imedi /  24 თებერვალი 2026, 00:26 / სანდო წყარო

AXIOS: აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი ტრამპსა და მაღალჩინოსნებს აფრთხილებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიამ შესაძლოა სერიოზული რისკები წარმოშვას

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, გენერალი დენ კეინი პრეზიდენტ ტრამპსა და მაღალჩინოსნებს აფრთხილებს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიამ შესაძლოა სერიოზული რისკები წარმოშვას - კერძოდ, ხანგრძლივ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალ ეშელონებში მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, თუ როგორ მართონ ირანთან არსებული დაპირისპირება და რა შედეგები მოჰყვება თითოეულ არჩევანს. ამ მომენტისთვის, ტრამპის გარემოცვაში რამდენიმე ფიგურა სიფრთხილისკენ მოუწოდებს, თუმცა ზოგიერთი წყაროს ვარაუდით, თავად ტრამპი სამხედრო დარტყმისკენ იხრება.

უპირველეს ყოვლისა, დგას საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი იქნება წარმატება სამხედრო მოქმედების შემთხვევაში და რამდენად სარისკო იქნება მისი მიღწევის მცდელობა. მეორე მხრივ, ბირთვული შეთანხმების მიღწევა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ მანამდე დაწესებული ზოგიერთი „წითელი ხაზიდან“ უკან დახევას ნიშნავს. სანამ ტრამპი მსჯელობს იმაზე, დაესხას თუ არა თავს ირანს და რა ფორმით, მისი წარმომადგენლები - ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი - პრეზიდენტს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს და დიპლომატიას შანსი მისცეს.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პოზიცია უჭირავთ ტრამპის გუნდის წამყვან წევრებს, ეყრდნობა ხუთ წყაროსთან საუბარს, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ მაღალი დონის შეხვედრებს ან ფლობენ დეტალურ ინფორმაციას მათ შესახებ.

კეინის პოზიცია შესაძლოა განსაკუთრებით გავლენიანი აღმოჩნდეს, რადგან ის ტრამპის მთავარი სამხედრო მრჩეველია და პრეზიდენტის მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობს. წყაროების თქმით, არავინ უჭერს მხარს შეჭრას ან სახმელეთო ოპერაციას.

აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ტრამპმა უფლებამოსილება მიანიჭა ანალიტიკოსთა მცირე ჯგუფს, რათა მათ ირანთან დაკავშირებული პრობლემები დაამუშაონ და პრეზიდენტს წარუდგინონ სხვადასხვა ვარიანტი, რომელთა გამოყენებასაც ის მისთვის სასურველ დროს შეძლებს - ისე, რომ მაქსიმალურად გაზარდოს გავლენა და მინიმუმამდე დაიყვანოს რისკი.

ორი წყაროს ინფორმაციით, მაშინ როდესაც კეინი სრულად უჭერდა მხარს ვენესუელის ოპერაციას, ირანთან დაკავშირებულ დისკუსიებში ის ბევრად ფრთხილია.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, კეინი არ გამოდის სამხედრო დარტყმის ინიციატივით, თუმცა ის მხარს დაუჭერს და აღასრულებს ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. მეორე წყარო, რომელიც უშუალოდ იცნობს კეინის პოზიციას, აცხადებს, რომ თავმჯდომარე სკეპტიკურად კი არ არის განწყობილი სამხედრო კამპანიის მიმართ, არამედ „ფხიზლად და რეალისტურად“ აფასებს წარმატების შანსებსა და იმას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ომის დაწყებას.

ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა ბოლო დღეების შიდა განხილვების დროს ასევე გამოთქვა შეშფოთება კონფლიქტში შესაძლო ჩათრევის თაობაზე. ერთ-ერთმა წყარომ დაადასტურა, რომ ვიცე-პრეზიდენტი სამხედრო და ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურ პირებთან ოპერაციის რისკებისა და სირთულის შესახებ კითხვებს სვამდა, თუმცა უარყო, რომ ის ირანზე დარტყმის კატეგორიული წინააღმდეგია.

ვენსს იმედი აქვს, რომ ხუთშაბათს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები დიპლომატიურ გარღვევას გამოიღებს, თუმცა შეთანხმების მიღწევის შანსების მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი არ არის - ამ პოზიციას ბევრი სხვა მაღალჩინოსანიც იზიარებს.

ორი წყაროს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს „ნეიტრალური პოზიცია“ უჭირავს და არც დარტყმის მომხრედ გამოდის და არც მის წინააღმდეგ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 09:00

მსოფლიო

ტრამპს იმედი აქვს, რომ „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის დროს „კარგად მოიქცევა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედი აქვს, რომ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების პერიოდში „კარგად მოიქცევა“.

მაია ბითაძე

17 აპრილი 2026, 08:48

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას როგორც რეგიონში, ისე მთელს მსოფლიოში, ასევე ხაზი გაესვა იმ მზარდ ტენდენციას, რასაც ჩვენ გარე ჩარევებს ვუწოდებთ

საქართველოსთვის საპარლამენტო ასამბლეა იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, რათა კიდევ ერთხელ გაგვეჟღერებინა ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზნები, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რომელიც თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ლევან ჟორჟოლიანი

17 აპრილი 2026, 08:39

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ანტალიის დიპლომატიის ფორუმის მიზანია, ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც მთელს მსოფლიოშია

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

17 აპრილი 2026, 08:31

პოლიტიკა

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილება

პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.

17 აპრილი 2026, 08:25

საზოგადოება

ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა

ნიუ-იორკში, გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესია დასრულდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს დელეგაციამ გაეროს სხვადასხვა დელეგატებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე.

17 აპრილი 2026, 08:17

პოლიტიკა

საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება - შალვა პაპუაშვილი დღეს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან შეხვედრას გამართავს

საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 152-ე ასამბლეა გრძელდება. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრას გამართავს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარესთან. შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდება პარაგვაელ კოლეგას.

17 აპრილი 2026, 08:12

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი დღეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება

პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ირაკლი კობახიძე ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა თემატურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა - მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

17 აპრილი 2026, 08:05

სამართალი

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 აპრილს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

17 აპრილი 2026, 03:02

მსოფლიო

ტრამპი: იტალია ჩვენ გვერდით არ იდგა, არც ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო აშშ-ის ურთიერთობა იტალიასთან მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების მიზნით ძალების გაგზავნაზე უარი თქვა.

17 აპრილი 2026, 01:01

მსოფლიო

Reuters: ირანის ომის გამო აშშ ზოგიერთი ევროპული ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას აყოვნებს

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ზოგიერთ ევროპელ კოლეგას აცნობეს, რომ მანამდე შეთანხმებული იარაღის მიწოდება, სავარაუდოდ, შეფერხდება, რადგან ირანის ომი კვლავ განაგრძობს შეიარაღების მარაგების შემცირებას - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

17 აპრილი 2026, 00:25

მსოფლიო

Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ

კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:17

პოლიტიკა

ლელა რაზიკაშვილი ოპოზიციაზე: როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენს ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!

როცა შენი ქვეყნის წინააღმდეგ ყიდულობ რეზოლუციას, როდესაც ყველა გამვლელს ალანძღვინებ შენ ქვეყანას, როდესაც საჭმელში ჩაფურთხებას პოლიტიკურ პროექტად აქცევ, რა მომავალი და წარმატება უნდა გქონდეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.

ლელა რაზიკაშვილი

17 აპრილი 2026, 00:12

საზოგადოება

ლელა რაზიკაშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე: ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან

ესენი თუ შევიდნენ, ხალხი იქიდან გაიქცევა. რას აპირებენ ამ მოედანზე, ვერ გავიგე. იმიტომ არის ღირებული, რომ ესენი იქ არ არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

ბილ ლი

17 აპრილი 2026, 00:07

მსოფლიო

აშშ-ის ტენესის შტატის გუბერნატორმა ხელი მოაწერა რეზოლუციას ივნისის „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადების თაობაზე - რეზოლუცია აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი „თავდასხმის ქვეშაა ჩვენს საყვარელ შტატსა და ქვეყანაში“

ტენესის შტატის გუბერნატორმა, ბილ ლიმ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის თანახმადაც ივნისი „ტრადიციული ოჯახის თვედ“ გამოცხადდა.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:54

პოლიტიკა

გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს

არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:52

პოლიტიკა

გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ

იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:44

პოლიტიკა

გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!

კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც ასეთი წარსული გაქვს და საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?! - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:38

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: რადიკალების უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ

მათი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთია, მხარდაჭერა არ აქვთ და მეორეა, რომ არც რესურსი აქვთ, რომ ეს მხარდაჭერა მოიპოვონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, რადიკალირ ოპოზიციაზე საუბრისას.

გიორგი კახიანი

16 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

გიორგი კახიანი აბასთუმნის ცის ჩაკეტვაზე: დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია

დეზინფორმაციები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ადრეც მოგვისმენია, მაგრამ გადის ძალიან მოკლე დრო და საზოგადოება ხედავს, რომ ყველაფერი მოკლეფეხებიანი ტყუილია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

16 აპრილი 2026, 23:29

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრა აუცილებელი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კითხვაზე, იქნებოდა თუ არა მზად შეხვედროდა პაპ ლეო XIV-ს მათ შორის არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად, უპასუხა, რომ ეს აუცილებლად არ მიაჩნია.