09 ივლისი 2025, 17:30 / სანდო წყარო

ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტუ ფონ დერ ლაიენის გადადგომას ემხრობა

ფიდიას პანაიოტუ

ფიდიას პანაიოტუ

ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებას ემხრობა დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტუ. მან ურსულა ფონ დერ ლაიენის „ფაიზერგეითის“ სკანდალის შესახებ ვიდეო-კლიპი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ევროდეპუტატი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ნდობა დაკარგა და დროა ჩადენილ გადაცდომებზე პასუხი აგოს.

ევროპარლამენტი ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს 10 ივლისს უყრის კენჭს. ფონ დერ ლაიენისადმი ნდობის საკითხი მემარჯვენე ევროდეპუტატებმა ფაიზერგეითის სკანდალის და გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო დააყენეს.

ყველა სიახლე

არქიმანდრიტი გრიგოლი

21 მარტი 2026, 20:55

საზოგადოება

არქიმანდრიტი გრიგოლი: შეგეძლო პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა, მამა იყო

„შეგეძლო პატრიარქთან მისულიყავი და უშიშრად გეთქვა შენი სატკივარი. მის შენიშვნას ახლდა ზრუნვა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ათონის მთის იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გრიგოლმა.

21 მარტი 2026, 20:40

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა

უნგრეთიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამების საკათედრო ტაძარში, პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა. სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს დღესაც ესწრება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე. სამძიმარზე არიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები.

21 მარტი 2026, 20:39

საზოგადოება

საპატრიარქო: სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე

საქართველოს საპატრიარქო მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს სთხოვს, სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ დაკრძალვამდე სამგლოვიარო ზარები დარეკონ.

მარიკა კვალიაშვილი

21 მარტი 2026, 20:37

საზოგადოება

მარიკა კვალიაშვილი: როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, წლების შემდეგ 29 წლის შვილიშვილი, რომ არა პატრიარქი, გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა

„მაქვს ბედნიერება გავიხსენო ყოველი წუთი, დამოკიდებულება პატრიარქისადმი და იმის მხრიდან ჩვენდამი. როდესაც გვიჭირდა ჩვენს გვერდზე იდგა. ჩემთვის პატრიარქი იყო მიუწვდომელი, მაგრამ თვითონ ისე გაგიადვილებდა ყველაფერს, ისე მოგეფერებოდა. გიჭირდა შენს ჭირს იზიარებდა, გილხინდა - შენს სიხარულს იზიარებდა, გეტყოდა ერთ სიტყვას, რომელიც გულზე დაგეწერებოდა და არ დაგავიწყდებოდა“.

ლაშა ჟვანია

21 მარტი 2026, 20:30

საზოგადოება

ლაშა ჟვანია პატრიარქზე: მთელი ცხოვრება ის მიუძღოდა ერს უკვდავებისკენ, ოღონდ რწმენით, შრომით და სიკეთით

მთელი ცხოვრება ის მიუძღვოდა ერს უკვდავებისკენ, ოღონდ რწმენით, შრომით და სიკეთით, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას. „დღეს წავიკითხე მისი პატრიარქობიდან რამდენიმე თვეში გამოცემული კალენდარი და მისი პირველი ეპისტოლე, რომელსაც ასე ასრულებს: ღვთივკურთხეულო ქართველო ერო სარწმუნოებით, შრომით, სიყვარულით და სიკეთით წინ უკვდავებისკენ”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

 გიორგი სოსიაშვილი

21 მარტი 2026, 19:40

საზოგადოება

სოსიაშვილი აგვისტოს ომზე: გმირულად დახოცილი ჩვენი ჯარისკაცები, ფაქტობრივად უჭირისუფლოდ იყვნენ. მისი უწმინდესობის დამსახურება იყო, რომ ეს ადამიანები გადმოასვენეს, გააპატიოსნეს და მიაგეს ისეთი პატივი, როგორც ეკადრებოდათ ქართველ გმირებს

„გმირულად დახოცილი ჩვენი ჯარისკაცები, ფაქტობრივად უჭირისუფლოდ იყვნენ. მისი უწმინდესობის დამსახურება იყო, რომ ეს ადამიანები გადმოასვენეს, გააპატიოსნეს და მიაგეს ისეთი პატივი, როგორც ეკადრებოდათ ქართველ გმირებს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა აგვისტოს ომსა და პატრიარქზე საუბრისას.

