imedi /  06 დეკემბერი 2017, 00:01 / სანდო წყარო

რუსეთს 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა

5 დეკემბერს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები, ვერ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით. რუს სპორტსმენებს უფლება აქვთ მხოლოდ ნეიტრალური ოლიმპიური დროშის ქვეშ ასპარეზობის. კომიტეტმა დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ რუსეთში სახელმწიფოს დონეზე შექმნეს და ხელს უწყობდნენ დოპინგის მიღების სისტემას.

ცერემონიაზე აიკრძალა რუსული ჰიმნი, მის ნაცვლად დაუკრავენ ოლიმპიურ ჰიმნს. რუსებს ფორმებზე მიაწერენ: "ოლიმპიური სპორტსმენი რუსეთიდან". 

რუს სპორტსმენებს, რომლებიც, საერთაშორისო კომიტეტის აზრით, იმსახურებენ ოლიმპიადაზე გამოსვლას, სპეციალური კომისია შეარჩევს. ოლიმპიადაზე მოხვდებიან მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც დოპინგის მიღებაში არ არიან ეჭვმიტანილნი. მონაწილეობის წინ მათ კომიტეტის მიერ დადგენილი ყველა ტესტის ჩაბარება მოუწევთ. 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს იმას, თუ ვინ შეძლებს გუნდების ტექნიკური შემადგენლობიდან და ჩინოსნებიდან ოლიმპიადაზე გამგზავრებას. რუსეთის არცერთი ნაკრების ხელმძღვანელი, რომელიც სოჭში მონაწილეობდა, სამხრეთ კორეაში ვერ მოხვდება. იგივე ეხება იმ სპორტსმენების მწვრთნელებს და ექიმებს, რომლებიც დოპინგის მიღებაში ამხილეს. 

2018 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის სპორტის სამინისტროს ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მიიღებს აკრედიტაციას, ხოლო სპორტის ყოფილ მინისტრს ვიტალი მუტკოს და მის ყოფილ მოადგილე იური ნაგორნიხს სიცოცხლის ბოლომდე აეკრძალათ ილიმპიადებზე დასწრება. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ჟუკოვს საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა ჩამოართვეს.   

რუსეთმა უნდა გადაიხადოს 15 მილიონი დოლარი. ამით ის დაფარავს ანტიდოპინგური გამოძიებების ხარჯებს და დაეხმარება დოპინგ-ტესტირების დამოუკიდებელ ორგანიზაციას (ITA). თანხები უნდა გადაირიცხოს სწორედ ამ ორგანიზაციაში.  

რუსეთის ილიმპიური კომიტეტის წევრობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შეჩერებულია. წევრობის დაბრუნება ქვეყანას შეუძლია 2018 წლის ზამთრის ილიმპიადის დახურვის ცერემონიის წინ.

დუმის დეპუტატებმა უკვე მოუწოდეს რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადონ ოლიმპიადას. რუსი სპორტსმენებიდან ვინ გამგზავრება ოლიმპიადაზე და ვინ - არა, ჯერჯერობით უცნობია. არსაოფიციალური ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სიტუაციაზე კომენტარს 6 დეკემბერს გააკეთებს.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დოპინგ-სკანდალის გამო, ოლიმპიადაზე არ იქნება ქვეყნის და ამ შემთხვევაში, რუსეთის დროშა და გამარჯვების შემთხვევაში არ დაუკრავენ იმ ქვეყნის ჰიმნს.

ზამთრის ილიმპიადა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9-დან 25 თებერვლამდე გაიმართება.

ყველა სიახლე

07 ივლისი 2026, 10:03

რეგიონი

ხარაგაულში ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება გამოვლინდა

„თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები, რომლითაც სრულადაა აღჭურვილი რეგიონული სატყეო სამსახურები - იქნება ეს ფოტოხაფანგები, სამხრე კამერები თუ დრონები, საშუალებას იძლევა უფრო ეფექტიანი გავხადოთ სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები, რათა საბოლოო ჯამში მინიმუმამდე დავიყვანოთ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. კანონდარღვევის პრევენციის მიზნით, მუშაობას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ “ - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

თაკო ჩარკვიანი

07 ივლისი 2026, 09:54

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე: უშიშროების საბჭოს მდივნად ჰყავდა ბოკერია, ამაზე დიდი შეცდომა რა გინდა? ბოკერია იყო ის ადამიანი, ვისაც არ მიჰქონდა ამბები პირველ პირამდე

„უშიშროების საბჭოს მდივანმა უნდა მიუტანოს [პრეზიდენტს] ყველა დაკეტილი სივრცის ამბავი. მე ობიექტურ, რეალურ, პოლიტიკაზე გესაუბრებით. პენიტენციური სისტემა ძალიან ჩაკეტილი სივრცეა, იქ თუ ვიღაც მაღალჩინოსანი გარედან შეკრულია ციხის მაღალჩინოსანთან, ძალიან რთულია ციხიდან ამბების მაღალთანამდებობრივ დონეზე გამოტანა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

07 ივლისი 2026, 09:40

მსოფლიო

AXIOS: ირანმა ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს ცეცხლი გაუხსნა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენლებმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას AXIOS-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 09:29

მსოფლიო

Reuters: ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 535-მდე გაიზარდა

ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 3 535-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

07 ივლისი 2026, 09:01

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სერბეთში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.

