უსაფრთხოების სანდო გარანტიები უკრაინისთვის, ნატოს არგაფართოება, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირება - The Telegraph-მა გამოაქვეყნა ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით შეთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმა
ფოტო: Reuters
ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების მიზნით შეთავაზებული 28-პუნქტიანი გეგმა.
როგორც გამოცემა The Telegraph-ი აღნიშნავს, გეგმა შემდეგი პუნქტებისგან შედგება:
- უკრაინის სუვერენიტეტი დადასტურდება.
- რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება ყოვლისმომცველი და სრულყოფილი თავდაუსხმელობის შეთანხმება. გასული 30 წლის ყველა გაურკვევლობა ჩაითვლება მოგვარებულად.
- მოსალოდნელია, რომ რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო აღარ გაფართოვდება.
- რუსეთსა და ნატოს შორის გაიმართება დიალოგი, ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით, უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილ იქნას გლობალური უსაფრთხოება და გაიზარდოს თანამშრომლობისა და მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები.
- უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების სანდო გარანტიებს.
- უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 600 000 სამხედრო მოსამსახურით შეიზღუდება.
- უკრაინა თანხმდება, რომ მის კონსტიტუციაში გაამყაროს პირობა, რომ არ შეუერთდება ნატოს, ხოლო ნატო თანხმდება, რომ თავის წესდებაში შეიტანოს დებულება, რომ უკრაინა მომავალში არ იქნება მიღებული.
- ნატო თანხმდება, რომ უკრაინაში ჯარები არ განათავსოს.
- ევროპული გამანადგურებლები პოლონეთში განლაგდება.
აშშ-ის გარანტია:
- აშშ მიიღებს კომპენსაციას გარანტიისთვის.
- თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში, ის დაკარგავს გარანტიას.
- თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, გადამწყვეტი კოორდინირებული სამხედრო პასუხის გარდა, აღდგება ყველა გლობალური სანქცია, გაუქმდება ახალი ტერიტორიის აღიარება და ამ შეთანხმების ყველა სხვა სარგებელი.
- თუ უკრაინა უმიზეზოდ გაუშვებს რაკეტას მოსკოვის ან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით, უსაფრთხოების გარანტია ჩაითვლება ბათილად.
- უკრაინა აკმაყოფილებს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებს და მიიღებს მოკლევადიან შეღავათიან წვდომას ევროპულ ბაზარზე, სანამ ეს საკითხი განიხილება.
- უკრაინის აღდგენის ღონისძიებების მძლავრი გლობალური პაკეტი.
- რუსეთი რეინტეგრირდება გლობალურ ეკონომიკაში: სანქციების მოხსნა ეტაპობრივად და ინდივიდუალურად (თითოეული შემთხვევის მიხედვით) იქნება განხილული და შეთანხმებული; აშშ დადებს ეკონომიკური თანამშრომლობის გრძელვადიან შეთანხმებას ურთიერთგანვითარებისთვის ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, არქტიკაში იშვიათი წიაღისეულის მოპოვების პროექტებისა და სხვა ურთიერთსასარგებლო კორპორაციული შესაძლებლობების სფეროებში; რუსეთს G8-ში ხელახლა გაწევრიანებას შესთავაზებენ.
- გაყინული სახსრები გამოყენებული იქნება შემდეგნაირად: რუსეთის გაყინული აქტივებიდან $100 მილიარდი ჩაიდება აშშ-ის ხელმძღვანელობით დაგეგმილ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია უკრაინის აღდგენასა და მასში ინვესტირებაზე. ამ წამოწყებიდან მიღებული მოგების 50%-ს აშშ მიიღებს. ევროპა დაამატებს $100 მილიარდს, რათა გაზარდოს უკრაინის აღდგენისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციების ოდენობა. გაყინული რუსული სახსრების დარჩენილი ნაწილი ჩაიდება ცალკე აშშ-რუსეთის საინვესტიციო მექანიზმში, რომელიც კონკრეტულ სფეროებში ერთობლივ პროექტებს განახორციელებს. ეს ფონდი მიზნად დაისახავს ურთიერთობების განმტკიცებას და საერთო ინტერესების ზრდას, რათა შეიქმნას ძლიერი სტიმული კონფლიქტში არდაბრუნებისთვის.
- შეიქმნება ერთობლივი ამერიკულ-რუსული სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ამ შეთანხმების ყველა დებულების დაცვას.
- რუსეთი კანონმდებლობით გაამყარებს ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას.
- აშშ და რუსეთი შეთანხმდებიან, რომ გაახანგრძლივონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის შესახებ ხელშეკრულებების მოქმედების ვადა, START I ხელშეკრულების ჩათვლით.
- უკრაინა თანხმდება, რომ იქნება არაბირთვული სახელმწიფო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.
- ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამოქმედდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობით, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად გადანაწილდება რუსეთსა და უკრაინას შორის - 50/50-ზე.
- ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, დანერგოს საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებში და საზოგადოებაში, რომლებიც მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურის გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობას, ასევე რასიზმისა და მიკერძოების აღმოფხვრას.
ტერიტორიები:
- ყირიმი, ლუგანსკი და დონეცკი აღიარებული იქნება დე ფაქტო რუსეთის ტერიტორიებად, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.
- ხერსონი და ზაპოროჟიე გაიყინება შეხების ხაზის გასწვრივ, რაც ნიშნავს დე ფაქტო აღიარებას შეხების ხაზის მიხედვით.
- რუსეთი დათმობს სხვა შეთანხმებულ ტერიტორიებს, რომლებსაც ის აკონტროლებს ხუთი რეგიონის მიღმა.
- უკრაინული ძალები გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ, და ეს გასვლის ზონა ჩაითვლება ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული იქნება, როგორც რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ტერიტორია. რუსული ძალები არ შევლენ ამ დემილიტარიზებულ ზონაში.
- მომავალი ტერიტორიული მოწყობის შესახებ შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, ძალის გამოყენებით არ შეცვალონ ეს მოწყობა. უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტია არ გავრცელდება ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
- რუსეთი ხელს არ შეუშლის უკრაინას დნეპრის მდინარის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებაში, და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავ ზღვაზე მარცვლეულის თავისუფალ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
- შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად.
- უკრაინა არჩევნებს 100 დღეში ჩაატარებს.
- კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის და დათანხმდება, რომ მომავალში არ წამოაყენოს არანაირი პრეტენზია და არ განიხილოს არანაირი საჩივარი.
- ეს შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო. მისი განხორციელება იქნება მონიტორინგის ქვეშ და გარანტირებული მშვიდობის საბჭოს მიერ, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს. დარღვევებისთვის დაწესდება სანქციები.
- როგორც კი ყველა მხარე დათანხმდება ამ მემორანდუმს, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ორივე მხარე უკან დაიხევს შეთანხმებულ პუნქტებამდე, რათა დაიწყოს შეთანხმების განხორციელება.
ყველა სიახლე
01 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.
01 აპრილი 2026, 18:29
საზოგადოება
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა
დღეს ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა, მას 89 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, გარდა სამსახიობო კარიერისა იკვლევდა ქართული ანბანის წარმოშობას და ეწეოდა მის პოპულარიზაციას.
01 აპრილი 2026, 18:29
მსოფლიო
ტრამპმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად განიხილავს ნატოდან აშშ-ის გაყვანის საკითხს და დღევანდელ გამოსვლაში ალიანსს გააკრიტიკებს.
01 აპრილი 2026, 18:24
პოლიტიკა
ვატო ქიზიყურაშვილი: იქმნება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა და სწორედ ეს არის დიდი შესაძლებლობების ფანჯარა პატარა ქვეყნებისთვის, რომ განიმტკიცონ ნეიტრალიტეტი და არ იყვნენ ჩართული დიდი ქვეყნების ჭიდილში
ჩვენი პარტია, როგორც ნეიტრალიტეტის მხარდამჭერი, აბსოლუტურად ყველა მხრივ მიესალმება ნებისმიერ ქვეყანასთან თანასწორ და ღირსეულ ურთიერთობას, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო ქიზიყურაშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
01 აპრილი 2026, 18:23
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.
01 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით განიხილა და 78 მომხრე, 10 წინააღმდეგი, „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა.
