სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის პრეზიდენტობის ერთ წელიწადს აჯამებს და ერთ-ერთ მიღწევად ასახელებს „არასამთავრობო ორგანიზაციების კორუმპირებული ინდუსტრიული კომპლექსის დაშლას“
ფოტო: Reuters
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ერთი წელიწადი შეაჯამა და ადმინისტრაციის მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ერთ წლის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაცია შედგა მანდატით - „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“. მას შემდეგ, მან ამერიკელი ხალხისთვის არაერთი გამარჯვება მოიპოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებს, სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ნაბიჯებზე:
- სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა 100 000-ზე მეტი ვიზა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - გაუქმების შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ეხება პირებს, რომლებმაც ჩაიდინეს ისეთი დანაშაულები, როგორიცაა თავდასხმა, ქურდობა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, ან მათ, ვინც მხარს უჭერდა ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას.
- სახელმწიფო დეპარტამენტმა კარტელი Cartel de Los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტმა ტრამპმა გასცა ბრძანება ნარკოტერორიზმში ბრალდებული ნიკოლას მადუროსა და სილია ფლორესის დაკავების შესახებ, ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად.
- გასული წლის იანვრის შემდეგ, სამხრეთ საზღვარზე დაკავებების რაოდენობა 99%-ით შემცირდა, რაც მთავრობის ერთიანი ძალისხმევის შედეგია, რათა შეჩერდეს მასობრივი მიგრაციის ნაკადი შეერთებულ შტატებში.
- საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეჩერებულია მსოფლიოს 75 ქვეყანაში, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს შემოწმების პროცედურებს. ეს კეთდება იმისთვის, რომ ახალმა მიგრანტებმა ბოროტად არ გამოიყენონ ამერიკელი ხალხის კეთილშობილება და არ გახდნენ ტვირთი სახელმწიფოსთვის.
- სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილმა სპეციალიზებულმა ქვედანაყოფებმა დააპატიმრეს უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების წამყვანი წევრები, მათ შორის „სინალოას“ კარტელის ლიდერი ეფრაინ სანჩეს კაბანილიასი, MS-13-ის ლიდერი ალვარო ოსირის აკოსტა ბუსტილო და Tren de Aragua-ს ლიდერი „ჩინო სან ვისენტე“.
- სახელმწიფო დეპარტამენტმა „ანტიფას“ ოთხი რადიკალური ჯგუფი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, რათა მათ აღარ მიუწვდებოდეთ ხელი იმ რესურსებზე, რომლებიც ძალადობის, ტერორისა და დაშინების აქტების განსახორციელებლად სჭირდებათ.
- სახელმწიფო დეპარტამენტმა ხელი შეუწყო ღაზაში პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის განხორციელებას, რამაც დაასრულა ომი, უზრუნველყო მძევლების დაბრუნება და გაზარდა ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა.
- სახელმწიფო დეპარტამენტმა „მუსლიმთა საძმოს“ ლიბანური, ეგვიპტური და იორდანიული ფილიალები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა, რაც იყო პასუხი „ჰამასის“ მატერიალურ მხარდაჭერასა და ტერორისტულ აქტებზე.
- სახელმწიფო დეპარტამენტი რეორგანიზდა 21-ე საუკუნის გამოწვევების დასაძლევად - გაძლიერდა საელჩოები და რეგიონული ბიუროები, გამარტივდა კატასტროფებზე რეაგირების პროცესი, გაუქმდა შიდა ოფისების თითქმის 45% და უწყების მუშაობა სრულად მოერგო ამერიკის ინტერესების მსახურებას.
- პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო შეერთებული შტატების გამოსვლის პროცესი ათობით საერთაშორისო ორგანიზაციიდან, რომლებიც თავს ახვევენ სხვებს მავნე იდეოლოგიებს, ფლანგავენ სახსრებს და მოქმედებენ ამერიკელი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.
- შეერთებულმა შტატებმა წარმატებით მიაღწია პასუხისმგებლობის განაწილებას ევროპელ მოკავშირეებთან და მიიღო ნატოს წევრების დაპირება, რომ 2035 წლისთვის თავდაცვაზე მშპ-ს 5 პროცენტს დახარჯავენ. ეს ვალდებულება ყოველწლიურად დამატებით ტრილიონ დოლარს მოიტანს შეკავებისა და თავდაცვის ინვესტიციებში.
- სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარება კვლავ ამერიკის ინტერესებს დაუკავშირა - დაშალა არასამთავრობო ორგანიზაციების კორუმპირებული ინდუსტრიული კომპლექსი და ახალი ორმხრივი ჯანსაღი შეთანხმებებით პარტნიორი ქვეყნები თვითკმარობის გზაზე დააყენა.
- სახელმწიფო დეპარტამენტმა გააუქმა 1.8 მილიარდი დოლარის ღირებულების არასაჭირო კონტრაქტები და წინა ფისკალურ წელთან შედარებით სამივლინებო ხარჯებში 100 მილიონი დოლარი დაზოგა.
- პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პერიოდში, სახელმწიფო დეპარტამენტმა საკვანძო როლი ითამაშა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუანდას შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში, რითაც დასრულდა 30-წლიანი ომი. შეთანხმებას ხელი თეთრ სახლში მოეწერა.
