POLITICO: ევროკავშირის 11 000 მოქალაქის ექსკლუზიური გამოკითხვა საკუთარი ქვეყნების მიმართ ღრმა პესიმიზმს ავლენს
ფოტო: GettyImages
ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილნი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, საკუთარი ქვეყნების, პირადი გარემოებებისა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მომავალი საფრთხეების მიმართ, - წერს გამოცემა POLITICO.
სტრატეგიული კომუნიკაციების ფირმა FGS Global-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რომელიც ექსკლუზიურად POLITICO-სთვის გახდა ცნობილი, რესპონდენტთა თითქმის ორ მესამედს (63%) მიაჩნია, რომ „საუკეთესო წლები წარსულს ჩაბარდა“, ხოლო 77%-ს სჯერა, რომ მათ ქვეყანაში ცხოვრება „მომავალი თაობისთვის უფრო რთული იქნება“. კვლევა ნოემბერში ჩატარდა და მასში ევროკავშირის 23 ქვეყნიდან 11 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„ეს განწყობა განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. ევროპელთა უმრავლესობამ (76%) განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში დემოკრატია დაღმავლობას განიცდის“, - წერს გამოცემა POLITICO.
გამოკითხვა ააშკარავებს ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას ევროპული დემოკრატიების მდგომარეობისა და მთავრობების შესაძლებლობების შესახებ, გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს. ეს გამოწვევები მოიცავს ომს კონტინენტის აღმოსავლეთ ფლანგზე, ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობასა და მზარდ უთანხმოებას ვაშინგტონთან.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი გრენლანდიის ხელში ჩაგდების სურვილს განაცხადებდა, ევროპელთა აბსოლუტური უმრავლესობა მას მშვიდობისთვის, საკუთარი ქვეყნისა და გლობალური ეკონომიკისთვის ნეგატიურ ძალად მიიჩნევდა.
თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი სახელმწიფო არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამონაკლისს მხოლოდ პოლონეთი, ლიეტუვა და დანია წარმოადგენს.
„ეს გამოკითხვა ცუდი ამბავია მთავრობების უმეტესობისთვის, რადგან ის ააშკარავებს პოლიტიკური სისტემებისადმი საზოგადოების სუსტ ნდობას და სკეპტიციზმს მათი ეფექტური ფუნქციონირების შესაძლებლობის მიმართ“, - აღნიშნავს გამოცემა POLITICO.
როდესაც რესპონდენტებს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებიდან ერთ-ერთის არჩევა სთხოვეს, სულ მცირე, ნახევარმა განაცხადა, რომ მათი ქვეყნის პოლიტიკური სისტემა „ხალხის იმედებს ვერ ამართლებს და ფუნდამენტურ რეფორმას საჭიროებს“, ნაცვლად მოსაზრებისა, რომ ის „საკმაოდ კარგად მუშაობს და მნიშვნელოვანი რეფორმა არ სჭირდება“.
კითხვაზე, ეთანხმებიან თუ არა მოსაზრებას, რომ მათმა ქვეყნებმა „უფრო მტკიცედ უნდა დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები მაშინაც კი, თუ ეს სხვა ქვეყნებთან უთანხმოებას გამოიწვევს“, აბსოლუტურმა უმრავლესობამ (71%) დადებითი პასუხი გასცა.
ყველა სიახლე
24 მაისი 2026, 12:15
მსოფლიო
მარკო რუბიო ირანზე: ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ
„ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული სამუშაო შესასრულებელი. არის „კარგი ამბები“, მაგრამ „არა საბოლოო ამბები“, - დასძინა რუბიომ.
24 მაისი 2026, 11:59
რეგიონი
ზუგდიდმა სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა
ზუგდიდმა „სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა. ქართული ცეკვის კონკურსში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ანსამბლები მონაწილეობდნენ. გაიმართება 45 კონკურს-შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით.
24 მაისი 2026, 11:59
პოლიტიკა
გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“ დაყრდნობით, ამერიკული გამოცემა საქართველოს ტერორისტული ოპერაციების ცენტრად მოიხსენიებს და წერს, რომ თბილისი ირანელთა რეკრუტირების და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა“ - კანდელაკს ანტიქართული ბრალდების გასამყარებლად ერთი ფაქტიც კი ვერ მოჰყავს
„ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს საქართველოში სამი კამპუსი აქვს და, მოგეხსენებათ, ირანში ეს სერიოზული ორგანიზაციაა, რომლის წლიური ბიუჯეტი 100 მილიონი დოლარია. სულ მცირე ერთ შემთხვევაში, ალ-მუსტაფას წარმომადგენელი მხილებული იყო მექსიკაში ისრაელის ელჩის მკვლელობის მცდელობის დაგეგმვაში. ასე რომ, ამ ტიპის ადამიანებს და ამ დაწესებულებას, ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს სამი კამპუსი აქვს“, - აღნიშნავს კანდელაკი.
24 მაისი 2026, 11:58
რეგიონი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და სიღნაღის მერიის ორგანიზებით, ვანო სარაჯიშვილის სახელობის ფესტივალი გაიმართა. „მომავლის ხმა“ - ასე ჰქვია პრემიას, რომლის ფინალისტები და ლაურეატები ჟიურიმ გამოავლინა.
24 მაისი 2026, 11:56
მსოფლიო
ესმაილ ბაღაი: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ერთდროულად ახლოსაც და შორსაც ვართ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი ხედვის დაახლოებისკენ მიდის
„გასული კვირის განმავლობაში პროცესი აზრთა სხვადასხვაობის შემცირებისკენ დაიძრა, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება საკითხები, რომლებიც შუამავლობის მონაწილეობით მსჯელობას მოითხოვს. ისღა გვრჩება, დაველოდოთ, რა შედეგებს მოიტანს მომავალი 3-4 დღე. უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკა-ირანის მტრობა რამდენიმე ათწლეულს ითვლის. რაც შეეხება ბირთვულ პრობლემას, ვერ დავაიგნორებთ იმ ფაქტს, რომ ამერიკას არაერთხელ დაურღვევია აღებული ვალდებულება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შეთანხმებასთან ერთდროულად ახლოსაც და შორსაც ვართ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი ხედვის დაახლოებისკენ მიდის“, - განაცხადა ბაღაიმ.
24 მაისი 2026, 11:53
კულტურა
„არა ზღაპარი“ - ამ სახელწოდებით, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა
„არა ზღაპარი“ - ამ სახელწოდებით, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში გამოფენა გაიხსნა, რომელიც შთაგონებულია მუზეუმის უნიკალური კოლექციითა და მისი დამფუძნებლის, პედაგოგისა და საბავშვო მწერლის - თინათინ თუმანიშვილის ხელნაწერი ტექსტით.
24 მაისი 2026, 11:52
კულტურა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, დოკუმენტური ფილმის - „საუნჯის ოდისეა“ ჩვენება გაიმართა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრში, დოკუმენტური ფილმის - „საუნჯის ოდისეა“-ს ჩვენება გაიმართა. ავტორი ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძეა, იდეა კი ისტორიკოს გიორგი კალანდიას ეკუთვნის.
24 მაისი 2026, 11:48
პოლიტიკა
ნუგო შოშიაშვილი: რეგიონულმა კონფერენციებმა დაგვანახა, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები არის უალტერნატივო საშუალება ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენის და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა ნუგო შოშიაშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, შეხვედრების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
24 მაისი 2026, 11:45
პოლიტიკა
მარიამ გრიგოლიშვილი: ახალგაზრდების ხმა და მათი განსხვავებული მოსაზრებების ურთიერთმიმოცვლა გახლავთ საფუძველი ქვეყნის დემოკრატიული და პროგრესული განვითარებისთვის
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა მარიამ გრიგოლიშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, კომენტარი გააკეთა და ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხმა.
24 მაისი 2026, 11:43
მსოფლიო
მარკო რუბიო: ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი
„ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ჰორმუზის სრუტე გადასახადის გარეშე უნდა გაიხსნას. მათ უნდა გადასცენ თავიანთი გამდიდრებული ურანი, განსაკუთრებით მაღალი ხარისხით გამდიდრებული ურანი. ჩვენ ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ, უნდა მივხედოთ გამდიდრების საკითხსაც. ეს პრეზიდენტის უცვლელი პოზიციაა და ის ასეთი პრობლემების გადაჭრას ყოველთვის მოლაპარაკებებისა და დიპლომატიური შეთანხმების გზით ამჯობინებს. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა რუბიომ.
24 მაისი 2026, 11:43
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალქალაქის, ქარელის, თელავის და რუსთავის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. პროკურორები ახალქალაქის N3, ქარელის N2, თელავის N7 , თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის და რუსთავის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შეხვდნენ.
24 მაისი 2026, 11:40
პოლიტიკა
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, თუ რა სჭირდებათ მათ და ეს პოტენციალი და შესაძლებლობები მათზე მეტად მორგებული გახდეს
რეგიონული შეხვედრები გრძელდება. მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ რუსთავში და ვხვდებით ქვემო ქართლელ ახალგაზრდებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა.
24 მაისი 2026, 11:38
მსოფლიო
ტრამპმა რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ირანი ამერიკული დროშის ფერებშია გამოსახული
დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ახლი აღმოსავლეთის რეგიონის რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ირანი ამერიკული დროშის ფერებშია გამოსახული. რუკას მხოლოდ წარწერა ახლავს „ ახლო აღმოსავლეთის შეერთებული შტატები“. თეთრი სახლის მეთაურს სხვა განმარტება არ დაუწერია.
24 მაისი 2026, 11:38
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის და ვფიქრობ, ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ერთად შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა
ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ვისაუბრებთ ყველა საკითხზე რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ მათ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე და ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გამოგვივა- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა რუსთავში, სადაც რიგით მე-7 კონფერენცია ტარდება.
24 მაისი 2026, 11:35
სპორტი
თინათინ რუხაძე ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას დაესწრო
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ქალაქ სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონკურს-ფესტივალის - „მომავლის ხმა - ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“ დაჯილდოებას დაესწრო.
24 მაისი 2026, 11:31
საზოგადოება
თბილისსა და რეგიონებში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის ემზადებიან
მასშტაბური ღონისძიებებისთვის, თბილისსა და რეგიონებში აქტიური სამზადისია. სპეციალური სივრცეები დედაქალაქთან ერთად 20 ქალაქში მოეწყობა, დიდ ქალაქებში სტუმრებს სამინისტროები უმასპინძლებენ, 600-მდე წვევამდელი ფიცს ქვეყნის 12 ისტორიულ ადგილზე დადებს, მათ შორის, წელს პირველად, სნოში - ილია მეორის მშობლიურ სოფელში.
24 მაისი 2026, 11:30
პოლიტიკა
მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ ოპოზიციური ალიანსისადმი საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულების ფაქტები აჩვენა, გიორგი ვაშაძემ აღიარა, რომ მათ შეკრებებზე ინფორმაციას „იმედის“ კამერას უმალავენ
მას შემდეგ, რაც „ქრონიკამ“ ე.წ ოპოზიციური ალიანსის, მოქალაქეებთან შეხვედრისა და საზოგადოების მათდამი ნეგატიური დამოკიდებულების რეალური ფაქტები აჩვენა მაყურებელს, გიორგი ვაშაძემ აღიარა, რომ მათი შეკრებების შესახებ ინფორმაციას „იმედის“ კამერას უმალავენ.
24 მაისი 2026, 11:22
პოლიტიკა
თბილისის მერიის პასუხი 26 მაისის აქციის ორგანიზატორებს: პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციების (მათ შორის სცენის) მოწყობა დაუშვებლად მიგვაჩნია. რაც შეეხება წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებს, რაიმე სახის კონსტრუქციის (მათ შორის სცენის) მოწყობა ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია ტრანსპორტის სავალ ნაწილზე
თბილისის მერიამ 26 მაისის აქციის ორგანიზატორებს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ და წერილში მითითებულ სხვა ლოკაციებზე სცენის დადგმაზე უარი უთხრა. ამ გადაწყვეტილების მიზეზები განმარტებულია ორგანიზატორების მოთხოვნის საპასუხო წერილში.
24 მაისი 2026, 11:21
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისთვის, რათა ბრიუსელს მოეხდინა რეაგირება პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე - ეს თავისთავად არის პასუხი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან
საკმარისზე მეტი დრო გავიდა იმისთვის, რათა ბრიუსელს მოეხდინა რეაგირება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე, თუმცა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ მივიღეთ ქრონიკული დუმილი, - აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.
24 მაისი 2026, 11:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: დანიაში შეიძლება თურმე, მჯდომარე მშვიდობიან აქციას დაესხას თავს პოლიციელი და თავ-პირი დაუმტვრიოს და საქართველოში პოლიციელებს რომ „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, ეს თურმე, დასაშვებია
„სისტემატური ხასიათი აქვს აი, ამ ორმაგ სტანდარტებს, არამარტო დანიაში. დანიაში შეიძლება თურმე მჯდომარე მშვიდობიან აქციას დაესხას თავს პოლიციელი და თავპირი დაუმტვრიოს და ეს თურმე კანონის უზენაესობის დაცვაა და საქართველოში პოლიციელებს რომ „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან, ეს თურმე დასაშვებია. გასცდნენ ისინი ევროპულ ღირებულებებს, რისთვისაც ზოგადად შეიქმნა ეს ორგანიზაცია“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.


