ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი საცხოვრებლად სოფელში გადადის
რობერტ მუგაბე
ზიმბაბვეს ყოფილმა პრეზიდენტმა 93 წლის რობერტ მუგაბემ გადაწყვიტა ახალი ცხოვრება დაიწყოს, ფერმერი გახდეს და საცხოვრებლად სოფელში გადავიდეს. ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მისი ძმისშვილი ლეო მუგაბე ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს.
„მას ყველაფერი კარგად აქვს. ის ცხოვრებით კმაყოფილია და მოუთმენლად ელოდება ახალი ცხოვრების დაწყებას, რომელიც ფერმერობას და სოფელს დაუკავშირდება“, - ამბობს ლეო მუგაბე.
მისივე თქმით, რობერტ მუგაბეს გვერდით მისი მეუღლეა. მას გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს რობერ მუგაბეს სახელობის უნივერსიტეტის მშენებლობა. ლეო მუგაბემ ექსპრეზიდენტისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციის კომენტირებისგან თავი შეიკავა.
გავრცელებული ცნობით, ზიმბაბვეს ექსპრეზიდენტი რობერტ მუგაბე სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად 150 ათასი დოლარის ოდენობის პენსიას მიიღებს. ამის შესახებ გაზეთი Guardian-ი ზიმბაბვეს მმართველ პარტიაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
15 ნოემბერს ზიმბაბვეში სამხედროებმა პრეზიდენტი მუგაბე მძევლად აიყვანეს. მათ სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. 21 ნოემბერს რობერტ მუგაბემ გადადგომის შესახებ განაცხადა.
ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა გაათავისუფლა. მნანგაგვა პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. მას სამხედროების მხარდაჭერა ჰქონდა.
დასავლეთთან ზიმბაბვეს პრეზიდენტის ურთიერთობა ყოველთვის არაპროგნოზირებადი იყო. 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში აშშ-მა და ევროკავშირმა მუგაბეს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედეს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და სხვა დასავლურმა დონორებმა ზიმბაბვეს ფინანსური დახმარება შეწყვიტეს. პასუხად, მას არაერთხელ უთქვამს, რომ შეერთებულ შტატებს და ბრიტანეთს ანგარიშს არ გაუწევს. 2008 წლის არჩევნების წინ მუგაბემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობიდან მას მხოლოდ ღმერთი თუ გადააყენებს, რომელმაც ის დანიშნა.
ყველა სიახლე
15 ივნისი 2026, 10:42
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი სასაზღვრო პოლიციას ეწვია
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა დაათვალიერებინა. მინისტრი, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს.
15 ივნისი 2026, 10:39
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 ივნისი 2026, 10:27
ტაბლოიდი
იზმირში კატამ „რომეო და ჯულიეტას“ ფინალი ჩაშალა და ვარსკვლავი გახდა🐱
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეოები კატის მონაწილეობით, რომელიც სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტას“ ყველაზე დრამატულ მომენტში თეატრის სცენაზე გავიდა.
15 ივნისი 2026, 09:57
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს.
15 ივნისი 2026, 09:57
მსოფლიო
რობერტ ქოჩარიანს სომხეთიდან გასვლა აუკრძალეს
თითქმის პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც სომხეთში 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ქრთამის აღების მცდელობებზე ისაუბრა და კორუმპირებული პირების დევნა დააანონსა, თუმცა მათი სახელები არ დაუკონკრეტებია.
15 ივნისი 2026, 09:55
პოლიტიკა
მაჭავარიანი: მათ სურთ, პოლიციელებს „მწამებლების“ იარლიყი მიაწებონ და პოლიციელობა სამარცხვინო პროფესიად დაბრენდონ. ჩვენი პოლიციელები მოქმედებენ გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ევროპის წამყვანი ქვეყნების სამართალდამცველები - ჩვენი ქვეყნის სამართალდამცველებო, თქვენ ხართ გმირები
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებში ჩვენმა სამართალდამცველებმა რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პატრონების ხუთი რევოლუციური სცენარი გაანეიტრალეს და ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი საფრთხე აარიდეს თავიდან, ამ მავნებლებმა თავიანთ მედიასაშუალებებთან ერთად ჩვენი გმირი პოლიციელების გაშავების კამპანია დაიწყეს, - წერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.
15 ივნისი 2026, 09:48
საზოგადოება
კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანმიმდევრულ პოლიტიკაში?” და „რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს?