გიორგი შალუტაშვილი

21 მარტი 2026, 19:30

საზოგადოება

გიორგი შალუტაშვილი: უწმინდესი ისეთ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მნიშვნელობაზე, ალბათ, უკვე არა მხოლოდ ათეული წლების, საუკუნეების შემდეგაც ისაუბრებენ - ეს კვალი იმდენად ღრმაა, რომ ის საუკუნეებს გადასწვდება

მიმაჩნია, რომ უწმინდესი ისეთ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მნიშვნელობაზე, ალბათ, უკვე არა მხოლოდ ათეული წლების, საუკუნეების შემდეგაც ისაუბრებენ, რადგან ეს კვალი იმდენად ღრმაა, რომ თამამად შეიძლება ითქვას, ის საუკუნეებს გადასწვდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი

21 მარტი 2026, 19:16

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი: მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით. მისი უწმინდესობა არამხოლოდ ჩვენს სამშობლოს დააკლდა, არამედ მთელ მსოფლიოს

მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.

21 მარტი 2026, 19:05

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. მათივე ცნობით, ადგილზე მყოფი ექიმები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დაუყოვნებლივ გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

21 მარტი 2026, 18:57

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: მივესალმები აზერბაიჯანელებს, იეზიდებს, რომლებმაც საკუთარი ბაირამები დათმეს იმის გამო, რომ დღეს სრულიად საქართველო პატრიარქის გარდაცვალებაზე წუხს

ამ დღეებში ორმაგი გრძნობა გვეუფლება: წუხილის, სევდისა და ამავდროულად დიდი სიხარულისა და სიამაყის, რომ ამ წუთისოფელში ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა, - განაცხადა სამრევლო საძმოს, „ევაგრიონის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

21 მარტი 2026, 18:52

საზოგადოება

ცოცხალ ჯაჭვში ჩამდგარი მოქალაქეები თბილისის მერიის თანამშრომლებს პატრიარქის პანაშვიდზე მიმავალი მოქალაქეებისთვის სასმელი წლის დარიგებაში ეხმარებიან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდზე მიმავალ მოქალაქეებს, თბილისის მერიის ორგანიზებით, სასმელი წყალი ურიგდებათ.

თამარ ჩიბურდანიძე

21 მარტი 2026, 18:41

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ცრუ დემოკრატიის მიმდევრებო, ხედავთ რა ხდება საქართველოში? თქვენ რომ ებრძოდით, იმ პატრიარქმა მისი გარდაცვალებით დაგამარცხათ. არ ველით თქვენგან დიდსულოვნებას, რომ თუნდაც ამ დღეებში ბოდიშს მოუხდით მის უკვდავ სულს

„უწმინდესმა ჯერ თავისი სიცოცხლით და ახლა უკვე გარდაცვალებით, სრულად გაანადგურა ქართული რწმენისა და იდენტობის მტერი. დღეიდან ახალი ეპოქა იწყება - უწმინდესის დანატოვრის გაფრთხილების და ამისთვის ბრძოლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მის სიცოცხლეში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მამა გიორგი(ვაშალომიძე)

21 მარტი 2026, 18:31

საზოგადოება

მამა გიორგი (ვაშალომიძე): ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი. ერი და ბერი დღეს ჭირისუფალია

ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა მამა გიორგიმ (ვაშალომიძე).

21 მარტი 2026, 18:28

საზოგადოება

ჯაბა სამუშია პატრიარქზე: მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა

მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა, - განაცხადა გადაცემაში “დღის ქრონიკა” თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ. ისტორიკოსმა გაიხსენა, რა მდგომარეობა იყო ეკლესიაში მაშინ, რომ პატრიარქი ილია მეორე გახდა.

თინათინ რუხაძე

21 მარტი 2026, 18:18

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: მთავარია, ღირსეულად შევძლოთ, უკანასკნელ გზაზე სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე გადმოვასვენოთ პატრიარქი - მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ჰუმანურობით, ერთმანეთის სიყვარულით და ერთიანობით მოდიან ადამიანები

რეგიონებიდან ყველას უნდოდა ჩამოსვლა პატრიარქის პანაშვიდზე და სამთავრობო გუნდით, ერთობლივად - ამ კომისიით დაიგეგმა და სახელმწიფომ ძალიან ბევრ ადამიანს ხელი შეუწყო, რომ ჩამოსულიყო, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე თბილისში ჩამოსვლის მსურველთა შესახებ საუბრისას.

21 მარტი 2026, 18:15

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: პატრიარქი ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომელიც უკვე ფასდაუდებელია

ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვქონდა საშუალება, მასთან შეხება გვქონოდა. 50 წელი განებივრებული ვიყავით იმით, რომ ის ჩვენი ქვეყნის პატრიარქი და მღვდელმთავარი იყო. ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომლებიც უკვე ფასდაუდებელია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.

21 მარტი 2026, 17:45

პოლიტიკა

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი, ხვალ წირვის შემდეგ, სიონის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით დაიძვრება

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი, ხვალ წირვის შემდეგ, 12 საათზე სიონის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით დაიძვრება. ეს გადაწყვეტილება მრევლს მამა შალვა კეკელიამ გააცნო. “ასე გადავწყვიტე, რომ აქ ჩავატარებ წირვას, თქვენთან ერთად ვიქნები და 12 საათზე აქედან მსვლელობით დავიძვრებით სიონისკენ. მთელი საქართველო ჩამოვა, მე თქვენთან ერთად ვიქნები. წირვა, რომ დასრულდება წავიდეთ, სადაც მოგვიხდება დადგომა იქ გავჩერდეთ, მაინცდამიანც სიონში ან სამებაში თუ არ ვიქნებით მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ვიქნებით იქ, სადაც დგომა მოგვიწევს, იქ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული მთელი არსებით. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მწარეც და ძალიან დიდებულიც”, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა

21 მარტი 2026, 17:32

საზოგადოება

მეუფე საბა: აღმოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებმაც თქვეს, სად არის პატრიარქის პირობა, როდესაც ბრძანა, „უფალი მანამდე არ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავა“ - რა არის ეს, თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც დღეს ვხედავთ

მეუფე საბამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას იმ ადამიანებს უპასუხა, რომლებიც მძიმე წუთებში ნიშნის მოგებით საუბრობენ. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა გულისტკივილი გამოთქვა იმ სასულიერო პირებისა თუ ეკლესიას განდგომილი ადამიანების მიმართ, რომლებიც ამბობენ, რომ ილია მეორემ არ შეასრულა პირობა, რომ „არ წავიდოდა, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდებოდა“.

21 მარტი 2026, 17:22

საზოგადოება

მანანა კობახიძე: პატივი მივაგეთ უწმინდესს. მან დაგვიტოვა უდიდესი სიყვარული, უდიდესი რწმენა, ნუგეში და ასე სიყვარულით ვაცილებთ ჩვენ, მადლიერი ქართველი ხალხი

ძალიან მძიმეა, ძალიან დიდი ტკივილია სრულიად საქართველოსთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ადამ შამუთაძე

21 მარტი 2026, 17:22

საზოგადოება

დასავლეთ საქართველოს მუფთი: გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას ილია მეორის გარდაცვალების გამო - ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს

„გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა მწუხარებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი მრავალწლიანი ღვაწლი რელიგიათაშორისი მშვიდობის, ურთიერთობის პატივის საქმეში არის უმნიშვნელოვანესი. ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის მრევლს და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს“, - განაცხადა ადამ შამუთაძემ.