17 დეკემბერი 2025, 09:43 / სანდო წყარო

The New York Times: აშშ ევროპულ ტექნოლოგიურ კომპანიებს რეგულაციებთან დაკავშირებული დავის ფონზე სანქციებით ემუქრება

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების დისკრიმინაციისთვის გააკრიტიკეს და ევროპული ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმებით დაემუქრნენ. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს განცხადება აშშ - ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებში უფრო დაძაბული პერიოდის დაწყებაზე მიანიშნებს იმ ფონზე, როცა ორივე მთავრობა წელს გამოცხადებული სავაჭრო ჩარჩო-ხელშეკრულების დასრულებაზე მუშაობს. შეერთებული შტატები ევროპას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიებისთვის საკუთარი ტექნოლოგიური სექტორი უფრო მეტად გახსნას, თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები ჩივიან, რომ ევროკავშირს უკან არ დაუხევია კომპანიების საქმიანობის ფართო რეგულაციების დაწესების მხრივ და ამავე დროს, აგრძელებს ისეთი მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ გამოძიებას, როგორიცაა Google, X, Amazon და Meta.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა, რომელიც ამ მოლაპარაკებებს აწარმოებს, განაცხადა, რომ ევროკავშირი და მისი ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ „დისკრიმინაციული და შემავიწროებელი სარჩელების, გადასახადების, ჯარიმებისა და დირექტივების უწყვეტ პოლიტიკას“ აგრძელებენ.

აშშ წლების განმავლობაში, ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირთან შეშფოთებას გამოხატავდა, თუმცა, „მნიშვნელოვანი ჩართულობის გარეშე“, ამავდროულად, ევროპულ კომპანიებს შეერთებულ შტატებში თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდა, - ნათქვამია განცხადებაში. თუ ევროკავშირი ამ პოლიტიკას გააგრძელებს, შეერთებულ შტატებს „სხვა გზა არ ექნება გარდა იმისა, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამ არაგონივრულ ზომებთან საბრძოლველად“, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა (U.S.T.R.).

შესაძლო ზომებს შორის კი დასახელდა მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის დაწესებული საკომისიოები და შეზღუდვები, ასევე აღინიშნა, რომ იგივე მიდგომა გამოყენებული იქნება იმ სხვა ქვეყნების მიმართაც, რომლებიც ევროპის სტრატეგიას გაიზიარებენ.

პოსტში გამოკვეთილი იყო პოტენციური ევროპული მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც შესაძლოა სამიზნედ იქცნენ. ჩამონათვალში შედიოდნენ Accenture, DHL, Mistral, SAP, Siemens და Spotify, სხვებთან ერთად.

The New York Times-ის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის ტექნოლოგიური ინდუსტრიის ყველაზე აგრესიული რეგულატორის როლის გამო, თუმცა, ასეთი პირდაპირი საპასუხო ზომების მუქარით, ტრამპის ადმინისტრაცია გაცილებით შორს მიდის, რათა ბრიუსელში ოფიციალურ პირებს უკან დაახევინოს.

„ჩვენ, ევროკავშირი გავაგრძელებთ ჩვენი წესების სამართლიანად და დისკრიმინაციის გარეშე აღსრულებას“, - ციტირებს გამოცემა ევროკომისიის წარმომადგენლის, თომას რენიეს სიტყვებს, რომელმაც დასძინა, რომ ბლოკი „გააგრძელებს თანამშრომლობას“ შეერთებულ შტატებთან მათი სავაჭრო შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით.

"ბოლო თვეების განმავლობაში ევროპის ხელისუფლებამ გამოთქვა მზადყოფნა, შეამსუბუქოს ტექნოლოგიების გარკვეული რეგულირება ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად და ხელოვნური ინტელექტის განვითარების წახალისების მიზნით. თუმცა, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ნაკლები გახსნილობა გამოავლინეს სოციალურ მედიასთან და ანტიკონკურენტულ ქცევასთან დაკავშირებული ძირითადი რეგულაციების შეცვლის მიმართ, რომლებიც ხშირად ამერიკელების უკმაყოფილების მიზეზია. პრეზიდენტმა ტრამპმა და ადმინისტრაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა ამ თვეში გააკრიტიკეს ბლოკი მას შემდეგ, რაც მისმა მარეგულირებლებმა ილონ მასკის საკუთრებაში არსებული სოციალური მედია-პლატფორმა X დაახლოებით 140 მილიონი დოლარით დააჯარიმეს ციფრული გამჭვირვალობის წესების დარღვევისთვის. X-ის კიდევ ერთმა გამოძიებამ, შესაძლოა, დამატებითი ჯარიმები და სასჯელები გამოიწვიოს. „ევროპა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს“, - განაცხადა ტრამპმა გასულ კვირას“, - წერს The New York Times.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში ბრიუსელის ხელისუფლებამ დაიწყო ახალი გამოძიება კომპანიების, მათ შორის Google-ის, Microsoft-ის, Amazon-ისა და Meta-ს წინააღმდეგ. ამას ემატება მილიარდობით ჯარიმაც, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს ანტიმონოპოლიური, ციფრული კონფიდენციალურობისა და საგადასახადო წესების დარღვევისთვის დააკისრეს.

