imedi /  12 თებერვალი 2025, 21:25 / სანდო წყარო

ტრამპი: ახლახან მქონდა უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი პუტინთან - შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, მოვინახულებთ ერთმანეთის ქვეყნებს

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

მე ახლახან მქონდა ხანგრძლივი და უაღრესად პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის სიმძლავრე და სხვადასხვა საკითხი. გავიხსენეთ ჩვენი ერების დიადი ისტორია და ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ასე წარმატებით ვიბრძოდით მეორე მსოფლიო ომის დროს. გავიხსენეთ, რომ რუსეთმა დაკარგა ათობით მილიონი ადამიანი და ჩვენც ასევე დავკარგეთ ძალიან ბევრი!“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ძლიერ მხარეებზე და იმ დიდ სარგებელზე, რაც ერთ დღეს გვექნება ერთობლივი მუშაობით. მაგრამ პირველ რიგში, როგორც ორივე შევთანხმდით, ჩვენ გვინდა შევაჩეროთ მილიონობით სიკვდილი, რომელიც ხდება რუსეთ-უკრაინასთან ომში. პრეზიდენტმა პუტინმა ჩემი კამპანიის დევიზიც კი გამოიყენა: „საღი აზრი“. ორივეს ძალიან გვჯერა ამის. შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, მათ შორის, მოვინახულებთ ერთმანეთის ქვეყნებს. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს და დავიწყებთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთვის დარეკვით, რათა შევატყობინოთ მას საუბრის შესახებ, რასაც მე ახლა გავაკეთებ. მე ვთხოვე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, CIA-ს დირექტორ ჯონ რეტკლიფს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცს და ელჩს და სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, წარმართონ მოლაპარაკებები, რომლებიც, ჩემი აზრით, წარმატებული იქნება. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც არ მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მაგრამ ეს მოხდა, ამიტომ ის უნდა დასრულდეს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს. მჯერა, რომ ეს ძალისხმევა წარმატებულ დასრულებამდე მიგვიყვანს, იმედია მალე!“, - დასძინა მან.

ყველა სიახლე

ზაქარია წიკლაური

01 ივლისი 2026, 10:35

პოლიტიკა

ზაქარია წიკლაური: ხელისუფლების გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის შესახებ აჩვენებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია

თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, რაზეც ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის გადაწყვეტილება მეტყველებს.

01 ივლისი 2026, 10:28

ტექნოლოგიები

დიდი ადრონული კოლაიდერი ოთხი წლით გააჩერეს

ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN) დიდი ადრონული კოლაიდერის ოთხი წლით გეგმური გაჩერების შესახებ გამოაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც CERN-ში Long Shutdown 3-ს (ხანგრძლივი გათიშვა 3) უწოდებენ, კოლაიდერის ტექნიკური მომსახურება და მოდერნიზაცია იგეგმება. სამუშაოების მიზანია კოლაიდერის გარდაქმნა მაღალი სიკაშკაშის მოდერნიზებულ ამაჩქარებლად - HiLumi LHC.

01 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

Gallup-ის გამოკითხვა: უკრაინელების 66% ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე დაწყებას უჭერს მხარს

2026 წელს უკრაინის ზრდასრული მოსახლეობის 24% მიიჩნევს, რომ ქვეყანამ ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა გააგრძელოს, ხოლო 66%-ის აზრით, ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს Gallup-ი ავრცელებს.

01 ივლისი 2026, 10:06

მსოფლიო

მალაიზიის მთავრობამ ოფიციალურად ჩაანაცვლა ტერმინი LGBT „გადახრების მქონედ“, რათა თავიდან აიცილოს მისი ნორმალიზება

ხელისუფლების განმარტებით, ამ ცვლილების მიზანია, ტერმინის LGBT ნორმალიზების თავიდან აცილება და სოციალურ მედიაში ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული კონტენტის გავრცელების შეზღუდვა.

01 ივლისი 2026, 10:03

საზოგადოება

6 თვეში, მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან ამოღებულია 3500 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ბადე და 65-მდე თევზმახე

2026 წელს აჭარისა და გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ პრევენციული ღონისძიებები გატარდა მდინარეებზე - ჭოროხი, ტარჩენა, ენგური, ჩხოუში, მუნჩია, ხობისწყალი, ჭანისწყალი, ლესისწყალი, მტკვარი, ასევე, გრიგოლეთის, ფოთისა და ბაზალეთის ტბებზე, სიონისა და ჟინვალის წყალსაცავებზე.

01 ივლისი 2026, 09:53

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი მოქალაქეს: საქართველოსთვის ნამდვილად არის დამღუპველი პრობლემის არ აღიარება. სხვას რომ უჯავრდები, ხომ ხედავ, უპრობლემოდ შეგიძლია კომენტარის დაწერა. კარგი იქნება, თუ მიუღებელ თეზისზე საკუთარ შეხედულებასაც გამაცნობ, დისკუსიაში შევიდეთ, მხოლოდ სხვა ადამიანებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებ და მორალის კითხვას ნუ დაუწყებ მათი პოზიციის გამო

თუ ჩემს პოზიციას ვინმე იზიარებს, ნუ თარგმნი ისე, რომ ვინმეს ეშინია, უხერხულია- ამ სიტყვებით უპასუხა ცოტნე ივანიშვილმა სოციალურ ქსელში მოქალაქეს, რომელმაც ივანიშვილის ინტერვიუს ვიდეოზე კომენტარი დაწერა და ხალხს პრეტენზიით მიმართა, რატომ არავინ ეწინააღმდეგება ცოტნეს აზრს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

01 ივლისი 2026, 09:47

მსოფლიო

პოლონეთის მსგავსად ზელენსკისთვის სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევას ჩეხეთიც აპირებს

პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის კვალდაკვალ ჩეხეთის ხელისუფლებაც აპირებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ჩეხეთის სახელმწიფო ჯილდო „თეთრი ლომის“ ორდენი ჩამოართვას. ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.

