Le Figaro: 11 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ტრამპის ინაუგურაცია შედგა - 11 თვე, რომლის განმავლობაშიც მან ევროკავშირზე შეტევები გაახშირა, პირველ რიგში, ეს იყო პოლიტიკური თავდასხმები
დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან თერთმეტი თვის შემდეგ, ევროკავშირი განმეორებითი თავდასხმების ობიექტი ხდება, განსაკუთრებით ციფრულ სფეროში, სადაც თეთრმა სახლმა და სილიკონის ველმა უპრეცედენტო ალიანსი შეკრეს, - წერს ფრანგული გაზეთი Le Figaro.
„თერთმეტი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის მეორე ვადით ინაუგურაცია შედგა. თერთმეტი თვე, რომლის განმავლობაშიც მან და მისმა ადმინისტრაციამ ევროკავშირზე შეტევები გაახშირეს. პირველ რიგში, ეს იყო პოლიტიკური თავდასხმები, ფორმულირებული სტილში: „ვაშინგტონი - მეგობარი, რომელსაც თქვენთვის სიკეთე სურს“ და რომელიც ცდილობს ძველი კონტინენტის „მოკავშირეები“ საკუთარი თავისგანვე იხსნას“, - წერია სტატიაში.
„საფრთხე, რომელიც ევროპისთვის ყველაზე შემაშფოთებლად მეჩვენება, არც რუსეთია, არც ჩინეთი და არც რომელიმე სხვა გარე აქტორი. საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად მაშფოთებს, შიგნიდან მოდის: ევროპა შორდება თავის ზოგიერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თებერვალში გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომაც დამსწრე საზოგადოება გააოგნა.
დეკემბრის დასაწყისში, შეერთებული შტატების ახალმა „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიამ“ ეს რიტორიკა ოფიციალურად დაადასტურა, სადაც გაჟღერდა გაფრთხილება ევროპის „ცივილიზაციური წაშლის რეალური პერსპექტივის“ შესახებ“.
„ეს განცხადებები 2025 წლის დასაწყისიდან აგრესიული ქმედებებით არის გამყარებული. სავაჭრო ფრონტზე თეთრმა სახლმა ევროკავშირს 15%-იანი საბაჟო ტარიფები დააკისრა. დიპლომატიურ და სამხედრო ასპარეზზე კი დონალდ ტრამპს სურს უკრაინას თავს მოახვიოს ისეთი „მშვიდობა“, რომელიც ვლადიმერ პუტინის მოთხოვნებს უფრო მეტ ანგარიშს უწევს, ვიდრე ნატოში მისი ევროპელი პარტნიორების ინტერესებს“, - წერს სტატიის ავტორი.
„თერთმეტი თვის განმავლობაში თანდათანობით სამი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა. პირველი, ეს არის ევროპისადმი აბსოლუტური ზიზღი. მარტში, Signal-ის მიმოწერიდან გაჟონილმა ტექსტებმა ამ დამოკიდებულების მასშტაბი ნათლად აჩვენა. „მე სრულად ვიზიარებ თქვენს ზიზღს ევროპული პარაზიტიზმის მიმართ“, - ასე პასუხობდა თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ჯეი დი ვენსს. ამ „ზიზღის“ ლოგიკური შედეგი კი დამცირებაა. ევროპელებს დღემდე მწარედ ახსოვთ ივლისში საბაჟო ტარიფების შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების კადრები, როდესაც აშკარად კმაყოფილმა დონალდ ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენი თავის შოტლანდიურ გოლფ-კლუბში დაიბარა.
მეორე თვალსაჩინო ფაქტი არის მუდმივი სურვილი, რომ მოხდეს არა მხოლოდ ზოგადად ევროპის, არამედ კიდევ უფრო მეტად - ევროკავშირის დისკრედიტაცია. „უფრო ფართო პრობლემებს შორის, რომელთა წინაშეც ევროპა დგას, უნდა აღინიშნოს ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების საქმიანობა, რომელიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს“, - ნათქვამია ამერიკის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“. ვაშინგტონი თავის დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდებს, კავშირები გააღრმაონ ევროპულ პატრიოტულ პარტიებთან.
ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში მესამე ფუნდამენტური ფაქტორი ვაშინგტონის პოლიტიკურ ძალაუფლებასა და ამერიკელ ტექნოლოგიურ მეწარმეებს შორის არსებული ალიანსიდან გამომდინარეობს. როგორც ესეისტი ჯულიანო და ემპოლი La Tribune Dimanche-ში აღნიშნავს, არსებობს „ლიბერალური დემოკრატიიდან გამოსვლისა და ტექნო-ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის განზრახვა“. „ცენზურის“ წინააღმდეგ ბრძოლა აერთიანებს ორ სამყაროს - MAGA-ს მოძრაობასა და სოციალური მედიის პლატფორმებს. მარკ ცუკერბერგმა, Meta-ს დამფუძნებელმა, ჯერ კიდევ იანვარში ჩამოაყალიბა ეს პროგრამა: „ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპთან ერთად, რათა უკუვაგდოთ მსოფლიოს ის მთავრობები, რომლებიც თავს ესხმიან ამერიკულ კომპანიებს“ და ზეწოლა მოვახდინოთ, კერძოდ, ევროპაზე“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
„ტრამპის ადმინისტრაციისა და მისი ტექნოლოგიური მოკავშირეების მტკიცე სურვილი, ძირი გამოუთხარონ ევროკავშირის ლეგიტიმაციას, ირიბად იმაზე მეტყველებს, რომ ეს ევროკავშირი - რომელიც ჩვენთანაც კი ბევრს ასე ძალიან „სძულს“ - იმაზე ძლიერია, ვიდრე ამბობენ“, - წერს გაზეთი Le Figaro.
ყველა სიახლე
02 აპრილი 2026, 20:36
ეკონომიკა
ირაკლი შენგელია: სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიულად სთავაზობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა.
02 აპრილი 2026, 20:31
პოლიტიკა
მიუსაფარ ცხოველთა თემა და პოლიტიკური კამპანია - ვინ ცდილობს საკითხით სპეკულირებას? „ქრონიკის“ სიუჟეტი
თემა, რომელიც სენსიტიურია და გარკვეული ჯგუფების მიერ სპეკულაციისთვის გამოიყენება. მიუსაფარ ცხოველთა შესახებ ოპოზიციის აქტივობა, ფაქტების გარეშე მძიმე ბრალდებების გავრცელება და ყველა შესაბამისი უწყების განცხადების მიმართ უნდობლობა, მმართველ გუნდს მიზანმიმართულ კამპანიაში არწმუნებს.
02 აპრილი 2026, 20:15
საზოგადოება
პატრიარქის გარდაცვალებიდან მე-17 დღეს უწმინდესის გარეშე მეორე სხდომა შედგება. დღის წესრიგი ამჯერადაც ტექნიკურია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკლესიისთვის გლოვის და მარხვის დროს სიმშვიდე და ერთობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამ ფონზე ახალი პატრიარქის სამომავლო არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი მსჯელობა და დისკუსია სასულიერო პირებისთვის მიუღებელია.
02 აპრილი 2026, 20:01
მსოფლიო
Reuters: საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა
საფრანგეთმა გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები პარიზის სენსიტიურ ობიექტებზე მას შემდეგ, რაც Bank of America-ს ოფისებზე ბომბით თავდასხმის მცდელობა აღიკვეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:24
მსოფლიო
POLITICO: ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მთავრობის პოპულარობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა - ხუთშაბათს გამოქვეყნებული ARD DeutschlandTrend-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მისი საქმიანობით ამომრჩეველთა მხოლოდ 15 პროცენტია კმაყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 19:11
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: გიორგი ბარამიძე იმ ხელისუფლების მაღალჩინოსანი იყო, რომლის მმართველობის დროს ქუჩებში ადამიანებს ცხოველებივით კლავდნენ, უსწორდებოდნენ და მძიმე დანაშაულები დაუსჯელი რჩებოდა
გიორგი ბარამიძე ცხოველთა დამცველი თუ იყო არ ვიცოდი, ჰუმანიზმზე ლექციებს კითხულობს, „არ მოკლა, მოუარეო“ წერს ძაღლზე, მაგრამ სვანეთის სპეცოპერაციაზე კრინტსაც არ ძრავს - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
02 აპრილი 2026, 18:56
მსოფლიო
POLITICO: მაკრონი აცხადებს, რომ ტრამპი ნატოს ასუსტებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ასუსტებს ნატოს ალიანსის საჯარო დისკრედიტაციითა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისადმი ვაშინგტონის ერთგულებაში ეჭვის შეტანით. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:56
პოლიტიკა
სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დევინის ისტორიული ციხესიმაგრე დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტი დევინში დელეგაციის წევრებთან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კონსტანტინე ქვაჩაკიძესა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
02 აპრილი 2026, 18:54
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის პავილიონი „ხელოვანი იუსტიციელების“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას მასპინძლობს
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს, რომლებმაც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
02 აპრილი 2026, 18:47
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა
ოფიციალურმა პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართა
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულ გასართობ სივრცეში -„ანდიო ლენდი“ ღონისძიება გამართა.
02 აპრილი 2026, 18:44
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უგულავას მმართველობის პირობებში ძაღლებს ხომ ხოცავდნენ უმოწყალოდ და ძაღლებზე მეტს ადამიანებს ხოცავდნენ, პირდაპირ ქუჩაში ესროდნენ, ანადგურებდნენ
ეს ამორალური რადიკალები ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ადამიანთა ემოციური ბმა ცხოველების მიმართ საკუთარი მიზნების მისაღწევად და ყველაფერს სჩადიან, კადრულობენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
02 აპრილი 2026, 18:32
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე
ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა“.
02 აპრილი 2026, 18:22
საზოგადოება
თბილისის მერია: მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული ძაღლები. მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები
თბილისის მერია, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა.
02 აპრილი 2026, 18:19
რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს, ზუგდიდის მერი დღის ცენტრებს ესტუმრა
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა, მოადგილე გიორგი ხვიჩიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრებს ესტუმრა და ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
02 აპრილი 2026, 18:18
საზოგადოება
ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი: როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი
„არის საბავშვო ბაღები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სადაც არ შეიძლება ცხოველების მიკედლება. როცა ვამზადებდით ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამას, ჩავწერეთ ეს ღონისძიებები, რომ ამ ადგილებში არ დავაბრუნებდით უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მიმდებარე ტერიტორიაზე დავაბრუნებდით, თუმცა კანონში ზუსტად არ არის განსაზღვრული მიმდებარე ტერიტორია - 10 მეტრის მოშორებით, 20-ის, თუ 30-ის. ერთადერთი, რაც გავითვალისწინეთ, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, მეტი არაფერი“, - აღნიშნა ხელაიამ.
02 აპრილი 2026, 18:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია
აშშ-ში რეგულარული ტიპის ბენზინის საშუალო ფასმა ზრდა განაგრძო და ბოლო მონაცემებით, ერთ გალონზე 4.08 დოლარს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით 2 ცენტით მეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
02 აპრილი 2026, 18:14
საზოგადოება
დემნა ხელაია ზუგდიდის ინციდენტზე: მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მიმკედლებლებს
მოხდა მიკედლებული ცხოველების აყვანა სტერილიზაციისთვის, აგრეთვე ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ნაწილი დაბრუნდა ლოკაციაზე, ნაწილს კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მიმკედლებლებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლები სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.
02 აპრილი 2026, 18:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: შენგენის ზონასთან მიმართებით ერთი პროცესი განვითარდა - შვეიცარია არ დადგა გვერდით იმ მთლიანი მოცემულობისგან, რაც უსამართლოდ და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, აშკარა ძალმომრეობით განახორციელა ევრობიუროკრატიამ
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების შეჩერებასთან დაკავშირებით შვეიცარიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
02 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ორი ცხელი წერტილი ჩვენს სიახლოვეს - ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოუმზადებელი შეხვდეს და დახვდეს ამ მოვლენებს
„აბსოლუტურად სხვა რეალობა არსებობს მსოფლიოში პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ეს იყო თუნდაც ხუთი-ექვსი წლის წინ. ის, რაც გუშინ და გუშინ წინ ურყევ წესრიგად ითვლებოდა მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში, დღეს აბსოლუტურად ამოტრიალებულია“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.