ეს ამბავი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის რთულ მომენტში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა ისტორიულად მჭიდრო მოკავშირეები იყვნენ, გასულ წელს ეს ურთიერთობა განსაკუთრებულად დაიძაბა, - აღნიშნულია სტატიაში.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2026, 17:13

რეგიონი

კახეთის რეგიონში საგანმანათლებლო, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს რეგიონებში ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ერთდროულად აუმჯობესებს განათლების, გადაადგილებისა და ცხოვრების ხარისხს.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 აპრილი 2026, 17:11

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკურმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება

„ყველა ეს თემა მნიშვნელოვანია, როგორც ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად, ასევე ეს ყველაფერი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჭრილში უნდა დავინახოთ. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი კვლავ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დამთავრდება“, - აცხადებს სამხარაძე.

ემანუელ მაკრონი

02 აპრილი 2026, 17:06

მსოფლიო

მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ძალით გახსნა არარეალისტურია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არარეალისტური უწოდა იდეას ჰორმუზის სრუტეში სამხედრო ოპერაციის ჩატარებისა და მისი ძალით გახსნის შესახებ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლაშა ავალიანი

02 აპრილი 2026, 16:48

პოლიტიკა

ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების და ამ პროცესში ჩაერთვებიან ვეტერინარები, რაც აქამდე არ იყო შესაძლებელი, მცირე რესურსიდან გამომდინარე.

02 აპრილი 2026, 16:44

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

ცოტნე ანანიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მის კანდიდატურას, 2 აპრილის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, არჩილ სამნიძეს.

02 აპრილი 2026, 16:43

ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტლის გეგმა 170%-ით შესრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში პირველი კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად 52 781 870 ლარი გადარიცხა. ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 16:40

საზოგადოება

ეროვნულმა არქივმა დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტი ციფრული ჰუმანიტარიის მკვლევრებს წარუდგინა

მაქს ვებერის ფონდის თბილისის ოფისის (Max Weber Stiftung) საგაზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა არქივმა სპეციალურ სამუშაო სესიას უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 16:39

მსოფლიო

POLITICO: ტრამპის განრისხება ნატოზე მოკავშირეებს მის წინააღმდეგ აერთიანებს

გამოცემა POLITICO-ს ინფორმაციით, ევროპაში ნატოდან აშშ-ის გასვლის შესაძლო სცენარებზე მსჯელობენ და ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება ვაშინგტონის გარეშე.

ემანუელ მაკრონი

02 აპრილი 2026, 16:22

მსოფლიო

მაკრონმა ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამონათქვამს მის მეუღლესთან დაკავშირებით არაელეგანტური და არაღირსეული უწოდა.

02 აპრილი 2026, 16:05

პოლიტიკა

ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.

02 აპრილი 2026, 15:57

საზოგადოება

წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით „სამედიცინო ცენტრი აფხაზეთის“ წყნეთის ფილიალის ახალი შენობის მშენებლობა იწყება, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:55

რეგიონი

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.

02 აპრილი 2026, 15:45

საზოგადოება

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედას და ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:35

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის დსთ-დან გასვლას დაუჭირა მხარი

მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი იანვარში დაიწყო. ეს გადაწყვეტილება უკვე მოიწონა ქვეყნის მთავრობამ. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ მაია სანდუს გადაეცემა. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ მანამდე დააზუსტა, რომ კიშინიოვი არ აპირებს უარი თქვას დსთ-სთან დაკავშირებულ ყველა შეთანხმებაზე: ის ხელშეკრულებები, რომლებსაც ეკონომიკური სარგებელი მოაქვთ ან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ მოქალაქეებისთვის, ძალაში დარჩება, თუ ისინი ქვეყნის ევროპულ კურსს არ ეწინააღმდეგება.

02 აპრილი 2026, 15:30

საზოგადოება

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბექა მიქაუტაძე ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ „პროსპეროს“ ესტუმრა

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე კომისიის წევრ ოთარ ჩრდილელთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან და ზედა ვაკის მაჟორიტარ წევრთან საკრებულოში ბექა გელენავასთან ერთად აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შპს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, რეაბილიტაციისა და აბილიტაციის ცენტრ „პროსპეროს‘‘ ესტუმრა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ჯეიკობ ჰელბერგი

02 აპრილი 2026, 15:08

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს

აშშ-ს არ სურს, რომ ევროპა მსოფლიო ეკონომიკის ან ისტორიის პერიფერიაზე აღმოჩნდეს, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

02 აპრილი 2026, 15:07

პოლიტიკა

ისკო დასენი მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.

02 აპრილი 2026, 15:05

თავდაცვა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

02 აპრილი 2026, 15:03

საზოგადოება

ბაია კვიციანმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მშობლებთან შეხვედრა გამართა, - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.