიზაცია არ აქვთ, მაგრამ მინიჭებული აქვთ აშშ-ის დაჩქარებული ავტორიზაცია. ეს დაჩქარებული წესი ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს კვლევები - დაევალათ ცხოველებზე და ადამიანებზე კვლევა
ეგზონის ამოგდების (exon skipping) არცერთ პრეპარატს არ აქვს ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია ერთის გამოკლებით - რომელსაც ჰქონდა, თუმცა შემდეგ უარი ეთქვა. 2018 წელს არის მიღებული ეს გადაწყვეტილება და მას შემდეგ არცერთ ამ ტიპის პრეპარატზე განაცხადი არ არის შეტანილი. მიზეზია წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე. კერძოდ, „კვლევის მიხედვით, არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით“. ესე იგი, მათ შორის, ვინც პრეპარატს იღებს და ვინც პლაცებოს არ იღებს (ანუ რეალურ პრეპარატს), შედეგი ერთნაირია. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მედიკამენტი ერთ მილიონ დოლარამდე ღირს და, ბუნებრივია, ასეთი საკითხი მარტივად ვერ გადაწყდებოდა და ვერც ასეთი კვლევები გამოქვეყნდებოდა სერიოზული არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
23 აპრილი 2026, 02:05
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია
ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია. FDA-საც ასევე გაცემული აქვს, მაგრამ იქვე უთითებს, რომ მწარმოებელმა უნდა წარადგინოს კლინიკური კვლევის შედეგები“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კვლევები გრძელდება, პროგნოზი დამაიმედებელია.
23 აპრილი 2026, 01:59
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მსჯელობა საჭიროა არა ცხელ გულზე და არა ემოციებით, არამედ აუცილებელია პრაგმატული არგუმენტებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითოეულ მედიკამენტზე შეგვიძლია ვთქვათ რა კონკრეტული საკითხებია განსახილველი
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა საჭიროა არა ემოციით, არამედ - პრაგმატული არგუმენტებით.
23 აპრილი 2026, 01:55
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ექიმებს, რომლებიც დადიან სამინისტროში, აქვთ თავიანთი რეპუტაცია და ასე მოხსენიება თითქოს ვინმე მათ რამეს კარნახობს, უბრალოდ, უპატივცემულობაა
მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს შევხვდეთ, ფართოდ იყოს ამ საკითხზე მსჯელობა (საქმიანად, არგუმენტებით), რომელიც მოიცავს ამ მედიკამენტის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის თემებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
23 აპრილი 2026, 01:55
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან
„საკითხი მართლაც ძალიან რთული და კომპლექსურია. სირთულეს ყველაზე მეტად განაპირობებს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები, მათი ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან. მე კარგად მესმის მათი ემოციები, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები შემგუებელი იმ პოლიტიკოსების ან პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიმართ, რომლებიც სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები არიან და პოლიტიკურად მოტივირებულ განცხადებებს აკეთებენ. ისინი ან განზრახ ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, ან, უბრალოდ, დილეტანტობასთან გვაქვს საქმე“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
23 აპრილი 2026, 01:52
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებზე: ევროპული სახელმწიფოებიც ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ამ პრეპარატების დაფინანსებაზე და ფრთხილად ეკიდებიან საკითხს
ჩვენ ხომ ვერ ვიტყვით, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ელოდებიან და ამ დრომდე ვერ იღებენ გადაწყვეტილებას დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით, ამ პრეპარატების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ვერ ვიტყვით იმასაც, რომ თანხა ენანებათ. ესენი არიან სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოზე ბევრად მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ და, იმავდროულად, მათი კვლევითი რესურსებიც გაცილებით დიდია. ვგულისხმობ საფრანგეთს, გერმანიას, სკანდინავიურ სახელმწიფოებს და სხვებს. ისინიც ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ფრთხილად ეკიდებიან ამ საკითხს, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
23 აპრილი 2026, 01:46
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი - წარმოუდგენელი სიფრთხილე და პოლიტიკური ალღო, გადაწყვეტილებების მიღების უნარი სჭირდება იმას, ასე სწორად იარო მთავარ გამოწვევასთან მიმართებაში
დღეს ინფორმაციული ომი არის მთავარი იარაღი სხვადასხვა ჯგუფის, ქვეყნის, ორგანიზაციის თუ ადამიანის ხელში. აქ საჭიროა დიდი პოლიტიკური ალღო, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ იმედი Live”. მან უპასუხა კითხვას - როგორია თქვენი თვალით დანახული ის გამოწვევები, რასაც ქვეყანამ გაუძლო „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში?
23 აპრილი 2026, 01:44
პოლიტიკა
მდინარაძე პატრიარქის არჩევის პროცესზე: მკაცრად ჩაშლილი დავალებაა, რომ არ გაეკაროთ ამ თემას. მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ თუ სუს-იდან ერთი ადამიანი უბრალოდ კითხვის დონეზე მისულა რომელიმე სასულიერო პირთან, პასუხს ვაგებ პირადად
დღეს, მთელი პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ თუ სუს-იდან ერთი ადამიანი უბრალოდ კითხვის დონეზე მისულა რომელიმე სასულიერო პირთან, ის რას აპირებს, ეს რას აპირებს, ამ დონეზეც კი, პასუხს ვაგებ პირადად, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „ იმედი Live”.
23 აპრილი 2026, 01:39
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მაქვს განცდა იმისა, რომ ყველამ, მათ შორის შტატებშიც, ევროპაშიც, სხვა ქვეყნებშიც დაინახეს, რომ საქართველო დღეს არის გაცილებით დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ვიდრე ეს იყო წლების წინ
მაქვს განცდა იმისა რომ ყველამ, მათ შორის შტატებშიც, ევროპაშიც, სხვა ქვეყნებშიც დაინახეს, რომ საქართველო დღეს არის გაცილებით დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო, ვიდრე ეს იყო წლების წინ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, წლების წინ შიდა საკითხები „ქართულ ოცნებას“ თამამი გადაწყვეტილებების საშუალებას არ აძლევდა.
23 აპრილი 2026, 01:22
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ტულსი გაბარდი არის ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ცხოვრებაში თვალით არ მინახავს ეს ადამიანი, მაგრამ შევხვდი სხვა სამსახურის სხვა ხელმძღვანელს
ტულსი გაბარდი არის ამერიკული სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, ცხოვრებაში თვალით არ მინახავს ეს ადამიანი, ეს იყო ტყუილი, მაგრამ შევხვდი სხვა სამსახურის სხვა ხელმძღვანელს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა და მომავალმა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, აშშ-ში გამართული მისი შეხვედრა იყო პოზიტიური, რა დროსაც მხარეებმა მოსაზრებები და ინფორმაციები გაცვალეს.
23 აპრილი 2026, 01:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ომთან დაკავშირებით „დროის ჩარჩოები“ არ არსებობს და უარყოფს, რომ გადაწყვეტილებებს შუალედური არჩევნები განაპირობებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულებისთვის „ვადები დაწესებული არ არის“ და უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ მის მიდგომაზე პოლიტიკური მოსაზრებები ახდენს გავლენას.