15 ივნისი 2026, 09:46
მსოფლიო
აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ ნავთობის ფასები ეცემა
გლობალური ნავთობის ეტალონის, „Brent“-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 4.8%-ით შემცირდა და ბარელზე $83.18 შეადგინა, ხოლო ამერიკულ ბირჟებზე ვაჭრობისას ნავთობის ფასმა 5.6%-ით დაიკლო და $80.13-ზე ჩამოვიდა.
15 ივნისი 2026, 09:32
მსოფლიო
სომხეთის ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები აქციის ფონზე გამოაცხადა
პრორუსი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის ბლოკს „ძლიერ სომხეთს“ 23,27% ერგო. 9,92%- ით მესამე ადგილზე ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „სომხეთი“ გავიდა. მილიარდერის, გაგიკ ცარუკიანის პარტია კი პარლამენტს გარეთ დარჩა. პოლიტიკურმა ძალამ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
15 ივნისი 2026, 09:29
მსოფლიო
ჟენევაში „დიდი შვიდეულის“ საწინააღმდეგო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
დემონსტრანტებმა „დიდი შვიდეულის“ სამიტს მდიდრების შეხვედრა უწოდეს, მათი მტკიცებით ლიდერები მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად, ხალხზე ფულით და ძალაუფლებით ზეწოლას ახდენენ. აღსანიშნავია რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტის მთავარი თემები, ირანსა და უკრაინაში ომის მოგვარების გზები იქნება.
15 ივნისი 2026, 09:24
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართა
„განვიხილეთ მრავალი საკვანძო თემა. საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად. პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი სიტყვები აბსოლუტურად სწორი იყო, განსაკუთრებით ყირიმთან დაკავშირებით, ყველაფერი სწორედ რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცებით დაიწყო და მაშინ რომ ძლიერი ლიდერობა ყოფილიყო, ომი საერთოდ არ იქნებოდა... შევთანხმდით ჩვენს შეხვედრაზე, უახლოეს დღეებში ევროპაში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ ფორმატი, სადაც, რა თქმა უნდა, უკრაინა, ჩვენი თავდაცვა, ჩვენი შესაძლებლობები მშვიდობის მისაღწევად, მთავარ თემებს შორის იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
15 ივნისი 2026, 09:23
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა კახეთში სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 2025-2026 სასწავლო წლის სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. მინისტრმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების შემდგომ გზაზე.
15 ივნისი 2026, 09:09
სპორტი
UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია დამარცხდა
UFC Freedom 250-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია დამარცხდა.
15 ივნისი 2026, 09:08
კულტურა
მომღერალი ოლივერ თრი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა
ოლივერ თრი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა When Iʼm Down, Life Goes On, Alien Boy და Hurt. სიმღერაზე All You Ever Wanted ვიდეორგოლი მომღერალს საქართველოში, დიდგორის მონუმენტთან ჰქონდა გადაღებული. ის 32 წლის იყო. მომღერალი რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.
15 ივნისი 2026, 08:53
რეგიონი
თელავში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
თელავში, წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. ღონისძიება ყოველწლიურად, სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით იმართება. 2025-2026 სასწავლო წლებში რეგიონის მასშტაბით, სკოლა ოქროს და ვერცხლის მედალზე 462 მოსწავლემ დაამთავრა.
15 ივნისი 2026, 08:29
საზოგადოება
თბილისში, მეტეხის ქუჩაზე ხანძარი იყო, დაშავდა ერთი ადამიანი
თბილისში, ავლაბრის მეტროს მიმდებარედ, მეტეხის ქუჩაზე, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვასა და მესამე სართულზე ერთ-ერთ ბინას გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები ოპერატიულად იყვნენ მობილიზებული.
15 ივნისი 2026, 08:18
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა.
15 ივნისი 2026, 08:06
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ივნისს ქუთაისში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
15 ივნისი 2026, 04:49
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: ნეთანიაჰუ ძალიან მადლობელი უნდა იყოს - ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ იარსებებდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The New York Times-ს განუცხადა, რომ თუ ირანი ვერ მიაღწევს საბოლოო ბირთვულ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იგი განაახლებს სამხედრო თავდასხმებს თეირანზე ან ამერიკის შეერთებულ შტატებს „ახლო აღმოსავლეთის მფარველად“ აქცევს, რეგიონის შემოსავლების 20%-ის სანაცვლოდ.
15 ივნისი 2026, 04:34
მსოფლიო
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით - დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
15 ივნისის ღამეს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევზე მასირებული იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. დაბომბვის დროს კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.