01 აპრილი 2026, 18:16
პოლიტიკა
რატი იონათამიშილი: გამჭვირვალობა არის ის, რაც არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში
გამჭვირვალობა არის ის, რაც არის მოთხოვნა სრულიად ჩვენი საზოგადოების და ასევე არის ის, რისიც ეშინიათ რადიკალებს და პოლიტიკურ ექსტრემისტულ ჯგუფებს რადიკალურ ოპოზიციაში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ და მისი ერთგულები ვრჩებით,- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები
„ყოველთვის დიდი ინტერესით ვეცნობით სახალხო დამცველის ანგარიშებს. არის ცალკეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ნებისმიერ შემთხვევაში გვაქვს ჩვენი არგუმენტები“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 18:12
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატო სამხედრო ალიანსია, რომელიც ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს - ის არ არის შექმნილი ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალის რუფომ უპასუხა დონალდ ტრამპის კრიტიკას ნატოს მისამართით და აღნიშნა, რომ ნატო არის ალიანსი, რომელიც შექმნილია ევროატლანტიკური ზონის უსაფრთხოების დასაცავად და არა „ჰორმუზის სრუტეში ოპერაციების განსახორციელებლად, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნებოდა“. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:03
მსოფლიო
მედია: Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა
მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოდის სახლმა, Christian Dior-მა რუსეთში ორი სავაჭრო ნიშანი დაარეგისტრირა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 18:00
პოლიტიკა
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
ცვლილების თანახმად, ის უფლებამოსილებები ზუსტდება, რომლებსაც დაზვერვის სააგენტოს უფროსი უშუალოდ განახორციელებს. კანონპროექტის მიხედვით, ასევე გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის ქვედანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნისთვის დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება საკმარისი იქნება.
01 აპრილი 2026, 17:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საბერძნეთი და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენთვის სტრატეგიული და პრიორიტეტული მიმართულებებია, საბერძნეთთან ფრენები კვირაში 19 სიხშირით განხორციელდება, რაც ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია Sky Express-ი საქართველოში ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს და თბილისსა და ჰერაკლიონს შორის ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.
01 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა წარადგინა. მისივე თქმით, თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების იგივე პრინციპი „საქსტატის“ საბჭოს წევრებზეც გავრცელდება. ასევე, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება.
01 აპრილი 2026, 17:58
მსოფლიო
მედია: Hyundai HD-ს რუსეთში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს
Hyundai HD-ს რუსეთში ელექტრონული ტექნიკის გაყიდვისთვის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია სურს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:54
მსოფლიო
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები მოიცავს YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს
ამერიკულმა კორპორაცია Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
01 აპრილი 2026, 17:54
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას
იმ ევროპელ ბიუროკრატებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ აკრიტიკებდნენ საქართველოს, პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, ბოდიშს მოუხდიდნენ ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:52
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ
სტრასბურგის სასამართლო არის ის პლატფორმა, სადაც საქართველო 10:0-ს უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 10:0-ს უგებს რუსეთის ფედერაციას. გვახსოვს ისეთი საქმეები, სადაც ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ და რუსეთის ფედერაცია ერთად იბრძოდნენ საქართველოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენ რუსეთი და „ნაცები“ ერთად დავამარცხეთ. ეს საქმეები კონკრეტულად ოკუპაციას ეხებოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:47
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-მა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა
Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ყაზახეთს ჩინეთში რუსული ნავთობის ტრანზიტის უფლება ერთი წლით გაუხანგრძლივა.
01 აპრილი 2026, 17:43
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციაზე: პოლიტიკური გრინჩები არიან, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს დღესასწაულები წაართვან
„ფაქტობრივად, ისინი არიან პოლიტიკური გრინჩები, რომლებიც ძალიან ცდილობენ, ჩვენს ხალხს წაართვან დღესასწაულები. ახალ წელს ახალი წლის წართმევა უნდათ, შობასა და აღდგომაზე - შობისა და აღდგომის, 26 მაისს, გვახსოვს, შარშანაც იგივე რიტორიკა ჰქონდათ და საბოლოო ჯამში ერთადერთი შედეგი, რასაც იღებენ, არის კიდევ უფრო გაუფასურებული, გაარაფრებული რეიტინგი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
01 აპრილი 2026, 17:30
საზოგადოება
სურსათის სააგენტო: ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება სოცქსელში. ცხოველი თავშესაფარში გადაყვანილი იქნება პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით და უკან დაბრუნებაც მოხდება იმავე ლოკაციაზე
ნებისმიერი გადაყვანილი ძაღის შესახებ ინფორმაცია წინასწარ იქნება განთავსებული შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე პასუხისმგებელ პირთან შეთანხმებით,- აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ


