მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებების ქრონიკა. მთავარი
მიხეილ სააკაშვილი
კიევში, ოდესის გუბერნატორი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მეორედ დააკავეს. ბოლო ინფორმაციით, პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს. იმავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები არ აპირებენ უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქის დაშლას.
ოდესის ყოფილი გუბერნატორი და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ბოლო თვეების განმავლობაში კიევში საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობდა. აქციების მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადადგომას ითხოვდნენ.
მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია "დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში". გენერალური პრკურატურა ამტკიცებს, რომ აქციებს, რომლებსაც სააკაშვილი აწყობდა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ახლობელი, გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო აფინანსებდა. პოლიტიკოსის ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილს კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობას ედავებიან.
5 დეკემბერს უკრაინის გენერალური პროკურატურის და უკრაინის უსაფრთხოების სამხსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის დაკავებას შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. თავდაპირველად ის კიევში, თავისი სახლის სახურავზე აძვრა და იმუქრებოდა, რომ გადმოხტებოდა, შემდეგ კი, როდესაც ის სახურავიდან ჩამოიყვანეს და მიკროავტობუსში ჩასვეს, სააკაშვილის მხარდამჭერებმა ავტობუსის კარი შეამტვრიეს, ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს და ის უმაღლეს რადასთან კარვების ქალაქში მიიყვანეს. 6 დეკემბერს, პოლიციელები შეეცადნენ კარვების ქალაქის შტურმს, მაგრამ უშედეგოდ. სააკაშვილმა თქვა, რომ მისი მოტაცება სურდათ, მაგრამ კარავი შეეშალათ, სხვა ვერსიის თანახმად ის სასტუმრო "კიევში" იყო, სადაც მას დაცვის წარმომადგენლები იცავდნენ.
ამის შემდეგ, სააკაშვილმა გამომძიებლებს შესთავაზა, მისულიყვნენ მასთან კარვების ქალაქში, რადგან თავად დაკითხვაზე არ მივიდოდა "გაუნათლებელ ოროსან" და "ცრუ გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოსთან". მესამე დღეს, სააკაშვილმა თქვა, რომ ხმა ჩაუწყდა და სიცხემ აუწია, რის გამოც "კარვების ქალაქიდან" წავიდა (სად - გაურკვეველია). 10 დეკემბერს სააკაშვილმა პირობა დადო, რომ მწყობრში ჩადგებოდა და მონაწილეობას მიიღებდა პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით დაგეგმილ მარშში მაიდანზე. გენერალური პროკურატურა მოითხოვდა მისგან დაკითხვაზე მისვლას 24 საათის განმავლობაში ჯერ კიდევ 5 დეკემბერს.
ყველა სიახლე
02 ივლისი 2026, 21:53
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს, რომელიც საქართველოს, სახელმწიფო ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია.
02 ივლისი 2026, 21:49
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილება ამერიკელებზე არ ვრცელდება
აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, ტოდ ბლანშმა ჰააგის სასამართლოს პრეზიდენტს, მოსამართლე ტომოკო აკანეს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლებამოსილებას არ აღიარებს.
02 ივლისი 2026, 21:46
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც სიტყვიერი გამოსვლებით ან ჟესტიკულაციით გამომწვევად იქცევი, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება ექნებათ. თან ეს ხდება ვისგან - გახარიას პარტიისგან, რომელიც გახდა ჩვეულებრივი მოღალატე ქვეყნის და გუნდის
პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა და განაცხადა, რომ ახლანდელი დაპირისპირება წინა მოწვევის პარლამენტში დამკვიდრებული ნაციონალური მოძრაობის ხელწერის გაგრძელებაა.
02 ივლისი 2026, 21:30
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ, რომ ევროკავშირში თუ შევალთ ვიქნებით ყურმოჭრილი მონები
საქართველოს არჩეული კურსი ევროპული ღირებულებაა და არასდროს იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანდრიუს კუბილიუსის კურსი იმიტომ, რომ ისინი გაცხადებულად ამბობენ: ევროკავშირში თუ შემოხვალ იქნები ყურმოჭრილი მონა, ჩაგატარებინებ გეი აღლუმებს, ომსაც დაგაწყებინებ თუ მომინდა და ეკონომიკურ სანქციებსაც დაგიწესებთ,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
02 ივლისი 2026, 21:30
მსოფლიო
ვენესუელაში, მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 43 წლის მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს
43 წლის ერნან ალბერტო ხილ ფლორესი, რომელიც სავაჭრო ცენტრში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ქალაქ ლა-გუაირაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად სავაჭრო ცენტრის Galerías Playa Grande-ს სარდაფში მოყვა.
02 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
ზელენსკი რუსეთის მასირებულ თავდასხმაზე: მსხვერპლი ამდენი არ იქნებოდა, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს რომ შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით
დღევანდელი მასირებული თავდასხმა კიევზე არის პუტინის ძალისხმევის ნაწილი, რომელიც სექტემბრის არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება. თუმცა, მსხვერპლი ამდენი არ იქნებოდა, უკრაინის დასავლელ პარტნიორებს რომ შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
02 ივლისი 2026, 20:43
პოლიტიკა
„ქრონიკის“ სიუჟეტი 67-ე ჟენევის მოლაპარაკებათა რაუნდის შესახებ
ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც ქართულმა მხარემ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის ფარგლებში დაგმო. ბუნებრივია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე გამოწვევებთან ერთად.
02 ივლისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსი „ნაციონალური მოძრაობის“ მსჯავრდებული ლიდერის წინააღმდეგ და ცვლილებები სააკაშვილის რეფორმაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ისევ იმას განიხილავენ, ვინ რა თანხა უნდა გაიღოს და რა უფლების სანაცვლოდ.
02 ივლისი 2026, 20:40
სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას „უდინეზეში“ გააგრძელებს
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდს“ დატოვებს და, დიდი ალბათობით, იტალიის სერია A-ს „უდინეზეში“ ითამაშებს – ექსკლუზიურ ინფორმაციას Watfordobserver-ის ჟურნალისტი ადამ დრური ავრცელებს.
02 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
უცვლელი რიტორიკა უცვლელი ავტორებით - ევროპარლამენტის მორიგი კრიტიკა საქართველოს, რომელიც რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშს ეფუძნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტი საქართველოს ისევ რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშზე დაყრდნობით და ამჯერად ე.წ. ქარდებით აკრიტიკებს.
02 ივლისი 2026, 20:36
საზოგადოება
სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.
02 ივლისი 2026, 20:33
სამართალი
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება კანონით ისჯება - 170 სავარაუდო სამართალდარღვევა და სასამართლოებში შეტანილი 150 საქმე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სიძულვილის ენის გამოყენება და ადამიანის შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლო პროცესები დღესაც შედგა.
02 ივლისი 2026, 20:23
საზოგადოება
ახალი ეტაპი 43 ათასზე მეტი აბიტურიენტისთვის. დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პირველი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა. ბოლო სესია 22 ივლისს ფიზიკაში ჩატარდება.
02 ივლისი 2026, 20:16
მსოფლიო
POLITICO: გამოკითხვის თანახმად, ევროპელებს ეჭვი ეპარებათ, რომ საკუთარი ძალებით თავდაცვა შეუძლიათ
ევროპელებს სულ უფრო მეტად სურთ, თავდაცვის საკითხებში მხოლოდ საკუთარ თავზე და არა აშშ-ზე იყვნენ დამოკიდებულნი, თუმცა, POLITICO-სთვის გაზიარებული ახალი კვლევის თანახმად, არსებობს სერიოზული ეჭვები იმის თაობაზე, არის თუ არა ეს შესაძლებელი.
02 ივლისი 2026, 19:23
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი გადასცა, რომლითაც უცხოეთის ის მოქალაქეები ჯილდოვდებიან, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ
გარდა ამისა, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
02 ივლისი 2026, 19:14
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, შავკატ მირზიოევთან პირისპირ შეხვედრა გამართა
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
02 ივლისი 2026, 19:04
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა
შეხვედრა თურქეთის საზღვაო სამიტის ფარგლებში გაიმართა. საუბარი შეეხო საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმებს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესსა და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა საზღვაო უსაფრთხოების, მეზღვაურთა მხარდაჭერის, ციფრული ტრანსფორმაციისა და საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი საზღვაო ჰაბის როლის გაძლიერების საკითხებზე.
02 ივლისი 2026, 19:03
საზოგადოება
გივი მიქანაძე ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე სესიის მიმდინარეობას რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გაეცნო.
02 ივლისი 2026, 18:49
მსოფლიო
ფაშინიანმა დაადასტურა, რომ 3 ივლისს ირანს ეწვევა, რათა მონაწილეობა მიიღოს ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი 3 ივლისს ირანს ეწვევა, რათა მონაწილეობა მიიღოს ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა.
02 ივლისი 2026, 18:47
სამართალი
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა, - განუცხადეს „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


