23 იანვარი 2026, 11:44 / სანდო წყარო

Responsible Statecraft: ტრამპის ახალი დოქტრინა: სტრატეგიული დომინირება და უარყოფა - როგორც ჩანს, აშშ-ს განზრახული აქვს, გამოიყენოს ლოკალური სამხედრო ქმედებები, ამავდროულად, შეზღუდოს მეტოქეთა წვდომა საკვანძო რეგიონებზე

ახალი წელი სტრატეგიული სიგნალების ნამდვილმა კასკადმა გახსნა: 3 იანვარს ტრამპის ადმინისტრაციამ ფაქტობრივად დასაბამი დაუდო გადამწყვეტ, ახალ კამპანიას ლათინურ ამერიკაში საკუთარი გავლენის აღსადგენად, პოლიტიკური ინტერესების სფეროების მკაფიოდ დასახაზად და ჩინეთისა და რუსეთის მიმართ სამხედრო-ეკონომიკური შეკავებისა და უარყოფის ახალი სივრცეების შესაქმნელად, - წერს ამერიკული გამოცემა Responsible Statecraft.

სტატიის თანახმად, გლობალური კონკურენციის მიმართ შედარებით უფრო მტკიცე და აგრესიულ მიდგომაში, შეერთებულმა შტატებმა აქამდე ნაკლები აქცენტი გააკეთა იდეოლოგიური გავლენის სფეროების გამიჯვნაზე და გაცილებით მეტი იმაზე, რასაც შეიძლება აღვიქვამდეთ როგორც გააზრებული სტრატეგიული „დარღვევისა“ და უარყოფის ზონებს.

გაანალიზებულია თეთრი სახლის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც შედარებით ლაკონიურია და სიტყვა „უარყოფას“ პირდაპირ სამჯერ მოიხსენიებს.

„სტრატეგიული უარყოფის სფეროები ამჟამად 47-ე პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის მთავარ ორგანიზაციულ პრინციპად იქცა. ეს სტრატეგია ასახავს აშშ-ის საზღვარგარეთ ზედმეტად ჩართულობის გადაფასებას, რაც განპირობებულია ახლო აღმოსავლეთში მიუწვდომელი მიზნების ორი ათწლეულის მართვით, როდესაც პეკინმა ჩუმად დააგროვა ბერკეტები კრიტიკულ შემაფერხებელ წერტილებში - სტაბილურად აფართოებს ინვესტიციებს ლათინურ ამერიკასა და BRICS-ში, წინ მიიწევს პოლარული აბრეშუმის გზის ამბიციები, აძლიერებს სამოქალაქო და სამხედრო ჩართულობას მთელ აფრიკასა და აზიაში და იკავებს დომინანტურ პოზიციას იშვიათი წიაღისეულის გადამუშავებასა და მიწოდების ჯაჭვებში“, - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, ამ ფონზე, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ვენესუელის ნავთობის რესურსებისადმი სწრაფვა და გრენლანდიის შეძენის სურვილიც ამერიკის სტრატეგიული პოზიციის გადამწყვეტ გადახედვაზე მიუთითებს.

„როგორც ჩანს, შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად ცდილობს გამოიყენოს დისკრეციული, მაგრამ დესტრუქციული სამხედრო მოქმედებები ხანგრძლივი ინტერვენციების ნაცვლად, ამავდროულად შეზღუდოს მეტოქეების წვდომა ძირითად რეგიონებზე, რესურსებზე, ტექნოლოგიებსა და მმართველობის მექანიზმებზე. ამრიგად, უარყოფის სფეროები ფუნქციონირებს არსებული სტატუს კვოს, ანუ „საქმის ჩვეულებრივი მიმდინარეობის“ რღვევის გზით, დაბრკოლებების კომპლექსური სისტემის შექმნით, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ჩინეთისა და რუსეთის უსაფრთხოების ვალდებულებებს მათი სავარაუდო მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე, ზღუდავს მათ მანევრის შესაძლებლობებს ან მთლიანად კეტავს ალტერნატივებს და ზრდის გამოწვევაში ჩართვის ფასს“, - ვკითხულობთ სტატიაში.

ამავე დროს, აღნიშნულია, რომ უარყოფის სტრატეგია შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს, მაგრამ ის შეიცავს თავად საერთაშორისო სისტემისადმი რწმენის დაზიანების რისკებს, რომელიც ისედაც მნიშვნელოვნად ფრაგმენტირებულია გლობალური ურთიერთდამოკიდებულებით. შესაბამისად, გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ სტრატეგიამ, შესაძლოა, კიდევ უფრო დაასუსტოს ნებისმიერი დარჩენილი კონსენსუსი საერთაშორისო წესებზე, ნორმებსა და კანონებზე.

„თუკიდიდესეული პრინციპი - „ძალა არის სამართალი“ - გამოძახილს პოვებს სტივენ მილერის ბოლო საჯარო განცხადებებში. 2026 წლის იანვარში CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მილერმა, რომელიც თეთრი სახლის პოლიტიკის საკითხებში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველია, განაცხადა, რომ მსოფლიო იმართება „სიმტკიცით, ძალით, ძალაუფლებით“ და ეს „მსოფლიოს რკინის კანონებად“ მოიხსენია. ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანისას, როგორც თავად თუკიდიდე აღნიშნავდა „პელოპონესის ომის ისტორიაში“ - „ძლიერნი აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, ხოლო სუსტნი იტანენ იმას, რაც გარდაუვალია“, - ვკითხულობთ სტატიაში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გლობალური კონკურენციის გამწვავებასთან ერთად, სახელმწიფოს მიერ სანქცირებული გავლენის კონტურები ერთდროულად უფრო გაფანტული და სადავო გახდა. ჩინეთის თანმიმდევრული აღმავლობა და მისი საზღვაო გავლენის, ციფრული ინფრასტრუქტურის არეალის გაფართოება, აგრეთვე ინვესტიციები კრიტიკულად მნიშვნელოვან ტექნოლოგიებში, მათ შორის, ნახევარგამტარების წარმოებაში, ხელოვნურ ინტელექტსა და სატელიტურ ქსელებში, შეერთებული შტატების ინტერესებისთვის უკიდურესად სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

არანაკლებ მძიმე ფაქტორია ევროპის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე, რომელთა შორის უმსხვილეს იმპორტიორებად რჩებიან უნგრეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ბელგია - ასევე მისი ტექნოლოგიური დამოკიდებულება როგორც შეერთებულ შტატებზე, ისე ჩინეთზე, რაც კიდევ უფრო ზღუდავს კონტინენტის სტრატეგიულ ავტონომიას.

სტატიის თანახმად, არქტიკის რეგიონი და შეერთებული შტატების სწრაფვა გრენლანდიისკენ ასევე წარმოადგენს უარყოფის სფეროს დეკლარირებას ჩინეთისა და რუსეთის მიმართ. როგორც ავტორი აღნიშნავს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გრენლანდიაზე სუვერენული კონტროლის მოპოვების სწრაფვა გლობალური უსაფრთხოების პარადიგმულ საკითხად იქცა, ხოლო, „რეგიონი, რომელიც ოდესღაც მხოლოდ ტრანსატლანტიკური ფრენისას თვალსაჩინო გეოგრაფიულ ცნობისმოყვარეობად და გეოპოლიტიკურად პერიფერიულ სივრცედ ითვლებოდა“, დღეს არის ასპარეზი, სადაც ერთმანეთს ეჯიბრება პრეტენზიები უზარმაზარ ბუნებრივ რესურსებზე, პერსპექტიულ საზღვაო მარშრუტებზე კონტროლსა და ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებზე.

