ევროკავშირის ქვეყნები 34 000 ლტოლვილის მიღებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები მომდევნო 2 წლის განმავლობაში აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 34 000 ლტოლვილის მიღებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საშინაო საქმეების და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა განაცხადა.
მანამდე ევროკომისიამ 2-წლიანი გეგმა გაავრცელა, რომლის თანახმადაც ევროკავშირში ლეგალურად შესვლის უფლება 50 000-მდე მიგრანტმა უნდა მიიღოს. ამ გზით ევროკავშირი არალეგალ გადამყვანებს ებრძვის, რომლებიც ლტოლვილების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.
ევროკავშირის ქვეყნები თითო ლტოლვილის მიღების სანაცვლოდ 10 000 ევროს მიიღებენ.
ყველა სიახლე
28 ივნისი 2026, 12:13
მსოფლიო
კაჩინსკიმ პოლონეთის მთავრობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვისკენ მოუწოდა
FT ასევე წერს, რომ პარტია „სამართალი და სამართლიანობა“, როგორც ჩანს, უკვე ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც პოლონეთში 2027 წლის ოქტომბერში გაიმართება. გამოცემის აზრით, კაჩინსკის სურს მოიპოვოს იმ პოლონელი ფერმერების კეთილგანწყობა, რომლებიც შეშფოთებულნი არიან უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტით, ისევე როგორც სხვა პოლონელების, რომლებსაც სულ უფრო მეტად აშინებთ უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები.
28 ივნისი 2026, 11:50
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დაზიანებულ კეისრის სიმამრის ვილაზე ნაპოვნი გრაგნილი გაშიფრეს📜
„ეს ისტორიულ მომენტად მიმაჩნია, რადგან ამიერიდან ჩვენ უფრო მეტს ვისაუბრებთ ტექსტებზე, ვიდრე ტექნოლოგიაზე“, - განაცხადა კენტუკის უნივერსიტეტის მეცნიერმა ბრენტ სილსმა, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში შეიმუშავა გრაგნილების ციფრული „გაშლის“ პირველი მეთოდები მათთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე.
28 ივნისი 2026, 11:50
საზოგადოება
სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ნორვეგიის უმსხვილესმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოპენჰაგენიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც ისტორიაში პირველად, საქართველოსა და დანიის სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამოქმედდა.
28 ივნისი 2026, 11:30
სპორტი
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები უელსთან დამარცხდა🏉
მომდევნო შეხვედრას ქართველი მორაგბეები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ. თამაში 2 ივლისს, ავჭალის სტადიონზე 20:30 საათზე დაიწყება. რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატს, რომელმაც სტარტი გუშინ აიღო მომდევნო 3 კვირის განმავლობაში თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.
28 ივნისი 2026, 11:26
რეგიონი
ცაგერში, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლეჩხუმის“ დაარსებიდან 45 წელი საზეიმოდ აღინიშნა
ცაგერში, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლეჩხუმის“ დაარსებიდან 45 წელი საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებაში სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებთან ერთად ანსამბლ „უშბას“ წევრებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა წარადგინეს. საღამოს დასასრულს საზეიმოდ გაიხსნა ანსამბლ „ლეჩხუმის“ ვარსკვლავი.
28 ივნისი 2026, 11:22
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ
კოპენჰაგენი არის ჰაბი, საიდანაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს დედაქალაქში და ჩვენს ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ის ავიაკომპანია Norwegian-ის კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით განხორციელებულ პირველ რეისს დახვდა.
28 ივნისი 2026, 11:16
მსოფლიო
სიცხის ტალღამ გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში რეკორდები მოხსნა
მეცნიერთა განცხადებით, ევროპა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად დათბობადი კონტინენტია, რაც არქტიკის დნობასა და ჰაერის ნაკადების ცვლილებას უკავშირდება. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ზაფხულის ასეთ ადრეულ პერიოდში ასეთი სიცხე 50 წლის წინ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა და მომხდარში „ცალსახად“ კლიმატის ცვლილებას ადანაშაულებენ.
28 ივნისი 2026, 11:09
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა
დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა.
