imedi /  12 იანვარი 2026, 18:36 / სანდო წყარო

„მოსადის“ ყოფილი დირექტორი: რუსული დათვისთვის მუშტების ქნევის ნაცვლად, ზელენსკისთვის სჯობდა, ძალისხმევა თავის მოწინააღმდეგესთან საერთო ენის გამონახვისკენ მიემართა

იოსი კოენი

იოსი კოენი

ჩემი ხედვით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ჭკუის სწავლებისა და რუსული დათვისთვის მუშტების ქნევის ნაცვლად, ზელენსკისთვის სჯობდა, ძალისხმევა თავის მოწინააღმდეგესთან საერთო ენის გამონახვისკენ მიემართა, - წერს ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ ყოფილი დირექტორი (2016-2021), იოსი კოენი თავის ახალ წიგნში „თავისუფლების ხმალი. ისრაელი, „მოსადი“ და საიდუმლო ომი“.

„მესმის, რომ ეს არაპოპულარული შეხედულება იქნება და მე, რა თქმა უნდა, არ ვამართლებ 2022 წლის რუსეთის ინტერვენციას, თუმცა ვლადიმირ პუტინი ბევრად ძლიერი და განუზომლად ჭკვიანი მოწინააღმდეგეა. ამასთანავე, ზელენსკის მხრიდან უფრო გამჭრიახ და გონიერ ლიდერობას შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს დიდი ხანძარი. ეს შესაძლოა გულისხმობდა რთულად მისაღებ არჩევანს, თუმცა თავიდან აგვაცილებდა ომსა და განადგურებას“, - წერს იოსი კოენი თავის წიგნში.

„მოსადის“ ყოფილი დირექტორი აღნიშნავს, რომ „როდესაც 2020 წელს ზელენსკის უსაფრთხოების ახალმა სტრატეგიამ ნატოში გაწევრიანება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს მიზნად დაისახა, რუსულმა დათვმა ბრჭყალები გაილესა“.

„პუტინისთვის უკრაინა რუსეთია. მათ ისტორიულად აკავშირებთ საერთო ენა და საერთო მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა“, - ნათქვამია წიგნში.

„2021 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააკრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია უკრაინაში რუსულ აგრესიაზე და გაეროს რეფორმირების მოთხოვნისას, ორგანიზაციას „პენსიაზე გასული სუპერგმირი“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო უმოქმედობა გამოიწვევდა „საერთაშორისო ურთიერთობების მთელი არქიტექტურის ჩამოშლას. ჩვენ აღარ დაგვრჩება სხვა წესები, გარდა იმისა, რომ ძალა აღმართს ხნავს. ეს იქნება სამყარო, სადაც კოლექტიური ძალისხმევის ნაცვლად ეგოიზმი იბატონებს; სამყარო კიდევ უფრო მეტი დიქტატურით, ნაკლები თანასწორობით, ნაკლები დემოკრატიითა და თავისუფლებით“. მან შეაქო გაეროს ის წევრები, „ვისაც არ რცხვენია, რომ უკრაინა მათი მეგობარი და პარტნიორია; ვისაც შეუძლია მოვლენებს თავისი სახელი დაარქვას - ოკუპაციას ოკუპაცია უწოდოს და აგრესიას აგრესია“. მან ასევე ხაზი გაუსვა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის აღმოსავლეთით მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებზე ექვსას ათასზე მეტი რუსული პასპორტი გაიცა: „განა ეს არ არის საერთაშორისო დანაშაულის მტკიცებულება? განა ეს არ არის დაუსჯელობისა და საერთაშორისო სამართლისადმი უპატივცემულობის საბუთი?“ - ნათქვამია წიგნში.