- სახელმწიფო დეპარტამენტმა „მშვიდობის ინსტიტუტს“ სახელი შეუცვალა და უწოდა „დონალდ ჯ. ტრამპის მშვიდობის ინსტიტუტი“, რათა ასახულიყო პრეზიდენტის უპრეცედენტო მიღწევები მსოფლიოში მშვიდობის დამყარების საქმეში.
„ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამერიკელი ხალხისთვის გამარჯვებების მოპოვებას და ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს ამერიკას“, - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.
ყველა სიახლე
03 აპრილი 2026, 13:17
სამართალი
პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:10
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ფასებზე: არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა - რაც შეეხება სტრუქტურულ გამოწვევებს, პროდუქტებთან დაკავშირებით გამოკითხვები დასრულდა და საპარლამენტო კომისია ამ მხრივ თავის რეკომენდაციებს დადებს
არის გლობალური პროცესები და ამას საქართველო ვერ გაექცევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ფასებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
03 აპრილი 2026, 13:09
პოლიტიკა
რომან გოცირიძე: ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- სად არიან ოპოპარტიები, ვინ ქმნის დღეს ქვეყანაში კრიტიკულ დღის წესრიგს?!
ამ სისულელის მართლა გჯერათ, რომ ცოცხალ ძაღლებს წვავენ? მართლა გჯერათ, რომ კალაძის ცოლმა მისი ქმრის მოგონილ თუ ნამდვილ საყვარელს ვარდისფერი კუბო გაუგზავნა? მართლა გჯერათ, რომ გარდენია შევარდნაძე იმიტომ არის დამნაშავე, რომ მის პოსტებს წულუკიანი ულაიქებს?- წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
03 აპრილი 2026, 13:07
საზოგადოება
სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ შეხვედრა გამართეს, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.
03 აპრილი 2026, 13:07
მსოფლიო
POLITICO: ტრამპი გენპროკურორის გათავისუფლების შემდეგ ადმინისტრაციაში ახალ ცვლილებებზე მსჯელობს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის გენერალური პროკურორის, პემ ბონდის გათავისუფლების შემდეგ დამატებით საკადრო ცვლილებებზე მსჯელობს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:05
რეგიონი
რუსთავში 1500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსი გულისხმობს ისეთი პროექტის მომზადებას, რომელიც შემდგომში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, განმეორებადი მოდელის სახით იქნება გამოყენებული. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 13:05
პოლიტიკა
პაპუაშვილი: მედიასთან კომუნიკაციის სიხშირის და ხანგრძლივობის მხრივ საქართველოს ჰყავს ყველაზე აქტიური პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ერთადერთი ვინც გვჯობია არის აშშ-ის პრეზიდენტი
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ უცხოურ ინვესტიციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისია. ამ მხრივ ამერიკული ინვესტიციები ყოველთვის მისასალმებელია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანაკლიის პორტზე და ამერიკულ ინვესტიციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
03 აპრილი 2026, 13:02
რეგიონი
სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.
03 აპრილი 2026, 13:00
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიყავით აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად
ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად, დაიყვანა იმ დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ინდიკატორის ჩამოყალიბება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 12:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ
სტრატეგიული პარტნიორობა მანამდე ეპითეტის დონეზე იყო აშშ-სა და საქართველოს შორის, ვინაიდან შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო. 2009 წელს მოეწერა ხელი, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში და ეს იყო გარკვეული დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ. ახლა გვინდა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტულად რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს. ამ დიალოგისთვის ვართ გახსნილი. ის, რომ სატელეფონო საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და პრემიერს შორის, აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია ამისკენ, რაც გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 12:42
პოლიტიკა
პაპუაშვილი: ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი, სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი
გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან შალვა პაპუაშვილმა ამგვარად უპასუხია კითხვას თურქეთში „ახალი ალიანსის“ წევრების - ლევან სანიკიძე, თინა ბოკუჩავასა და თამარ ჩერგოლეიშვილის ჩასვლის შესახებ.
03 აპრილი 2026, 12:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას
ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟზე დასმული კითხვის პასუხად.
03 აპრილი 2026, 12:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში
მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
03 აპრილი 2026, 12:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება
ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.
03 აპრილი 2026, 12:30
საზოგადოება
გლდანში, უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, კიდევ ერთი სკვერი ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსთან 12-მდე ავტოფარეხისა და უკანონო შემოღობვის დემონტაჟის შემდეგ, ახალ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ
იგივე სახეები, რომლებმაც საქართველოში წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, დღეს კვლავ გაერთიანდნენ და ცდილობენ, ზუსტად იმავე გეგმით იმოქმედონ, რაც მაშინ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
03 აპრილი 2026, 12:15
საზოგადოება
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ტექნიკური ხასიათისაა და მღვდელმთავრები პროცედურულ საკითხებს განიხილავენ.
03 აპრილი 2026, 12:13
საზოგადოება
Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა.
03 აპრილი 2026, 12:08
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
03 აპრილი 2026, 12:07
მსოფლიო
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება
რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.