28 ივნისი 2026, 11:00
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს
„დღეს ბუდაპეშტის ქუჩები სიხარულითა და სიამაყით არის სავსე. ათასობით ადამიანი შეიკრიბა თავისუფლებისა და იმ უფლების აღსანიშნავად, რომ იყო ან გახდე ის, ვინც ხარ. ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
28 ივნისი 2026, 10:48
მსოფლიო
აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკულ ობიექტებს შეუტია
„ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა ეწინააღმდეგება ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმის პირველ პუნქტს და გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას“, - ნათქვამია კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 ივნისი 2026, 10:43
მსოფლიო
ალექსანდარ ვუჩიჩი: ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია რესპუბლიკის პრეზიდენტის ამპლუაში. კიდევ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი, შემდეგ კი გადავდგები
„მეუბნებოდნენ, რომ პრეზიდენტის პოსტს არასოდეს დავტოვებდი, [მაგრამ] ეს ჩემი ბოლო დღეები და კვირებია რესპუბლიკის პრეზიდენტის ამპლუაში. კიდევ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი, შემდეგ კი გადავდგები“, - განაცხადა ვუჩიჩმა 27 ივნისს, თავისი მხარდამჭერების წინაშე გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
28 ივნისი 2026, 10:35
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა⚽
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მე-17 სათამაშო დღეს ინგლისმა და ხორვატიამ L ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლა გაინაღდეს, კოლუმბიამ K ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა, არგენტინამ გამარჯვებათა სერია გააგრძელა, ხოლო ალჟირმა და ავსტრიამ გულშემატკივარს დღის ყველაზე შედეგიანი მატჩი აჩუქეს.
28 ივნისი 2026, 10:18
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვეღარ შევძლებთ გონიერების გამოჩენას და იძულებულნი გავხდებით, სამხედრო გზით დავასრულოთ ის საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს
„ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციამ ახლახან დაარტყა ირანის რაკეტებისა და დრონების საწყობებს, ასევე სანაპირო რადარების, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კიდევ ერთხელ დარღვევის გამო! სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი ვერასოდეს ისწავლიან ჭკუას! შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვეღარ შევძლებთ გონიერების გამოჩენას და იძულებულნი გავხდებით, სამხედრო გზით დავასრულოთ ის საქმე, რომელიც ძალიან წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს!“ - წერს ტრამპი.
28 ივნისი 2026, 10:15
საზოგადოება
სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.
28 ივნისი 2026, 09:37
მსოფლიო
ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ისრაელმა ლიბანთან შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი დღის შემდეგ სამხრეთ ლიბანში დრონით იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფომაციით, დარტყმის სამიზნე იყო პირი, რომელიც მათთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
28 ივნისი 2026, 09:07
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
28 ივნისი 2026, 08:40
მსოფლიო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 430-მდე გაიზარდა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 430-მდე გაიზარდა. ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ხორხე როდრიგესის განცხადებით, დაშავებულია 3 238 ადამიანი, ხოლო 3 142 მოქალაქე უსახლკაროდ დარჩა. უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების რიცხვი 55 000-ს აჭარბებს.
28 ივნისი 2026, 08:15
მსოფლიო
რობერტ ფიცო: სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს
სლოვაკეთის სახელით ვაცხადებ: არ ვუჭერ მხარს ომს, სლოვაკეთი არ გადაიხდის უკრაინის სამხედრო ხარჯებს, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ. ის გამოეხმაურა უკრაინისთვის დახმარების ახალ ინიციატივას, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია ნატო-ს სამიტზე.
28 ივნისი 2026, 00:29
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილთან, კახა კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
მთავრობის მეთაურმა ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცა. საქართველოს და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ნონა გაფრინდაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. ლეგენდარული მოჭადრაკე გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდოს პირველი მფლობელია.
27 ივნისი 2026, 23:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის ერთადერთი გარანტი არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
„ქართველ ამომრჩეველზე ცოტა დაფიქრებულად ისაუბრეთ. მილიონ 120 000-ზე მერი ამომრჩეველი გვყავს. ჩვენი პატრიოტი ქართველები ყველაზე კარგად ათვითცნობიერებენ იმას, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ჩვენს ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.


