Telegram-ის დამფუძნებელი: უკიდურესად დაბალი რეიტინგის ფონზე მაკრონი ცდილობს ინტერნეტში კრიტიკოსების გაჩუმებას და მთელი ევროკავშირის ციფრულ „გულაგად“ გადაქცევას
პაველ დუროვი
ფოტო: Reuters
უკიდურესად დაბალი რეიტინგის ფონზე მაკრონი ცდილობს ინტერნეტში კრიტიკოსების გაჩუმებას და მთელი ევროკავშირის ციფრულ „გულაგად“ გადაქცევას, - განაცხადა Telegram-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა.
„ევროკავშირის ცენზურის კანონის სანქცირებული არქიტექტორი მაკრონის ახლო მოკავშირე და მისი დანიშნულია. უკიდურესად დაბალი რეიტინგის ფონზე მაკრონი ცდილობს ინტერნეტში კრიტიკოსების გაჩუმებას და მთელი ევროკავშირის ციფრულ „გულაგად“ გადაქცევას - ცენზურისა (DSA) და მასობრივი თვალთვალის (Chat Control) მეშვეობით“, - აღნიშნა დუროვმა.
The sanctioned architect of the EU’s censorship law is a close ally and appointee of Macron. Facing ultralow approval ratings, Macron is trying to silence online critics by turning the entire EU into a digital gulag — through censorship (DSA) and mass surveillance (Chat Control). https://t.co/gUuVyJlwQR
— Pavel Durov (@durov) December 24, 2025
ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
02 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.
02 აპრილი 2026, 18:22
საზოგადოება
თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები
თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.
02 აპრილი 2026, 18:19
რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
02 აპრილი 2026, 18:18
საზოგადოება
ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი
„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:14
საზოგადოება
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს
მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
02 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:06
საზოგადოება
დემნა ხელაია: ამ ეტაპზე სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის ტერიტორიაზე ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს არ ახორციელებს, გაუგებარია საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია
გუშინაც და დღესაც ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განმარტება გაკეთდა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, გორის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის ხელმძღვანელობისგან და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:05
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან
უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები მუდმივად ერთ წრეზე დადიან. დაუშვებელია ამ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მობრუნება, ამ სადისტების დაბრუნება ხელისუფლებაში. ისინი მუდმივად ამას აკეთებენ - არ საუბრობენ საკუთარ ხალხთან, არ აქვთ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან, მათთვის ადამიანებთან, ქართულ ოჯახებთან, ქართველ კაცთან ურთიერთობა არაფრის მომცემია, იმიტომ რომ ნდობა მათ მიმართ ნულოვანია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
02 აპრილი 2026, 18:01
პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
02 აპრილი 2026, 17:53
პოლიტიკა
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
02 აპრილი 2026, 17:51
მსოფლიო
Reuters: რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა
რუსეთმა ივლისის ბოლომდე ნავთობის მწარმოებელ კომპანიებს ქვეყნიდან ბენზინის გატანა აუკრძალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 17:51
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრს, დენისა საკოვას შეხვდა.
02 აპრილი 2026, 17:41
საზოგადოება
მამა გიორგი ბერაძე: ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა
ხვალ გაიმართება წმინდა სინოდის სხდომა, თუმცა ეს სხდომა არ იქნება პატრიარქის არჩევნები, არამედ მოხდება ორგანიზაციული საკითხების განხილვა, - განაცხადა მამა გიორგი ბერაძემ.
02 აპრილი 2026, 17:37
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 17:35
პოლიტიკა
კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების ფაქტებს განიხილავს
სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომისიამ „ფორმულას“ შემთხვევაში 20 სავარაუდო დარღვევა გამოავლინა, 18 დარღვევა - „ტვ პირველზე“, 7 - „პოს ტვ“-ის შემთხვევაში და 4 - „იმედზე“. კომისიის დასკვნა 8 აპრილს გახდება ცნობილი.