„ჩემი ხედვით, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ჭკუის სწავლებისა და რუსული დათვისთვის მუშტების ქნევის ნაცვლად, მისთვის სჯობდა, ძალისხმევა თავის მოწინააღმდეგესთან საერთო ენის გამონახვისკენ მიემართა. მესმის, რომ განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში, მათგან უმეტესობა, ვინც ისრაელის ინტერესებს იცავს, ხშირად გვამსგავსებს ჩვენ უკრაინას, თუმცა მე საკითხს ცოტა სხვაგვარად ვუყურებ. ერთადერთი მსგავსება ჩვენ შორის არის ის, რომ ორივე პატარა ქვეყანა ვართ, რომელთაც საფრთხეს უქმნიან სასტიკი მეზობლები ან, როგორც ჩვენს შემთხვევაში, მათთან დაკავშირებული ტერორისტები. ასეთ ვითარებაში მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნო. რეალობა ისაა, რომ დასახმარებლად არავინ მოვა. თქვენ ნაცვლად არავინ იბრძოლებს. უკრაინის შემთხვევაში, ნატოს არცერთი ჯარისკაცი არ შესწირავს თავს უკრაინელი ჩვილის გადასარჩენად. მეტიც, მე იმაშიც კი მეპარება ეჭვი, რომ ნატოს წევრებმა ერთმანეთისთვის იბრძოლონ. ზოგიერთი ქვეყანა გამოგზავნის შეიარაღებას, ზოგი - არა. ზოგი დააწესებს სანქციებს, ზოგი - არა. ზოგი მხარს დაგიჭერთ დიპლომატიურად, ზოგი - არა. ზოგი იტყვის, რომ თქვენი მხარდაჭერა ზედმეტად ძვირი ჯდება, ზოგს კი უბრალოდ არ ანაღვლებს“, - ხაზგასმით აღნიშნავს იოსი კოენი.

იოსი კოენი ხაზს უსვამს მტერთან დიალოგის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ „როდესაც ასეთი დაუცველი ხარ, მეგობრების დაფასება და მტრების ინსტინქტური შეცნობა უნდა შეგეძლოს. მსოფლიო სცენიდან ემოციური გამოსვლების ნაცვლად, ელაპარაკე შენს მტერს. წადი მოლაპარაკებებზე. გააკეთე ის, რაც გასაკეთებელია“.

„მე არ ვამართლებ იმას, რაც პუტინმა ჩაიდინა. მე არ ვიზიარებ მის სწრაფვას დამღუპველი ნაციონალისტური ომისკენ უკრაინაში. მე არ ვიცავ მის პოზიციას, თუმცა შემიძლია მისი ახსნა. ეს რთული მისიაა, განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც მას აღიქვამენ შავ-თეთრ ფერებში, როგორც ბოროტმოქმედს. ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა, ვიდრე ეს ჩანს“, - წერს იოსი კოენი.

„მოსადის“ ყოფილი დირექტორის აზრით, საჭიროა პუტინის მოტივაციების უფრო ღრმა გაგება.

„როდესაც პუტინი ომს იწყებს, ის ამას აუცილებლად იმიტომ არ აკეთებს, რომ იმპერიალისტია. ჩემი შთაბეჭდილებით, ის მოჭადრაკეა - დიდოსტატი, რომელსაც დასავლეთის სისუსტეების გამოყენების თანდაყოლილი უნარი შესწევს. ის ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და რამდენიმე სვლით წინ ფიქრობს“, - აღნიშნავს ის.

„2014 წლის თებერვალსა და მარტში რუსეთი შეიჭრა ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც უკრაინის ნაწილია, და შემდგომ მისი ანექსია მოახდინა სადავო რეფერენდუმის საფუძველზე. რა გააკეთა დასავლეთმა? არაფერი, გარდა მისი ლეგიტიმურობის გაპროტესტებისა. დასავლეთი ასევე კმაყოფილი ჩანდა იმით, რომ დაეშვა დონბასის ომი, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები 2014 წლის აპრილიდან აწარმოებდნენ, და რომელიც მომაკვდინებელ უშედეგობად იქცა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ყოფილა არანაირი შეთანხმებული რეაქცია მაშინაც კი, როდესაც 2021 წელს აეროფოტოგადაღებებმა დააფიქსირა საზღვრისკენ მიმავალი უზარმაზარი კოლონები. პუტინმა ისტორიული პრეცედენტი დაინახა იმაში, რომ არ დაუშვა უკრაინის გაწევრიანება ნატოში, რაც ნიშნავდა, რომ რუსეთის ზღურბლზე, სავარაუდოდ, მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი, ოცდათორმეტი ქვეყნისგან შემდგარი არმია აღმოჩნდებოდა. მან გათვალა, რომ მსხვერპლის გაღების სურვილი არავის ჰქონდა. მან იცის, რომ მის წინააღმდეგ არავინ წავა, რადგან ინტერვენციის შედეგები დამაფრთხობელია. ეს ჩვენი ომია თუ არა? აქ ცინიკური ვიქნები, მაგრამ რამდენიმე იახტის, კერძო თვითმფრინავისა და ფუფუნების საგნების კონფისკაციაზე მეტია საჭირო იმისათვის, რომ ეს ექსპანსიონიზმის შემაკავებელ ფაქტორად იქცეს. მესმის უკრაინელების შეიარაღების ემოციური მხარე, მაგრამ ჩემი სტრატეგიული ხედვით, ეს არ არის გამოსავალი. რატომ? პუტინს უბრალოდ მეტ შეიარაღებაზე მიუწვდება ხელი. ის ყველაფერს თავად ვერ აწარმოებს, მაგრამ მას ჰყავს დამხმარეები - ჩინეთი და ირანი. „რა მოხდება ახლა?“ - ეს კითხვა დავუსვი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს ვაშინგტონში, კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების ასევე გავლენიან ფიგურასთან ერთად ვახშმობისას. მისმა პასუხმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: „დაახლოებით ერთ წელიწადში თქვენ იგივე კითხვას დამისვამთ. ათასობით ადამიანი იქნება დაღუპული, სიტუაცია კი უცვლელი დარჩება“, - ნათქვამია იოსი კოენის წიგნში.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 09:10

მსოფლიო

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

ისრაელში ღამით საჰაერო თავდასხმების გამო განგაში იყო გამოცხადებული. თელ-ავივის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ღამე თავშესაფარში გაატარა. ისრაელზე იერიშები ირანის პარალელურად „ჰუსიტებმაც“ მიიტანეს და განაცხადეს რომ თავდასხმა დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“იყო კოორდინირებული.

03 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: ბრიტანეთმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა

გაერთიანებულმა სამეფომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ვირტუალურ სამიტს უმასპინძლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

03 აპრილი 2026, 08:59

საზოგადოება

„მიზანია, რომ რეფერენტულ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი მედიკამენტი მოხვდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო შემცირდება“ - დღეს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მედიკამენტების ფასების რეგულირების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.

დავით მათიკაშვილი

03 აპრილი 2026, 08:48

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ძაღლების ხოცვასთან ერთად ადამიანებს ხოცავდნენ პირდაპირ ქუჩაში და ეს ადამიანები ცდილობენ ჰუმანისტის მანტიები მოირგონ და დეზინფორმაციით საზოგადოება აღაშფოთონ

ხალხის სენსიტიური დამოკიდებულება გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

03 აპრილი 2026, 08:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სცენარი უცვლელია - ქართული ეკლესიის შერყევა არ არის ახალი ამოცანა, რომელიც მათ დაისახეს

გამოეხმაურა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მართლმადიდებელ ეკლესიასა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე შეტევას.

 თეოდორე ფარნაშვილი

03 აპრილი 2026, 08:27

საზოგადოება

მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი: საქართველოს მოქმედი ეპისკოპოსების პრეროგატივაა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა და ცოტა გაუგებარია, რატომ აკეთებენ პროგნოზებს წინასწარ ისეთი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არ არიან

„სინოდი მოწვეულია იმისთვის, რომ დეტალურად გაიარონ ის პროცედურა, რომელი პროცედურაც არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნების ჩატარებისათვის და პროტოკოლურად რაც საჭიროა, ეს ყველაფერი უნდა წინასწარ იყოს გაწერილი, მაგალითად სად იქნება გაფართოებული სხდომა, - განაცხადა საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მღვდელმა თეოდორე ფარნაშვილმა.

03 აპრილი 2026, 08:21

საზოგადოება

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

03 აპრილი 2026, 08:12

პოლიტიკა

სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვაკეთში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უმასპინძლა

03 აპრილი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

3 აპრილს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი პიტ ჰეგსეტი

03 აპრილი 2026, 02:27

მსოფლიო

TIME: ტრამპი ეძებს გზას გამარჯვების გამოსაცხადებლად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, იმ იმედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება მანამ, სანამ პოლიტიკური ზიანი შეუქცევადი გახდება

დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა ირანის ომის მესამე კვირას, როდესაც მისი ყველაზე სანდო მრჩევლების ჯგუფი არასასიამოვნო ამბის მისატანად მივიდა - მისი დიდი ხნის სოციოლოგი, ტონი ფაბრიციო ატარებდა კვლევებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა, - წერს ამერიკული ჟურნალი TIME-ი სტატიაში სათაურით „ტრამპის მიერ ირანის ომიდან გამოსავლის ძიების შიდა სამზარეულო“.

03 აპრილი 2026, 01:28

მსოფლიო

ტრამპი ისრაელზე: ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ვეტყვი - ისინი გაჩერდებიან მაშინ, როდესაც მე გავჩერდები

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა TIME-თან ინტერვიუში ისრაელთან ურთიერთობასა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტზე ისაუბრა.

ირაკლი კირცხალია

03 აპრილი 2026, 00:02

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე

გამოწვევა ჩვენ ქვეყანას აქვს იგივე, რაც მთელს მსოფლიოს დღეს, რომ როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა, როგორმე შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა და როგორმე განვითარდეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

03 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები

დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები. დღეს ისინი რომ ყოფილიყვნენ მმართველობაში, ჩვენ ვიქნებოდით სტატისტიკა, ისინი ირბენდნენ როგორც ომში განადგურებული ქვეყნის ჩაგრული წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ნაცმოძრაობის“ მისამართით.

ირაკლი კირცხალია

03 აპრილი 2026, 00:00

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხე, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე

მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას. „ჩვენს რეგიონში ცეცხლის ალში ვართ, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ომის საფრთხე შენელებულია, ან შემცირებულია რისკი. პირიქით, ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება. მათ [ოპოზიცია] დავალება იგივე აქვთ, მათ აქვთ დავალება რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე. დღეს გვესაუბრებიან ოთხი შვილის დედაზე, ვინმეს ილუზია რჩება, რომ ეს ადამიანები თავისი აზრით მოქმედებენ? ან რომელი ემპათია უნდა გამოიწვიონ, ჩვენს ოთხ შვილზე არ ფიქრობდნენ ქალბატონი ელენე და მათი მეგობრები? ჩვეულებრივი პერფორმანსია ეს ყველაფერი, ყველამ კარგად ვნახეთ ის თვითდაჭერების სერია. მაშინ არ ფიქრობდნენ შვილებზე, როდესაც იდგნენ რუსთაველის გამზირზე და სტატისტიკად უნდოდათ ექციათ ჩვენი შვილები და მშობლები, არ ფიქრობდნენ ელემენტარული მიზეზის გამო - მათ ჰქონდათ, როგორც ყველა აგენტს აქვს, გარანტიები. ჩვენ რომ ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე, მშობლებზე, და-ძმებზე სწორედ ამიტომ ვართ არნახული შემოტევების ქვეშ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:45

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ჩვენ არ დავუშვებთ ექსტრემიზმს. თუ დაავიწყდათ, შეუძლიათ კადრები ნახონ, როგორ აღმოიფხვრა რევოლუციის და გადატრიალების თითოეული მცდელობა, რომელსაც ეს უსამშობლოთა გაერთიანება აწყობდა

ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიგერიებთ თავდასხმას. პირდაპირ თავს გესხმიან პოლიტიკური განცხადებებით, თავს გვესხმიან იმ შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით, რასაც დასანქცირება ჰქვია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ნიდერლანდების პარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი აქ ასაზრდოონ

ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ , - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ნიდერლანდების პარლამენტში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად. „ჯაჭვურად ეწყობა ე.წ ფაზლი - ყველას გაგვეღიმა BBC-ს სრულიად ყველანაირ რეალობას და სტანდარტს აცდენილ სიუჟეტზე, შემდეგ ვნახეთ ეს აბსურდი სად არის გამოყენებული, შემდეგ ამ ყველაფერს მოჰყვას ეს დასკვნა [მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში] სადაც წერია, რომ თურმე რეალურად არ შეისწავლეს ფაქტები. ნებისმიერი სიუჟეტი, რეზოლუცია, განცხადება, დასმენები, ყველაფერი არის იმისთვის, რომ ესენი [ოპოზიცია] აქ ასაზრდოვონ, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

02 აპრილი 2026, 23:37

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე

შევარდნენ ერთ-ერთ თავშესაფარში, სადაც დაავადებული ძაღლები ჰყავდათ. მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაცია - ეს არის მათი სახე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მისამართით.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა - გარე ძალებზე დაყრდნობით აქ შენ მოგიწყონ პროვოკაცია

ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

02 აპრილი 2026, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს

ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი

02 აპრილი 2026, 23:02

მსოფლიო

ტრამპი: დროა, ირანმა დადოს შეთანხმება, სანამ ძალიან გვიან არ არის და სანამ ჯერ კიდევ დარჩენილია რამე იმისგან, რაც შეიძლება დიდებულ ქვეყნად იქცეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ირანის ყველაზე დიდი ხიდის განადგურებას ასახავს.