07 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

დღეს ანკარაში ნატოს სამიტი იხსნება

დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატოს ორდღიანი სამიტი იხსნება.

07 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

კრემლის ცნობით, სწავლება მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების გამყარებას ითვალისწინებს და რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

07 ივლისი 2026, 08:54

მსოფლიო

უკრაინამ ომსკში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების პრესსამსახურის ცნობით, სპეციალური ოპერაციების ძალებმა ქარხანა დრონებით უკრაინის საზღვრიდან 3 ათას კილომეტრში დაბომბეს, რაც სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე შორეული დარტყმაა.

07 ივლისი 2026, 08:43

სპორტი

ბელგიამ აშშ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშა

ბელგიელთაგან დუბლი შარლ დე კეტელარემ შეასრულა, თითო გოლი კი ჰანს ვანაკენმა და რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს. აშშ-ის ნაკრებიდან გოლი მალიკ ტილმანმა გაიტანა.

07 ივლისი 2026, 08:34

რეგიონი

ფოთში ჩოგბურთის ტურნირი „ფოთის თასი 2026“ ჩატარდა

საქართველოს ჩოგბურთის ასოციაციის ეგიდით გამართულ ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 64 მოყვარული ჩოგბურთელი მონაწილეობდა. შეჯიბრება ერთეულთა და წყვილთა თანრიგებში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებულები ფოთის მერმა დააჯილდოვა და მონაწილეებს წარმატება მიულოცა.

07 ივლისი 2026, 08:28

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან - ძლიერი, კახეთის რეგიონში- ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

07 ივლისი 2026, 08:25

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. სოფელ ხიდისთავში გზის მონაკვეთი სრულად განახლდება.

07 ივლისი 2026, 08:19

საზოგადოება

ნაძალადევში სანიაღვრე ქსელისა და გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში სანიაღვრე ქსელისა და გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 692 800 ლარია.

07 ივლისი 2026, 08:18

საზოგადოება

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერიის ცნობით, დროებითი შეზღუდვა შეეხება მოედნის ტერიტორიას - შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე საგზაო მონაკვეთს. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ცვლილება შევა N359 ავტობუსისა და N457 მიკროავტობუსის მარშრუტში.

07 ივლისი 2026, 08:13

პოლიტიკა

საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობას განაგრძობს

სესიაზე ქართული დელეგაციის წევრები სიტყვით გამოვლენ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის პოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით. მათივე განმარტებით, საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა მიმდინარეობს და რეზოლუციაში ჩანაწერები პირდაპირ იმეორებს ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც მათივე თქმით, უსამართლოა.

07 ივლისი 2026, 08:04

პოლიტიკა

თურქეთში დღეს ღონისძიება „მოკავშირეები ანკარაში“ გაიხსნება, რომელშიც მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს მონაწილეობას

ღონისძიება, რომელსაც თურქეთის დედაქალაქი მასპინძლობს, დღეს გაიხსნება. შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებზე უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. „მოკავშირეები ანკარაში“ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ორგანიზებით იმართება.

07 ივლისი 2026, 08:00

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌧️

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

დონალდ ტრამპი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

07 ივლისი 2026, 02:30

მსოფლიო

AXIOS: ნეთანიაჰუმ ნატოს სამიტის წინ ტრამპს ერდოღანის შეკავება სთხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარასკევს პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში უკმაყოფილება გამოთქვა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გამწვავების გამო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ისრაელურ და ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

07 ივლისი 2026, 01:43

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ან შეთანხმებას დავდებთ ირანთან, ან საქმეს ბოლომდე მივიყვანთ, გასაგებია? - და საქმის ბოლომდე მიყვანა რთული არ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ან მიაღწევს შეთანხმებას ირანთან, ან „დაასრულებს საქმეს“.

07 ივლისი 2026, 01:13

სპორტი

ესპანეთმა პორტუგალია დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა. მერვედფინალურ დაპირისპირებაში ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა პორტუგალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.