01 ივლისი 2026, 09:17

სპორტი

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალშია

საფრანგეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 1/16 ფინალში შვედეთის გუნდს დიდი ანგარიშით, 3:0 სძლია და 1/8 ფინალში გადავიდა.

01 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

რუსეთმა ლატვიასთან, ფინეთთან და ესტონეთთან სარკინიგზო გამშვები პუნქტები დაკეტა

რუსეთის მთავრობამ გამოსცა სპეციალური დადგენილება, რომლის თანახმადაც სარკინიგზო გამშვები პუნქტები ლატვიის, ფინეთისა და ესტონეთის საზღვარზე დაიკეტა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

01 ივლისი 2026, 08:32

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

01 ივლისი 2026, 08:25

კულტურა

რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ფოლკლორის ცენტრის გუნდის სოლო კონცერტი გაიმართა

გუნდი მსმენელის წინაშე სრულიად ახალი რეპერტუარით წარდგა, აჟღერდა არაერთი სიმღერა, რომელიც საარქივო ჩანაწერების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში არ შესრულებულა.

01 ივლისი 2026, 08:22

რეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლის დამთავრება აბიტურიენტებს სპეციალური ღონისძიებით მიულოცა

აბიტურიენტებს სიტყვით მიმართეს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ღონისძიების დასასრულს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ პროგრამებსა და დაგეგმილ ინიციატივებს.

01 ივლისი 2026, 08:20

მსოფლიო

დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული ვენესუელის დასახმარებლად შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში საზღვაო ფლოტის გემები და სამხედროები გაგზავნა

დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებული ვენესუელის დასახმარებლად შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში საზღვაო ფლოტის გემები და სამხედროები გაგზავნა. ისინი სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას.

01 ივლისი 2026, 08:16

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის სამხრეთში, „უსაფრთხოების ზონაში“ ჩავიდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის სამხრეთში, „უსაფრთხოების ზონაში“ ჩავიდა. პრემიერ მინისტრი ისრაელელი სამხედროების დისლოკაციის ადგილს ეწვია და ჯარისკაცებს შეხვდა.

01 ივლისი 2026, 08:13

რეგიონი

რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პროექტის - „რუსთავი-ცხოვრების სტილი“ პირველი სეზონი დახურა

პროექტის მონაწილეთა ნამუშევრები ახალ ონლაინ პლატფორმაზე - „რუსთავი ლაიფზე“ გამოქვეყნდა, საუკეთესო რგოლის ავტორები კი სოციალურ ქსელში მიღებული რეაქციების მიხედვით გამოვლინდნენ.

01 ივლისი 2026, 08:11

სპორტი

სპორტის მინისტრმა ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსსა და სპორტულ დარბაზს საჭირო ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქ ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსსა და სპორტულ დარბაზს საჭირო ინვენტარი და ეკიპირება გადასცა, რომელიც მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით შეარჩიეს.

მიხეილ სააკაშვილი

01 ივლისი 2026, 08:09

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ლევან ხაბეიშვილს ინგლისურს უწუნებდნენ, მოვიყვანეთ თინა ბოკუჩავა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს

რატომ ჩაანაცვლა სააკაშვილმა ლევან ხაბეიშვილი თინა ბოკუჩავათი და რატომ ცვლის ბოკუჩავას? როგორც პატიმარმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში განმარტა, ის „ნაცმოძრაობისთვის“ ე.წ. „სვეცკი ბაბლის“ მხარდაჭერის მიზიდვას ცდილობდა, თუმცა, სააკაშვილის თქმით, თავმჯდომარეების ცვლილებამ შედეგი ვერ მოიტანა.

01 ივლისი 2026, 08:03

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი კონგრესმენებს - დევიდსონს და ბაბინს შეხვდა

დევიდსონი აშშ-ის კონგრესის ეროვნული უსაფრთხოების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარე და საგარეო ურთიერთობათა და ფინანსური სერვისების კომიტეტების წევრია. ბაბინი, მათ შორის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარეა.

01 ივლისი 2026, 07:59

პოლიტიკა

„კასპიან პოსტი“: ყაზახეთი საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს

ყაზახეთი საქართველოს შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს - ასე ეხმაურება გამოცემა „კასპიან პოსტი“ ასტანაში ბეკტენოვისა და კობახიძის მოლაპარაკებებს, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს.

01 ივლისი 2026, 02:54

მსოფლიო

Frankfurter Allgemeine: ნატოს წევრები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კვლავ ცდილობენ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რამდენად გრძელვადიანი და კონკრეტული იქნება უკრაინისთვის მიცემული სამხედრო დახმარების პირობა

ნატოს წევრები მომავალ კვირას ანკარაში დაგეგმილ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კვლავ ცდილობენ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რამდენად გრძელვადიანი და კონკრეტული იქნება უკრაინისთვის მიცემული სამხედრო დახმარების პირობა, - წერს გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine-ი.