„მეტოქეების დასუსტება აშშ-ის გავლენის გაფართოებით, რეგიონებსა და რესურსებზე კონკურენციის გამწვავებით და მათთვის სამხედრო და ტექნოლოგიური უპირატესობების უარყოფით, მოითხოვს ფაქიზ ბალანსს შეკავებასა და ესკალაციას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიდგომა, თუ იგი განხორციელდება სიფრთხილით, თავმდაბლობითა და აუცილებელი თვითშეზღუდვით, შეიძლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული და მატერიალური სარგებლის მომტანი იყოს, იგი ამავდროულად შეიცავს ნორმატიული პარალიზების გამყარების რისკს“, - ვკითხულობთ Responsible Statecraft-ის სტატიაში.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 13:02

რეგიონი

სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიყავით აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად

ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად, დაიყვანა იმ დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ინდიკატორის ჩამოყალიბება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

03 აპრილი 2026, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ

სტრატეგიული პარტნიორობა მანამდე ეპითეტის დონეზე იყო აშშ-სა და საქართველოს შორის, ვინაიდან შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო. 2009 წელს მოეწერა ხელი, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში და ეს იყო გარკვეული დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ. ახლა გვინდა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტულად რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს. ამ დიალოგისთვის ვართ გახსნილი. ის, რომ სატელეფონო საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და პრემიერს შორის, აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია ამისკენ, რაც გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:42

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი, სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი

გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან შალვა პაპუაშვილმა ამგვარად უპასუხია კითხვას თურქეთში „ახალი ალიანსის“ წევრების - ლევან სანიკიძე, თინა ბოკუჩავასა და თამარ ჩერგოლეიშვილის ჩასვლის შესახებ.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას

ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟზე დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში

მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება

ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

03 აპრილი 2026, 12:30

საზოგადოება

გლდანში, უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, კიდევ ერთი სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსთან 12-მდე ავტოფარეხისა და უკანონო შემოღობვის დემონტაჟის შემდეგ, ახალ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ

იგივე სახეები, რომლებმაც საქართველოში წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, დღეს კვლავ გაერთიანდნენ და ცდილობენ, ზუსტად იმავე გეგმით იმოქმედონ, რაც მაშინ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

03 აპრილი 2026, 12:15

საზოგადოება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ტექნიკური ხასიათისაა და მღვდელმთავრები პროცედურულ საკითხებს განიხილავენ.

03 აპრილი 2026, 12:13

საზოგადოება

Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა.

03 აპრილი 2026, 12:08

საზოგადოება

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

ტიმ ბურჩეტი

03 აპრილი 2026, 12:07

მსოფლიო

რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.

ლაშა გეეგჭკორი

03 აპრილი 2026, 12:03

საზოგადოება

„ასეთ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - ასეთივე ვითარებაა ამ ეტაპზე პროგრამის მოქმედების არეალის სხვა მუნიციპალიტეტებშიც“ - ლაშა გეგეჭკორი ვიდეოს აქვეყნებს

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

ვიქტორ ორბანი

03 აპრილი 2026, 11:55

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ბრიუსელს სჯერა, რომ რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნება, უკეთესი იქნება და ისინი ეტყვიან წევრ სახელმწიფოებს, რა გააკეთონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელს ისევ აკრიტიკებს და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

03 აპრილი 2026, 11:47

საზოგადოება

პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა

სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა ჯერ მიღებული არ აქვს.

03 აპრილი 2026, 11:25

საზოგადოება

კობა კობალაძე ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის მოგონებების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის შესახებ გამოცემული წიგნის -„მეშვიდე კონტინენტის ქართველის“ პრეზენტაცია გაიმართა.

03 აპრილი 2026, 11:23

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ს ირანში სამიზნეები ეწურება

პენტაგონს ირანში სულ უფრო ნაკლები დასაბომბი სამიზნე რჩება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 11:16

პოლიტიკა

სეფაშვილი: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა, ვითომდა ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები, რაც აგებულია ტყუილზე - საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ტყუილზეა აგებული.

ანდრია ჯაღმაიძე

03 აპრილი 2026, 11:16

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი იქნება გაფართოებული კრების წინმსწრები

სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი წინმსწრები იქნება გაფართოებული კრების, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით.