25 იანვარი 2026, 21:24 / სანდო წყარო

Axios-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საიდუმლო ჩანაწერებში რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი ტრამპის ტარიფებს და ჯეი დი ვენსს აკრიტიკებს

Axios-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერების მიხედვით, ტეხასელი რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი, რომელიც 2028 წლის საპრეზიდენტო რბოლას უმიზნებს, კერძო შეხვედრებზე დონორებთან მწვავედ აკრიტიკებდა ვიცე-პრეზიდენტ ვენსს და დასცინოდა პრეზიდენტ ტრამპის სატარიფო პოლიტიკას.

სენატორ კრუზის ჩანაწერები Axios-ს რესპუბლიკელმა წყარომ მიაწოდა. ისინი გაკეთებულია 2025 წლის დასაწყისსა და შუა პერიოდში.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ჩანაწერები მნიშვნელოვანია, ვინაიდან, კრუზის მიერ გასულ წელს ორ შეხვედრაზე გამოთქმული ეს შენიშვნები, ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კრიტიკას წარმოადგენს ტრამპისა და ვენსის მიმართ რესპუბლიკელი კოლეგისგან მას შემდეგ, რაც ისინი ერთი წლის წინ მოვიდნენ ხელისუფლებაში.

"თითქმის 10 წუთიანი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ პოზიციონირებს კრუზი საკუთარ თავს, როგორც ტრადიციული, თავისუფალი ვაჭრობის მომხრე, ინტერვენციონისტი რესპუბლიკელი 2028 წლის შესაძლო პრაიმერის წინ, ნაკლებად აგრესიული ვენსის წინააღმდეგ." - წერს Axios.

როგორც გამოცემა იტყობინება, საუბრების დროს კრუზმა ვენსი წარმოაჩინა როგორც კონსერვატორი პოდკასტერის, ტაკერ კარლსონის, მარიონეტი. კრუზს არაერთხელ დაუდანაშაულებია კარლსონი ანტისემიტიზმისა და ანტი-ისრაელური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერაში მათი ფართოდ გაშუქებული დაპირისპირებების დროს.

მეორე ჩანაწერში კრუზი აფრთხილებს დონორებს, რომ ტრამპის ტარიფებმა შესაძლოა ეკონომიკა გაანადგუროს და მისი იმპიჩმენტიც კი გამოიწვიოს. ის იხსენებს რამდენიმე სენატორთან ერთად პრეზიდენტ ტრამპთან განხორციელებულ სატელეფონო ზარს, როდესაც მოუწოდეს, ტარიფებთან დაკავშირებით, უკან დაეხია.

"კრუზის თქმით, ეს ხანგრძლივი ზარი, რომელიც შუაღამეს გაცდა, „კარგად არ წარიმართა“, ხოლო ტრამპი „ყვიროდა“ და „იგინებოდა“.

„ტრამპი ცუდ ხასიათზე იყო,“ - ეუბნება კრუზი დონორებს. „მქონია საუბრები, როცა ის ძალიან ბედნიერი იყო. ეს მათ შორის არ იყო.“

კრუზის თქმით, მან ტრამპს უთხრა:
„ბატონო პრეზიდენტო, თუ [2026 წლის] ნოემბრამდე მივალთ და ხალხის 401(k)-ები (საპენსიო დანაზოგი) 30%-ით შემცირებული იქნება, ხოლო, სუპერმარკეტებში ფასები 10–20%-ით გაიზრდება, არჩევნების დღეს დამანგრეველ პოლიტიკურ მარცხს, კატასტროფას წავაწყდებით."

"თქვენ დაკარგავთ წარმომადგენელთა პალატას, დაკარგავთ სენატს და მომდევნო ორ წელს ყოველ კვირას იმპიჩმენტის ბრალდებით გაატარებთ.“

ტრამპის პასუხი, კრუზის თქმით, ასეთი იყო: „ჯანდაბაში წასულხარ, ტედ.“" - აღნიშნულია Axios-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოცემა ასევე წერს, რომ კრუზმა დონორებს უამბო, რომ თეთრ სახლთან „ბრძოლაში“ იყო ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმების მისაღებად. როდესაც დონორი ეკითხება, ვინ ეწინააღმდეგება ასეთ შეთანხმებებს ადმინისტრაციაში, კრუზი ასახელებს თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველს პიტერ ნავაროს, ვენსს და „ზოგჯერ“ თავად ტრამპსაც.

ჩანაწერებში კრუზი არაერთხელ ახსენებს ვენსს, აკავშირებს მას კარლსონთან და ადანაშაულებს პოდკასტერის ანტიინტერვენციონისტული საგარეო პოლიტიკის გატარებაში.

„ტაკერმა შექმნა ჯეი დი. ჯეი დი ტაკერის პროტეჟეა და ისინი ერთი და იგივე არიან,“ - ამბობს კრუზი.

ჩანაწერში ტედ კრუზი ამტკიცებს იმასაც, რომ ვენსმა და კარლსონმა ხელი შეუწყვეს ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, მაიკ უოლცის, გათავისუფლებას, რადგან უოლცი მხარს უჭერდა ირანის დაბომბვას - პოზიციას, რომელიც საბოლოოდ ტრამპმაც გაიზიარა.

საიდუმლო ჩანაწერებთან დაკავშირებით, კრუზის პრესსპიკერმა განცხადებაში თქვა, რომ სენატორი არის „პრეზიდენტის უდიდესი მოკავშირე სენატში და ყოველდღე იბრძვის ფრონტის ხაზზე მისი დღის წესრიგის გასატარებლად.

ტაკერ კარლსონმა Axios-ს განუცხადა, რომ მას „არანაირი კავშირი არ ჰქონია“ უოლცის გათავისუფლებასთან ან დევისის დანიშვნასთან.

ტრამპისა და ვენსის წარმომადგენლებმა კი, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთების თხოვნას პასუხი არ გასცეს.

ყველა სიახლე

03 აპრილი 2026, 13:02

რეგიონი

სოფელ ჭიაურში კოლექტორის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის მიზანია არსებული სისტემების ეფექტიანობის გაზრდა და სასოფლო-სამეურნეო მიწების სტაბილური წყალმომარაგების უზრუნველყოფა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 13:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვიყავით აშშ-ის ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად

ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გამორჩეული სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ის. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, რომ ფაქტობრივად, დაიყვანა იმ დონეზე, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის. ახალ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის ვართ მზად და ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რაც დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ინდიკატორის ჩამოყალიბება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

03 აპრილი 2026, 12:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აპრილში ველოდებით, რომ მარკო რუბიოს და ირაკლი კობახიძის საუბრის შემდეგი ნაბიჯი იქნება ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება ურთიერთობების გადატვირთვისკენ

სტრატეგიული პარტნიორობა მანამდე ეპითეტის დონეზე იყო აშშ-სა და საქართველოს შორის, ვინაიდან შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო. 2009 წელს მოეწერა ხელი, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში და ეს იყო გარკვეული დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ. ახლა გვინდა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტულად რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს. ამ დიალოგისთვის ვართ გახსნილი. ის, რომ სატელეფონო საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და პრემიერს შორის, აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია ამისკენ, რაც გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:42

პოლიტიკა

პაპუაშვილი: ახლახან აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის 35 წლისთავი, სიმბოლურია, რომ ვხედავთ ჯგუფებს, რომლებიც დამოუკიდებლობას ებრძვიან - გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი

გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ამიტომ დადიან სხვადასხვა ქალაქში საზღვარგარეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან შალვა პაპუაშვილმა ამგვარად უპასუხია კითხვას თურქეთში „ახალი ალიანსის“ წევრების - ლევან სანიკიძე, თინა ბოკუჩავასა და თამარ ჩერგოლეიშვილის ჩასვლის შესახებ.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე უფრო დიდი პრობლემაა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიცია - ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას

ის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ - შეჭრა, თავდასხმა, აცდენილია ყოველგვარ ადეკვატურ ქცევას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟზე დასმული კითხვის პასუხად.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როგორც ევროკავშირის ელჩი ერეოდა 2024 წლის პოლიტიკურ არჩევნებში, იგივე ჩარევას ვხედავთ დიდი ალბათობით, ევროპული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ეკლესიის საქმეებში

მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებებში არავინ ჩაერიოს, მათ შორის იმაში, რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:34

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება

ეს აჩვენებს, რომ ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ, რომ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

03 აპრილი 2026, 12:30

საზოგადოება

გლდანში, უსახური ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, კიდევ ერთი სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსთან 12-მდე ავტოფარეხისა და უკანონო შემოღობვის დემონტაჟის შემდეგ, ახალ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

03 აპრილი 2026, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სახეზე გვაქვს კვლავ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობა“, იგივე სახეები, რომლებმაც წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, ცდილობენ, იმავე გეგმით იმოქმედონ

იგივე სახეები, რომლებმაც საქართველოში წამების, ბიზნესის რეკეტისა და მედიის მიტაცების სისტემა შექმნეს, დღეს კვლავ გაერთიანდნენ და ცდილობენ, ზუსტად იმავე გეგმით იმოქმედონ, რაც მაშინ ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ოპოზიციის ალიანსის“ წევრების აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

03 აპრილი 2026, 12:15

საზოგადოება

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ტექნიკური ხასიათისაა და მღვდელმთავრები პროცედურულ საკითხებს განიხილავენ.

03 აპრილი 2026, 12:13

საზოგადოება

Wellbeing Magazine: რატომ არის საქართველო ევროპაში საუკეთესო და ხელმისაწვდომი ველნეს მიმართულება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ცნობილმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემამ Wellbeing Magazine საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა, რომელიც Microsoft-ის პორტალითაც MSN გავრცელდა.

03 აპრილი 2026, 12:08

საზოგადოება

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ. ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

ტიმ ბურჩეტი

03 აპრილი 2026, 12:07

მსოფლიო

რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.

ლაშა გეეგჭკორი

03 აპრილი 2026, 12:03

საზოგადოება

„ასეთ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში - ასეთივე ვითარებაა ამ ეტაპზე პროგრამის მოქმედების არეალის სხვა მუნიციპალიტეტებშიც“ - ლაშა გეგეჭკორი ვიდეოს აქვეყნებს

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სამთავრობო პროგრამის მიმდინარეობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

ვიქტორ ორბანი

03 აპრილი 2026, 11:55

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ბრიუსელს სჯერა, რომ რაც უფრო მეტი ძალაუფლება ექნება, უკეთესი იქნება და ისინი ეტყვიან წევრ სახელმწიფოებს, რა გააკეთონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბრიუსელს ისევ აკრიტიკებს და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

03 აპრილი 2026, 11:47

საზოგადოება

პროექტის „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ ფარგლებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა

სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია რეგიონის (გარდა თბილისისა) საჯარო სკოლის იმ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც სასწავლო ტურში მონაწილეობა ჯერ მიღებული არ აქვს.

03 აპრილი 2026, 11:25

საზოგადოება

კობა კობალაძე ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის მოგონებების პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს ხელოვნების მუზეუმში, გასულ საუკუნეში, ავსტრალიაში ემიგრირებული ქართველის, შალვა გიგოლაშვილის შესახებ გამოცემული წიგნის -„მეშვიდე კონტინენტის ქართველის“ პრეზენტაცია გაიმართა.

03 აპრილი 2026, 11:23

მსოფლიო

POLITICO: აშშ-ს ირანში სამიზნეები ეწურება

პენტაგონს ირანში სულ უფრო ნაკლები დასაბომბი სამიზნე რჩება. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

03 აპრილი 2026, 11:16

პოლიტიკა

სეფაშვილი: მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ემსახურება იმას, რომ გააღიზიანონ მოსახლეობა, ვითომდა ცუდი მხრიდან წარმოაჩინონ ხელისუფლების ქმედებები, რაც აგებულია ტყუილზე - საქართველოში ცხოველების უფლებები დაცულია

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ტყუილზეა აგებული.

ანდრია ჯაღმაიძე

03 აპრილი 2026, 11:16

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი იქნება გაფართოებული კრების წინმსწრები

სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი წინმსწრები იქნება გაფართოებული კრების, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით.